„სექსუალური ორიენტაცია ადამიანების პირადი საქმეა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს“ – კახა კალაძე

„ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე, რაც შეეხება უმცირესობას,  ეს ადამიანები საქართველოში ყოველთვის იყვნენ, არიან, მომავალშიც იქნებიან და მათ უფლებებს იცავს კანონი და სახელმწიფო“ – აცხადებს კახა კალაძე. კახა კალაძე მედიასთან საუბრისას მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას გამოეხმაურა. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ იგი ბავშვებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის კატეგორიული წინააღმდეგია, რაც შეეხება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს, მათი უფლებები სახელმწიფოს მიერ სრულად არის დაცული. „ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პირველი შემთხვევა არ არის, ხშირია როდესაც პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ მსგავსი კამპანია და ბულინგი ხორციელდება.…

მეტი...

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“ – კელი დეგნანი ნიკა გვარამიას პატიმრობაზე

საქართველოში ამერიკის ელჩის განცხადებით, მას იმედი ჰქონდა, რომ უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიას გაათავისუფლებდა. როგორც კელი დეგნანი აცხადებს, სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას. „იმედგაცრუებულები ვართ. თავიდანვე აშშ გამოხატავდა შფოთვას ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, დაპატიმრების დროსთან დაკავშირებით, ბრალდებებთან დაკავშირებით.  რა თქმა უნდა, განაჩენთან დაკავშირებით. როგორც ბევრჯერ ვთქვით, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას, ძირს უთხრის სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ ქეისთან დაკავშირებულ პრობლემებს და გათავისუფლების გადაწყვეტილებამდე მივიდოდა,” –…

მეტი...

ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებით აშშ-ის საელჩო შეშფოთებულია

აშშ-ის საელჩო ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული შეშფოთებულები არიან ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებით. „აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ…

მეტი...

ბრალდებულმა ორი მეზობლის მკველობა სცადა

საქართველოს პროკურატურამ ვარკეთილში მომხდარი ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა ორი მეზობლის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მათ. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 – დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს…

მეტი...

ლუკაშენკოს განცხადებით,  საქართველოს დასავლეთი მობეზრდა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისკენ ისწრაფვის

ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკო საქართველოს საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას დასავლეთის დაპირებებს ურჩევნია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე დაბრუნდეს. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე ლუკაშენკომ  კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის  საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განცხადა. „თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებას – მობეზრდათ დასავლეთის დაპირებები და სურთ  ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ. იციან, რომ, არავინ შეუშვებთ თავიანთ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია დანაწილებულია და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ჩვენი ათვისებული ბაზარი”, – განაცხადა ლუკაშენკომშეხვედრაზე.  

მეტი...

ულტიმატუმის ვადა დასრულდა, კინოცენტრის დირექტორი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას არ აპირებს

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიმდებარედ შეკრებილი აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ მათთან შეხვედრა არ მოისურვა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, კობა ხუბუნაია 18:00 საათამდე კინემატოგრაფებს შეხვედროდა. როგორც კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა, საქართველო რუსულ პრინციპს მიჰყვება. „ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას, მაგრამ ხელოვნება არის საპირისპირო,  ვინც იხდის ფულს, ის ქმნის გარემოს, სადაც შემოქმედი თავის მუსიკას ქმნის… კინოცენტრის მთავარი პრინციპია კინოს სახელმწიფო დაფინანსებით სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰქონდეს. დღეს რა მოხდა და რა პრობლემაა? მთავარი, ალბათ, მაინც დირექტორის დანიშვნის წესია. ქართული კინოცენტრი დამყარებული იყო პრინციპზე, რომ პროფესიონალები, კინოსთან დაახლოებული…

მეტი...

ტაილანდელ მამაკაცზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაილამდის მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თავდასხმა გუშინ, 19 ივნისს, გია აბესაძის ქუჩაზე მოხდა. შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო. უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს სამი არასრულწლოვანი დაესხა. ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა კი ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი დაეცა და გონება დაკარგა. დაზარალებული რეანიმაციაში იმყოფება.  

მეტი...

„კობა ხუბუნაია ბადრაგი არასდროს ყოფილა“ – კულტურის სამინისტროს განცხადება

კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, არასერიოზულია განცხადება, რომ კინოცენტრის რეფორმა ცენზურას ისახავდეს მიზნად, ხოლო მისი ხელმძღვანელი კი ბადრაგად მუშაობდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრი) გარშემო ატეხილ სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს. მიმდინარე რეორგანიზაცია და სამომავლო რეფორმა: 2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და…

მეტი...

