პარლამენტთან ხმაურია, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია

პარლამენტის შეnობასთან  მობილიზებულია პოლიცია. ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანის წინ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები და კარვის გაშლას ცდილბენ, რომლის საშუალებასაც მათ არ აძლევენ. აქციის მონაწილეები გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი პარლამეტის შენობასთან აქციისას დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

მეტი...

„კრაზანას ბუდის მსგავსად უნდა განადგურდეს“ – მედვედევი უკრაინაზე

რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში შეჩერებას ან უკან დახევას არ აპირებს. კრემლის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი აცხადებს, რომ ყველაფერი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა უკრაინა კრაზანას ბუდესავით განადგურდება. „ისინი უნდა განადგურდნენ. აუცილებელია კრაზანების ბუდის განადგურება, უნდა განადგურდეს რეჟიმი, რომელიც შეიქმნა უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ყოველთვის მოვა და მუდმივად მოგვიწევს ისეთი ოპერაციის განხორციელება, როგორსაც წელიწადზე მეტია ვატარებთ“ , – აცხადებს მედვედევი, რომელიც კომენტარსაც რუსული მედია ავრცელებს.

მეტი...

მესაზღვრეს, რომელსაც ტურისტების მიმართ ძალადობას ედავებიან, პატიმრობა მიუსაჯეს

ვაშლოვანის ნაკრძალში, მესაზღვრესა და ტურისტებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ მესაზღვრეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატი 10 000  ლარიან გირაოს ითხოვდა, რომელიც  მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდებულმა ცისკარაულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. გამოძიების ინფორმაციით,  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი 2023 წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელარუსის მოქალაქე ტურისტებს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე…

მეტი...

„მე ნატო კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ეს რა თქმა უნდა აბსურდია“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

ახალი არაფერი მითქვამს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა ნატოს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი , –  ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომის დაწყების მიზეზზე მის მიერ გაკეთებული განცხადებას. მისი შეფასებით, ომის დაწყებაში ნატო კი არ დაუდანაშაულებია, აღნიშნა, რომ  ომი უკრაინის სურვილის გამო მოხდა. „მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი საზოგადოებისთვის და მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მე ახალი არაფერი მითქვამს, ამას იმეორებდნენ და ამბობდნენ, მათ შორის ჩვენი ომის შემდეგაც, თუ კარგად ნახავთ ყოფილი და მოქმედი ლიდერების გამონათქვამებს.  სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მეორე,…

მეტი...

“თითქოს მოვწამლეთ, მოვკალით, ვაწამეთ” – პრემიერი სააკაშვილზე

„მთელი ეს ბინძური კამპანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად, ჩამოირეცხა ამ ერთი ძალიან სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებით. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილის არის მტყუანი“ – ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა ლობისტებისთვის, რომ მათ დაეჯერებინათ ის, რასაცა მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ავრცელებს. „არგუმენტი არ არსებობს, მე ამას ვეტყოდი ყველა კრიტიკოსს, მათ შორის, იმ დაქირავებულ ლობისტებს, რომელთაც ძალიან დიდი რაოდენობით თანხა აქვთ აღებული სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და შემდეგაც.  ჩვენ კარგად ვიცით, მათ შორის, ბოლო პერიოდში, ვიტყოდი, რომ მილიონები დახარჯეს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

„ყველასგან მივიღე  სიტყვიერი დაპირება, რომ  მხარს დაგვიჭერენ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე  სიტყვიერი დაპირება, რომ  მხარს დაგვიჭერენ,  როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის. ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“  –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია. „ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, – განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

„ჩემს დროს დაიხურა ვალდებულება და ამის შემდეგ გაიხსნა უვიზო რეჟიმი“ – პრემიერი

„ჩვენი სურვილი, ჩვენი მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასთან და ნატოსთან“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის  შეფასებით, თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ. „თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ან იგივე ნატოს გზაზე, ეს ვართ ჩვენ. პირადად მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის. უვიზო რეჟიმი. ჩემს დროს დაიხურა ვალდებულება და ამის შემდეგ გაიხსნა უვიზო რეჟიმი. მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ოფიციალურ განაცხადზე, რომელიც ჩვენ შარშან შევიტანეთ და მივიღეთ ევროპული პერსპექტივა ამის საფუძველზე. რაც შეეხება ნატოს, ჩვენ არ შეგვიჩერებია ძალისხ მევა. ჩვენ ვიყავით ერთ- ერთი მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენი ჯარები იყვნენ ავღანეთში, მანამდე ერაყშიც, ჩემი პრემიერობის დროს გავაგზავნეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი ჯარი. ასე, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სურვილი, ჩვენი მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასთან და ნატოსთან“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

„მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით“ – პრემიერი

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ,რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა  მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის შემდეგ. პრემიერის შეფასებით, ქვეყნის დეოკუპაცია და გაერთიანება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. „ისევ გავიმეორებდი, რომ ძალას, რომელმაც სწორედაც, რომ განაპირობა ჩვენი ტერიტორიების ჩაბარება რუსეთისთვის, რომელმაც განაპირობა ეს დიდი უბედურება და ამის შემდეგ მოუწერეს ხელი კაპიტულანტურ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ასევე მიუღებელია და საერთოდ სასაცილოა, რაზე  უნდა გავაკეთო კომენტარი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის კონტროლირებადი საზღვარი თითქმის 600 კილომეტრამდეა, კონტროლირებადი, არაკონტროლირებადი არის 300 კილომეტრამდე და ჩვენ ამის გამო ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს 300 კილომეტრიც დავიბრუნოთ და გახდეს შესაძლებელი და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით და ამაზე მგონი, არც ერთ ნორმალურ ადამიანს კითხვა არ გაუჩნდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობით, სტაბილურობით და კეთილდღეობის პერსპექტივით,“ – განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

„ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მოგვანიჭონ სტატუსი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მოგვანიჭონ სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაში ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის შემდეგ. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროპელი კოლეგები მის იმ მოსაზრებასაც ეთანხმებიან, რომ 2008 წლის ომს მაშინდელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია, რაც შეცდომა იყო და ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც. „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული, მე ასე ვიტყოდი, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები. ბუნებრივია, თქვენ გესმით ძალიან…

მეტი...

„ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ზელენსკის განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი მივცე სხვა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს“, – ასე უპასუხა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრეზიდენტ ზელენსკის დღევანდელ განცხადებას. უკრაინის პრეზიდენტ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მას არანაირი სურვილი აქვს, ზელენსკის განცხადებების შეფასებებით სპეკულაციების საფუძველი გააჩინოს. „ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ყოველდღე ნადგურდება ქალაქები, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ბავშვები,…

მეტი...

საქართველოში რუსული ავიაკომპანია შემოდის  

რუსული ავიაკომპანია „Red Wings“-ი საქართველოში ფრენებს იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველი რეისი 15 ივნისს შესრულდება. რუსული ავიაკომპანია პირველ ფრენას თბილისში სოჭიდან  შეასრულებს. ამის შემდეგ კი,  16 ივნისიდან, ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი მიმართულებით იფრენს.

მეტი...

„ევროპელ კოლეგებს ვუთხარი, რომ ეს იყო შეცდომა, რომ არ მიექცა სათანადო ყურადღება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროპელ კოლეგებს ასევე ვუთხარი, რომ არავის გამოუთქვამს ინიციატივა, რომ დაეწესებინათ სანქციები რუსეთისთვის და რაიმე სერიოზული რეაგირება მოეხდინათ. ეს იყო შეცდომა, რომელის შედეგებს დღემდე ვიმკით“ – ეს გნცხადება პრემიერ-მინისტრმა მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტიდან გააკეთა. პრემიერის შეფასებით, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ რუსეთმა ბაზები განათავსა საქართველოს ტერიტორიაზე. „მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომლის მოდერატორები იყვნენ ბრიტანეთის პრემიერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები. მე კიდევ ერთხელ ავღნიშნე, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელმა მსოფლიომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ამ ომს, ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და…

მეტი...

,,გამიზნულად გაკეთებული განცხადებაა, ერთგვარი შურისძიებაა”- ირაკლი ქადაგიშვილი ზელენსკის განცხადებაზე

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ზელენსკის განცხადება ერთგვარი შურისძიებაა, რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია. ,,ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება. ერთგვარი შურისძიებაა, რომ ერთგვარად დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია და განსაკუთრებით, როდესაც კანდიდატის სტატუსის საკითხი ახლოვდება, ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა, ეს არის და ეს მიზანი აქვს ამ განცხადებას ან მეორე მხრივ ის, რომ საქართველომ უარი თქვას თავის პოლიტიკაზე და ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთის ფედერაციასთან”, – აცხადებს ქადაგიშვილი. ,,ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, როგორ ითრევენ…

მეტი...

