საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აფიქსირებენ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები – ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

,,ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები.

მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები