“არა რუსულ კანონს” ოპერაში (ვიდეო)

პროტესტმა ოპერაშიც შეაღწია, სადაც ევროკავშირის დროშა გადმოფინეს და შეძახილი: „არა რუსულ კანონს“ ისმოდა. პროტესტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მაშინ გამოხატეს, როცა  ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი იმართებოდა.

მეტი...

“პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, კანონპროექტის განხილვა დროებით უნდა შეჩერებულიყო”- სამინისტრო

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მათივე ცნობით, ამის თაობაზე ქართულმა მხარემ აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარუდგინა. “დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ…

მეტი...

აქციის მონაწილეები სანაპიროსკენ დაიძრნენ

რუსთაველის გამზირი, გმირთა მოედანი ახლა  უკვე მტკვრის მარჯვენა სანაპირო – აქცია თბილისის ძირითად ქუჩებს მოედო. აქციის მონაწილეები გმირთა მოედნიდან მსვლელობით სწორედ ვახუშტის ხიდისკენ დაიძრნენ. მათი მიზანია მაქსიმალური დისკომფორტი შექმნან, შეწუხდეს ხელისუფლება და ამ გზით მიაღწიონ ხმა „არა რუსულ კანონს“.

მეტი...

“დუმილი დანაშაულია” -გიორგი ქვილითაია

საქართველოს ნაკრებისა და “აპოელის” ფორვარდი გიორგი ქვილითაია სხვა თანაგუნდელების მსგავსად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთ დროს დუმილი დანაშაულია. “ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი. დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა, სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას. და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მეტი...

11 მაისს დიდი მანიფესტაცია დაანონსდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგები დიდ მანიფესტაციას აანონსებენ. ორგანიზატორების თქმით, მასშტაბური აქცია 11 მაისს გაიმართება. “მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი – 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქ ,ქციაზე ,არ ყოფილან მოვიყვანოთ”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მეტი...

ორი „ცხელი წერტილი“ თბილისში

გმირთა მოდანი და რუსთაველის გამზირი – ორი „ცხელი წერტილი“ თბილისში. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, გმირთა მოედანიც გადაკეტილია. პარლამენტთან შეკრებილი ახალგაზრდები მსვლელობით გმირთა მოედანზე დაიძრნენ რომ სავალი გზა იქაც გადაეკეტათ და გადაკეტეს კიდეც. მართალია სამართალდამცველები ცდილობნდნენ აქციის მონაწილე ახალგზრდები, რომლებიც  საავტომობილო გზაზე განლაგდნენ გზიდან გაეთრიათ, თუმცა, აქციაზე იმდენი ადამიანი მვიდა, გზის გადაკეტვა მაინც მოახერხეს. ამ წუთებში მოძრაობა პარალიზებულია როგორც რუსთაველის გამზირზე, ისე გმირთა მოედანზე.

მეტი...

“გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება”- ჩაკვეტაძე

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ბუდუ ზივზივაძის შემდეგ კიდევ ერთი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ეხმაურება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. „მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, – წერს ჩაკვეტაძე “არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”- ბუდუ ზივზივაძე  

მეტი...

„არა ძალადობას. არა რუსეთს!“ – ფეხბურთელები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უერთდებიან და განცხადებას ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ. “თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!”, – წერს  გიორგი ქოჩორაშვილი. “არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”- ბუდუ ზივზივაძე

მეტი...

პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. 16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია, ხოლო 8 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.  

მეტი...

“არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”- ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს. “არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს” – ამბობს ფეხბურთელი. მისი თქმით, გამათლება არა აქვს მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმას. “ძალიან სამწუხაროა რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი რომ კვლავ გავიმეორო არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ…

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც “რუსულ კანონს” აპროტესტებენ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარალიზებულია  ავტომობილების მოძრაობა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გადაკეტავენ ყველა გაზას. “გადავკეტვთ ყველა გზას, სანამ არ გაგვიხსნიან ევროპის გზას”, – აცხადებენ ისინი. მანამდე აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გმირთა მოდანი. აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

მეტი...

ჰაკერებმა შსს-ს გვერდი გათიშეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გათიშა. ინფორმაციას თავად ჰაკერული ჯგუფი ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი  #ანონიმმა წაშალა” – წერს Anonymous.  

მეტი...

“არა რუსულ კანონს”-აქცია ზუგდიდში

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები იმართება ზუგდიდში. არასამთავრები ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საზოგადოების ნაწილი “რუსულ კანონს” და ამ კანონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით დღეს ზუგდიდის მერიასთან შეიკრიბნენ. ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისში. მოქალაქეები 18:00 საათიდან შეიკრიბნენ, მათი მიზანი გმირთა მოედნის სრული პიკეტირებაა. აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

მეტი...

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს

გმირთა მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია.  ახალგზრდებმა, რომლებიც „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპრტესტებენ, სავალი გზა ყველა მიმართულებით ჩაკეტეს. ადგიილზე მობილიზებლია პოლიცია და კანონდამრღვევ ახალგაზრდებს აკავებენ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ გზა არ გადაეკეტათ. ამ წუთებში აქციის მონაწილეებიი გზაზე, ასფალტზე დაჯდნენ და ტრანსპორტს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. “აღარ გვინდა რუსული ჭაობი” –  აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი სლოგანია: “პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის”  

მეტი...

ვენეციის კომისია სასწრაფო მოსაზრებებზე მუშაობს

“უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოში შეხვედრებს მართავენ. კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კანონპროექტზე სასწრაფო მოსაზრებას ამზადებენ. „ვენეციის კომისია ამზადებს  სასწრაფო მოსაზრებას  საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე. დელეგაცია სასწრაფო მოსაზრების მომზადების კონტექსტში ონლაინ შეხვედრების სერიებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან. მოსაზრება 2024 წლის 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან მოთხოვნას მოყვა”, – აღნიშნულია განცხადებაში. ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვედრები ჰქონდს სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან. დელეგაციას ონლაინ შეხვედრა აქვს ჩანიშნული საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ პარლამენტარებთან 2024 წლის 2 მაისს დისკუსიების გასაგრძელებლად. კომისიის მოსაზრებები კანონპროექტის მესამე…

მეტი...

„არა რუსულ კანონს“ – თბილისში აქცია განახლდა

“პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის” –  ეს არის აქციის მონაწილეების ახალი სლოგანი. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეების გზიდან გადაყვანასა და მოძრაობის აღდგენას ცდილობს. „გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, ამ შემთხვევაში გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით”, – ეუბნებიან აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები. პარლამენტის შენობასთან აქცია 19:00 საათზე განახლდება.  

მეტი...

„ღმერთში არ არის დრო“ – მეუფე შიოს ქადაგება

„ყოველი მორწმუნე უნდა ეცადოს, რომ ხშირად ეზიაროს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და მთელი არსებით უნდა აცნობიერებდეს რა ხდება ტაძარში, როდესაც აღესრულება წმინდა ლიტურგია“ – აღნიშნა  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ვნების კვირის ხუთშაბათს ქადაგებისას. „ღმერთში არ არის დრო, არც სივრცე. ამიტომ ჩვენც, როდესაც ვმსახურობთ ევქარისტიას, გადავლახავთ დროსაც, სივრცესაც და, ვიმეორებ, სწორედ იმ საიდუმლო სერობის თანამონაწილენი ვხდებით. აქ სრულდება საოცარი სასწაული, რომელსაც წმინდა ეკლესია აღასრულებს უფალ იესო ქრისტეს მცნების მიხედვით“ – იქადაგა მეუფებ. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ…

მეტი...

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო – მდინარაძე ხაბეიშვილზე

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, არ შეიძლება და უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ლევან ხაბეიშვილს არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი, თვითონ შევარდა პოლიციელთა ჯგუფში და იქ რა მოხდა, გამოძიებამ უნდა თქვას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობით გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, არ ამართლებს რაც ნახა, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან. „ხელისუფლებას აქვს მშვიდობის ყველანაირი რესურსი. მინიმალური დაზიანებით რაღაც გადაცდომები…

მეტი...

2 დღეა ვესაუბრებით ხელისუფლებას, პრეზიდენტს, ოპოზიციას, სიტუაცია არის შემაშფოთებელი – ევროკომისიის გენერალური დირექტორი

მიუღებელია იმ ფორმით, რომლითაც ახლა არის და შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ხერტ იან კოოპმანმა რუსულ კანონთან დაკავშირებით. თბილისში, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ, ევროპელი მაღალჩინოსანი ჟურნალისტებთან კომენტარში ამბობს, რომ სიტუაცია შემაშფოთებელია და ფაქტობრივად არ სრულდება 9 დათქმა, რომელიც ქვეყანას ევროკომისიის მიერ აქვს განსაზღვრული ევროკავშირში გაწევრიანების მომდევნო, მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად. კოოპმანი ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც: ,,ორი დღეა ვესაუბრებით ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პრემიერს, ასევე ოპოზიციას. მინდა გითხრათ რომ სიტუაცია, რომელიც დამხვდა არის შემაშფოთებელი. არის ძალადობა თბილისის ქუჩებში. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობას. ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ…

მეტი...

