„პუტინი აგებს ომს“ – აშშ-ის პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს აგებს. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, პუტინი „ვაგნერის“ გარეშე დამარცხებულია. „ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ამბოხის მცდელობის შემდეგ აშკარად დასუსტდა. ის აშკარად აგებს ომს. ის  გარიყულია მთელი მსოფლიოს მიერ, ეს არ არის მხოლოდ ნატო, არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ იაპონიაც” , – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა მედიასთან.

მეტი...

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის  ძალადობის მუხლითაა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ,,ვცემე მიშა მშვილდაძე”- ვინ დაესხა თავს მიშა მშვილდაძეს?  

მეტი...

კანონპროექტით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომლითაც მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა  ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო. კანონპროექტით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან/და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 სთ-მდე, შინაპატიმრობის ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორ წლამდე. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით – ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთიდან სამ წლამდე. პროექტის…

მეტი...

კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით ნუცა ბუზალაძე განცხადებას ავრცელებს და რუსეთში ჩასვლის მიზეზზე საუბრობს

„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო. ჩემს მიმართ ბოლო დღეებში აგორებული კამპანიის გამო ვთვლი, რომ ქალაქ ბათუმის კლუბ „სფეროში“ 30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი აგვისტოსთვის გადავდო. გადაწყვეტილება კლუბის მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ, ერთობლივად მივიღეთ“ – აცხადებს მომღერალი. მისი თქმით, თავს ვალდებულად თვლის, კიდევ ერთხელ განმარტოს რუსეთში ჩასვლის მიზეზი. „სოლო კონცერტამდე კი მივემგზავრები ამერიკაში. ტურნეს, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ ჩემი მსმენელისთვის სასიამოვნო სიურპრიზად დავტოვებ. რაც შეეხება ჩემს მიმართ აგორებულ აგრესიულ კამპანიას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ განვმარტო რუსეთში ჩასვლის მიზეზები, რომელიც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა პირადი ინტერესებისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის გამოიყენეს. ჩემი…

მეტი...

„თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელ პუნქტებს გაამრავლებ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდება“ – ო’სალივანი

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის განცხადებით, თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელი პუნქტები გაამრავლდება,  მეტი ყურადღება იქნება საჭირო. აღნიშნული განცხადება სალივანმა მედიასთან, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თემაზე საუბროსას გააკეთა. „საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავდება. ბევრი გზა არსებობს, რომლითაც ხალხი ცდილობს სანქციებს გვერდი აუარონ საბაჟო პუნქტების ან ყალბი დეკლარაციების გამოყენებით… თუ რუსეთიდან საქართველოში შესვლის წერტილების რაოდენობას გაზრდით, მაშინ უნდა გაზარდოთ კონტროლიც ყველა ამ შესვლის პუნქტზე… თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელ პუნქტებს გაამრავლებ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდება.  ყოველი ეს შესასვლელი პუნქტი იგივენაირად გაკონტროლდება, როგორც უკვე არსებული პუნქტები და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ ასე იქნება.…

მეტი...

„ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ“ – ო’სალივანი 

„უნდა ვთქვა, რომ საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ“ – ეს განცხადება მედიასთან სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანმა გააკეთა. მისი შეფასებით, ამჟამად იმ სწავლობენ სანქციების გვერდის ავლის საკითხს, კერძოდ კი უკრაინის ბრძოლის ველზე საჭირო 38 პროდუქტზე, რომელიც აღმოჩენილია ბრძოლის ველზე უკრაინელების მიერ და რომლებიც გამოყენებულია რუსული იარაღის გასაძლიერებლად. „განსაკუთრებით ვართ შეშფოთებული, თუ ხდება ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამის გამო ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეში რამდენიმე ქვეყანაში ვიმყოფებოდით ვიზიტით, ზოგჯერ ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე და ბოლო ორი…

მეტი...

„საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს“ – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი  

„გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ იქნა მიღებული, ძალიან მყარი გარანტიაა იმის, რომ [სანქციებისთვის] გვერდის ავლა არ მოხდება“ –  აცხადებს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი. როგორც საქართველოში სტუმრად მყოფმა ო’სალივანმა მედიასთან განაცხადა, საქართველო სანქციებს არ უერთდება,  სანქციებს არ ახორციელებს. „რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ფართომასშტაბური და არაპროვოცირებული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა უპრეცენდეტო დონის სანქციები. ამ სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის უნარს, აწარმოოს ეს ომი, წაერთვას რუსეთის მთავრობას ამ ომის წარმოებისთვის…

მეტი...

„ვერ მოგვერევით. ვერ “დაგვაჩმორებთ”, ჩვენ ბევრად მეტი ვართ“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე. „მეგობრებო, რუსეთში არეულობის და ძალადობის ბოლოჟამის ხანა დაიწყო და საქართველო, რომელიც ივანიშვილმა მეტწილად რუსეთის კლანად აქცია, ზუსტად ამ გზას დაადგა. საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე. ის რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია. ახლა მთავარია არ შეგვეშინდეს! მე ხომ არ შემეშინდა აქ ჩამოსვლა. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება მოვეკალი. ნურც თქვენ შეგეშინდებათ სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ თავის დაცვა! რა დროს საარჩევნო…

მეტი...

საბა ბუაძის განცხადებით, ვაკეში 170 მეტრიანი შენობის აშენება იგეგმება

”ლელოს” წევრი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 170 მეტრიანი შენობის აშენება იგეგმება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას უმძიმესი შედეგი ექნება ჩვენი ქალაქისთვის და ვაკის მაცხოვრებლებისთვის. ,,კალაძეს და ამ ხელისუფლებას ეზიზღებათ ეს ქალაქი. დღე არ გავა დამანგრეველი პროექტი რომ არ შემოიტანონ დასამტკიცებლად. ხვალ და ზეგ საკრებულოში განიხილება ჭავჭავაძის ქუჩაზე სპორტის უნივერსიტეტის (ფიზკულტურულის) ტერიტორიაზე დაგეგმილი ეს მშენებლობა. ეს არის 170 მეტრიანი გიგანტური შენობა, რომელსაც ჯერ-ჯერობით ირგვლივ ანალოგი არ აქვს. საერთო სამშენებლო მოცულობა არის 85,000 კვადრატული მეტრი. ეს ტერიტორია ეკუთვნის ნოშრევან ნამორაძეს. წარმოიდგინეთ, რა გავლენა ექნება ამ პროექტს ე.წ. ვაკის აუზის უბანზე,…

მეტი...

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ევროპელ მოკავშირეებს თავდაცვითი ძალების გაძლიერებისკენ მოუწოდებს

ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გაზარდონ თავიანთი თავდაცვის მზადყოფნა რუსეთის და ბელორუსის წინააღმდეგ – ამის შესახებ  ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვითი ინდუსტრიის გაძლიერება და  თავდაცვის მზადყოფნა ამ კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია. ,,ჩვენ განვიხილავდით ბელორუსს, როგორც თანააგრესორს აქ. ასე რომ, ისინი მუდმივად მუშაობდნენ რუსეთთან ერთად. ასე რომ, რაც ჩვენ ვიცით რუსეთისა და ბელორუსიის შესახებ არის,რომ ისინი არაპროგნოზირებადი და საშიშები არიან, ეს არ შეცვლილა“,- განაცხადა კალასმა.

მეტი...

