აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას შეუძლია არა მხოლოდ გააძლიეროს კიევის პოზიციები მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, არამედ მოსკოვს მოლაპაკებისკენ უბიძოს.
,,უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შესაძლოა ორი რამ გააკეთოს. საკუთარი პოზიცია ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან გააძლიეროს და შესაძლოა გამოიწვიოს პუტინის საბოლოო ფოკუსირება მოლაპარაკებებზე, მის მიერვე დაწყებული ომის დასასრულებლად,” – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რომ რუსეთი მზად არის იმუშაოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაზე.