,,როგორც კი ევროკომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გავაუქმებთ ამ კანონს”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს,  აღნიშნულ  კანონს მაშინვე გააუქმებენ. მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ევროკომისიის დასკვნასთან წინააღდეგობაში მოდის.

,,არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიას შორის, თუ ისინი ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისა, ჩვენ გავაკეთებთ იმას რასაც გვეტყვის ევროკომისია. მაგრამ დღეს ევროკომისია გვეუბნება ერთს, ვენეციის კომისია კი გვეუბნება მეორეს და რა იგულისხმება ამაში: კერძოდ, ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. რაც შეეხება ევროკომისიას ის ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ და ის საუბრობს დეოლიგარქიზაციაზე. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ანუ გამოდის რა, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ მათ არ მოსწონთ პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას.

როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისათვის, ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედების ვადას პირველ მარტამდე, თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროპის კომისია არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღებას,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები