რუსეთში შესაძლოა ინტერნეტის შეზღუდვები დაიწყოს

რუსეთში შესაძლოა ინტერნეტის შეზღუდვები დაიწყოს, – ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК წერს. როგორც გამოცემას რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში (“როსპოტრებნადზორი”) განუცხადეს, ინტერნეტ-რესურსების მუშაობაში შეზღუდვები შესაძლოა იმ რეგიონებში დაწესდეს, სადაც კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი არის შემოღებული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მესენჯერ “ტელეგრამის” მუშაობა უკვე იზღუდება.

მეტი...

ერდოღანის ადმინისტრაცია – თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს

თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. „[პუტინსა და ერდოღანს შორის] საუბრისას რუსეთში მიმდინარე ბოლო მოვლენები იქნა განხილული. პრეზიდენტმა ერდოღანმა საღი აზროვნებით მოქმედების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბრისას აღინიშნა, რომ არავინ არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც რუსეთში მოხდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩვენ, როგორ თურქეთი, მზად ვართ ამ კონტექსტში მოვლენების უსწრაფესად დარეგულირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას”- სალომე ზურაბიშვილი

ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „უსაფრთხოების საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უადგილო შიშები. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება და საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. და ბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, საბჭოზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იქნას განხილული, მათ შორის საზღვრის კონტროლის გამკაცრება, სავიზო რეჟიმის გადახედვა და სანქცირებული პირების სიების გამოყენება. “იძულებული ვარ რომ საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ საკითხში, დროს აღარ ითმენს. ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორე არის სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, ანუ იმ სიების რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ. ინფორმაციული…

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მოსაბრუნისა და პერევის საგუშაგოები 3 დღით ჩაკეტა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სოფლების, მოსაბრუნის, იგივე რაზდახანი და პერევის საგუშაგოები 3 დღით ჩაკეტეს – ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს და წერს, რომ შეზღუდვები 24- 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „ამ კუთხით სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხე რჩება სხვადასხვა სახის პროვოკაციების გზით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,არ დავუშვებთ, რომ ბირთვული იარაღი აღმოჩნდეს ბანდიტების ხელში” – მედვედევი

“ჩვენ არ დავუშვებთ რომ ბირთვული იარაღი აღმოჩნდეს ბანდიტების ხელში” – აცხადებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთში მიმდინარე სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით. მიმდინარე შეიარაღებულ აჯანყებას მან კარგად “გააზრებული და დაგეგმილი ოპერაცია” უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

მეტი...

მოსკოვის მერმა ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი Telegram-ზე წერს, რომ მოსკოვში “კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი” გამოცხადდა და “რისკების შესამცირებლად ორშაბათი არასამუშაო დღე” იქნება. “ძვირფასო მოქალაქენო, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. მდგომარეობა რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით, მე, ოპერატიული შტაბის ფარგლებში, გადავწყვიტე ორშაბათი გამოვაცხადო არასამუშაო დღედ – გარდა ხელისუფლებისა და უწყვეტი ციკლის საწარმოებისა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ქალაქის სამსახურებისთვის,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აჯანყების მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში, მკვეთრ უარყოფას იწვევს რუსეთის საზოგადოებაში

შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. „შეიარაღებული აჯანყების მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში, მკვეთრ უარყოფას იწვევს რუსეთის საზოგადოებაში, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. შეთქმულთა ავანტიურისტული მისწრაფებები, შინაარსობრივად, რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული, რათა ჩვენი ერთიანობა გაანადგურონ, ძირი გამოუთხარონ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევებს სანდოდ უზრუნველყოს საერთაშორისო უსაფრთხოება. ასე რომ, აჯანყება რუსეთის გარე მტრებს უწყობს ხელს. დასავლეთის ქვეყნებს ვაფრთხილებთ, რუსეთის შიდა სიტუაციის საკუთარი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად ნებისმიერ მინიშნებებისგან თავი შეიკავონ. ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა და გამოძახილი არ ექნებათ არც…

მეტი...

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო – მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა

მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა, – ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნასერ კანაანიმ რუსეთში მომხდარი ინციდენტს ქვეყნის შიდა საქმე უწოდა და აღნიშნა, რომ ირანი რუსეთის ფედერაციაში კანონის უზენაესობას უჭერს მხარს”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის

მოსკოვიდან პირდაპირი ფრენების ბილეთები „ვაგნერის“ მოახლოებასთან ერთად ამოიყიდა, – ამის შესახებ „გარდიანი“ გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება. „შპიგელის“ ცნობით, მოსკოვიდან თბილისის, ასტანასა და სტამბოლის მიმართულებით პირდაპირი ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის. ამას გარდა, როგორც „გარდიანი“ წერს, „Google Maps“-ის მიხედვით, რუსეთის M4 მაგისტრალზე, მოსკოვის სამხრეთით, გზები გადაკეტილია.

