უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინა-რუსეთის ომს იდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ის ბახმუტთან შეტაკებებისას დაიღუპა. დაღუპულის ვინაობა ამ ეტაპისთვის არ ვრცელდება. ის არის 46-ე ქართველი რომელიც უკრაინაში დაიღუპა. ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დაღუპული აფხაზეთიდან დევნილია.

მეტი...

„ევროპულ საქართველოს“ სურს, ისე არიოს ვითარება, თავად მოვიდეს ხელისუფლებაში“ – შალვა პაპუაშვილი

„ევროპული საქართველოსთვის“ ევროკავშირი მხოლოდ ერთი რამით არის საინტერესო, რომ კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იყოს როგორც ინსტრუმენტი ვითარების არევისა და დემოკრატიის გვერდის ავლით ძალაუფლების მოპოვებისთვის“ – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ  „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას საპასუხოდ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ბოკერიას თქმით, ხელისუფლება პროდასავლური არ არის და თუ ის არ შეიცვლება, კანდიდატის სტატუსი ვერაფერს უშველის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს,  „ევროპული საქართველო“ 2012 წლამდე ხელისუფლებაში იმყოფებოდა და ვერც კი შეძლო, რომ ასოცირების შეთანხმება ბოლომდე მიეყვანა. „პირიქით, წინააღმდგეგობას უწევდა ზუსტად ევროპული ინტეგრაციის გზას. ასეთი პოლიტიკური ძალებისგან ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – ევროკავშირში…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 12 ივნისს, ქ.თბილისში, კრწანისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, რომელიც მართავდა დასაშვებ ნორმაზე მეტი მასის ტვირთით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაღმართზე დიდი სიჩქარით მოძრავი 5 ავტომანქანას დაეჯახა, გაარღვია დამცავი ჯებირი და კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ეზოში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორმა დაზიანებები მიიღეს. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-8 ნაწილით…

მეტი...

პუტინი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს და აცხადებს, რომ ეს სახიფათო ფსონია

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. საუბარი უკრაინის კატასტროფას, კერძოდ კი კახოვკის ჰესის აფეთქებას ეხებოდა. „ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, აწყობს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის ნათელი მაგალითია ბარბაროსული ქმედება ხერსონის რაიონში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების მიზნით, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა“ , – აღნიშნულია პუტინის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტსაც ესაუბრა და კაშხლის აფეთქების საკითხზე ოთხმხრივი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა გამოხატა, რომელშიც თურქეთის უკრაინასა  და რუსეთთან ერთად,…

მეტი...

ყოფილი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის ნიკოლოზ ლაჩაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

სასამართლომ ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელმაც ყოფილი ცოლი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ხევში გადააგდო, პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა პროკურატურა მოთხოვნა პატიმრობასთან დაკავშირებით სრულად გაიზიარა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქიატრიული პაციენტია და კლინიკაშიც მკურნალობდა. 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა 27 წლის ყოფილი მეუღლე მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.  

მეტი...

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინის კატასტროფაზე ოთხმხრივი გამოძიების ინიციატივით გამოდის

კახოვკაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მონაწილეობით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას აყენებს. აღნიშნულ თემაზე ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს უკვე ესაუბრა. მან სატელეფონო საუბარი გამართა პრეზიდენტ პუტინთანაც.  საბოლოო გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა ოთხმხრივი კომისია უკრაინის კაშხლის აფეთქებასთამ დაკავშირებით, რომელმაც 13-ზე მეტი სოფელი დაფარა და შედეგი კატასტროფულია, რამდენიმე დღეში გაირკვევა. თავის მხრივ, გამოძიების ჩატარებას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

მეტი...

უკრაინის კატასტროფასთან დაკავშირებით ისრაელი განცხადებას ავრცელებს

უკრაინაში, კერძოდ კი კახოვკაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით რომლის შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით. ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე საფრთხეშია ამ საშინელი განადგურების გამო. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთ მიზანმიმართულ მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები უკრაინელ ხალხთანაა ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საგარეო უწყების  განცხადებაში.  

