საქართველოდან 700 000 კატალიზატორია გატანილი – ნოე მეგრელიშვილი ‘‘მედიაცენტრ მთავარში”

„ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლიდან დღემდე, ქვეყნიდან 700 000 კატალიზატორი იქნა გატანილი. ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და  კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნოე მეგრელიშვილმა ‘‘მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისი თქმით,  ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტის მაჩვენებელი მასშტაბურია.

„ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლიდან, თუ არ ვცდები, დღემდე, 700 000 კატალიზატორი იქნა ქვეყნიდან გატანილი, რაც თამამად შემიძლია ვთქვა, კატასტროფული მაჩვენებელია. რეგისტრირებული ავტომობილები დაახლოებით, მილიონ ნახევარია, მაგრამ გზაზე, რა თქმა უნდა, ამდენი არ დადის, ნაკლებია. თუ ჩავთვლით, რომ დაახლოებით, მილიონი დადის ჩვენ გზებზე, 700 000 კატალიზატორი ძალიან მძიმე სურათია. სწორედ ამიტომ, 2020 წლის აპრილიდან დარეგისტრირებულ ავტომობილებს მოეთხოვებათ, რომ აუცილებლად ჰქონდეთ კატალიზატორი. ტექინსპექტირების დროს ესეც მოწმდება. მეორე მხრივ, აღვნიშნავ, რომ ეს არ უნდა იყოს ნათხოვარი კატალიზატორით გავლილი ტექინსპექტირება. სწორედ ამიტომ, გზაზე ინსპექტირება ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა ‘‘მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები