„შეტევა მიდის ძალიან კარგად“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წერს. „პირველი 2-3 კვირა იქნება ყველაზე რთული, მაგრამ უკრაინული ხასიათი არის ძალიან მიმწოლი და გამორიცხულია, რომ მოეშვან და არ გაარღვიონ რუსული თავდაცვის ხაზები. რუსებს ძალიან გაუხარდათ რომ დააზიანეს ლეოპარდ 1 (ძველი მოდელის გერმანული ტანკი), მაგრამ ეს ვერანაირად ვერ აჩერებს ჩვენს წინსვლას მთელს ფრონტზე და კიდევ ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი ქართველი მებრძოლი ცოცხალი გადარჩა. გამარჯვება არის სრულიად გარდაუვალი“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.  

მეტი...

„სტატუსი მისცეს მოლდოვას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად უკან იყოს საქართველოზე და საქართველოს ისე დატოვეს“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. „საქართველომ გააკეთა ყველაფერი, მანამდეც, სანამ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული 12-პუნქტიანი გეგმის მოცემასთან დაკავშირებით. თუმცა მისცეს უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ კი არ მოგვცეს. გულწრფელად ვამბობ, ძალიან მტკივა გული  იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს. მინდა, მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა ვუსურვო მათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე უკრაინაზე შედარებების გამო არ ვსაუბრობ. მაგრამ როდესაც სტატუსი მისცეს მოლდოვას, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად უკან იყოს საქართველოზე და საქართველოს ისე დატოვეს, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამან ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

„საერთოდ არ მაინტერესებს ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებები“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის შეფასებით, აშკარაა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაა, თუმცა, მისივე თქმით, ვინ იქნება აღნიშნული პარტიის სათავეში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. „ცხადი და აშკარაა, რომ დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში, ამიტომ, არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. საერთოდ არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა, არც მათი დაპირისპირებები, იმიტომ, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას, ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ხალხს დღეს რაც ჭირდება ყველაზე მეტად, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, იმისთვის, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა. ნაციონალურ მოძრაობაში ხაბეიშვილი იქნება, მეორე ხაბეიშვილი თუ მესამე ხაბეიშვილი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, –…

მეტი...

„კარგი იქნება, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კარგი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გამჭირვალე იყოს და საზოგადოება აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდეს. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის მათი ფინანსური გამჭვირვალობა, თუ ვინ აფინანსებს აღნიშნულ ორგანიზაციებს, საიდან მოდის ეს თანხები. როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი და ვხედავთ, რომ არა თუ დეპოლარიზაციის ხელშეწყობა, არამედ პირიქით, წახალისება ხდება, საინტერესოა ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, ვინც პოლარიზაციის პროცესში უშუალოდაა ჩართული? ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ყველაფერი გამჭირვალე იყოს და საზოგადოებას ჰქონდეს მათ დამფინანსებლებზე ინფორმაცია…

მეტი...

მტკვარში არასრულწლოვანს ეძებენ

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მტკვარში არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვები „ერეკლეს ნახიდართან“ მდინარეში ბანაობდნენ და გოგონა წყალმა გაიტაცა.  

მეტი...

პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ღიად აცხადებს რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. აღნიშნული განცხადება მან სოჭში გააკეთა და დასძინა, რომ უკრაინული არმია წარმატებას ვერ აღწევს. „შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს შეტევა დაიწყო. ამას მოწმობს უკრაინის არმიის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. ეს აბსოლუტურად აშკარაა.  უკრაინის ჯარებმა ვერ მიაღწიეს დაკისრებულ ამოცანებს საომარი მოქმედებების არცერთ მონაკვეთზე“ – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინ დაიწყება, როცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომზადდება.

მეტი...

„სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორის დერეგულაციამ ძალიან მძიმე შედეგი მოგვიტანა“ – ჯანდაცვის მინისტრი

„წლების წინ, სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორის დერეგულაციის შესახებ, მაშინდელი მთავრობის სამწუხარო გადაწყვეტილებამ ძალიან მძიმე შედეგი მოგვიტანა – ვერანაირად ვერ კონტროლდებოდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რადგან ქვეყანაში არ არსებობდა არანაირი სტანდარტი“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეს ცვლილებები განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის სიკეთეებზე და მისი არსებობის 10 წლის განმავლობაში, მილიონობით მოქალაქის 7 მილიარდ ლარით დაფინანსებაზეა საუბარი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის სახსრები სწორად და მიზანმიმართულად იხარჯებოდეს. „ამ ყველაფრის განმახორციელებლები ვართ ჩვენ. ჩვენივე პასუხისმგებლობაა, სწორად…

მეტი...

„თუ სამინისტრო შეზღუდული იქიქნება და ვერ შეძლებს კონტროლის გამოყენებას, რეფორმა წარმატებული ვერ იქნება“ – ჯანდაცვის მინისტრი

„დარწმუნებული ვარ უმრავლესობას წაკითხულიც კი არ აქვს, რა ცვლილებებია, ან რას მოიცავს, ან რამდენად ვერევით თუ არ ვერევით მეწარმის საქმიანობაში“, – აღნიშნულის შესახებ, ზურაბ აზარაშვილმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ რეფორმებს ახორციელებს, რისთვისაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს კონტროლისა და მონიტორინგის  ეფექტიანი  მექანიზმები ჰქონდეს. „როგორც კლინიკების, ისე ფარმაცევტულ ნაწილში საკმაოდ აქტიური რეფორმები გვაქვს დაწყებული და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სექტორში იყოს მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა საკვირველია ბიუჯეტიდან ხდება, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, თანხების გახარჯვა და…

მეტი...

ხაშურში მომხდარი მკვლელობის სამეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, ა.ნ. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ. – ს ნაცნობმა, 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. – მ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ა.ნ. – ც, თუმცა მან მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. განზრახ…

მეტი...

საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის  შეხვედრა ბერლინში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, “განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო”. “პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის. მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპარლამენტში დისკუსია ბავშვურ დონეზე მიდის

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებს კიდევ ერთხელ აფასებს და ამბობს, რომ განხილვები საკმაოდ ბავშვურ დონეზე მიდის. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ბრიუსელში,  თბილ კაბინეტებში მოკალათებულები არ უნდა წყვეტდნენ საქართველოს საკითხს. „არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე“ – აღნიშნა მან ევროპარლამენტართა საპასუხოდ, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო-რუსეთის პირდაპირი ფრენები ორმხრივად იყო შეთანხმებული. „ამ ადამიანებს ზედაპირული ინფორმაცია და განსჯა აქვთ რაღაც ბანალური არგუმენტით, რომ თვითმფრინავი ვერ დაჯდება თბილისში, თუ თბილისმა არ მიიღო. საქართველოს მიმართ სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან.  მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია…

მეტი...

ბათუმში, წყლის მილი გასკდა და ასფალტის ნაწილი ჩავარდა

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში წყლის მილი გასკდა და ასფალტის ნაწილი ჩავარდა. შემთხვევის შედეგად, დაზიანდა ავტობუსი, რომელიც თხრილში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ირგვლივ მდებარე  ინფრასტრუქტურა და   კომერციული ფართები დაზიანდა.

მეტი...

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი მებრძოლები 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ – სერგეი ჩერევატი

ბახმუტის მიმართულების ზოგიერთ რაიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში,  1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლური ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა. „ვისარგებლეთ იმით, რომ შემოსულმა ქვედანაყოფებმა ჯერ ბოლომდე არ იციან ტერიტორია, არ ჩაუტარებიათ შესაბამისი დაზვერვითი სამუშოები. რამდენიმე დღეა, ვაწარმოებთ თავდასხმით ოპერაციებს. წინა დღეების განმავლობაში ზოგიერთ რაიონში 1 200 მეტრამდე დავწინაურდით. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მრავალი თვეა მიმდინარეობს“, – განაცხადა ჩერევატიმ.