,,შიშით და ჩაგვრით რუსეთი იმართება, ეს მეთოდები საქართველოში აღარ გამოადგება არავის”- ნიკა მელია

,,შიშით და ჩაგვრით რუსეთი იმართება –  ეს მეთოდები საქართველოში აღარ გამოადგება არავის,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართველის პასუხი  ჩაგვრასა და ძალადობაზე, იყო, არის და იქნება ცვლილება. ,,გუშინ ვიყავით ევროპა, ჩვენი ნაკრების მოტივაციით, გამარჯვების რწმენით და შედეგით გახარებული ევროპა. და გუშინვე ვხედავდით – როგორი რუსულია ხელისუფლება, მისი მეთოდები. შიშით და ჩაგვრით რუსეთი იმართება –  ეს მეთოდები საქართველოში აღარ გამოადგება არავის. ქართველის პასუხი  ჩაგვრასა და ძალადობაზე, იყო, არის და იქნება ცვლილება; ცვლილება არა ცვლილებისთვის, არამედ უკეთესობისთვის. ძალადობას ძალადობა არ და ვერ ჩაანაცვლებს, ალტერნატივა…

მეტი...

საქართველოში 38 დასახელების ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ჩამოვედით – კუმარ აიერი

ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო 38 დასახელების ელექტროსაქონელია. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ კიდევ ბევრ ქვეყანაში აპირებენ ჩასვლას. ,,ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ზუსტად ის 38 დასახელების ელექტროსაქონელი. ჩვენ ახლა ამ 38 ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული. მინდა, კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, ჩვენ საქართველოდან მივემგზავრებით სომხეთში. ეს ჩვენი ერთობლივი ჯგუფი უკვე თითქმის 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ, როგორ ვმუშაობთ ამაზე,…

მეტი...

,, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას”- ჯიმ ო’ბრაიენი

,,ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას,”-  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა,  ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ეს ყველაზე კარგად იცის და ესმის მისი მნიშვნელობა, თავისი გამოცდილებიდან. „მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას და საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის, თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა. ამასთან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმ საქონლის მიწოდება რუსეთისთვის, რასაც იგი…

მეტი...

ქალი, რომელმაც დედა მოკლა დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ქალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას – 1946 წელს დაბადებულ ე.ქ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს,”- ნათქვამია…

მეტი...

რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ – საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები – საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები. მისი თქმით, რუსეთის შიდა ძალებიც კი აღარ უყურებენ „კრემლის სუსტ პატრონს“. ,,უკრაინის ნატოში შესვლა იქნება ძლიერი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ეს არის ალიანსი, რომელიც იცავს და იცავს, და ეს არის ალიანსი, რომელსაც აქვს გამარჯვებულების გამოცდილება და გამარჯვებულების მორალური უპირატესობა, გამარჯვებულები სრულიად სამართლიან დაცვაში. … იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს, აუცილებელია, რომ ალიანსში ყველა ჩვენმა პარტნიორმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას შეწყვიტოს კრემლის ყურება,”-  განაცხადა ზელენსკიმ რადაში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას.  …

მეტი...

,,ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ, რუსეთმა მიიღოს იარაღი, რითიც ახორციელებს აგრესიულ ომს”- აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. „ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რაც გვაქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არიან წინა ხაზზე და პასუხისმგებელნი არიან, რომ ხელი შეუშალონ ისეთი რესურსების უზრუნველყოფას რუსეთისთვის, რაც დაეხმარება მათ, გააგრძელონ აგრესიული ომი უკრაინაში,”-  განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა. მისი თქმით, სანქციების მთავარი მიზანია, რუსეთმა არ მიიღოს იარაღი, რითიც ახორციელებს აგრესიულ ომს და კლავს უკრაინელ ხალხს. „ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ, რომ რუსმა სამხედროებმა, რუსეთმა მიიღოს იარაღი, რითიც ახორციელებს აგრესიულ ომს და…

მეტი...