მეტი...

,,საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად” – მიხეილ სააკაშვილი

,,საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს. ,,რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება! საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად! – წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთში მიმდინარე სამხედრო ამბოხს ეხმაურება. 

მეტი...

 სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა უცნობია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი დღეს, 20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება.  

მეტი...

ჭიათურელ მაღაროელებსა და ,,ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტს შორის მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა

ჭიათურელ მაღაროელებსა და ,,ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა. სახელმწიფოს ჩართულობით, მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა, რაც შეეხება ხელფასის მატებას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან, 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%მდე გაიზრდება. ,,შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა. სწორედ ეს ორგანო იმუშავებს დასაქმებულთა შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე. ასევე ამავე კომისიამ 3 თვის განმავლობაში უნდა დადოს კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა…

მეტი...

​ლატვიის საგარეო უწყება – ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა

​ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს,რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს და რუსეთთან საზღვრის კონტროლს აძლიერებს. “ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ინფორმაციას ცვლის. გაძლიერდა საზღვრის კონტროლი. იმ რუსების სავიზო ან სასაზღვრო შემოსვლა, ვინც რუსეთს მიმდინარე მოვლენების გამო ტოვებენ, არ განიხილება. ამ დროისთვის ლატვიისთვის ​ პირდაპირი საფრთხე არ არსებობს,” –  ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.  

მეტი...

ერდოღანმა პუტინს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, თურქული მხარის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. პუტინმა ერდოღანს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ აცნობა. თურქეთის პრეზიდენტმა, კი სრული მხარდაჭერა გამოხატა რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მეტი...

ანდჟეი დუდას ბრძანებით პოლონეთში სამხედრო დანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას ბრძანებით ქვეყნის სამხედრო დანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას BILD-ის რუსულენოვანი გამოცემა წერს. როგორც BILD იტყობინება, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს ჯერ ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებიათ მომხდართან დაკავშირებით. ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი სიტუაციას აკვირდებიან. NATO-ს პრესსპიკერმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუსას თქვა, რომ სიტუაციას სამხედრო ბლოკიც აკვირდება.

მეტი...

,,მხარს ვუჭერ სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევას” – პატრიარქი კირილე

რუსეთის პატრიარქმა კირილმა პუტინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა და “ვაგნერის” დაჯგუფების წევრებს, დაფიქრებისკენ მოუწოდა. “როდესაც მტრები ყველა ღონეს ხმარობენ რუსეთის განადგურებისთვის, ქვეყანაში უთანხმოების დათესვის ნებისმიერი მცდელობა არის უდიდესი დანაშაული, რომელსაც გამართლება არ აქვს. როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, მოვუწოდებ მათ, ვინც აიღო იარაღი და მზად არის გამოიყენოს იგი თავისი ძმების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. მე მხარს ვუჭერ სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში არეულობის თავიდან აცილების მიზნით,” – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.   

მეტი...

პუტინის ბორტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა

უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ რადარის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც პუტინის ბორტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა. ტელეგრამ არხებზე ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა პრემიერმინისტრ მიშუსტინის თვითმფრინავიც. გავრცელებული ინფორმაციითვე, ქვეყანა დატოვა ვიცე-პრემიერმა დენის მანტუროვმა.

მეტი...

რუსეთის ძალებისა და „ვაგნერის“ დანაკარგების შესახებ პირველი ცნობები ქვეყნდება

„Oryx“-მა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაკარგების დაანგარიშება დაიწყო. მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით რუსული რეგულარული არმია უფრო ბევრ დანაკარგს განიცდის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევგენი პრიგოჟინის მებრძოლებთან შეტაკებებში, რუსეთის სამხედროებმა თვითმფრინავი ილ-22, რადიოელექტრონული ბრძოლის 2 ვერტმფრენი, ერთი ვერტმფრენი მი-35, საბრძოლო მანქანა “ტიგრი” და სამხედრო კამაზი დაკარგეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაცია განადგურებულია, ხოლო მანქანები „ვაგნერის“ განკარგულებაშია. „ვაგნერმა“ კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი „უაზის“ ტიპის მანქანა დაკარგა.

მეტი...

“აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს” – რუსული მედია

რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ის  ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, “აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე”. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთში დაძაბულობაა. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია “ვაგნერის” ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა.

მეტი...