მეტი...

,,პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებას”- მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს პასუხობს. მისი თქმით, კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის, უწყებას საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს. ,,ნებისმიერი პირის პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, ამის საკანონმდებლო საფუძველი უნდა ქონდეს სახელმწიფო უწყებას. ჩვენ ვკითხეთ ქალბატონ ხატიას  რა ლეგიტიმური მიზანი არსებობდა იმისი რომ საჯარო გავხადოთ კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები. ველოდებით პასუხს. როცა იქნება საკანონმდებლო საფუძველი და გავქვს შესაბამისი რეგულაციები ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. რა სამართლებრივი მოცემულობა გვქონდა იმ კონკრეტული წერილიდან გამომდინარე, შესაბამისი პასუხი გაეცა ქალბატონ ხატიას”,- განაცხადა დარახველიძემ. დეკანოიძის თქმით, შსს ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ…

მეტი...

კაცს, რომელიც არასრულწლოვან შშმ პირს და მის მშობელს დაემუქრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კაცს, რომელიც  არასრულწლოვან შშმ პირს და მის მშობელს დაემუქრა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 4 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი სოციალური ქსელით პროტესტს გამოთქვამდა  შშმ პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ბრალდებული  სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის მშობელს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და შშმ პირის…

მეტი...

ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება. მისი თქმით, ობიექტების მომზადება 7-8 ივლისს დასრულდება. „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ღონისძიებებს თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პუტინმა.

მეტი...

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ, პირადი განცხადებით, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე, მოსამართლის თანამდებობა დატოვა. საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, შოთა გეწაძე დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე შვეიცარიის კონფედერაციაში, სადაც საქმიანობას მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან შეუდგება. ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის 2 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ,,თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მოსამართლის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა დასახელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ შოთა გეწაძე საქმიანობას საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ პროტოკოლის დეპარტამენტში, ღონისძიებების და ცერემონიების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე განაგრძობს. სხდომაზე ასევე…

მეტი...

ივნისი ფისოების დაბინავების და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვეა

ივნისი ფისოების დაბინავების და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვეა. ამ პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სოციალური კამპანიები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მიუსაფარი ფისოები სახლს და ერთგულ მეგობარს პოულობენ. ამ თვისთვის აღნიშნული მნიშვნელობის მინიჭების ინიციატორი თავდაპირველად ამერიკული ორგანიზაცია – American Humane იყო, რომელიც წელს 47-ე კამპანიას მართავს და საზოგადოებას მიუსაფარი კატების ქუჩიდან აყვანისკენ მოუწოდებს. ,,მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვისას, კატების სტერილიზაცია-კასტრაცია შედარებით რთული საკითხია, რადგან ძაღლებისგან განსხვავებით, მათი მიკვლევადობა ძნელია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ მათ დროულ სტერილიზაცია-კასტრაციაზე. ივნისის თვე, როგორც წესი, კნუტების შობადობისთვის აქტიური პერიოდია, სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ კამპანიას, რათა თავშესაფარში შემოსული კატები…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ”- მამუკა ხაზარაძე

„ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ საზოგადოებას, შემოგვიერთდნენ, რადგან ჩვენ გვაქვს ის ძალა, ინტელექტი და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს. „ბოლო პერიოდში, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები განვითარდა და წინა პლანზე წამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან იმ ცხრაწლიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კერძოდ, მერაბიშვილი და ძმანი მისნი, ჩვენ ამ პარტიასთან ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ. თუმცა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს საზოგადოების, აკადემიური წრეების, დოპლომატიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, რომელთაც უნდათ, აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში და…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ბახტრიონის, გამრეკელის, დოლიძის, ყაზბეგის, უნივერსიტეტის ქუჩების, ნუცუბიძის მეორე პლატოსა და ბუკიას ბაღის ბინადარ ცუგებსა და კატებს ჩაუტარა. ,,ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. ასევე,…

მეტი...