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ანტიდემპინგის საკითხებზე აშშ-ის საელჩოს და CLDP-ის მხარდაჭერით სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ აშშ-ის საელჩოს და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის(CLDP) მხარდაჭერით გამართული სემინარი „ანტიდემპინგი საქართველოში: ეფექტური აღსრულება და საუკეთესო პრაქტიკა“ გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი; მაიკლ ჰონიგშტაინი, პოლიტიკურ/ეკონომიკური მრჩეველი, აშშ საელჩო თბილისში; ერიკ ვენცი, ადვოკატის მრჩეველი, CLDP. „2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის აღსრულება საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ევალება. კანონის მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა. 2022…

მეტი...

,,ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი და მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად”- ნელი დოროყაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს. სასამართლო სხდომაზე ნელი დოროყაშვილმა ვიდეომასალა წარადგინა, რომელზეც, როგორც მან გამარტა, ასახულია როგორც ძალადობს მასზე ნილოზ ბასილაშვილი. „დააკვირდით მოძრაობას, ნიკოლოზი მოემართება ჩემკენ და ეძებს რაიმე ნივთს, რომ ჩამარტყას. დააკვირდით ხელის მოძრაობას… მომხვდა თავში, მეტკინა ძალიან, მართალია, სხვა დაზიანებებიც მქონდა ამ დროს მიღებული, აღვნიშნე, რომ ბოლო კადრებია, არ მქონია მოლოდინი, რომ იძალადებდა კიდეც ფიზიკურად, მე უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ფსიქოლოგიურად გააგრძელებდა ძალადობას. მანამდე იყო იატაკზე თრევა. ნიკოლოზი ნამდვილად ოთახში იმყოფება, ნამდვილად ვეუბნები, რატომ მირტყამო, ხმას არ მცემს და აგრძელებს ძალიან მშვიდად და წყნარად,…

მეტი...

ევროკავშირის სამედიცინო მისიას ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს, ეშინიათ ევროკავშირმა არ აღმოაჩინოს მოწამვლის კვალი – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ევროკავშირის სამედიცინო მისიას მასთან დემონსტრაციულად არ უშვებს. მისი თქმით, ეშინიათ ევროკავშირმა არ აღმოაჩინოს მოწამვლის კვალი. ,,ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოსასვლელად, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს. ხან რას იგონებენ, ხან რას. თავისი “ჟულიკური” სქემებით, როგორც ნამდვილი კრიმინალები, გამოირჩევიან სრული ცრუპენტელობით. „პრემიერი“ და  ,,იუსტიციის მინისტრი“  საჯაროდ ამბობენ “ როცა უნდა მაშინ შემოვიდნენო” და მერე ყველაფერს აბრალებენ პენიტენციურ დეპარტამენტს.  რატომ არ უშვებენ? იმიტომ, რომ ეშინიათ ევროკავშირმა არ აღმოაჩინოს მოწამვლის კვალი, არ თქვას, რომ მდგომარეობა ბევრად მძიმეა ვიდრე ესენი აღწერენ. ამასთანავე წელავენ დროს, რათა სტრასბურგში…

მეტი...

კახეთში შვილმა დედა მოკლა

კახეთში შვილმა დედა მოკლა. საზარელი შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.  შვილმა  დედას სასიკვდილო ჭრილობები მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენა. მეზობლების განცხადებით, შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.  

მეტი...

,,რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება”- ანდრია ჯაღმაიძე

,,რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები,”- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა. ,,ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს. პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ. საპატრიარქოსა და სასულიერო…

მეტი...

რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის ძალებმა ხარკოვის რეგიონი სოფელ ვოლჩანსკიე ხუტორი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც სახლებთან ახლოს იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,დაახლოებით ერთი საათის წინ, მტერმა კიდევ ერთხელ გაისროლა ჩუგუევსკის რაიონის ვოლჩანსკის ნაწილზე. ამ დაბომბვის შედეგად ერთბაშად დაიღუპა სოფელ ვოლჩანსკიე ხუტორის სამი მშვიდობიანი მცხოვრები, რომლებიც საკუთარ სახლებთან იმყოფებოდნენ. 48, 45 და 57 წლის მამაკაცებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს“,- აცხადებს სინეგუბოვი.