,,თქვენს მონობას ჩვენ არ დავემორიჩილებით”- მაღაროელები “ჯორჯიან მაგანეზის” ოფისთან მივიდნენ

ჭიათურელმა მაღაროელებმა პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობა გამართეს. როგორც ერთ-ერთმა მაღაროელმა აქციაზე განაცხადა, მონობას არ დაემორჩილებიან. ,,ყველაფერს გავაკეთებთ, ყველგან მოგაგნებთ და გეტყვით, რომ თქვენს მონობას ჩვენ არ დავემორიჩილებით”. – განაცხადა მაღაროელმა. მაღაროელები  ხელფასის 40%-ით გაზრდას ითხოვენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება. ცნობისთვის, მე-15  დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ათი მაღაროელი შიმშილობს. ამასთან, ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.

მეტი...

მეგობარი ქალი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო – სასამართლომ ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ნაფიცმა მსჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ანგარებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. ,,სასამართლო პროცესზე დადგინდა შემდეგი: ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, მისი მეგობარი ქალი ბინაში რამდენიმე ათას ლარს ინახავდა. თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებული დაუკავშირდა დაზარალებულს და მის საცხოვრებელ სახლში შეხვედრაზე შეუთანხმდა, სადაც მსხვერპლი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ ქალის მოკვლას და მისი ნივთების დაუფლებას ადასტურებდა. ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ,…

მეტი...

21-22 ივნისს ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს

21-22 ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ მოხსენებას წარადგენს. მინისტერიალი შვედეთში გაიმართება. შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში აცხადებს, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოების გამტკიცება. „ძლევამოსილი სახელმწიფოების კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანია ევროკავშირის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოების გამტკიცება. ეს ამოცანა კი მოიცავს ევროკავშირის გაფართოებასაც“, – წერს ჯესიკა როსვალი.

მეტი...

,,აგერაა ჩემი თვალი, ამის გამკეთებელმა პასუხი მიიღო, შემდეგზე ვისაც მომიგზავნით, რამეს მოვტეხ და ისე დაგიბრუნებთ”- ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, პირველ ფოტოს აქვეყნებს. მისი განცხადდებით,  დღეს, როდესაც სახლში მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვები და ძიძა იყოფებოდნენ,  POS TV -ის სამთავრობო პროპაგანდისტები მივიდნენ: ,,სახლში მოვედი და ძიძამ მითხრა ასე 2 საათის წინ პოს ტვ იყო მოსული და არ შემოვუშვიო, სახლში მხოლოდ ბავშვები და ძიძა იყვნენ. არ წავიდოდნენ ეგენითქო ვიფიქრე და ჩავედი ეზოში, იქ იყვნენ დამალულები. მოვიდნენ და ‘იი, სათვალე მოიხსენი’ დამიწყეს. ამ &ლეებს ჰგონიათ და ჩალურჯებული თვალით შემარცხვენენ. აგერაა ჩემი თვალი ამის გამკეთებელმა პასუხი მიიღო შემდეგზე ვისაც მომიგზავნით, რამეს მოვტეხ და ისე დაგიბრუნებთ შემდეგზე,…

მეტი...

პროკურატურამ არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და იძულებით, დაზარალებულ არასრულწლოვნებს აიძულებდა ნაგვის ურნებში მუყაოს და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ. ასევე ბრალდებული ითვისებდა და ერთპიროვნულად განკარგავდა არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემული ფულადი დახმარების თანხებსაც. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ „გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის…

მეტი...

,,როგორც კი პანდორას ყუთს რუსული ხელი მისწვდება, ის დაუყოვნებლივ მოიჭრება”- პოდოლიაკი

პუტინი უნდა იღებდეს მკაფიო სიგნალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომ როგორც კი პანდორას ყუთს რუსული ხელი მისწვდება, ის დაუყოვნებლივ მოიჭრება”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს. მისი თქმით, ბირთვულმა საფრთხეებმა არანაირად არ უნდა იმოქმედოს უკრაინის თავდაცვაზე ან  ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერაზე. ,,მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსეთში ბირთვული იარაღის არსებობა ან არარსებობა არ არის ცვლადი, რომელიც გავლენას ახდენს ამ ომის საერთო განტოლებაზე და ბირთვულმა საფრთხეებმა არანაირად არ უნდა იმოქმედოს უკრაინის თავდაცვაზე ან  ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერაზე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბირთვული იარაღის არსებობა უნდა გახდეს სტიმული დანებებისთვის, დაფიქრდით: რა სიგნალს უგზავნის ეს დანარჩენ…

მეტი...

,,შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი”- ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნიკა გვარამია ავრცელებს. ,,შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს! ნიკა #212″,- წერს ნიკა გვარამია ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.

