დაკავებული, ვინც ყოფილი ცოლი გაგუდა და ხევში გადაადგო, ფსიქიკურად დაავადებულია  

ადვოკატ ლევან მარსაგიშილის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელმაც ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და შემდეგ ხევში გადააგდო, ფსიქიკური პრობლემები აქვს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ის ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი მკურნალობდა და  ექიმის დანიშნულ პრეპარატებსაც სისტემატურად სვამდა. „ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, ძალიან მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული ორი კვირის განმავლობაში, იქ გადიოდა მკურნალობას და სისტემატურად სვამდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს“, – აღნიშნა მარსაგიშვილმა. დაკავებულა  ბრალს ხვალ წარუდგენენ. შეგახსენებთ, რომ დაკავებულმა კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში თოკით გაგუდა…

მეტი...

კახოვკის ტრაგედიაზე ანტორიო გუტერეშიც საუბრობს – ჰესის აფეთქებამ 13-ზე მეტი სოფელი მთლიანად დაფარა

უკრაინის ქალაქ კახოვკაში ჰესის აფეთქებას გაერო-ს გენერალური მდივნი ანტონიუ გუტერეშიც ეხმიანება. მისი შეფასებით, კაშხლის ჩამონგრევა უკრაინის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია. „ყველამ ვიხილეთ უკრაინის ხერსონის რეგიონიდან მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები. დღევანდელი ტრაგედია, კიდევ ერთი მაგალითია ომის საშინელი საზღაურის. ეს უნდა შეწყდეს. თავდასხმები სამოქალაქო პირებსა და კრიტიკულ სამოქალაქო ობიექტებზე უნდა შეწყდეს“, – აცხადებს გუტერეში. შეგახსენებთ, რომ კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა  16 მეტრიანმა წყლის ტალღამ რამდენიმე წუთში დაფარა 13   სოფელი. უკრაინა ეკოციდის კატასტროფის წინაშეა. წყლის ნაკადს მიაქვს ყველაფერი, სახლების ჩათვლით. დაიხრჩო შინაური ცხოველები.    

მეტი...

კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას ითხოვს

რუსეთის მიერ კახოვკას ჰესის კაშხალის აფეთქებასთან დაკავშირებით უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო თათბირის შემდეგ გააჟრერა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  შეხვედრაზე “საერთაშორისო  და უსაფრთხოების ზომების კომპლექტი” შეთანხმდა. მისივე თქმით, რუსეთმა აღნიშნული ქმედების გამო პასუხი სასტიკად უნდა აგოს. შეგახსენებთ, რომ კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა  16 მეტრიანმა წყლის ტალღამ რამდენიმე წუთში დაფარა 13   სოფელი. უკრაინა ეკოციდის კატასტროფის წინაშეა. წყლის ნაკადს მიაქვს ყველაფერი, სახლების ჩათვლით.  

მეტი...

ვატიკანის წარმომადგენელი კიევში ჩავიდა

ვატიკანის წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ზუპი „სამშვიდობო მისიით“ კიევში ჩავიდა. მატეო ზუპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრისას მატეო ზუპიმ და ზელენსკიმ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე. უკრაინული მხარის ინფორმაცით, პრეზიდენტმა  ზელენსკიმ და ვატიკანის კარდინალმა განიხილეს უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელება და გლობალური მშვიდობის სამიტში ქვეყნების ფართო სპექტრის, განსაკუთრებით, სამხრეთის ჩართვის აუცილებლობა განიხილეს. ზუპიმ პრეზიდენტს ზელენსკის რომის პაპის წერილიც ჩაუტანა.  

მეტი...

„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება“ – ჯოზეფ ბორელი

უკრაინის  ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა. როგორც ბორელი აცხადებს, ეს ომის დანაშაულია. „კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის ინფორაციით,  რუსეთის ძალებმა  ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია. ზარალი მასშტაბურია.

მეტი...