მეტი...

ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა. ვიზიტი უკრაინის კონსტიტუციის დღის აღნიშვნას უკავშირდება. ასევე კონსულტაციებს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით. ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს. განსახილველ საკითხებს შორის იქნება ნატო-ს ივლისის სამინისტთვის მზადება.

მეტი...

უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის ინტერნეტ ბანკში და 97 808 ლარი მიისაკუთრეს – სამ ბრალდებულს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კიბერ დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ  2021  წელს  8 მაისს, ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის ინტერნეტ ბანკში და ანგარიშზე არსებული 97 808 ლარი ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ, საქართველოს ბანკის ანგარიშზე გადარიცხეს. შემდეგ კი თანხა ანგარიშიდან გაიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი …

მეტი...

,,ვცემე მიშა მშვილდაძე”- ვინ დაესხა თავს მიშა მშვილდაძეს?

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. მისი თქმით, დამალვას არ აპირებს. ,,მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ შინაგან საქმეთა სამინისტრო” – წერს გუგეშაშვილი ფეისბუქზე.  

მეტი...

სემეკმა დებატების ეროვნული ტურნირის ფინალს უმასპინძლა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართა. ფინალური შეხვედრა სემეკის ოფისში გაიმართა, სადაც დებატებში გამარჯვებული მოსწავლეები, დებატების კლუბების ხელმძღვანელები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებს თემატური საჩუქრები გადასცეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარემ თინათინ ცერცვაძემ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. დებატების ეროვნულ ტურნირში, რომლის ფინალური…

მეტი...

მექსიკაში შეიარაღებულმა პირებმა 14 პოლიციელი გაიტაცეს

მექსიკის სამხრეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის 14 თანამშრომელი გაიტაცეს. გატაცებულების ადგილსამყოფლის დასადგენად საჰაერო ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელის განცხადებით, სამართალდამცველები შტატ ჩიპასის დედაქალაქისკენ ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც სატვირთო მანქანებმა ალყაში მოაქციეს. შეიარაღებულმა პირებმა პოლიციელების ავტომობილში მყოფი ქალები გაათავისუფლეს, ხოლო კაცები გაიტაცეს.  

მეტი...

კიდევ კარგი, სააკაშვილი, გვარამია, ხაბეიშვილი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არ არიან, თორემ ქვეყანაში იდგებოდა რუსული ტანკები – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ექსპრეზიდენტმა ჩრდილოკავკასიელ ხალხს მიმართა. მისივე თქმით, ეს მორიგი „პრიგოჟინისტური განცხადებაა“. „საუბარი როცა არის კავკასიურ გაერთიანებაზე, მათ შორის ის გულისხმობს იმ რეგიონებს, რომლებიც დღეს არიან რუსეთის ფედერაციული სუბიექტები. ანუ, საუბარია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთეულებზე. რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ესეც მორიგი პროვოკაციული განცხადებაა. მათი ბუნება აქედანაც ჩანს. ეს არის მორიგი პრიგოჟინისტური განცხადება. კიდევ კარგი, ეს ადამიანები – სააკაშვილი, გვარამია, ხაბეიშვილი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში არ არიან, თორემ ქვეყანაში იდგებოდა რუსული ტანკები. გარანტირებულად გეუბნებით, მათ რომ მოეხერხებინათ საპარლამენტო არჩევნების მოგება, 43 პროცენტი რომ…

მეტი...

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მყინვარწვერზე ავარიული ინციდენტი განიცადა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. ,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა. დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა…

მეტი...

კრამატორსკში, დაღუპულთა შორის არიან 14 წლის ტყუპები და 17 წლის გოგო

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, ღამით რუსეთის მიერ კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 60 ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის სამი არასრულწლოვანი გოგონა, ერთი 17 წლის და  14 წლის დები. 14 წლის ტყუპი დები – იულია და ანა აქსენჩენკოები არიან. „სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ იყოს ხალხი“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

მეტი...