მეტი...

ცდილობენ, გადარჩენილ სულიერ არსებებს უშველონ – ვითარება უკრაინაში (ვიდეო)

უკრაინაში, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგები უმძიმესია. შინაური ბინადრებს, ვინც წყალდიდობას გადაურჩა, ხან სახურავებზე პოულობენ, ხანაც წყალში ხის მორზე. რამდენიმე ბინადარი უკვე გადაარჩინეს. უამრავი კი დაიხოცა.

მეტი...

მაშველები ნავებით გადაადგილდებიან და სახლებში ცოცხლად ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ – ვითარება უკრაინაში  

უკრაინაში ვითარება უკიდურესად მძიმეა. კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგები ყოველდღიურად მძიმდება. მთლიანად წყლით არის დაფარული 15 სოფელი, სადაც ძირითადად კერძო სახლები იყო. ხოლო იქ, სადაც მრავალსართულიანი კორპუსები იდგა, წყლის დონემ მესამე სართულამდე მიაღწია. მსხვერპლი და ზარალი საკმაოდ დიდია. დახოცილია შინაური ცხოველები. მაშველები ნავებით გადაადგილდებიან და სახლებში ცოცხლად ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ.

მეტი...

„არ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმპიჩმენტამდე მივიდეს, მაგრამ ვადების ხელოვნურად გაწელვა არ უნდა მოხდეს“ – დეპუტატი პრეზიდენტზე

მმართველი გუნდის წარმომადგენელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე  ნიკოლოზ სამხარაძე პრეზიდეტის ადმინისტრაციის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას, რაც აშკარად სახეზეა. „ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონით დადგენილი წესები და პროცედურები. როცა ამდენი ხნის განმავლობაში არ ხდება კანდიდატურის წარმოდგენა, მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენა, როგორიც არის ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა და ეჭვი ჩნდება, რას ემსახურება ეს გადადება და პროცესის ვადებში გაწელვა. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმპიჩმენტამდე მივიდეს, მაგრამ ვადების ხელოვნურად გაწელვა არ უნდა მოხდეს. პრეზიდენტს როგორც აქვს უფლებები, აქვს ვალდებულებებიც. ვალდებულებაა,…

მეტი...

,,რუსული ბოროტება ატერორებს და ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას, უკრაინელები ვიცავთ სიცოცხლეს”- ზელენსკი

,,მაშინ, როცა რუსული ბოროტება ატერორებს და ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ყველა ცოცხალი არსების გადასარჩენად,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოსიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს. მისი თქმით, უკრაინელები სიცოცხლეს იცავენ. ,,რუსეთის მეირ კახოვას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლისა და სხვა სტრუქტურების განადგურების შემდეგ ათასობით და ათიათასობით ცხოველი წყალდიდობაშია ჩარჩენილი. ჩვენ გვახსოვს, რომ ჰუმანურობა ნიშნავს ზრუნვას, არა მხოლოდ ერთმანეთზე, არამედ ყველა ცოცხალ არსებაზე. ჩვენ უკრაინელები ვიცავთ სიცოცხლეს. მადლობა ყველას დახმარებისთვის,”- წერს ზელენსკი.

მეტი...

,,ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო”- გიორგი მსხილაძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტო ეროვნული ბანკის ინტერესებს იცავდა. როგორც გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარა აზიანებს. ,,ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება. რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა, არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, – განაცხადა მსხილაძემ. ,,ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის  საქართველოს…

მეტი...

,,კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე,  ლაშა ხუციშვილის წარდგენას ნამდვილად განიხილავდა.  მისი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა  კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა. ,,ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად განხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით და პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი…

მეტი...