დეკანოიძის თქმით, შსს ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან შესახებ  ინფორმაციას არ აწვდის. დეპუტატის თქმით, მან უწყებას სადეპუტატო კითხვა გაუგზავნა და  შსს-ს სთხოვდა განემარტა, თუ სად, როდის და და რა პირობებში გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ,,საქართველოში, არასახელმწიფო, მაგრამ კონკრეტული პირები ძალიან აქტიურად შეიძლება მოხდნენ სანქციების სიაში. სადეპუტატო კითხვებში მქონდა მითითებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მოეწოდებინათ ჩემთვის საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, ის ინფორმაცია თუ სად, როდის და რა პირობებში გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მე მომივიდა წერილი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ…

მეტი...

მსახიობი შონ პენი თბილისშია

მსახიობი შონ პენი თბილისშია. შონ პენი 10 ივნისს ამბის თხრობის ფესტივალ ZEG-ს დახურავს. პანელის მთავარი თემა იქნება ომი უკრაინაში და ოკუპაცია. ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ მსახიობი უკრაინაში სამჯერ იმყოფებოდა . მან  ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელიც  უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება. ფოტო – ნანა საჯაია  

მეტი...

,,40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება დანგრეულია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, 40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება დანგრეულია. მისი თქმით,  ბევრ ქალაქსა და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია. ,,ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა დონეზე, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ დატბორილი ტერიტორიებიდან. ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. სახელმწიფო საგანგებო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს! ჩვენ ვადგენთ უფრო დეტალურ ინფორმაციას ზიანზე, რუსეთს ამ კატასტროფის შედეგად. 40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება დანგრეულია. ბევრ ქალაქში და სოფელში ასობით ათასი…

მეტი...

,,დღემდე არ გვაქვს პასუხი, რატომ არ მიენიჭა შარშან საქართველოს კანდიდატის სტატუსი”- შალვა პაპუაშვილი

დღემდე არ გვაქვს პასუხი, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შარშან რატომ არ მიენიჭა– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  სინამდვილეში, ეს პასუხი არ არსებობს. „კითხვას როდესაც ვსვამთ, რა იყო სტატუსის არმინიჭების განმაპირობებელი, პასუხი სხვადასხვაა – ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. სინამდვილეში, ეს იმას აჩვენებს, რომ ამის ობიექტური პასუხი არ არსებობს. გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელზეც რთულია თქვა, რა მოსაზრებებს ეფუძნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 486 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 9 ივნისის მდგომარეობით,  უკრაინაში რუსეთის აგრესიას 486 ბავშვი ემსხვერპლა,  1 009 -ზე მეტი დაზარალდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის რეგიონში – 464; ხარკოვის ოლქში – 283, კიევის ოლქში – 128, ჩერნიგოვის ოლქში – 70, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 89, ხერსონის ოლქში – 105, ზაპოროჟიეს ოლქში – 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 80. მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

ხერსონის რაიონში,კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 დაკარგულად ითვლება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, ხერსონის რაიონში კახოვკის  ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მისი თქმით, ერსონის რაიონში დაიტბორა 48 დასახლება, აქედან: 34 (3625 სახლი) – უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 14 – დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „2412 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა (ხერსონის რაიონში) დაიღუპა 4 ადამიანი, ევაკუაციის დროს დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ნიკოლაევის რაიონში დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. 825 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაიღუპა 1 ადამიანი“,- განაცხადა მინისტრმა.  

მეტი...

,,მინდა, ვკითხო იმ ადამიანებს, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით…”- პაპუაშვილი

მინდა, ვკითხო მათ, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან გველაპარაკება ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა. მისი თქმით, ამ ევროპარლამენტარებს ზედაპირული ინფორმაცია და განსჯა აქვთ ბანალური არგუმენტით, რომ თვითმფრინავი ვერ დაჯდება თბილისში, თუ თბილისმა არ მიიღო. ,,საქართველოს მიმართ სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოხსნა, ძველი რეჟიმი აღდგა. აღდგა ის ჩარჩო-შეთანხმებები, რაც საქართველო-რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს გაფორმდა. ამ ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით მიმართეს. ამ შემთხვევაში…

მეტი...