რუსეთის მტკიცებით, ჰიდროელექტროსადგური თავად უკრაინამ ააფეთქა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო და საკუთარი საკუთარი ჰიდროელექტროსადგურიც ააფეთქა. „სამი დღეა, უკრაინის რეჟიმმა დაიწყო დიდი ხნის დაპირებული შეტევა ფრონტის სხვადასხვა სექტორში. ამ მიზნით კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა. მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია და განიცადა მნიშვნელოვანი ზარალი – 300 სამხედრო, 16 ტანკი, 26 ჯავშანტექნიკა და 14 მანქანა. კიევმა ააფეთქა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. ამით კიევმა ჩაიდინა ტერორისტული თავდასხმა, რომელსაც ექნება გრძელვადიანი ეკოლოგიური შედეგები“ – აცხადებს შოიგო.  

მეტი...

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გელათის კომპლექსის აღდგენისთვის ახალი გენგეგმა შემუშავდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან  და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გელათის მონასტერი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ამ კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. გელათის მონასტერში პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მეტი...

“არ მგონია, თავმოყვარე პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიცუნცულდეს” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს იმდენი ავტორიტეტი ნამდვილად არ გააჩნია, რომ მის დაძახილზე პოლიტიკოსები პარტიის ოფისში „მიცუნცილდნენ.“ „არ მგონია, რომელიმე თავმოყვარე პოლიტიკოსი, პარტია ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიცუნცულდეს. უნდა წარმოადგენდეს რამეს, უნდა გქონდეს პროგრამა, უნდა გქონდეს რესურსი, ინტელექტი, ხედვა და არ უნდა იყო იმ ადამიანების ჭაობში ჩაფლული, რომელთაც ათასობით ოჯახის მიმართ საკმაოდ დიდი ცოდვები აწევთ. პარტია, რომელსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებს და რომლის იდეოლოგი არის ვანო მერაბიშვილი, იგივე ამპლუაში დაბრუნდება სურს, ის იგივეს გააკეთებს“, – განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ  „რუსული პარტიის“ წინააღმდეგ…

მეტი...

“აუცილებელია დეზინფორმაციული ველის გასუფთავება” – მინისტრი ბრეგაძე ოპოზიციას პასუხობს

“მარგინალურ-რადიკალური მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მოპოვებული ფულით ფინანსდება, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გონივრულ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებისკენ მიმართული, ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულისთვის სასიკეთო ინიციატივის დამახინჯებას და იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება” – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მინისტრი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართვეოს მოქალაქეებისთვის  მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას ეხმიანება და იმ სიკეთეებზე საუბრობს, რითაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები ისარგებლებენ. „2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს გაუჩნდა ვალდებულება, იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. კონსტიტუციური დანაწესის…

მეტი...

”რეტროს” მფლობელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

რესტორან “რეტროს“ მფლობელ თეიმურაზ ვარშანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. თეიმურაზ ვარშანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს თანხის, 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს. სასამართლო სხდომაზე, ”რეტროს” მფლობელმა საზოგადოებას ხმამაღალი საუბრისთვის ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ხელი არავისთვის დაურტყამს. ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფის მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

მეტი...

,,რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს”- შალვა პაპუაშვილი ჰესის აფეთქებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კახოვკაში, რუსეთის ძალების მიერ  ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს. „დნიპროს რეგიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის კატასტროფული შედეგით. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვარი არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველა რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ. მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, ვისაც აქვს ეფექტური გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები, უფრო ენერგიულად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მეტი...