,,მტერი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს”- მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. მისი თქმით, კიევს სხვა არჩევანი არ აქვს. „მტერი დიდი ხანია, გვპირდება დიდ კონტრშეტევას და როგორც ჩანს, რაღაც უკვე დაიწყო. გასაკვირი არ არის, რადგან კიევის რეჟიმს არჩევანი არ აქვს. უნდა შეუტიოს. საჭიროა მიღებული ნადავლისა და იარაღის გამართლება. ბატონების იმედგაცრუება ზელენსკის და კომპანიას შეიძლება, დაუჯდეს არა მხოლოდ პოსტები, არამედ თავად სიცოცხლეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მტერი სწორად უნდა შევაფასოთ. მტერი და დასავლური სამყარო, რომელიც მას მხარს უჭერს, მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.  

მეტი...

 ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი რამდენიმე დღის წინ, გურიაში საქანელადან ჩამოვარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახმა ბავში შემოწმებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა, სადანაც მალევე გაწერეს. ამის შემდგომ ბავშვი წალენჯიხაში, ბაბუის გასვენებაში იმყოფებოდა. სწორედ  იქ დაკარგა გონება მოზარდმა და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,ტერორი მანამ გაგრძელდება, სანამ ოკუპანტები ჩვენს მიწაზე არიან”- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა რუსეთის ძალების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქებას, სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმუარება. მისი თქმით, ტერორი მანამ გაგრძელდება, სანამ ოკუპანტები უკრაინის მიწაზე არიან. ,,კახოვკას ჰესის განადგურება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკოციდის ყველაზე დიდი დანაშაულია. ასობით ათასი უკრაინელი, შესაძლოა, წყლის აგრეშე დარჩეს. ბევრმა ადამიანმა ყველაფერი, რაც ჰქონდა ერთ დღეში დაკარგა. ცხოველები კვდებიან. ეს ტერორი მანამ გაგრძელდება, სანამ ოკუპანტები ჩვენს მიწაზე არიან,”- წერს ზელენსკა.

მეტი...

,,აუცილებლად უნდა შეწყდეს სისხლისღვრა, კონფლიქტი უნდა გაიყინოს”- სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი  ომის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ”რუსეთს არ სჭირდება სხვისი ტერიტორიები, რეგიონები, სადაც  მოსახლეობას რუსეთთან თანაცხოვრება არ უნდა”. „აი, ინდონეზიამ კარგი გეგმა შემოგვთავაზა. მე ხელს ვაწერ ამას, ამაზე ერთი წელია, ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა შეწყდეს სისხლისღვრა. ეს კონფლიქტი უნდა გაიყინოს იქ, სადაც ახლა არის გაჩერებული. მოდი,  ჩავატაროთ რეფერენდუმები და ხალხმა გადაწყვიტოს, სად უნდა ცხოვრება. რუსეთს არ სჭირდება სხვისი ტერიტორიები, რეგიონები, სადაც  მოსახლეობას რუსეთთან თანაცხოვრება არ უნდა“, – აცხადებს სიმონიანი.  

მეტი...

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ – ანა მალიარი

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ და რიგ სფეროებში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა  განაცხადა. „ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა სექტორში 200-დან 1100 მეტრამდე მივდივართ. მტერი ამ მიმართულებით თავდაცვაზე გადავიდა და ცდილობდა შეეკავებინა. პოზიციები. ახლა მტერი კონცენტრირებს თავის რეზერვებს ამ მიმართულებით სიღრმიდან დაცვის მიზნით“, – განაცხადა ანა მალირმა. მისი თქმით, რუსეთის მხარეს საომარი მოქმედებების ძირითადი ტვირთი ახლა რუსეთის ფედერაციის რეგულარულ არმიას, მათ შორის საჰაერო სადესანტო თავდასხმის დანაყოფებს ეკისრება.

მეტი...

,,ყოფილი მეუღლე თოკის გამოყენებით დაახრჩო”- პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივნისს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკის გამოყენებით დაახრჩო. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გვამი  ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.…

მეტი...