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ეგვიპტეში ზვიგენმა შეჭამა

ეგვიპტის კურორტ ხურგადაში ახალგაზრდა მამაკაცი ზვიგენმა შეჭამა.გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი  23 წლის ვლადიმირ პოპოვია. როგორც ირკვევა, ის  ტურისტიარ ყოფილა და  ხურგადაში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ, მამასთან ერთად გადავიდა. ტელეგრამის არხის Shot-ის ცნობით, ტრაგედია სანაპიროდან 30 მეტრში სხვა ტურისტების თვალწინ მოხდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში, ქალი ამბობს „ახლა ჭამს მის ნაშთებს“.  

მეტი...

მოვიპოვეთ ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰესი რუსმა დივერსანტებმა ააფეთქეს – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს რომ კახოვკის ჰესი რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფა ჩვენი ქვეყნის სამხრეთით. უწყებამ გაავრცელა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ორი რუსი სამხედრო კაშხლის აფეთქებაზე საუბრობს. „ისინი(უკრაინული მხარე) იქ არ ყოფილან. იქ არის ჩვენი დივერსიული ჯგუფი. ამ კაშხლით ხალხის შეშინება სურდათ. გეგმის მიხედვით კი არ წავიდა, არამედ იმაზე მეტი მოხდა, ვიდრე დაგეგმეს“, – ამბობს რუსი სამხედრო აუდიოჩანაწერში.

მეტი...

ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა – გუბერნატორი

ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად  სამი ადამიანი მინის ნამსხვრევებით დაშავდა. ამის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა. მისივე თქმით,  ბელინსკის ქუჩაზე მდებარე სახლის ოთახი, რომელსაც დღეს დრონი დაეჯახა, ცარიელი იყო. ,,დახმარება ადგილზე იყო, ხალხმა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. გარდაცვლილები არ არიან. ადგილზე მუშაობს FSB და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სხვა სპეცსამსახურები. მე ვატარებ შეხვედრას მომხდარის გასაანალიზებლად”, – განაცხადა გუსევმა.

მეტი...

,,ოპოზიციისგან არაფერი გამოვა”- შალვა პაპუაშვილი

,,სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ანუ, ძალადობა, კორუფცია, ადამიანის ღირსების აყრა, ეს გახლავთ ჩვენი ოპოზიციის გენეტიკური კოდის შემადგენელი ნაწილი, რაც არის პრობლემა,”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან და გაშიფრეს მათი გენეტიკური კოდი. ,,ოპოზიციისგან არაფერი გამოვა, გარდა იმისა, რომ კვლავ წრეზე იტრიალონ რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის. მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან და მათი გენეტიკური კოდი გაშიფრეს. უცხოეთიდან ჩარევებისა და დაფინანსების, ასევე იარაღის ტრიალის სემინარების დაფინანსების მიუხედავად, შანსი არ არსებობს, ქართველმა ხალხმა რაიმენაირად დაუშვას ხელისუფლების მანდატის მათ ხელში ჩაგდება“, – განაცხადა…

მეტი...

,,პრემიერ-მინისტრს შევხვდებით და ამ გაუგებრობაზე ღიად ვისაუბრებთ”- ანდრეი კალინდრა

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრეი კალინდრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გამართავს აანონსებს. ელჩის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ”ამ გაუგებრობაზე” ღიად ისაუბრებენ. ,,ორშაბათს, ან უახლოეს დღეებში ბატონ პრემიერ-მინისტრს შევხვდებით და ამ გაუგებრობაზე ღიად ვისაუბრებთ. ორივე მხრიდან დიდი ენერგია იხარჯება საიმისოდ, რომ საქართველო იყოს იქ, სადაც უნდა იყოს. საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება სარგებლის მომტანი იქნება, არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ ევროკავშირისთვისაც. მე ვიტყვი, რომ ერთი წელი გავიდა, რაც რეკომენდაციები წარადგინა ევროკომისიამ და პროგრესი არსებობს. ასევე გვესმის,  რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას და პოლიტიკურ წევრებს, ეს მომენტი გამოიყენონ იმიტომ, რომ არავინ იცის, რამდენ…

მეტი...