მეტი...

,,მამას 30ზე მეტი ჭრილობა აქვს, ვარ სასტიკად ნაცემი, სახლს წაუკიდა ცეცხლი მოუშვა გაზი და გაიქცა”- თავდასხმა ოჯახზე

სოციალურ ქსელ ფეისბუქში მოქალაქე, მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმაზე წერს. როგორც ქრისტი მიქელაძე წერს, შემთხვევა 18 ივნისს მოხდა  და თავდასხმის მიზეზი უცნობია. ამასთან, ის ავრცელებს თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებების ფოტოებსაც და აღნიშნავს, რომ მამამისს 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. ,,მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს შუაღამისას როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული სახლში  შემოვიდა მეზობელი 25 წლის რომან გიკაშვილი.მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანი რომლის სახელიც ეხლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი ცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე.მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4ჭრილობა და…

მეტი...

ესტონეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად დაკანონდა

ესტონეთის პარლამენტმა სამშაბათს მიიღო კანონი, რომელიც აკანონებს ერთსქესიანთა ქორწინებას. სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი ცენტრალური ევროპის რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა. ,,მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც ყველას უფლებებს პატივს სცემენ და ხალხს თავისუფლად შეუძლია სიყვარული”, – დაწერა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა Twitter-ზე. კანონპროექტს მხარი პარლამენტის 55 წევრმა დაუჭირა, ხოლო 34-მა წინააღმდეგ წავიდა.

მეტი...

კულტურის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კინოცენტრის გარშემო უსაფუძვლო აჟიოტაჟმა  კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს. „2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რეფორმა, რომლის კონკრეტული შინაარსიც რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს, გულისხმობს დღეს არსებულ ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების…

მეტი...

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას გეგმავს – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას გეგმავს. „ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა გეგმავს დარტყმას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ყირიმის ჩათვლით, ჰიმარსა და Storm Shadow რაკეტებით,”- განაცხადა შოიგუმ. შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ყირიმზე შესაძლო დარტყმას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ომში ჩართვად ჩათვლის და საპასუხოდ დაარტყმას „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს“.

მეტი...

,,პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე”- მიხეილ სააკაშვილი

,,პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს. მისი თქმით, ზა პოროჟიეს ოლქში განადგურდა ეთნიკური ოსებისაგან დაკომპლექტებული  ბატალიონი. ,,19 ივნისს უკრაინელებმა აიღეს პიაწიხატკი ზაპოროჟიეს ოლქში, ოპერაციის დროს გაანადგურეს ცხინვალის რეგიონის რამდენიმე ასეული ეთნიკური ოსებისაგან დაკომპლექტებული  ბატალიონი. ამგვარად, პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს საქართველოსთის სტატუსის მინიჭებას”- სამადაშვილი

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს საქართველოსთის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არ იცის, რა იქნება ევროკომისიაში ხვალინდელი მსჯელობის შინაარსი. ,,არ ვიცი, რა იქნება ხვალინდელი მსჯელობის შინაარსი, მაგრამ ვვარაუდობ, ევროკომისიის დასკვნა იქნება, რომ არ არის განხორციელებული ევროკავშირის მოთხოვნები და დაიტესტება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განწყობები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო არ არის განწყობილი, მხარი დაუჭიროს სტატუსის მინიჭებას და ყველა ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი ვერ გახდეს პოზიციის…

მეტი...

გერმანია საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიაში ავრცელებს. საელჩოს ცნობით, გერმანიისა და საქართველოს მთავრობები ბერლინში ორდღიანი სამთავრობო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ. „საქართველოსა და გერმანიის მთავრობები განვითარების პოლიტიკის სფეროში დღეს დასრულებული სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს. ეს თანამშრომლობა პირველი საინვესტიციო პროექტია მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის კუთხით კავკასიის რეგიონში. მრავალი ჰიდროელექტროსადგურის, მზის მაღალი გამოსხივებისა და ქარის ძალიან კარგი პირობების გამო რეგიონს განახლებადი ენერგიების და ამით მწვანე წყალბადის…

მეტი...

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ყოველთვის არსებობს – უკრაინის დაზვერვა

ამ დროისთვის, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების გაზრდილ რისკზე საუბარი არ შეიძლება, თუმცა ასეთი საფრთხე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჰიპოთეტურად ყოველთვის არსებობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა ,,პუტინის რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს – სტრატეგიულ და ტაქტიკურს. და ჰიპოთეტურად, ყოველთვის არის საფრთხე ამ მიმართულებით. ამიტომ, უკრაინაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ყურადღებით აკვირდებიან ამ საკითხს”, – განაცხადა იუსოვმა. მისი თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ბრძოლის ველზე ოკუპანტებისთვის არაფერს შეცვლის, მაგრამ ეს გამოიწვევს პუტინის რეჟიმის დაშლას და მის საბოლოო დამარცხებას მსოფლიოს „გააფთრებული“ რეაქციის…

მეტი...