თბილისი დღეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, დაე შეჩერდეს ,,აგენტების კანონი” – როთი აქციის ფოტოს აზიარებს

თბილისი დღეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, დაე შეჩერდეს ,,აგენტების კანონი”, – წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი და თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის კადრებს აზიარებს. ,,სანამ ასეთი მამაცი, დიდებული ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი არ გაქრება სულმოკლე, მხდალი ნაციონალისტების გამო. თბილისი დღეს ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. დაე მშვიდობიანად დარჩეს! დაე შეჩერდეს ,,აგენტების კანონი”.

მეტი...

სახალისო პლაკატი აქციიდან

ეს ფოტო აქციიდანაა. “კი ევროპას-არა რუსულ კანონს” – სწორედ ამ აქციის ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილია პლაკატი, რომელიც ახალგაზრდებმა მოიფიქრეს, მოამზადეს და გამოფინეს.

მეტი...

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

აქციის დაკარგული მონაწილე იპოვეს – გელა ნადირაძე საავადმყოფოშია

რუსული კანონის საწინააღმდეგი აქციის მონაწილე, გელა ნადირაძე, რომელსაც ახლობლები თითქმის 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს. ახლობელის თქმით, ნადირაძე მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია: ,,მეგობრებოოოო! გელა ვიპოვეეეთ! ერთ-ერთ კლინიკაში,სერიოზული დაზიანებებით,ნეკნები ჩამტვრეული და მრავალი სხვა,მაგრამ მთავარია ცოცხალია ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს. მადლობა ყველას ვინც გულთან მიიტანა ეს ამბავი!”, – წერს სალომე ნადირაძე.

მეტი...

,,ქართული ოცნება” სულ უფრო და უფრო კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლისთვის – ჰაკერი

,,ქართული ოცნება” სულ უფრო და უფრო სერიოზული კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლისთვის, – წერს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მხარდაჭერის დაკარგვისა და ლეგიტიმურობის შემცირების ნიშანია. ,,დღევანდელი ,,ქართული ოცნება” სულ უფრო და უფრო სერიოზული კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის სურვილისთვის. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება ხალხის [მხარდაჭერის] დაკარგვისა და ლეგიტიმურობის შემცირების ნიშანია. არა რუსულ კანონს!”, – წერს ჰაკერი.

მეტი...

ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს – აშშ-ის ელჩი

ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაში. ,,მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი…

მეტი...

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა! საკონკურსო წინადადებების პირველი ეტაპის მიღება-რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ მისამართზე – ქალაქი ონი, დ. აღმაშენებლის ქ. №40. ან ელექტრონულ მისამართზე -onismeria@gmail.com კონკურსის მიზანია ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალის განთავსება. საკონკურსო მასალების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენას მოახდენს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან დარგის სპეციალისტები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. კომისიის გადაწყვეტილებით საპროექტო ტერიტორია განსაზღვრულია კურორტ შოვში ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარედ, სადაც სამომავლოდ იგეგმება ეკლესიის მშენებლობა. შესაბამისად, მემორიალი უნდა პასუხობდეს, როგორც გარემო პირობებს, ასევე კონცეპტუალურად…

მეტი...

ხელიდან ერთი რეზინის ტყვია ამომიღეს, ნეკნში ტყვია შიგნით არ აღმომაჩნდა, დამიმუშავეს ზედაპირულად – კობერიძე

,,გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი, ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა რეზინის ტყვია ესროლეს. დაზიანება აქვს ნეკნთან და ხელზე. ,,დაზიანება მივიღე ორი, ერთი ნეკნთან და მეორე ხელზე. ნეკნში ტყვია შიგნით არ აღმომაჩნდა და ისე დამიმუშავეს ზედაპირულად, რაც შეეხება ხელში, ხელში მქონდა ტყვია, მე არც მქონდა შემჩნეული, ვერც ვიფიქრებდი, რომ შიგნით იქნებოდა შესული, მერე ექიმმა ამომიღო და ის ხელიც დამიმუშავა და უცბად გამომიშვა, სიმართლე გითხრათ იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი იყო სასწრაფოს მომწყდარი. ხელიდან ერთი რეზინის ტყვია ამომიღეს, უბრალოდ სასწრაფოს ექიმმა არ მომცა და არც ფოტო გადამაღებინა. მერე…

მეტი...

