ამერიკელი ჩინოსანი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი,  „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი  მოულოდნელად უკრაინაში ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან. მაიკ პენსი ბუჩასა და ირპენშიც იმყოფებოდა, სადაც საკუთარი თვალით ნახა რუსული სისასტიკე. „აქ პირადად ჩამოსვლა, უკრაინელი ჯარისკაცების გმირობის უშუალოდ დანახვა… ხალხის გმირობის დანახვა ირპენში… იმ ოჯახების ნახვა, რომელთა სახლები ფაქტობრივად დაბომბეს, მიძლიერებს სურვილს, ჩემი წვლილი შევიტანო, გავაგრძელო ამერიკის ძლიერი მხარდაჭერის მოწოდება ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის“, – აღნიშნა მაიკ პენსმა. მისი თქმით, უკრაინელების დახმარება ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. „მე აქ იმიტომ ვარ, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკელმა ხალხმა გაიგოს ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი…

მეტი...

„ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და სახიფათოა  ქართველებისთვის“ – კელი დეგნანი თავდასხმებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბოლო პერიოდში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავში შემთხვევები საშიშია. საუბარია ოპოზიციისა  და მედიის წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე. „ძალადობა მიუღებელია. მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია. პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] ასეთ ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, ვფიქრობ, მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია, რომელთა შემოგდებაც საზოგადოების დასაბნევად ხდება. ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და ვფიქრობ, ეს ძალიან სახიფათო და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებსაც წარსულში უნახავთ ასეთი კოორდინირებული ძალადობა“ – განაცხადა…

მეტი...

„პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლი შეასუსტა, სუსტი პუტინი უფრო დიდი საფრთხეა“ –  ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ აჯანყებამ პუტინის რეჟიმი სერიოზულად შეასუსტა. მისივე შეფასებით, ევროკავშირი უფრო მაღალი რისკებისთვის უნდა მოემზადოს. „შექმნილი კრიზისიდან პუტინი უფრო სუსტი გამოდის. სუსტი პუტინი კი უფრო  დიდი საფრთხეა. პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე. არასტაბილური რუსეთი უფრო დიდი რისკია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მისივე შეფასებით, ის მალე დაიწყებს იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, ვისაც ეჭვით უყურებს და ყველას მოუწოდებს უკრაინის მხარდაჭერისკენ. „უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გრძელვადიანი უნდა იყოს. უნდა გაგრძელდეს სწავლება, უნდა გაგრძელდეს არმიის მოდერნიზაცია“ – აღნიშნა ბორელმა.  

მეტი...

კობა კობალაძემ და ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

 ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტში, დაესწრო ვიზიტის შემაჯამებელ სიმპოზიუმს: “ვეტერანებზე ზრუნვის კონცეფციები და მათი განხორციელების გზები’’. ჰოლანდიელმა მასპინძლებმა _ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა, პოლ ჰოფსლოტმა, ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერმა, სამხედრო ვეტერანმა, სესილია ჯოანა ვან პესკიმ, ინსტიტუტის მკვლევარმა, ჰიელტ ალჰრამ და პროფესორმა, ფსიქიატრმა, სამხედრო მენტალური ჯანმრთელობის სტრატეგიულმა მრჩეველმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ერიკ ვერმეტენმა პატივისცემა გამოხატეს კობა კობალაძის, საქართველოს ვეტერანებისა და ქართული დელეგაციის…

მეტი...

კელი დეგნანმა საქართველოში ბოლო მიღება გამართა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბოლო მიღება გამართა. მან საქართველოს მტკიცე პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა და უაღრესად მადლიერი ვარ იმ მტკიცე პარტნიორობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ერთად გვეკეთებინა ამდენი რამ ქართველი ხალხისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადოთ საელჩოს შრომისმოყვარე გუნდს, კრის იარნგისა და იანგ მონტეიროს ხელმძღვანელობით დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ სპონსორებს. დღევანდელი ღონისძიება შეუძლებელი იქნებოდა მათი გულუხვი მხარდაჭერის გარეშე“ – აღნიშნა კელი დეგნანმა. მისი თქმით, საქართველო არის საოარი ქვეყანა, სადაც მას მოუწია წლების გატარება. „წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის…

მეტი...