,,ტერორისტული აქტი რომ დაარქვა, უნდა იყოს გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება”- ვოლსკი კახოვკაზე

,,ტერორისტული აქტი რომ დაარქვა, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ემოციური წამოძახება,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. უმრავლეესობის წევრს კითხვა დაუსვეს არის თუ არა ტერორისტული აქტი რუსეთის მიერ ნოვა კახოვკას ჰესის აფეთქება. ,,ამას ტერორისტული აქტი რომ დაარქვა, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ემოციური წამოძახება. ეს არის საშინელი აგრესიის აქტი, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია ყველანაირ ჰუმანურ ან სამხედრო წესების სტანდარტს. აქედან გამომდინარე მიმართა საქართველოს სხვა ქვეყნებთან ერთად ჰააგის ტრიბუნალს, რაც სხვათა შორის მოლდოვას არ გაუკეთებია,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მეტი...

შშმ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საქმე – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება განხორციელებული მომართვების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა. „რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დგინდება, რომ…

მეტი...

,,მოწმენი გავხდით, როგორ ასამართლებდნენ ჩვენს მოძღვარს” – ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვრის წერილი

ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, იღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი) ღია წერილს ავრცელებს. ვრცელი წერილით სასუპიერო პირი ერთ-ერთ გადაცემის სიუჟეტს ეხმიანება. ,,24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა. წელს 30 წე­ლი შეს­რულ­და, რაც ის ალა­ვერ­დე­ლი მღდელ­მთა­ვა­რია. ეს, რა თქმა უნ­და, არ იცოდ­ნენ ერ­თ-ერ­თი ტე­ლე­ვი­ზიის „მე-17 სარ­თულ­ზე“, ისე გა­მოუგ­ზავ­ნეს „სა­ჩუ­ქა­რი“, თუმ­ცა ეს ეკ­ლია­ნი სა­ჩუ­ქა­რია.  ამ წე­რილს, ვი­ცი, რომ ელო­დე­ბა მრა­ვა­ლი ადა­მია­ნი, ვინც იც­ნობს მეუ­ფე და­ვითს და გა­და­ცე­მა „მე-17 სარ­თულ­ზე“ ალა­ვერ­დე­ლი მღვდელ­მთავ­რის გა­სა­მარ­თლე­ბად აღიქ­ვა.  „გა­სა­მარ­თლე­ბა” არ მო­გეჩ­ვე­ნოთ გა­და­ჭარ­ბე­ბულ შე­ფა­სე­ბად. დიახ, ჩვენ მოწ­მეე­ბი გავ­ხდით, თუ რო­გორ ასა­მარ­თლებ­დნენ ჩვენს მოძ­ღვარს, რომ­ლის გვერ­დი­თაც, მე პი­რა­დად, სულ ცო­ტა, 33…

მეტი...

სროლა სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე – არიან დაღუპულები

ვირჯინიაში სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. სროლა რიჩმონდში, ალტრიას თეატრის წინ მოხდა. 19 წლის ეჭვმიტანილმა გაქცევა ფეხით სცადა, მაგრამ დააკავეს. სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, იცნობდა მინიმუმ ერთ მსხვერპლს. მსხვერპლთა ვინაობა არ სახელდება, მაგრამ პოლიციის ცნობით, მოკლული ორი ადამიანი  18 წლის მამაკაცი და მისი 36 წლის მამა არიან. ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილ 31 წლის მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულია ოთხი მამაკაცი, 14, 32, 55 და 58 წლის, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

ოკუპირებული ყირიმი უწყლოდ იქნება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში – დანილოვი

რუსებმა ყირიმს მტკნარი წყალი წაართვეს კახოვკას ჰესის აფეთქებით. უახლოეს მომავალში ნახევარკუნძულის წყალმომარაგება ფიზიკურად შეუძლებელი გახდება – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა  განაცხადა. მისი თქმით, ყირიმი წყლის გარეშე იქნება, ვიდრე კაშხალი არ აღდგება. ,,შეუძლებელი იქნება ყირიმისთვის წყლის მიწოდება მომდევნო სამი, ხუთი, ათი წლის განმავლობაში, სანამ ეს კაშხალი არ აშენდება“,- აცხადებს დანილოვი.

