ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენტი გამოუჩნდათ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. მანს საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადი უკვე შეიტანა. მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში იყო.

მეტი...

შიდა ქართლში ძლიერი სეტყვა მოვიდა

გორის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობა სერიოზულად დააზარალა. სეტყვა განსაკუთრებით ძლიერი იყო. განადგურებულია ხეხილი, მოსავალი საკარმიდამო ნაკვეთები.  

მეტი...

ევაკუაცია „ისთ ფოინთშიც“ გამოცხადდა, ტერიტორიაზე ნაღმს ეძებენ

საქართველოს თითქმის ყველა ქალაქი დღეს პარალიზებულია, გამნაღმველები მაშველები, კრიმინალური პოლიცია ერთი ობიქტიდან მეორეზე გადადის და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში ნაღმს ეძებენ. ამ ყველაფრის მიზეზი დღეს მასშტაბურად მიღებული შეტყობინება გახდა, რომ შენობა დანაღმულია. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ აღმოჩნდა. “ისთ ფოინთის” საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანახმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია სასამართლოებში,…

მეტი...

ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სააკაშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემები გააჩნია. მან მიხეილ სააკაშვილის თემაც ახსენა და ხელისუფლებას მისი დახმარებისკენ მოუწოდა. “მოვუწოდებ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და მიიღოს გარკვეული ზომები ნდობის აღდგენის მხრივ. ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე წვდომის მიცემა არა მხოლოდ ვალდებულებაა, ეს ასევე დადებითი სიგნალი იქნება ოპოზიციისთვის“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი და “სლავკოვის ქვეყნები” ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს მხარდასაჭერად.

მეტი...

„საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას“ – პრემიერი სლოვაკეთის სამეულთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ სობოტკას, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკეტა პერაკოვა ადამოვას და სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. ხაზი გაესვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების ხელშეწყობის პა რალელურად, მნიშვნელოვანია, რომ „სლავკოვის ფორმატის” ფარგლებში აღნიშნული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები საქართველოს ეწვივნენ, რაც მათი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის…

მეტი...

შრომის ინსპექცია „რეტროსთვის“ სამუშაო პროცესის შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“  და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“  და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს. შეგახსენებთ, რომ რესტორნის მფლობელი დაკავებულია. დაკავების მიზეზი კი მისი მხრიდან თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება გახდა, რომლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა „სლოვაკეთის სამეულს“ უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში „სლავკოვის სამეულს“ შეხვდა. საქართველოში ვიზიტად მყოფი სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საუბარი შეეხო საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ შეუძლია მეორე უარი მიიღოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს და ის ჩვენს ღირებულებებს, ისტორიას, ბრძოლას და მომავლის ხედვას ეფუძნება. ხაზი გაესვა ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და აღინიშნა, რომ…

მეტი...

ბათუმში, რესტორანი „რეტრო“ 30 000 ლარით დაჯარიმდა და საქმიანობის პროცესი შეუჩერდა

რესტორანი „რეტრო“ მუშაობას აჩერებს. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, რესტორანი “რეტრო” 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. მას, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო საქმიანობის პროცესიც შეუჩერდა. „კომპანია დაჯარიმდა 30 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, შევისწავლეთ როგორც აჭარის, ასევე თბილისის რეგიონში არსებული, ჯამში კომპანიის 3 ობიექტი. უფლებრივი მდგომარეობის შესწავლასთან ერთად შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი. გარდა ამისა, დაევალა, რომ ყველა ის დანაკლისი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლებს ჰქონდათ, ვგულისხმობ, როგორც ზეგანკვუთური შრომის ანაზღაურებას, თუ სხვადასხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების რეალიზებას, აანაზღაუროს და კუთვნილი თანხობრივი ოდენობით მისცეს დასაქმებულ ადამიანებს“- განაცხადა ბექა…

მეტი...

„ნაყიდი სტატიები, ნაყიდი დიპლომატები, ნაყიდი უცხოელი ექსპერტები და ნაყიდი განცხადებები“ – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი გარკვეული დიპლომატებს, ელჩებს, უცხოურ მედიას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაცემულ მილიონებთან აკავშირებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური გარიგებების ნაწილია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვისაც ეჭვი ეპარება, აიღოს მიხეილ სააკაშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით უცხოელების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, გვერდით ხელშეკრულება დადონ, შემდეგ კი ივარაუდონ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში. „ეს არის კიდევ ერთი დასტური პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ქვეყნის გარეთაა ჩამოყალიბებული. ჩვენ ვნახეთ მსგავსი სახის გარიგებები მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით, ახლა ვხედავთ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. იყო ნაყიდი სტატიები, ნაყიდი რეპორტაჟები, ნაყიდი ექსპერტები და ნაყიდი განცხადებები. ეს არის ჩვეულებრივი დასტური პოლიტიკური კორუფციისა. გავიხსენოთ…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს მოუწოდებს ქართველ მოსამართლეებს სანქციები მოუხსნას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირების უკანონობაზე საუბრობს და სახელმწფო დეპარტამენტს მიმართავს. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ეს სანქციები უსაფუძვლო და უსამართლოა და ის უნდა გაუქმდეს. „თითქმის უკვე 2 თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს. მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე…

მეტი...

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, სასამართლოებში ბომბს ეძებენ

საქართველოში, თითქმის ყველა ქალაქში სასამართლო სისტემა პარალიზებულია. დილიდან ყველა დიდ ქალაქში სასამართლოს შენობებიდან მოსამართლეები, თანამშრომლები თუ სხვა ადამიანები ევაკუაციის წესით გამოიყვანეს. სამაშველო ბრიგადები, სამართალდამცველები, კრიმინალისტები, გამნაღმველები სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად, ერთი სასამართლოდან მეორეში გადადიან. ამ დრომდე სასამართლოს შენობებში ბომბს ეძებენ, თუმცა, ჯერჯერობით ვერაფერს მიაგნეს. შეტყობინება, კი რომელიც სასამართლოში ბომბის არსებობის შესახებ შევიდა, ბუნებრივია, ანონიმური იყო. არც ის დაკონკრეტებული, რომელ სასამართლოზე იყო საუბარი, რამაც პანიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია. თბილისის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ბათუმის, გორის, ზუგდიდისა და ყველა სხვა ქალაქის სასამართლო შენობებში ამ დრომდე იდენტური ვითარებაა. სამუშაო პროცესი პარალიზებულია.

მეტი...

,,სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას, საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება, სანქციის შემოღებას ნიშნავს. მისივე თქმით, ხელისუფლება რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას არ აპირებს. ,,რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას და საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

მეტი...

,,უკრაინა კონტრშეტევისთვის ძალიან კარგად არის მომზადებული”- მარკ მილი

ამერიკელი გენერლის, მარკ მილის განცხადებით, უკრაინა კონტრშტევისთვის კარგად არის მომზადებული. თუმცა გენერალმა აღნიშნა, რომ პროგნოზის გაკეთება ჯერ ადრეა. „უკრაინა აწარმოებს ომს, რომელიც არის ეგზისტენციალური საფრთხე უკრაინის გადარჩენისთვის და უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის – ევროპისთვის, ფაქტობრივად შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის,”- განაცხადა მილერმა.

მეტი...

მნიშვნელოვანია, ყველამ მოუწოდოს მიხეილ სააკაშვილს, რომ სასჯელაღსრულების პირობებს შეეგუოს და მოიხადოს სასჯელი – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა სათანადო სამედიცინო სერვისი თუ მომსახურება მიეწოდება, რაც მას სჭირდება. მისივე თქმით, ყველამ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოუწოდონ სააკაშვილის, შეეუგუოს სასჯელაღსრულების დაწესებულების პირობებს და მოიხადოს სასჯელი. „მას მიეწოდება ყველა სათანადო სამედიცინო სერვისი თუ მომსახურება, რაც სჭირდება. დადასტურებულია ასევე, რომ ის მდგომარეობა, რომელზეც საუბრობენ ის და მისი ახლობლები, გამოწვეულია მისივე ქცევით. ამიტომ, აქ ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია, არის, რომ ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს წახალისება, რომ მან გააგრძელოს თვითდაზიანება, ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ყველამ მოუწოდოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იმ პირობებში,…

მეტი...