მიშა მშვიდაძეზე თავდამსხმელს პროკურატურამ ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.      

მეტი...

112-ის 63-მა თანამშრომელმა გამოცდა ვერ ჩააბარა, რის გამოც ხელშეკრულება უწყდებათ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოცდა 63-მა ადამიანმა ვერ ჩააბარა, რის გამოც მათ შორითი ურთიერთობა უწყდებათ. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ვალდებულია, გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. ცენტრის თანამშრომელს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა სამჯერ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი გამოცდის მინიმალური ბარიერს ვერცერთ ჯერზე ვერ გადალახვას, მასთან შრომითი ურთიერთობების წყდება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმართავთ, რომ მიმდინარე წელს, სასწავლო სატრენინგო ცენტრში ტრენინგი გაიარა და გამოცდა წარმატებით…

მეტი...

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის მხარდამჭერია და სანქცირებულ ტვირთებს აწვდის

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მმართველ გუნდს რუსეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველო რუსეთის მხარდამჭერია  და „პარალელური იმპორტით“ რუსეთში სანქცირებულ ტვირთებს აგზავნის. „სანქციებზე მომუშავე ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას წინ უძღოდა ამავე ჯგუფის ხელმძღვანელის და ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება საქართველო, თურქეთი, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ყაზახეთი.  ჩავიდნენ იქ, სადაც არსებობდა ეჭვი. დღეს უკვე ისინი სომხეთში იმყოფებიან. რატომ არ ჩადიან ლატვიაში ან ლიეტუვაში ან ესტონეთში?“ – აღნიშნა გოცირიძემ ბრიფინგზე. მისივე შეფასებით, თუ სტატისტიკას გადავხედავთ  ყველაფერი აშკარაა. „წარმოუდგენლად არის გაზრდილი…

მეტი...

,,სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი”- ალეკო ელისაშვილი

სტრასბურგმაც დაგვიდასტურა, რომ სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი, რომელსაც საქართველო და მისი ინტერესები საერთოდ არ ადარდებს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეი სააკაშვილი ”ჩვეულებრივი აფერისტი და სიმულიანტია.” „წელიწადნახევარი ის და მისი დამქაშები აწვალებდნენ საქართველოს ტყუილით, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა, დემენცია ჰქონდა, ვერ ლაპარაკობდა და ხელიები უკანკალებდა. სააკაშვილი ჩვეულებრივი აფერისტი და სიმულიანტია. მთელი მედია ამას იყო აყოლილი დ წელიწად ნახევარი სხვა არაფერი არ იყო, რომ თურმე კოსმოსიდან ასხივებდნენ, ასე უშვრებოდნენ ისე უშვრებოდნენ და აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი თაღლითია. ამ სიტუაციუდან ვინ მოიგო? ქართულმა…

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არის მსხვერპლი

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. ,,რუსეთის  ჯარმა კიდევ ერთხელ გადაწვა ქალაქის საცხოვრებელი კვარტალი. დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები, სამედიცინო დაწესებულება, სამსახურებრივი მანქანა, ასევე საქალაქო სკოლა, სადაც განლაგებული იყო „უძლეველობის წერტილი. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. 34 და 51 წლის მამაკაცები კიდურებისა და სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს,“- აცხადებს პროკუდინი.

მეტი...

2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული მონაცემები 10 788 ერთეულით, ანუ 18.0 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები ჭარბობს, რომლებზეც გარდაცვლილთა, 35.9 პროცენტი და 9.2 პროცენტი მოდის. საქსტატის მონაცემებით,  ხუთ წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები დომინირებს. 5-39 წლის ასაკში ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები ჭარბობს. 40 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის  სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები ჭარბობს.

მეტი...

დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ”ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

”ინტერფაქსის” ინფორმაციით, რუსეთის დუმამ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტის გათვალისწინებით,  ”ერთი ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე ქვეყნის მოქალაქეობა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე.” გამოცემის ცნობით, ხელშეკრულებით დაურეგულირებელ ნაწილში მოქალაქეობის მიღება და შეწყვეტა ხორციელდება თითოეული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი ეს არის 2022 წლის 27 სექტემბერს მოსკოვში მოეწერა.

მეტი...

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე,  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში,  არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების…

მეტი...

“ვაგნერი” უკრაინაში აღარ იბრძოლებს – კირილ ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, “ვაგნერი” უკრაინაში აღარ იბრძოლებს. ,,ჩვენ მივიღეთ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცეზე. ზარალი მიაყენეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო და კოსმოსურ ძალებს. ასევე  “ვაგნერი” აღარ მიიღებს მონაწილეობას საომარ მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე. და ეს არის რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტური ქვედანაყოფი, რომელმაც იცოდა როგორ მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ ფასად,”- განაცხადა ბუდანოვმა.

მეტი...

ლავროვის გარემოცვის  ქორწილის პროტესტისთვის დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა

სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის პროტესტისთვის დაკავებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა. ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცავებმა 20 მაისს დააკავეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ მიმართ  საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. დაკავებულებს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.   წყარო: მთავარი არხი

მეტი...

ამბოხმა აჩვენა ბზარები რუსეთის სისტემაში – იენს სტოლტენბერგი

ამბოხმა აჩვენა ბზარები რუსეთის სისტემაში. მნიშვენლოვანია, აღინიშნოს, რომ ეს არის რუსეთის შიდა საკითხები და ძალიან ადრეა საბოლოო დასკვნების გამოტანა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ, როგორც სუვერენულმა და დამოუკიდებელმა ქვეყანამ. „ევროკავშირთან ერთად, ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. დახმარება კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ ვნახეთ ახალი განცხადებები ევროკავშირის წევრების და ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან დამატებით დახმარებაზე, ასევე, ის, რომ F-16 ავიაგამანდგურებლებზე პილოტების წვრთნა დაიწყო“, – გამანაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

უკრაინელი სამხედრო 2 კლინიკური სიკვდილისა და 29 ოპერაციის შემდეგ, შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებას აპირებს

29 წლის უკრაინელი პროფესიონალი სამხედრო 2 კლინიკური სიკვდილისა და 29 ოპერაციის შემდეგ, შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. სერგეი, 2022 წლის ოქტომბერში, ბრძოლისას დაიჭრა. მას 29 ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმეთვიანი რეაბილიტაცია გაიარა. სერგეი საავადმყოფოდან გამოწერეს და კვლავ აპირებს სამშობლოს დასაცავად ბრძოლას.  

მეტი...

კრემლს არ აქვს ინფორმაცია პრიგოჟინის ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ. ,,მე არ მაქვს ეს ინფორმაცია”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა, მოსალოდნელია თუ არა სამართალდამცავი და სამხედრო ჩინოვნიკების გადადგომა, რომლებიც ან პირდაპირ ესაუბრა პრიგოჟინს, ან ინარჩუნებდნენ მასთან კავშირის სხვა წყაროებს. „ეს კითხვა უბრალოდ სცილდება ჩემს უფლებამოსილებებს“,- დასძინა პესკოვმა.

მეტი...

კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები ნიდერლანდების ეროვნულ სამხედრო მუზეუმში იმყოფებოდნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ქ. სოესტენბერგში, ნიდერლანდების ეროვნულ სამხედრო მუზეუმში იმყოფებოდა; მხარეებს შორის გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა; შემდეგ კი, მუზეუმის თანამშრომლებმა, ქართველ სტუმრებს, მუდმივმოქმედი და დროებითი ექსპოზიცია დაათვალიერებინეს; ისაუბრეს მუზეუმის შექმნისა და დაარსების ისტორიასა და მისი არსებობის მნიშვნელობაზე. სოესტენბერგის ეროვნული სამხედრო მუზეუმი 2014 წელს დაარსდა და ასახავს ჰოლანდიის შეიარაღებული ძალების ისტორიას; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნიდერლანდების სამეფო არმიასა და ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებს; მუზეუმი მდებარეობს სოესტენბერგის ყოფილი საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე და ნიდერლანდების უდიდეს სამხედრო კოლექციას მოიცავს მასში წარმოდგენილი 300…

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და…

მეტი...

,,ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი”- შარლ მიშელი

მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა მისი თქმით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი. „რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობებს, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.  

მეტი...

რუსეთმა საქმე აღძრა უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 160 უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სისხლის სამართლის საქმე ქართველი მებრძოლების წინააღმდეგაც აღიძრა. „რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთობის შედეგად შეგროვდა მტკიცებულებები დაქირავებულთა მონაწილეობის შესახებ საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამჟამად 33 ქვეყნიდან 160 უცხოელი იმყოფება. მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა”, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშში.

მეტი...

,,უკრაინის გამარჯვება გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას – ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები”- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება ,,უკრაინის გამარჯვება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას. რაც შეეხება საქართველოს, თუ გულისხმობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საქართველოსი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოლიტიკა. არანაირი გეგმა ბ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს. ოპოზიციაში რომ არიან ძალები, რომ რაღაც ისეთი აზრები უთამაშებთ თავში, დავინახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთში იყო გარკვეული არეულობა და როგორ წავიდა უკვე იმაზე საუბარი, რომ შემთხვევით ხომ არ გაგვეხედა იმ…

მეტი...

,,ორ ბოდიშს ვითხოვთ”- შალვა პაპუაშვილი

,,ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე – ბოდიშს მოველით ასევე, რომ სანქციებთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაციების გავრცელება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი  ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. ,,სამწუხაროდ, ამხელა მასშტაბის დეზინფორმაციული კამპანია იყო საქართველოს წინააღმდეგ, რომ ევროპარლამენტსაც კი მიაღებინეს ორი რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ეწერა ტყუილი და ეს დადასტურდა გუშინ. კიდევ ერთხელ, ერთი ვთქვით რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ველით ბოდიშს, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც…

მეტი...

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. სააკაშვილი სარჩელში ითხოვდა, აღიარებულიყო მისი უფლებების დარღვევა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და გაძევების გამო. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ“ (საჩივარი №8113/18) გადაწყვეტილებაში ერთხმად გამოაცხადა განცხადება დაუშვებლად. გადაწყვეტილება საბოლოოა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. სასამართლოს განმარტებით, 2019 წლის მაისის შემდეგ, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა განაახლა,  ხელს არაფერი უშლიდა უკრაინაში საჩივრების შეტანაში.      

მეტი...

,,უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია”- შოთა არველაძე

შოთა არველაძე მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს ლონდონში, უკრაინის მხარდამჭერ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია. ,,მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება. მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას…

მეტი...

ადგილობრივ ხელმოცარულებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, ადგილობრიც ”ხელმოცარულებს” კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ,,ჩვენს ადგილობრივ ხელმოცარულებს, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჯგუფი ჩამოვიდა, რათა სანქცია დაედო ქვეყნისთვის ან ვემხილებინეთ, რომ რომელიმე ქვეყანა ცდილობდა, სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო გამოეყენებინა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ,”- განაცხადა ზარქუამ. მისი თქმით,  ოპოზიცია აქცენტირებულია, საზოგადოებაში განხეთქილება და ქაოსი შეიტანოს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და შექმნას განცდა, თითქოს საქართველო არ იზიარებს და არ უერთდება საერთაშორისო სანქციებს.

მეტი...

მაშველებმა მდინარე ლიახვში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მდინარე ლიახვში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა” ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.  

მეტი...