მეტი...

რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რომის პაპი ფრანცისკე რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდება. 86 წლის პაპს აღენიშნებოდა განმეორებადი ტკივილები და გაუარესებული სიმპტომები, რომლებიც გამოწვეული იყო მუცლის თიაქრით. ვატიკანში აცხადებენ, რომ ლაპაროტომია და ოპერაცია მუცლის კედელზე ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩატარდება ოთხშაბათს ნაშუადღევს და რომ პაპი საავადმყოფოში დარჩება “რამდენიმე დღე”. ცნობისთვის, მარტში რომის პაპმა რესპირატორული ინფექციით საავადმყოფოში სამი დღე გაატარა.

მეტი...

,,მე პირადად, არ მიყვარს, მაგრამ უბრალოდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას”- ირაკლი ზარქუა

,,პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება, დაგვიანებული თუ არა, სამართლიანია. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და არავის მივცემთ საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს, ისევე როგორც სხვა ინსტიტუციებს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო შეთანხმება იყო, რომ უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაეძლია და ზურაბიშვილი  წარმოადგენდა კანდიდატურებს, რაც პრეზიდენტმა დაარღვია. „ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ პატივი ვცეთ ყველა ინსტიტუციას, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ, იმიტომ კი არა, რომ სალომე ძალიან გვიყვარს, არა, მე პირადად, არ მიყვარს, მაგრამ უბრალოდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუციას, რადგან…

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ,,საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ხაბე, შენკენ ვარ“- ირაკლი ზარქუა

,,რას უწუნებს ჯაფარიძე ჩემს ხაბეს, რა არ მოსწონს? ხაბე არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მას მოუწევს გაერთიანება ჩემს ხაბესთან, ისევე როგორც „ტროიკას“ და ერთად შეუტევენ 2024-ში,” – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ჯაფარიძის განცხადებას. მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ იცის, ვინ ვინ არის, როგორ მუშაობდნენ, რას საქმიანობდნენ და რას აკეთებდნენ. ,,მესმის ბადრი ჯაფარიძის, ცალკე უნდა, სადაც მთელი ეს პერიოდი საბოტაჟს უწევდი ქართულ პარლამენტს, „ნაცების“ დაკრულზე დადიოდი, ახლა არ მოგწონს და ახლა ემიჯნები? ჩემთვის ყველა ერთნი არიან, ყველას ერთნაირი ხელწერა აქვს. მშვენივრად თანამშრომლობდა თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბატონი ხაზარაძე, ახლა არ…

მეტი...

,,წინასწარი მონაცემებით, 20 დასახლებული პუნქტი და 1900-ზე მეტი სახლი დაიტბორა“ – ვითარება უკრაინაში

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში (GSChS) იტყობინება, რომ 7 ივნისს 11:30 საათისთვის ხერსონის რეგიონიდან 1548 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. „წინასწარი მონაცემებით, ხერსონის რაიონში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 20 დასახლებული პუნქტი და 1900-ზე მეტი სახლი დაიტბორა“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

,,გვედავებიან დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო – რა ბელორუსი, ნიკარაგუა ვართ”- ზურაბ ჯაფარიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრების, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.  როგორც ჯაფარიძე წერს,  მის წინააღმდეგ საქმე  ხულიგნობისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით არის აღძრული. ,,გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს 166-ე და 173-ე მუხლებია სტანდარტულად ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო. ანუ, ვიღაც ქალის ხმა რომ ისმოდა – ‘მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში …’ – ამას რატომ არ დაემრჩილეთ და არ დაიშალეთო რა ბელორუსი, ნიკარაგუა ვართ”- წერს ჯაფარიძე. ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი მარტის აქციების დროს დააკავეს.