,,ვინ გგონიათ კობახიძე? ის არის არარაობა, ნული, ოროსანია”- ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, კობახიძის მსგავსი ხალხი რომ არის ხელისუფლებაში, ეს საქართველოს სირცხვილია. ,,მე როგორ ვუწყობ ხელს შუღლის გაღვივებას, რომელსაც თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე. ქვის სროლა, კვერცხის სროლა და დედის გინება არ არის გაღვივება და აკადემიური სტილით ლაპარაკი, რომ თქვენ ახალგაზრდავ, მართალი არ ხართ, ეს არის შუღლის გაღვივება? ვინ უსმენს მაგას? თქვენ ვინ გგონიათ კობახიძე? ის არის არარაობა, ნული. კობახიძეს უსმენენ იმდენად, რამდენადაც ბიძინამ თქვა მაგას მოუსმინეთო. კობახიძე რას წყვეტს? რა იცის მან? ის ოროსანია, მათ შორის იურისპრუდენციაში. კობახიძე არის მოძალადე! ზუსტად…

მეტი...

ყაზახეთში გრიგორი ლეპსს კონცერტი გაუუქმეს

მომღერალ გრიგორი ლეპსის კონცერტი ყაზახეთში გაუქმდა. რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიუროს ინფორმაციით,  კონცერტი 8 ივლისს ალმატის რაიონის ქალაქ კონაევში უნდა გამართულიყო. კომპანია, რომელიც საკონცერტო სივრცის უზრუნველყოფას გეგმავდა იუწყება, რომ კონცერტის ორგანიზატორებს შეთანხმება ცალმხრივად შეუწყვიტეს. ინფორმაციას ალმათის ოლქის საკრებულოს დეპუტატმა, ერკინ რაკიშევმაც დაადასტურა. მისი თქმით, ლეპსის კონცერტის გაუქმებაში წვლილი შეიტანა ალმათის ოლქის მერიამ. კონცერტის გაუქმებას წინ უძღოდა დისკუსია სოციალური ქსელებში. ბევრმა მოქალაქემ გამოთქვა უკმაყოფილება ლეპსის ჩასვლის გამო, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში ომს. როგორც მედია აღნიშნავს, მოქალაქეებმა ნეგატიურად აღიქვეს ლეპსის ყაზახეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია და მოითხოვეს მისი კონცერტის გაუქმება.  

მეტი...

,,ბლინკენმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა, ჩვენ სწორ გზაზე ვადგავართ”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის  ჩინეთში ვიზეტს აფასებს. მისი თქმით ”ბლინკენმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა, ჩვენ სწორ გზაზე ვადგავართ”. პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, გრძნობს თუ არა პროგრესს ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეხვედრის შემდეგ. „თქვენ არ გჭირდებათ ამის კითხვა. შეგიძლიათ იკითხოთ, რამდენად დიდი პროგრესია მიღწეული“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მეტი...

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა  ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, სააგენტოს მიერ მომზადებული ინიციატივები, კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს მიერ განხორციელებული და  მიღწეული შედეგები განიხილეს. „საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის საერთაშორისო მხარდაჭერა, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე სააგენტოს საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი პროექტების, ინიციატივების განხორციელება და ადგილობრივ დონეზე – კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერება, ანტიდემპინგის იმპლემენტაცია და მომხმარებლის უფლებების დაცვის აღსრულების დაწყება არის ის სიახლეებია, რომლითაც…

მეტი...

ილონ მასკის კომპანია ტვინის ჩიპებს ადამიანებზე მიმდინარე წელს გამოცდის

მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს,  მისი კომპანია ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარებას წლის ბოლოსთვის დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მასკს პროექტ Neuralink ით სურს  ადამიანის ტვინი კომპიუტერთან დააკავშიროს. Neuralink-ი პაციენტთა ტვინში სპეციალურ იმპლანტებს ჩანერგავს. რამდენი ადამიანი მიიღებს  პროცესში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

,,ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია”- ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნია. იოსელიანი სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ,,ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით. მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი გვარამიას თუ შეიწყალებს, გამოდის, რომ მის მიმართ გვარამიას შეფასებას ეთანხმება”- ირაკლი კობახიძე

,,სალომე ზურაბიშვილი გვარამიას თუ შეიწყალებს, გამოდის, რომ მის მიმართ გვარამიას შეფასებას ეთანხმება. დიდი იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, რაც ძალიან კარგია. იმედია, ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება“, –   ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით,  ნიკა გვარამიასთან ერთად, დანაშაულზე პასუხისმგებლებია არიან  მაშინდელი სახალხო დამცველი, ოპოზიციური პარტიები, „ენჯეოები“. „სხვათა შორის, თავის დროზე იგივე ადამიანები იყვნენ ჩართული კამპანიაში, რომელმაც გვარამიას დანაშაულის ჩადენის საშუალება მისცა. გახსოვთ, მთელი კამპანია იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, „ენჯეოებმა“ და ასე…

მეტი...