,,პრეზიდენტი იმდენად ამსუბუქებული იყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრ მსუბუქი ყოფაქცევისას პირდაპირ გაუსწორო”- ალუდა ღუდუშაური

უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, ”იმდენად ამსუბუქებული ყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრ მსუბუქი ყოფაქცევისას პირდაპირ გაუსწორო”. საუბარია პრეზიდენტის განცხადებაზე, რუსეთში, ევგენი პრიგოჟინის ამბოხის პარალელურად. ,პრეზიდენტი არის უფუნქციოდ დარჩენილი, როგორც ჩანს, ეს ვეტოების თემა და საქმე გამოელია და დარჩა უფუნქციოდ თუ ვიტყოდი, რომ აქტივობის გარეშე და ეხლა რაღაც ანალიტიკური ვერსიები შემოგვთავაზა. ქალბატონი პრეზიდენტი იყო, როდესაც გამოვიდა და იმდენად ამსუბუქებული ყო, რომ ოპოზიციის ისედაც ბევრ მსუბუქი ყოფაქცევისას პირდაპირ გაუსწორო რომ ასე ვთქვათ, რაღაცები უნდა ჩაკეტილიყო და შემოგვთავაზა ისეთი ვერსიები, რომელიც ნახეთ თქვენ, რომ სულ რაღაც 1 საათში აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართა”,-…

მეტი...

აფეთქება ნიჟნი ნოვგოროდში

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში  ტოლუოლის ავზი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ცეცხი გაჩნდა, რაც რამდენიმე ავტოფარეხს მოედო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი.  

მეტი...

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დაკავებულია არასრულწლოვანი

ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. საპოლიციო მოქმედებები ჩატარდა ფონიჭალაშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია 16 წლის არასრულწლოვანი. ,,აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება”- სპეცოპერაცია გორში

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა რკინის კონსტრუქციაში ჩავარდნილი კნუტები გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ამაღლების ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის რკინის კონსტრუქციაში ჩავარდნილი კნუტები გადაარჩინეს. მაშველებმა კნუტების მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და ერთ-ერთი ბინის თაბაშირ-მუყაოს კედლის გამოჭრის შემდეგ, უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს”- ალუდა ღუდუშაური

,,მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს”,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, ძალადობაა, როდესაც მშვილდაძე უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას. ,,რა თქმა უნდა ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ხაზს ვუსვამ – ყოველგვარი და ამაში იგულისხმება მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები, როცა თავის ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს. ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეხება მას, ბუნებრივია, ეს რისკები მან უნდა გაზომოს. ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა და როცა იმუქრება, რომ თურმე სასწაულებს…

მეტი...

ზახაროვას განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად

სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად. ,,ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტების ხელმოწერას სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობებს დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რომ ეს განხორციელდეს“, – განაცხადა ზახაროვამ.  

მეტი...

,,რუსეთში ძალიან მაღალია შიდსის გავრცელება, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი”- მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის განცხადებით, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება, შესაბამისად გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი. მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს თავი აარიდონ საეჭვო კავშირებს და არ დაივიწყონ შიდსის სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკი. „როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან. პოლიტიკურად ეს რომ უდიდესი პრობლემაა და გარშემო ყველგან რომ ოკუპანტის ენა ისმის, საშინელებაა და ძალიან დამთრგუნველი, თუმცა, ახლა ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ წუხილზე მინდა გავამახვილო ყურადღება. არაერთი რუსი პაციენტი ჰყვება (ქალიც და კაციც), რომ ჰყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი). მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება. შესაბამისად,…

მეტი...

2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით 18 დეპუტატს არ უსარგებლია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მანძილზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 18 წევრს. დეპუტატებს შორის, რომლემსაც სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია, 10  უმრავლესობის წევრი იყო: ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი,გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე. ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი: გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი. პლენარულ სხდომაზე  ყველაზე მეტი გამოსვლა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242) ჰქონდა, ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93). პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით…

მეტი...