,,80 ქალაქი და სოფელი დატბორილია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად, 80 ქალაქი და სოფელი დაიტბორა. მისი თქმით, რუსეთმა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი ააფეთქა. ,,დღეს რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საფრთხეს წარმოადგენენ ყველასთვის და ყველაფრისთვის. მათ ააფეთქეს კახოვკას კაშხალი. ეს იყო მიზანმიმართული და წინასწარ მომზადებული აფეთქება. მათ კარგად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. 80 ქალაქი და სოფელი დატბორილია. ევაკუაცია დაწყებულია, მაგრამ სამწუხაროდ, ტრაგედია უფრო მასშტაბურია. მილიონობით ადამიანისთვის ის იყო სასმელი წყლის წყარო, ახლა აღარ იქნება და რა შედეგი მოყვება გარემოსთვის ჯერ დასადგენია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ყოფილი მეუღლე გაგუდა და ხევში გადააგო – სასტიკი მკვლელობა თბილისში

კაცი, რომელმაც  ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი,  ხევში გადააგო, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილია. მოკლული ქალი კი 27 წლის მარიტა მაზიაშვილია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

,,რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი”- ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუქარესტის ცხრიანის სამიტზე გამოსვლისას კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის  აფეთქებაში რუსეთი დაადანაშაულა. მისივე თქმით, კაშხლის აფეთქება ხელოვნურად გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში. „სამწუხაროდ, უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთი აკონტროლებს კაშხალსა და კახოვკის მთელს ჰიდროელექტროსადგურს. მისი აფეთქება გარედან, დაბომბვებით, ფიზიკურად შეუძლებელია. ის დანაღმული იყო. დაინაღმა და აფეთქდა რუსი ოკუპანტების მიერ. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი. ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ხელოვნური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

პოლონეთში, კატალიზატორების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის ქალაქ ლუბლინის პოლიციამ კატალიზატორის ქურდობისთვის საქართველოს  მოქალაქე დააკავა. მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს. 31 წლის ქართველ კაცს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ,,ქურდი საკმაოდ ზედმიწევნით არჩევდა სატრანსპორტო საშუალებებს და მისი ქმედებები ყოველთვის ძალიან სწრაფი იყო. სულ დაიკარგა 5 კატალიზატორი და ადგილი ჰქონდა ქურდობის 2 მცდელობას. ზარალი შეფასდა 20,000 ზლოტზე მეტად,”- განაცხადა კამილ გოლენბიოვსკიმ,  მუნიციპალური პოლიციის შტაბის სპიკერმა. ქართველს ბრალი ქურდობის 5 ფაქტზე და ქურდობის 2 მცდელობაზე წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა აფხაიძის მესამე შესახვევში, მე-9 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა. მაშველებმა კნუტი სხვენიდან ჩაშვებული თოკებით, დაახლოებით 10-12 მეტრის სიღრმიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან,”- ნათქვამია ,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.  

მეტი...

,,ამჟამად ჩუტყვავილას აფეთქება გვაქვს”- მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

,,ამჟამად ჩუტყვავილას აფეთქება გვაქვს”- ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩუტყვავილას აფეთქებები ახასიათებს და ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. ,,ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში სტანდარტული ვაქცინაციის კალენდრის ნაწილია. ჩუტყვავილას ახასიათებს აფეთქებები, ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. ხშირია აფეთქებები, ამჟამადაც ეს სიტუაცია გვაქვს. ფაქტობრივად, ვაქცინირებულები არ გვყავს და ამიტომ მარტივად ინფიცირდებიან. თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა და დანარჩენებს გადატანილი არ აქვთ, პრაქტიკულად, დაინფიცირების შანსი თითქმის 100%-მდეა. კარგია, თუ ადამიანებს ეცოდინებათ, აქვთ თუ არა ანტისხეულები ჩუტყვავილაზე.  ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება…

მეტი...

კახოვკას ჰესის განადგურება არის ესკალაცია, რომელიც შეესაბამება რუსეთის ქმედებებს – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის ესკალაცია, რომელიც შეესაბამება რუსეთის ქმედებებს ომში. „ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი დანაშაულიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში და რომელიც ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა. ომის ამ რეჟიმის ფარგლებში, სამოქალაქო ობიექტებს, ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას ყოველთვის ხვდებოდა და, შესაბამისად, გამოჩნდა ახალი განზომილება, მაგრამ ის შეესაბამება იმას, თუ როგორ აწარმოებს პუტინი ამ ომს“, – განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ  სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.