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება – საგამოძიებო მოქმედებები კაზინო ,,აჭარაში”

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „კაზინო აჭარაში“ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით. ,,გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს (ჩატარდა) შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე”- ბორის კოლარი

სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ბორის კოლარის განცხადებით, სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. მისივე თქმით,  სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს. ,,ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, მთლიანი გზა უნდა იყოს თვალნათელი პროცესი. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, საქართველოს ხელი შეუშალოს ამ გზაზე. ჩვენ მოვახერხეთ, მივაღწიეთ და 2004 წელს გავწევრიანდით ევროკავშირში სხვა ქვეყნებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ცოტა ჩამოვრჩებოდით, ბოლოს მოვახერხეთ, რომ ერთიან გზაზე გავსულიყავით. ჩვენ პირველ პრიორიტეტად გავიხადეთ ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოშიც ეს აუცილებელია,…

მეტი...

,,გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8 მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლების რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერის თქმით, ახალი ავტობუსების შეძენა კიდევ უფრო  კომფორტულს გახდის გადაადგილებას. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე მინდა ვაცნობო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8 მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლების რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან. წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ,…

მეტი...

ევაკუაცია სასამართლოების შენობებიდან – ბომბების შესახებ შეტყობინება რეგიონების სასამართლოებშიც შევიდა

ევაკუაცია სასამართლო შენობებში –  ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებები რეგიონების სასამართლოებმაც მიიღეს. ევაკუაცია გამოცხადდა – თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. ცნობისთვის, დღეს მსგავსი შინაარსის შეტყობინება  სკოლებშიც შევიდა. ,,შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ”- სკოლა განცხადებას ავრცელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განგაშია, შენობა ყველა მოსამართლეს და თანამშრომელს დაატოვებინეს

მეტი...

,,შესაბამისი სამედიცინო პირობები როგორც კი იქნება, სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში”- რატი ბრეგაძე

 იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, შესაბამისი სამედიცინო პირობები როგორც კი იქნება, სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მისივე თქმით, რეგულარული კონტაქტი აქვთ „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან. „ზოგადად პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არ არის საფრთხე, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული პატიმარი. შესაბამისი პირობები როდესაც დადგება, ის გადაყვანილი იქნება. ეს საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და როგორც მოგახსენეთ, როგორც კი იქნება შესაბამისი პირობები, ვგულისხმობ სამედიცინო პირობებს, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

,,ჯერ ურტყამენ თემურს, ის ძირს ეცემა და წაქცეულს ურტყამს რამდენიმე თანამშრომელი”- ადვოკატი ”რეტროს” მფლობელზე

რესტორან “რეტროს” მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, დაკავებულს მიმტანზე არ უძალადია. მისივე თქმით, თავად თეიმურაზ ვარშანიძეზე იძალადებს რესტორნის თანამშრომლებმა. ადვოკატის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ კომპანიაში დასაქმებულების ნაწილი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაც უთანხმოებას იწვევდა. ,,კადრებში ჩანს, რომ თემური აძევებს თანამშრომელს დარბაზიდან, რასაც წინ უძღვის სიტყვიერი დაპირისპირება. დაკავებული ხელით უბიძგებს (თანამშრომელს) რომ დატოვოს შენობა. ამის შემდეგ არის კადრები, რომელიც მაყურებელს არ უნახავს. სადაც ჩანს, რომ ჯერ ურტყამენ თემურს, ის ძირს ეცემა და წაქცეულს ურტყამს რამდენიმე თანამშრომელი. ქალების კივილიც ზუსტად დაკავშირებულია იმ ფაქტთან რომ მას ურტყამენ.  ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ფეიკ რეზოლუციებს, განცხადებებს”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე იმის შემდეგ გამოქვეყნებულ ”ფეიკ რეზოლუციებს”  და განცხადებებს. ,,წელიწადზე მეტია, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და იმ ერთ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე იმის შემდეგ გამოქვეყნებულ ფეიკ რეზოლუციებს, განცხადებებს, ათობით, ასობით, ათიათასობით განცხადებას. ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა და გაცილებით მეტია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, პოლიტიკიდან წასული ადამიანის ფაქტორი იმდენად დიდია, რომ ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა მშვიდობისა და სტაბილურობის”,- განაცხადა მდინარაძემ.  

