მას შემდეგ, რაც მეორადი ტექინსპქტირება ფასიანი გახდა და სანქციებიც გამკაცრდა, მძღოლების ნაწილი ტექინსპექტირების ცენტრებს მიმართავს, თუმცა, დახარვეზებული ავტომანქანების რაოდენობა, რომელიც მოძრაობს 200 000-ზე მეტია.
როგორც „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დახარვეზების პირველი სამეული მაშუქი მოწყობილობა, გამონაბოლქვი და მუხრუჭია.
„სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ტექინსპექტირების გარეშე და მუდმივად იხდიდნენ ჯარიმის საფასურს, ახალი რეგულაციების შემდეგ ჩაიკეტა. შედეგად, 20% -ით გაიზარდა მომართვიანობა. ეს იყო მძღოლების პირველი შიშის ეფექტი თუ სხვა რამ, შემდგომი პერიოდი აჩვენებს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რეგისტრირებული ავტომანქანების რაოდენობა მილიონ 600 000 -ია, ტექინსტეპრიტებას კი გადის 800 000, ეს სხვაობა საკმაოდ დიდია. ვინც არ დადიოდა გამართული ავტომანქანით, მათ მოუწევთ ტექინსპექტირების გავლა“ – აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.
მისი თქმით, დახარვეზებული ავტომანქანების მაჩვენებელი დაახლოებით 200 000-ზე მეტია და წლების მიხედვით სხვადასხვაა. ყველაზე მეტი დახარვეზება კი მაშუქ ხელსაწყოებზე, გამონაბოლქვსა და სამუხრუჭე სისტემებზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრდება. 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს საქართველოშ ვერ შემოიყვანენ. გარდა ამისა, გზებზე ავტომანქანების კონტროლი იწყება.
ქვეყანაში 200 000-მდე დახარვეზებული ტრანსპორტია – ვაჟა იორდანიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”