მეტი...

,,უკრაინული მხარის მიზანმიმართული დივერსია”- კრემლი კახოვკას ჰესის აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას უარყოფს

კრემლმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას დაგეგმილი დივერსიის შედეგი უწოდა და უარყო ბრალდებები, რომ ინციდენტში რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ. ,,ჩვენ შეგვიძლია კატეგორიულად უარვყოთ ბრალდებები. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ აქ აშკარად საუბარია უკრაინული მხარის მიზანმიმართულ დივერსიაზე, რომელიც დაგეგმილი და განხორციელებული იყო კიევის რეჟიმის ბრძანებით,” – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ  სარისკო უბნებიდან ევაკუაციის, ყველა სოფლისა და ქალაქის წყლით უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.

მეტი...

,,დიახ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები” – ხაბეიშვილი

,,დიახ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები!”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ” ნაციონალური მოძრაობის გარეშე, რუსული ოცნების დამარცხება შეუძლებელია”. ,,როგორ ისტერიკაში ჩავარდა სრულიად  რუსული პარტია და სახელისუფლებო  მედია …  დიახ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები! დიახ, ჩვენ პროდასავლურ ოპოზიციას, ვუფრთხილდებით სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დიახ, ნაციონალური მოძრაობის გარეშე, რუსული ოცნების დამარცხება შეუძლებელია. აბსოლუტურად სწორად ნერვიულობს რუსული პარტიის “ბოსობა” … ინერვიულეთ და ზუსტად იცოდეთ, რომ უდიდესი ერთობა იქნება – შედგება სახელმწიფოს მოღალატეების წინააღმდეგ”,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

მეტი...

,,მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე”- რუსი მოციგურავე

,, მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსი ფიგურული მოციგურავე გლებ სმოლკინი წერს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უერთდება. სპორტსმენი პარტნიოერთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და გულშემატკივრებს ქართულ ენაზე მიმართავს. ,,მადლიერებას გამოვხატავთ ყველა იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერდნენ და კვლავაც აგრძელებენ ამ თანადგომას. იწყება სრულიად ახალი ეტაპი ჩვენ სპორტულ ცხოვრებაში. მოუთმენლად ველით შესაძლებლობას ვიასპარეზოთ ყინულის მოედანზე,” – წერს სმოლკინი. რუსი მოციგურავეები დევისი და სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ – მედია

მეტი...

,,არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის”- ხატია დეკანოიძე

,,არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის. მოგების გასაღებია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაში,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განცხადა. დეკანოიძე ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია საკუთარ ორბიტაზე უნდა იყოს. ,,რწმენა რომ მქონოდა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ან იმ პროცესების მიმართ, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, პარტიას არ დავტოვებდი. “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მყოფი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პარტიის სახელით საუბრობენ და მისი ლიდერები არიან, მაგალითად, თამარ ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე, “სტრატეგია აღმაშენებელი“ – მათი ერთობა “ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამატებით ხმების მატებას არ გამოიწვევს.…

მეტი...

,,ჩვენი სწორი პოლიტიკით, შედეგზე გათვლილი, ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს  ქვეყნის 20% არის დროებით ოკუპირებული და  ეს არის დროებითი ოკუპაცია. ,,ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მრავალი წელია ელოდით ბინების გადმოცემას. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ ამ ომმა მოგვაყენა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დავკარგეთ ამ ომებში…

მეტი...