მეტი...

,,ელენე ხოშტარიამ წინაპარზე თქვას უარი? მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს?”- რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ეხმაურება, რომლის თანახმად, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“. მისი თქმი, ელენე ხოშტარიას წინაპარმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და კუთვნილი ფული ერიცხება. „ელენე ხოშტარიას წინაპარმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და ყველა სპექტაკლიდან, სადაც კი მისი მხატვრობა იქნება, ნიუ იორკში, პარიზში, მოსკოვში, თუ თბილისში, კუთვნილი ფული ერიცხება. რა თქვას ახლა, წინაპარზე თქვას უარი? მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს? თუ ათეულ ათასებს ურიცხავენ, ე.ი. სიცოცხლის შემდეგაც მისი შრომის პროდუქტი შემოსავალს ოძლევა. არავის ფულს ასე არ…

მეტი...

,,შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ”- სკოლა განცხადებას ავრცელებს

„ბრიტანულ-ქართულ აკადემია“, სადაც ცოტახნის წინ ევაკუაცია გამოცხადდა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. „5 ივნისს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც, დაუყოვნებლივ განხორციელდა სკოლის სრული ტერიტორიიდან ევაკუაცია და მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას და სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ. ჩატარებული სამუშაოების შესაბამისად, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. სასწავლო პროცესი…

მეტი...

,,მსოფლიო ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი, სიმბოლურია, რომ ჩვენი ქვეყანა იქნა არჩეული ღონისძიების ჩასატარებლად”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება. მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი. „გადაწყდა, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს და ყველას, ვინც ჩართული იყო აი ამ პროცესში, ეკონომიკის სამინისტროს და ყველას. ჩვენ ღირსეულად ვუმასპიძლებთ ძალიან ბევრი ქვეყნის დელეგაციას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება…

მეტი...

კაზინო „აჭარაში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისის ცენტრში,  სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, “კაზინო აჭარაში”  სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ადგილიდან კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები გამოაქვთ. რა გახდა სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში განგაშია, შენობა ყველა მოსამართლეს და თანამშრომელს დაატოვებინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში განგაშია. როგორც ‘‘მედიაცენტრ მთავარს’‘ ერთ-ერთმა მოსამართლემ განუცხადა, სასამართლოს  შენობა ყველას დაატოვებინეს. მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ მიიღეს ინფორმაცია,  სასამართლოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. სასამართლოში ყველა პროცესი და სამუშაო ამ წუთებში შეწყვეტილია. თანამშრომლებმა შენობა სასწრაფო წესით დატოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მობილიზებლია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და გამნაღმველები.

მეტი...

,,შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ”- ბექა დავითულიანი

უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი  ჩეჩნეთიდან ჩამოსული პირების საქართველოში შემოსვლას ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა უკვე დატოვეს ქვეყნის ტერიტორია. ,,რა თქმა უნდა, არავის არ გვინდა აქ კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა. ნამდვილად არ გვინდა. მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე ვიღაც ადამიანების, გაუგებარის, რომელთაც თავიანთ ქვეყანაში და არა საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში, იარაღებით აქვთ ფოტოები გადაღებული და ა.შ. მიუხედავად ამისა, მე რამდენადაც მოვიკითხე, მათ არც ოკუპაციის კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც ისეთი ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს მიანიშნებდა ცალსახად, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, სურვილს…

მეტი...

დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  პირველ კვარტალში, 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ,,ასევე სამუშაო ადგილებზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვით, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა პირველ კვარტალში, 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა პირველ კვარტალში და შეადგინა 716 000, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, 2020 წელს ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, მაშინ ჯერ კიდევ  არ იყო პანდემია ასახული და პანდემიის ეფექტი არ იყო ასახული და მაშინ იყო 31 000 და ეს მაშინ ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ახლა, რამდენიმე, სულ ორი  წლის შემდეგ, გვაქვს…

მეტი...

