აშშ გეგმავს, უკრაინას გადასცეს სატანკო ჭურვები გაღარიბებული ურანით – მედია

„უოლ სთრით ჯოურნალის“ ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სატანკო ჭურვების  გაღარიბებული ურანით გადაცემას გეგმავს.

მედიის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  რამდენიმე კვირის განმავლობაში  განხილვა მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რითი უნდა აღჭურვილიყო „აბრამსის“ ტიპის ტანკები. თეთრი სახლის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ჭურვების გადაცემის გამო ვაშინგტონი, შესაძლოა გააკრიტიკონ, რადგან ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრი ფიქრობს, რომ რაკეტების უკრაინისთვის გადაცემისთვის ახლა სერიოზული წინაღობა არ დგას.

„უოლ სთრით ჯოურნალის“ ცნობით,  ჭურვები გაღარიბებული ურანით ბევრად უფრო ეფექტურია ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ.

 

მსგავსი თემები