,,მოზრდილებში საკმაოდ გახშირებულია ჩუტყვავილას შემთხვევები”- მაია ბუწაშვილი ”მედიაცენტრ მთავარში”

ინფექციონისმა მაია ბუწაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სეზონურ ინფექციებსა და ვირუსებზე ისაუბრა. როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ამჟამად ყველაზე საყურადღებო ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. ,,ამჟამად, სასუნთქი გზების ინფექციები შედარებით ნაკლებია, რადგან გრიპის სეზონი დასრულებულია. კოვიდის შემთხვევები კვლავ გვაქვს. ამჟამად, ყველაზე საყურადღებოა  ჩუტყვავილა და ქუნთრუშა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მათ ვისაც არ აქვთ გადატანილი, მოზრდილობაში საკმაოდ მძიმე ფორმით ემართებათ და ხშირად გართულებებით მიმდინარეობს. კერძოდ, შესაძლოა გართულდეს ფილტვის ანთებით, ნევროლოგიური გართულებები და ე.წ. მეორეული ინფექცია, როდესაც დაზიანებულ კანს ბაქტერიული ინფექცია დაერთვება. ხშირად მიდინარეობს ძალინა მაღალი ცხელებით  და ზოგადი მდგომარეობა ძალიან სერიოზული არის…

მეტი...

ბათუმში „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა

ბათუმში, „გოლიათი“ ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს. „გაიცანით – მართა. გოლიათი ახალშობილი, რომელიც ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში დღეს მოევლინა ქვეყანას.  წონა -5,800 კგ, სიგრძე-60სმ. მართა ჩხიკვაძეების ოჯახის მეორე შვილია. პატარა, საკეირო კვეთის შედეგად მოევლინა ქვეყანას. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ“,- განთქვამია კლინიკის განცხადებაში.

მეტი...

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – ქართველებს გერმანიაში არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდათ

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთი-გერმანიის საზღვარზე მიგრანტების არალეგალურად გადაყვანას ცდილობდნენ. მათივე ცნობით, ქართველებს გერმანიაში 38 მიგრანტი 4 მანქანის დახმარებით გადაჰყავდათ, საიდანაც 37 თურქეთის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი ავღანეთის მოქალაქე.. მათგან არცერთს პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალური უფლება არ ჰქონდა. მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა გზისპირა კონტროლის მიზნით, ჟაგანის რაიონის ერთ-ერთ გზაზე დააკავეს 2 ფოლკსვაგენი, მერსედესი და ჯიპი პოლონური და გერმანული სარეგისტრაციო ნომრებით. აღმოჩნდა, რომ მანქანებს 28-დან 46 წლამდე ქართველები მართავდნენ. საქართველოს მოქალაქეებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზების ფაქტზე 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა…

მეტი...

,,მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით”- პრემიერი

მშვიდობას ალტერნატივა არ  აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად  და მე მგონი ვერავინ ვერ ხედავთ, რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით – ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ეს არის ბრუტალური ომის ერთ-ერთი შედეგი. „ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომისა, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის, კახოვსკას ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები, მიწასთან არის გასწორებული, კახოვსკას ჰესი ერთ-ერთია და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მაშინ როცა ჩვენ…

მეტი...

,,რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში, ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია”- მიხეილ სააკაშვილი

რუსული ძალების მიერ,   კახოვკას ჰესის აფეთქებას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ჰესის აფეთქება პანიკის ნიშანია. ,,რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია. რაც ნიშნავს რომ მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება. მთავარია ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს. ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება გაუშვებენ თუ არა ნიკა გვარამიას. მისი არ გაშვება იქნება კიდევ ერთი კარის გამოჯახუნება და ფართოდ გაღება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის,” – აცხადებს სააკაშვილი. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მეტი...

პროკურატურამ „რეტროს“ მფლობელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი ძალადობის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფის მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის  პირველი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.…

მეტი...

ხერსონის ოლქის დასახლებები დაიტბორა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოლქის დასახლებები დაიტბორა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თითქმის 16000 ადამიანი აღმოჩნდა კრიტიკულ ზონაში დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. „წყალი მიედინება ოსტროვის რაიონში ხერსონის ტერიტორიაზე. ხერსონის რაიონში თითქმის 16000 ადამიანი აღმოჩნდა კრიტიკულ წყალდიდობის ზონაში დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე დილის აფეთქების გამო. კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე”,- განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მეტი...