,,ვმუშაობთ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი”- ღარიბაშვილი

ვმუშაობთ თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი, ამ მიზნით თბილისში იდეალური ადგილია ვაზიანის ყოფილი აეროდრომი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებულ აეროპორტს აქვს მინუსები, შეზღუდვებიც და რეალურად, ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. „მე მინდა დღეს რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი  და თქვენი ყურადღება მივიპყრო. პირველ რიგში, მე მინდა დღის მთავარი საკითხი გამოვიტანო განსახილველად. ეს არის ჩვენი, მე ვიტყოდი საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გვაქვს დღეს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გავხდეთ რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანას აქვს ამის პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და საერთოდ, მინდა მოკლედ შევაფასო დღეს არსებული აეროპორტი, ალბათ…

მეტი...

,,ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი”- ირაკლი ღარიბაშილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანას საკმაოდ  მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. მისივე თქმით, იანვარ-აპრილში ეკონომიკური ზრდა 7.3%-ია, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ,,ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი. ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5% ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის, 7.3% რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 20% არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობა და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსულმა ზრდამ 100%-ს გადააჭარბა”,- ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა ღამით და დილით ხერსონის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალი დაშავდა. რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ,,დაახლოებით დილის 10 საათზე რუსულმა არმიამ ხელმეორედ გაისროლა რაიონულ ცენტრზე – მათ ერთ-ერთ საწარმოს დაარტყეს. მტრის დარტყმის გამო, სამუშაო ადგილზე მყოფმა დაცვის 55 წლის თანამშრომელმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო,”- განაცხადა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა.

მეტი...

რუსეთმა ომში 210 350 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 210 350 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედროს დანაკარგია ასეთია: ტანკი – 3848. ჯავშანტექნიკა – 7523. საარტილერიო სისტემა – 3567. ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 584. საჰაერო თავდაცვის სისტემა – 349. თვითმფრინავი – 313. ვერტმფრენი – 298. ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3189. ფრთოსანი რაკეტა – 1136. გემი/ნავი – 18. სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6312. სპეცტექნიკა – 484.

მეტი...

რუსეთის დუმის დეპუტატი უკრაინაზე გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა, დასაჯონ

რუსეთის დუმის დეპუტატი, კონსტანტინე ზატულინი შესაძლებელია უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო ფრაქცია “გაერთიანებული რუსეთიდან” გარიცხონ და დუმაში თანამდებობა დაატოვებინონ. პარტიამ უკვე დაიწყო კონსულტაციები ფრაქციის წევრის, სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კონსტანტინე ზატულინის საჯარო განცხადებებზე. რუსული მედიას წყარომ განუცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა ზომები იქნება მიღებული. მოქმედების განხილულ ვარიანტებს შორის არის ზატულინისთვის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ჩამოქვეითება და გარიცხვა ”გაერთიანებული რუსეთის” დუმის რიგებიდან. ცნობისთვის, დეპუტატმა განაცხადა, რომ  რუსეთი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მან ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.

მეტი...

,,ბოლო პერიოდში რუსეთისგან ხოშტარიას ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელენე ხოშტარიას ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული. მისივე თქმით, ქვეყნების რუსეთის  თავისი ინტერესის გარეშე არაფერს აკეთებენ, მითუმეტეს რუსეთის ფედერაცია. „ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელენე ხოშტარიას ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული. ამაზე ოჯახის კომენტარია, რომ ეს არის მათი დიდი ბაბუის დამსახურება, რომელიც თეატრალური მხატვარია და მისი ჰონორარებით ოჯახის მემკვიდრეს აუცილებლად თანხა ეკუთვნის. ასეთი რა სისტემა მუშაობს რუსეთში, რომ რუსეთის ფედერაციას მუდმივად ელენე ხოშტარიას ოჯახის ვალი აქვს და ამ დროს რუსეთის ფედერაციას ებრძვის ასე გამწარებული. თითქოს ებრძვის ელენე…

მეტი...

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ველოსიპედით გადაადგილებისას წაიქცა და გონება დაკარგა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ ველოსიპედით გადაადგილების დროს წაიქცა და გონება დაკარგა. ინციდენტის შემდეგ 47 წლის დე კრო საავადმყოფოში გადაიყვანეს. „საბედნიეროდ, ჩაფხუტი მეკეთა და ჩემმა შვილმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა.  სპორტი კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ხანდახან ცოტა ფრთხილად უნდა იყო“,”- განაცხადა დე კროომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მეტი...