საქართველო ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის რუსეთში პირველ ადგილზეა – ”კომერსანტი”

რუსული “კომერსანტის” ინფორმაციით,  2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველო ღვინის მიწოდებით რუსეთში პირველ ადგილზეა. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ექსპორტი 63%-ით გაიზარდა და 24,15 მლნ ლიტრს მიაღწია, რამაც საშუალება მისცა საქართველოს პირველი ადგილი დაეკავებინა  ღვინის ექსპორტიორებს შორის  და იტალიას გადაუსწრო. კომერსანტის წერს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ღვინოის იმპორტი 49%-ით გაიზარდა და 13,1 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც შეესაბამებოდა მეორე ადგილს მიმწოდებელ ქვეყნებს შორის. ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლიპილინი აცხადებს, რომ იმპორტმა საქართველოდან 2022 წლის ბოლოს დაიწყო ზრდა გადახდისა და ლოგისტიკის პრობლემების არარსებობის გამო. მისი თქმით,…

მეტი...

,,ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება”- ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ლექციიდან გამოვიდა. მისი თქმით, თავდახმელს არ იცნობს და არ აპირებს პოლიციას მიმართოს. ,,თავდამსხმელს არ ვიცნობ. ლექციიდან გამოვედი, სხვა უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას, ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა: მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ, მოქალაქე მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერდე, მოვუსმინო ერეკლეს ამ მცველს. ლექსიკის მიხედვით, იერის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდა ჯიბეში, ისიც ისროლა, ამაცილა. მე რა შემიძლია ვუთხრა აღშფოთებულ მოქალაქეებს – ივარჯიშეთ, კვერცხი სროლაც საქმეა, მაგასაც ოსტატობა სჭირდება. ეს არ დამთავრდება, ხელისუფლებას მიცემული…

მეტი...

,,რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ”- კობახიძე

რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს კითხვა დაუსვეს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, რუსეთი მზად არის, ჩადოს ინვესტიცია სატრანსპორტო კვანძის გახსნაში. „არ გამიგია, ადრეც გავრცელდა რაღაც ინფორმაცია, თითქოს სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც აღმოჩნდა ფარსი და ტყუილი. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ ფარგლებს მიღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, არის სპეციალური წარმომადგენელი. ეს არის ერთადერთი არხი, რაც გვაქვს რუსეთთან კომუნიკაციის. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს არის ის თემები,…

მეტი...

,,ელჩი მალე შეიცვლება, აღარ მინდა საუბარი წარსულზე”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარია, მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა და დაფინანსება. კობახიძე „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მოძრაობამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართა. „მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება. მე დიდი იმედი…

მეტი...

,,რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს ”ქართული ოცნება”- კახა კალაძე

,,თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას, ვერ მომიყვანთ რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს ქართული ოცნება,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კალაძეს კითხვა დაუსვეს, ევროინტეგრაციის გზაზე  შეუშლის თუ არა  ქვეყანას ხელს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და წახალისებული ძალადობა. ,,ზოგადად ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, მე ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვისაუბრე, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

,,პრეზიდენტი დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ, ეს პროცესი სადამდე უნდა იყოს”- ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, შთაბეჭდილება რჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. მისი თქმით, პრეზიდენტს  დარჩენილი აქვს რამდენიმე თვე, ცდილობს, რომ ხშირად მოხვდეს ეთერებში. „პრეზიდენტს გარკვევით ავუხსენით და ვუთხარით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურები კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყვნენ შერჩეული და ვერ გავაგებინეთ, რა გავაკეთოთ? ამ იწილო-ბიწილოს არ სჯობს, რომ დავსხდეთ და შევთანხმდეთ? – ერთხელ შევთანხმდით და მოგვატყუა, ახლა დუმს. ამას რატომ აკეთებს, ვერ გეტყვით. დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ – კონსენსუსის სიმბოლო უნდა იყოს და არა ის, რომ ჯიუტად შემოაგდოს კანდიდატურები.…

მეტი...