მარია ზახაროვა საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს „ერთი მთავარსარდალი გვყავს. არა ორი, არა სამი. ერთი. და მან ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს არის ახლა მთავარი. ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც პიროვნული საჭიროება უნდა გადავდოთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ 100%-ით მართალი ხართ“, – წერს ზახაროვა ტელეგრამ არხზე და ამბობს, რომ მტერი სამოქალაქო დაპირისპირებას ვერ ეღირსება.

მეტი...

პუტინმა ბელარუსის, უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებს რუსეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის, უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებს რუსეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვი ავრცელებს. როგორც ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა, მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა. „საკონსტიტუციო წესრიგი და კანონის უზენაესობა ქვეყანაში მართლწესრიგის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს არის საზოგადოების უსაფრთხოების და მისი წარმატებული განვითარების საწინდარი“, – აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და მისცეთ უკრაინას საჭირო იარაღი” – დმიტრო კულება

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმაურება. „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, – წერს კულება „ტვიტერში“

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს

ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისა და რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დახმარებისკენ მოუწოდებს. როგორც ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც პუტინის რუსეთი მარცხდება ცივილიზებულ სამყაროსთან, „საქართველო ბოროტების და წაგებულის მხარეს აღმოჩნდა“. „უკრაინელი მებრძოლების წარმატებული შეტევის პარალელურად, ვხედავთ პუტინის რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, სამოქალაქო ომს და ბოროტების იმპერიის რღვევას. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ პირობებში, როდესაც პუტინის რუსეთი უპირობოდ მარცხდება ცივილიზებულ სამყაროსთან, რუსი ივანიშვილის და რუსული პარტიის პირობებში, საქართველო აღმოჩნდა ბოროტების და წაგებულის მხარეს. ამ დრომდე, რუსული პარტია, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და სრულიად ხელისუფლება, ფაქტობრივად, ჩამოკიდებულია პუტინის რეჟიმზე. მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ –…

მეტი...

მიმდინარე მოვლენების ფონზე, ესტონეთი რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

,,რუსეთში მიმდინარე მოვლენების პასუხად, ესტონეთი რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს” – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა „ესტონეთის ყურადღებით აკვირდება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ინფორმაციას ცვლის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას არანაირი პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს არ გაემგზავრონ რუსეთის არც ერთ ნაწილში“, – აღნიშნა კალასმა.

მეტი...

შსს – “დარიალზე” მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება

რუსეთ- საქართველოს სასაზღვრთან არსებული მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ,,მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალ” – ზე არსებული მდგომარეობის შესახებ. 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის”, – ნათქვამია…

მეტი...

„რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღების ვაკვირდები”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან კონტაქტზეა. „რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღების ვაკვირდები ევროპელ და დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად“, – განაცხადა მიშელმა. აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმაც. როგორც სუნაკმა „ბიბისის“ განუცხადა, ის მოკავშირეებთან რუსეთში მიმდინარე შეიარაღებული აჯანყების განხილვას გეგმავს.

მეტი...

„რუსეთის სისუსტე აშკარაა“ – ზელენსკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ზელენსკი განცხადებაში აცხადებს, რომ „ის, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, თავს ინადგურებს“ და „რუსეთის სისუსტე აშკარაა“. „რუსეთი პროპაგანდის საშუალებით თავის სისუსტესა და მისი მთავრობის უგუნურებას ნიღბავდა. ახლა კი ისეთი ქაოსია, რომ ტყუილის დამალვა შეუძლებელი ხდება. და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის გამო… რომელსაც არაფრის ლიდერობა არ შეუძლია. რუსეთის სისუსტე აშკარაა“, –  განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი ​​​​​​​უნდა იყოს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს. “ყურადღებით ვადევნებ თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს. შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით  ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს” – წერს პრეზიდენტი”ტვიტერზე”.

მეტი...

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ორბელიანების სასახლესთან აქცია იმართება

”მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ურთულეს პერიოდში მოწოდებულია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს უძვირფასესი მონაპოვარი. ამ დროს, რას აკეთებს ის ქალბატონი, რომლის გაყვანაც, გათრევაც პრეზიდენტად, ამ სასახლეში შებრძანება ძალიან ძვირი დაგვიჯდა”, – ამის შესახებ „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ ლიდერმა ვატო შაქარაშვილმა პრეზიდენტის სასახლის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. შაქარიშვილის თქმით, მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება „მთავარი არხის” დირექტორის შეწყალების შესახებ და მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა. „ამ სასახლეს ვცემთ კიდევ პატივს თორემ კვერცხსაც იმსახურებს და კიდევ, საღებავებსაც. როდესაც დიღმიდან, აშშ-ს საელჩოდან და ქვეყნის გარედან მას მისცეს მითითება, გამოვიდა და წავიდა ამ დიდი პროვოკაციაზე.…

მეტი...