,,თუ, რეალურად, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, კოლეგებს, სურთ პოლარიზაციის დასრულება უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი”- ღარიბაშვილი

თუ, რეალურად, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, კოლეგებს, ჩვენს ნამდვილს მეგობრებს სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან როგორც მინიმუმ, მისი განახევრება და მინიმუმზე დაყვანა, შემცირება, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ,,რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას. მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ, გუშინ მე მქონდა შეხვედრა  ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, მანამდეც, მოლდოვაშიც ლიდერებთან, ჩვენს კოლეგებთან მქონდა საუბარი. ყველასთან ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლების ამოცანა  იყო და არის დღესაც, რომ ზედმიწევნით შესრულდეს, რომ იტყვიან პირნათლად, ხელისუფლების მხრიდან ყველა ეს რეკომენდაცია, – აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის თქმით, დაახლოებით ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა…

მეტი...

,,რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად”- ირაკლი ღარიბაშვილი

რატომ არ მიესალმნენ ირაკლი ღარიბაშვილი და  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მოლდოვაში გამართულ ფორუმზე?  პრემიერის განცხადებით,  კიშინიოვში 45 ლიდერი იმყოფებოდა, საიდანაც შეიძლება ხუთმა ან ექვსმა ნახა ზელენსკი. ,,ძალიან მარტივად იყო საუბარი. თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი რაც ხდება მედიაში და დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი არ ხდებოდა იქ განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა ან 6-მა ნახა ზელენსკი, 10-მა მაქსიმუმ და ეს იყო, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. კითხვაზე –  საშუალება, რომ ჰქონოდა, რას ეტყოდა ის ზელენსკის, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მიესალმებოდა ჩვეულებრივ”.

მეტი...

,,თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამებთ, მოვკალით, მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ერთი ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. პრემიერის თქმით,  მთელი ეს სიბინძურე სტრასბურგის გადაწყვეტილებით დასრულდა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად. „თუ არ ვცდები, მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დროს აშშ-ში ყოფილი ელჩი, ბატონი იაკობაშვილი იყო ჩართული ამ ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში. როგორც დაიქირავა სააკაშვილმა, მისმა დედამ, გახსოვთ, ლობისტური კომპანია და გადაიხადეს ოფიციალურად მილიონი დოლარი მხოლოდ ერთ…

მეტი...

,,გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმე ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, მისივე თქმით, არც იცოდა, რომ ”მთავარი არხის” გენერალური დირექტორის საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. ,,გვარამიას საქმეზე, ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი და შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ. სასამართლომ გადაწყვიტა ეს და მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არანაირი როლი არ გვაქვს ამ საქმეში. მაგრამ, მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ პატარა…

მეტი...

,,თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები”- ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დაიბარა თუ არა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების გამო. პრემიერის თქმით, კითხვის დამკვეთები უსუსურ მდგომარეობაში არიან. „არ მინდა ამაზე გიპასუხოთ. მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივია, ანტიეროვნული თქვენი ქმედება, მაგრამ მესმის, რომ დავალებაა. დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ. მინდა, ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს გარდა იმისა, რომ თურმე ჩვენი და თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი…

მეტი...

კახოვკას ჰესი რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ ააფეთქა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის თანახმად, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსეთის შეიარაღებული ძალების 205-ე მოტორიზებული შაშხანის ბრიგადამ ააფეთქა. ,,ეს არის წინასწარი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი შემოწმდება. ნაწილი იქ არის ლოკალიზებული და, შესაბამისად, არის წინასწარი ინფორმაცია, რომ ესენი არიან 205-ე მოტორიზებული შაშხანის დანაყოფი წარმომადგენლები. ჩვენ შევამოწმებთ”, – განაცხადა პოდოლიაკმა. . ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მეტი...