,,ხაბეიშვილის დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ კრამიტები დაამტვრიოს სახლში”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება. „რაც შეეხება ხაბეიშვილს, მისი დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ კრამიტები დაამტვრიოს სახლში“, – განაცხადა კობახიძემ. ,,მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიასნაირ, კობახიძისნაირ და ღარიბაშვილისნაირ ჩმორებს”- ლევან ხაბეიშვილი

მეტი...

,,მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიასნაირ, კობახიძისნაირ და ღარიბაშვილისნაირ ჩმორებს”- ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიასნაირ, კობახიძისნაირ და ღარიბაშვილისნაირ ჩმორებს, არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ, თუ რა თქმა უნდა, ისე ჩასაფრებით და მუხანათურად არ გააკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილი ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მამუკა მდინარაძესა და ბექა ოდიშარიაზე. ,,მინდა, მივმართო საზოგადოებას, პირველ რიგში და ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, იმ პირობებში, როცა ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელიც, ზონდერიც, ის კრიმინალებიც, ვისაც აორგანიზებენ…

მეტი...

ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით,  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“  ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, – გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე, მკაცრდება სანქციები თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისთვის,  გარდა  იმ შემთხვევისა, თუ პირუტყვი მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე…

მეტი...

,,ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძაოს და პასუხი არ გავცე?!”- ირაკლი კობახიძე

,,ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძაოს და პასუხი არ გავცე?!”,- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნების დღიდან მოყოლებული აღვივებს რადიკალიზმს. ,,ნებისმიერი ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო. ნებისმიერ არჩეულ ხელისუფლებას აინტერესებს, რომ 4 წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ვისი ინტერესია, რომ ეს სიმშვიდე არ დაუშვას? ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების დღიდან მოყოლებული აღვივებს რადიკალიზმს. ჩვენი ინტერესი სუბიექტურადაც არის მშვიდად ვმართოთ ეს ქვეყანა. გამოდიან ვიღაც მართალ ნაგავი ხალხი და გეძახიან ხან რუსს, ხან პუტინისტს, ხან კორუმპირებულს. თვითონ კორუმპირებულები და ის ადამიანები,…

მეტი...

,,გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ირაკლი კობახიძე ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტოს გამოეხმაურა. „არ ვიცი, კონკრეტული ადამიანების ინტერესებში რატომ არის, რომ ხელოვნურდ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში. ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ეს მიზანი ჩაიდო თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებაში, პირველ ვერსიაში კიდევ უფრო მძაფრად. ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ვეტოც. ვინც უკარნახა პრეზიდენტს, რომ ასეთი ვეტო დაედო კანონზე, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის, რასაც ჩვენ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“. ეს გარე…

მეტი...

,,თაღლითმა ჯო ბაიდენმა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის დაკავების ბრძანება გასცა, ვისზეა საუბარი? ეს მე ვარ”- ტრამპი

ორი კვირის წინ თაღლითმა ჯო ბაიდენმა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის დაკავების ბრძანება გასცა, ვისზეა საუბარი? ეს მე ვარ, სწორედ საპრეზიდენტო კამპანიის შუაში, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპი აცხადებს, რომ საზოგადოება ჭკვიანია და მისი მხარდაჭერა გაიზარდა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჭაობის ჭეშმარიტად დაშრობაში არის იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და სამართალდამცავი ორგანოების ბოროტად გამოყენების დასრულება პოლიტიკური უთანხმოების შესაჩერებლად. ორი კვირის წინ თაღლითმა ჯო ბაიდენმა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის დაკავების ბრძანება გასცა, ვისზეა საუბარი? ეს მე ვარ, სწორედ საპრეზიდენტო კამპანიის შუაში, როდესაც მისი ოპონენტი იმარჯვებს დამაჯერებლად იმის გამო, რომ საზოგადოება…

მეტი...