,,სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშა“ კამპანიას”- პაპუაშვილი

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშა“ კამპანიას,”-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილსა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით,  ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ეს პოლიტიკურ კორუფციაზე მეტყველებს. „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშა“ კამპანიას. ეს სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხელის გულზე დევს. სააკაშვილი ვიდრე საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების კორიდორებში, როგორ ართმევდნენ ხელს, მასთან, კრიმინალ…

მეტი...

„რომანების წერას ვიწყებ“ – მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპანგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რომანების წერას აანონსებს. მისი თქმით, ამის გაკეთებას მას შემდეგ აპირებს, რაც გადადგება, ეს კი მისივე თქმით, მაშინ მოხდება, როცა უკრაინაში რუსეთის ომის მიზნები შესრულდება. „როგორც კი ომი დასრულდება, როცა ეს მორჩება ჩვენი გამარჯვებით, მთავარი რედაქტორის პოსტს დავტოვებ. ახლა ახალ წიგნზე მუშაობა დავასრულე, ასევე მაქვს მცირე მონახაზი მოთხრობებისთვის და ამის დასრულებას ვაპირებ. რომანების წერასაც ვიწყებ, მინდა, მეტი დრო მხოლოდ ამას დავუთმო“, – აცხადებს სიმონიანი.

მეტი...

,,ველოდებით საბოლოო, ჩვენი თხოვნით ჩასწორებულ პროტოკოლს”- აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილის განცხადებით, პროტოკოლის ჩასწორება და საბოლოო ფორმის მიცემა, ნაცვლად 10 ივნისისა, სავარაუდოდ 1-2 კვირით გადაიწევს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში საბჭოს შეხვედრაზე ექიმების ჯგუფმა პროტოკოლის თითქმის საბოლოო ვერსია წარადგინეს, ხოლო მშობლებმა გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს, რომლებიც უკვე ჩასწორებულია. ,,წინა საბჭოზე ექიმების ჯგუფმა პროტოკოლის თითქმის საბოლოო ვერსია წარადგინეს. მშობლებმა გარკვეული შენიშვნები ჩავანიშნინეთ და დაგვპირდნენ, ჩავასწორებთო (და უკვე ჩაასწორეს კიდეც). ჩასწორება და საბოლოო ფორმის მიცემა კიდევ რამდენიმე დღეს წაიღებს და ნაცვლად 10 ივნისისა, სავარაუდოდ 1-2 კვირით გადაიწევს. წამლის მწარმოებელთან კომუნიკაცია ისევ გაუთქმელობის ეტაპზეა და ჩვენი შიში, რომ იქნებ…

მეტი...

დოდონი მოლდოვის ხელისუფლებას მოუწოდებს საქართველოს მიბაძოს და არ გაწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობა

მოლდოვას ხელმძღვანელობამ საქართველოს მაგალითი უნდა მიბაძოს, რომელმაც უარი თქვა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაზე – ამის შესახებ მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ტელეარხის ექსკლუზივის ეთერში განაცხადა. ,,ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს რუსეთში თავისუფალ ექსპორტზე და იმ პირობებში, როცა დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, სცადონ ჩვენი საქონლის მიწოდება იქაც და იქაც, როგორც ამას აკეთებს საქართველო. ეს გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის ზრდას,”- აცხადებს დოდონი. მან ასევე სიცრუე უწოდა მოლდოვის ხელმძღვანელობის დაპირებებს 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ,,მოქალაქეების მოტყუება არ არის საჭირო. მოლდოვა არ გახდება ევროკავშირის წევრი. საკმარისია საკუთარი და ქვეყნების პრობლემები, რომლებიც რიგში დგანან გაწევრიანებისთვის”, –…

მეტი...