კობა კობალაძემ 2008 წლის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მათ დეტალურად გააცნო სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, მიზნები, ამოცანები; ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მიერაა შემუშავებული ვეტერანების წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად. კობა კობალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე, რაც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება_ აგრარულ და ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის სფეროში ერთობლივი პროგრამები შემუშავდება. მხარეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში ვეტერანების ჩართულობა, მათი გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი…

მეტი...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე 2 000 ლარით დააჯარიმეს

პარლამენტთან გამართული აქციების შედეგად, ორი ღამის განმავლობაში სამართალდამცველებმა 70-მდე პირი დააკავეს, მათ შორის 2 გუშინ. ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი დაკავებულის პროცესი გაიმართა, რომელსაც 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. აქციის მონაწილე, კახა ფირცხალავა ამბობს, რომ გდდ-ის თანამშრომლებმა ჩიტაძის ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როდესაც ის მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა. ,,არც სამხრე კამერის ჩანაწერი აქვთ, არაფერი მსგავსი და აქეთ გაბრალებენ შეურაცხყოფას, გინებას, ფურთხებას, მერე გიტაცებენ, მიყავხარ და გაჯარიმებენ 2 ათასი ლარით. აბსურდი პოლიციელები ჰყავთ მოყვანილი, რომლებიც აქციაზე არ მყავდა ნანახი”, – ამბობს ფირცხალავა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, პოლიციელებმა სასამართლოს უერთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს,…

მეტი...

სოფელ დიღმის მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში სოფელ დიღმის მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარა. სტერილიზაციის პროცესი მათზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით განხორციელდა, რომლებმაც ოპერაციის დასრულების შემდეგ, სტერილური და ვაქცინირებული ცხოველები ჩაიბარეს. თქვენი უბნის ბინადარი ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია-კასტრაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე – 0322 421 424. მობილური ვეტკლინიკის საშუალებით, მიუსაფარი ცხოველების თავიანთ უბნებში სტერილიზაცია, მნიშვნელოვნად დააჩქარებს დედაქალაქში ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირების პროცესს.

მეტი...

,,მოდი შე ჩმორო, შენი დედა შევ***ი მე” – ღუდუშაური მოქალაქეს, რომელმაც ქუჩაში ინტერვიუს დროს ,,მონა” დაუძახა

ქართული ოცნების დეპუტატს, ალუდა ღუდუშაურს, რომელიც ჟურნალისტებს ინტერვიუს ქუჩაში აძლევდა, მოქალაქემ „მონა“ დაუძახა. ,,მოდი აქ შე სი*ო..მოდი შე ჩმორო, შენი დედა შევ***ი მე”, – უპასუხა ღუდუშაურმა გამვლელს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უსაფრთხოები წითელი დონე მოქმედებს, რის გამოც დეპუტატები შენობაში არ იმყოფებიან და კომენტარებს მედიასთან სხვადასხვა ლოკაციებზე აკეთებენ.

მეტი...

,,ლილო მოლის” ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ მყოფი პირისგან, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, მიიღო დაზარალებულის მოკვლის შეკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა. მსჯავრდებულმა მკვლელობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა დამკვეთის მეგობრის საშუალებით მიიღო. 2023 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა დაკვეთის შესასრულებლად, “ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული…

მეტი...

საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში – კალაძე

„შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, როდესაც ამისი დრო მოვა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას ისაუბრა. „ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა, „გაფარჩაკებული“ და „დაჩმორებული“, არამედ ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე და ეს მინდა იცოდეს ყველამ. საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, საქართველო არასოდეს გახდება ვინმეს ვასალი“, – განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ…

მეტი...

თავხედო ნაძირალა, უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის – კალაძე ჟურნალისტს

თავხედო ნაძირალა, უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ფორმულას” ჟურნალისტს, რომელიც შეკითხვებს მშვიდობიანი დემონსტრანტების რეზინის ტყვიებით დარბევასთან დაკავშირებით სვამდა, რასაც კალაძე უარყოფდა. “არ გერიდებათ ასე უტიფრად რომ იტყუება შსს და თქვენ?” – ჰკითხა ჟურნალისტმა კალაძეს. ,,ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა. ბატონო  კახა კი არა, მოიკითხემეთქი ოჯახში. უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ. უზრდელო შენ. შენ ხარ თავხედი უზრდელი. თქვენ გახსოვთ ჩემგან რაიმე შეურაცხყოფა პირადად? უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის, თავხედო შენ. წადი სახლში…

მეტი...

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოვკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდან და როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. კითხვაზე – აქციის დროს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა. „ტყუილია. მატყუარა ტელევიზია ხართ. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა, თუმცა თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, შესაბამისი განცხადებაც გაკეთდებოდა. რაც შეეხება აქციაზე მოქალაქეთა დაშავების ფაქტებს, შსს-მ უკვე…

მეტი...