,,ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან!” –  დღეს, პარლამენტთან აქცია გაიმართება

,,ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან!” –  დღეს, 24 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი, სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია “სტუდენტები ევროპული მომავლისთვისაა”. “რუსეთში სამხედრო გადატრიალება დაიწყო, რომელიც პირდაპირი საფრთხეა ღია საზღვრის პირობებში საქართველოსთვის. საქართველოს მთავრობამ სასწრფოდ უნდა ჩაკეტოს საზღვარი რუსეთთან!”, – წერენ ორგანიზატორები.

მეტი...

,,რაც ახლა ხდება ეს არის ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ, აუცილებელია ეროვნული ლიდერის ირგვლივ გაერთიანება”- კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი Telegram არხზე წერს, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთის ერთიანობის შესანარჩუნებლად. კადიროვმა მიმდინარე მოვლენებს “საზიზღარი ღალატი” უწოდა. “მივმართავ მებრძოლებს – სამშობლოს პატრიოტებს. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. რაც არ უნდა დასახონ მიზნები, რა დაპირებებიც არ უნდა მოგცენ, ასეთ მომენტში სახელმწიფოს უსაფრთხოება და რუსული საზოგადოების ერთიანობა უპირველესია! ნახეთ, როგორ სარგებლობენ ჩვენი დასავლეთის მტრები ამ სიტუაციით და ეს არის პრიგოჟინის მოღალატური ლაშქრობის მოსალოდნელი შედეგები. ის, რაც ხდება, არ არის ულტიმატუმი თავდაცვის სამინისტროს მიმართ. ეს არის ქმედება სახელმწიფოსთვის წინააღმდეგ და ამ ქმედების წინააღმდეგ აუცილებელია ეროვნული ლიდერის ირგვლივ გაერთიანება: სამხედროები, უსაფრთხოების ძალები, გუბერნატორები და…

მეტი...

,,არ გვსურს, რუსეთმა გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება” – ევგენი პრიგოჟინი

„ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პასუხობს და ღალატის ბრალდებებს უარყოფს – ამის შესახებ მან გავრცელებულ მორიგ მიმართვაში განაცხადა. პრიგოჟინი საკუთარ თავსა და „ვაგნერის“ მებრძოლებს სამშობლოს პატრიოტებს უწოდებს. „სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად ცდება. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით, ვიბრძვით და არავინ აპირებს პრეზიდენტს, „ეფესბეს“ ან კიდევ ვინმეს მოთხოვნით ჩაბარებას, რადგან არ გვსურს, ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება“, – განაცხადა პრიგოჟინმა. ასევე პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ გარკვეულმა პირმა, რომელსაც ის არ ასახელებს, იპარავს უკრაინასთან ომისთვის გამოყოფილ თანხებს ისევე, როგორც მოიპარა აფრიკისთვის გამოყოფილი ფული.  

მეტი...

,,25 000-ვე მზად ვართ სიკვდილისთვის” – ევგენი პრიგოჟინი

ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებში, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ყველა წევრი “მზადაა სიკვდილისთვის”. „ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000″, –  განაცხადა  პრიგოჟინმა და დასძინა, რომ ეს “რუსი ხალხისთვის” ხდება. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ”- ირაკლი კობახიძე

,,ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ და მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ არის”, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ  „Credit Suisse-ი მოქმედებდა თავხედურად“. „ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად. რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება სასამართლო პროცესებს, იქ მოსამართლეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ადამიანს, უბრალოდ, არ აქვს წვდომა საკუთარ ანგარიშზე, რაც არის წარმოუდგენელი მოვლენა. საქმე ეხება მსოფლიოში…

მეტი...

,,რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას თვალს ვადევნებთ” – მიხაილ პოდოლიაკი

,,რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას თვალს ვადევნებთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის ცნობით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტების დესტაბილიზაცია. „უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტების დესტაბილიზაცია და გააძლიერა შიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში მარცხის შემდგომ გაჩნდა. დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, თვალს ვადევნებთ სამოქალაქო ომის დაწყებას. პრიგოჟინის ჯგუფი იკავებს სამხედრო ობიექტებს, შტაბებს და მთელ ქალაქებს, რა დროსაც მას გზაზე თითქმის არ ხვდება წინააღმდეგობა, ის განაიარაღებს სამხედროებს და პოლიციელებს. პუტინი პრიგოჟინს მოღალატედ და უკანონოდ აცხადებს და აანონსებს სპეცსამსახურებისადმი შესაბამის ბრძანებებს, თუმცა არაფერი ხდება – მართვის…

მეტი...