კერძო რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინი განცხადებით, უკრაინის შეტევის პოტენციალი ამოწურვისგან შორსაა. მისი თქმით, შედეგები მას შემდეგ უნფა შეფასდეს, რაც მოწინააღმდეგე პოტენციალს ამოწურავს.
„მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ ნებისმიერი შეტევა და მისი შედეგები უნდა შეფასდეს მას შემდეგ, რაც მტერმა ამოწურა შეტევითი პოტენციალი. რამდენადაც მე მესმის, უკრაინის შემტევი პოტენციალი შორს არის ამოწურვისაგან. და ამიტომ, როგორც ამბობენ რუსეთში, ქათმებს შემოდგომაზე ვითვლით. გავა თვენახევარი ან ორი და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მიაღწიეს თუ არა მათ შედეგს, ”- განაცხადა პრიგოჟინმა.