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მაისის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 81 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 81 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 36 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 – ქვემო ქართლის, 1 – მცხეთა-მთიანეთის, 19 – შიდა ქართლის, 9 – სამცხე-ჯავახეთის, 5 – იმერეთის, 5 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის მიმართ შეადგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის…

მეტი...

კაცი, რომელმაც ცოლი მოკლა და დაანაწევრა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პეტერბურგის მცხოვრები, სერგეი პეტუშკოვი, რომელმაც ცოლი მოკლა და დაანაწევრა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდა გაუფრთხილებლობით სიკვდილის მიყენებაზე. სასამართლომ  სასჯელის სახით გამასწორებელი შრომის სახით წელიწად-ნახევარი ვადით, სახელმწიფო შემოსავალზე ხელფასის 10%-ის გამოქვითვით დააკისრა. გასული წლის მაისში პეტუშკოვი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა.  თებერვალში კაცმა ქალს ხელი ჰკრა, რა დროსაც მან თავი კედელს მიარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა კი ქალის ცხედარი დაანაწევრა და გადამალა.

მეტი...

,,სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შემზარავი და არასწორია“- რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკი რუსეთის ძალების მიერ კაშხლის აფეთქებას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთისთვის ახალი ფსკერი იქნება, თუ დადასტურდება, რომ სწორედ რუსული ძალები არიან პასუხისმგებელნი უკრაინულ კაშხალზე თავდასხმაზე. „მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა. არის ის, რომ თუ ეს არის მიზანმიმართული, ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების შემდეგ და უბრალოდ. ასახავს ახალ ფსკერს, რაც ჩვენ დავინახეთ რუსული აგრესიისგან. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შემზარავი და არასწორია“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

მეტი...

,,საქართველოსთვის საკვანძო მომენტია, ქვეყანა გზაგასაყარზე დგას ევროინტეგრაციის პროცესში”- ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის ახლა საკვანძო მომენტია. ელჩის თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრს შორის დიალოგი რაც შეიძლება ინტენსიური იყოს. ,,საკვანძო მომენტია საქართველოსთვის, საქართველო გზაგასაყარზე დგას ევროინტეგრაციის პროცესში, ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრს შორის დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კონტაქტებს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ქვეყნების მაღალჩინოსნების ყველა ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება წლის ბოლოს ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს…

მეტი...

,,ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ საქართველო  კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მისი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. „როგორც იცით, ევროკომისია ადგენს ანგარიშს. ეს იქნება საქართველოსთვის გაფართოების საკითხზე პირველი ანგარიში ან ოქტომბერში გამოქვეყნდება მოხსენება, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს. შემდეგ წლის ბოლოს 27 წევრი ქვეყნის ლიდერი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართავს შეხვედრას და გადაწყვეტენ, შემდგომი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის…

მეტი...

კახოვკის ზოოპარკის დატბორვას ყველა ბინადარი ემსხვერპლა

ოკუპირებულ ნოვაია-კახოვკაში, კაშხლის აფეთქების შედეგად ზოოპარკი “კაზკოვა დიბროვა” მთლიანად დაიტბორა. დატბორვის შედეგად ზოოპარკის ყველა ბინადარი დაიღუპა. ,,მხოლოდ გედებსა და იხვებს შეეძლოთ გაქცევა”, – წერს ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია UAnimals. აღნიშნულის შესახებ  UAnimals-მა ზოოპარკის ხელმძღვანელობის წყაროსგან შეიტყო, რომელიც ანონიმური დარჩა უსაფრთხოების მიზეზების გამო. “ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, გადაგვერჩინა ოკუპაციის ქვეშ მყოფი ზოოპარკი. ახლა ის აღარ არსებობს.” – თქვა ანონიმურმა წყარომ. უკრაინის სამხრეთ ოპერატიული სარდლობამ 6 ივნისს დილით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ააფეთქეს კახოვკას კაშხალი, რამაც გამოიწვია მდინარე დნიპროს ქვემოთ სოფლების მასიური დატბორვა.

მეტი...