უკრაინამ ზურაბ წერეთელიც დაასანქცირა

უკრაინის ხელისუფლებამ  „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის, თამაზ გაიაშვილის გარდა, ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელიც დაასაქცირა. როგორც სანცირებული პირების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია განმარტებული, ,,სუბიექტი პასუხისმგებელია ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”. ,,მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით. ავრცელებს ნარატივებს კრემლის პროპაგანდის შესაბამისად რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად,”- ნათქვამია  ინფორმაციაში. უკრაინამ თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა

მეტი...

„ზელენსკი და მისი „კამანდა“ რას გააკეთებს, ეს მისი საქმეა, უკრაინაში წასვლას ჩვენ არ ვაპირებთ“ – თამაზ გაიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

უკრაინის მიერ დასანქცირებულ „ჯორჯან ეარვეისის“ დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს „მედიაცენტრი მთავარი“ ესუბრა. როგორც მან გვითხრა, უკრაინაში წასვლას მაინც არ აპირებდა და ეს სანქცია მისთვის და მისი კომპანიისთვის ხელის შემშლელი ვერ იქნება. „ზელენსკი და მისი „კამანდა“ რას გააკეთებს, ეს მისი საქმეა. მე მის სამქეებში არ ვერევი. უკრაინაში წასვლას ჩვვერ არ ვაპირებთ. ეს ჩვენთვის ხელის შემშლელი ვერ იქნება, კარგად იყოს ყველა. რატომ იმ კომპანიებს არ ასანქცირებს, ვინც დიდი ხანია რუსეთში დაფრინავს? თუ ვაჟკაცია, დაასანქციროს ყველა. 2008 წელს უკრანელებიც ხომ დაფრინავდნენ მოსკოვში, რატომ ჩვენ არ დავასანქცირეთ? რაც მან გააკეთა, ეს მისი საქმეა. პასუხის გაცემა…

მეტი...

,,ზელენსკის არ უხსენებია საქართველო ბელორუსიის კონტექსტში”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიცინერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება და  სოციალური ქსელში პოსტს ავრცელებს. მისი თქმით, ზელენსკის საქართველო ბელარუსის კონტექსტში არ უხსენებია. „ზელენსკიმ თქვა, რომ იქნება მშვიდობა ნატოსთან ერთად ან ომი/ოკუპაცია რუსეთთან ერთად. მას არ უხსენებია საქართველო ბელორუსიის კონტექსტში. მან უსფართხოებას გაუსვა ხაზი, რომ საქართველოც იტანჯება ოკუპაციის ქვეშ. გამოსავალი არის ნატოში გაწევრიანება. თქვა, რომ ნატო არის მშვიდობა! პროპაგანდა ისედაც აკეთებს ინტერპრეტაციებს“, – წერს ხატია დეკანოიძე.   ,,ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში” – ზელენსკი

მეტი...

უკრაინამ თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა

უკრაინის ხელისუფლებამ  „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა.  დასანქცირდა დავით გაიაშვილი და  აირზენაც. ასევე სანქცირებულთა შორის არის ვალერი კვარაცხელიას შვილის დავით კვარაცხელიას კომპანია, რომელი რუსულ ავიაკომპანიას მომსახურებას უწევს.

მეტი...

რამდენიმე დასახლება უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის ქვეშაა – ბელგოროდის გუბერნატორი

ბელგოროდის  გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, შებეკინსკის და გრეივორონსკის ოლქების რამდენიმე დასახლება რჩება “უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის ქვეშ”. მისი თქმით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ერთ მამაკაცს მარჯვენა მხარზე ჭრილობა აქვს მიყენებული. გუბერნატორის ცნობითვე, კერძო საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ,,სოფელ კოზინკაში ორი კერძო სახლი იწვის, თუმცა მსხვერპლი არ არის”, – აცხადებს გუბერნატორი.

მეტი...

პუტინი ჩინოვნიკებისთვის ახალ თავშესაფარს ააშენებს – საოპერაციო ოთახებითა და სპეცრაზმით

რუსეთის  პრეზიდენტის აპარატი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის მაღალჩინოსნები მკურნალობენ, ახალი თავშესაფრის აშენებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე 26 მაისს გამოჩნდა, საწყისი ღირებულება 35 მილიონი რუბლია. შესყიდვით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2023 წლის 20 დეკემბერს იგეგმება. დოკუმენტებში არ არის მითითებული ბომბის თავშესაფრის ფართობი და მისი სიმძლავრე. პროექტში ნათქვამია, რომ თავშესაფარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს   სპეციალური საკომუნიკაციო სისტემებით  

მეტი...

,,ხშირად გვესმის უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან”- დარჩიაშვილი ზელენსკის განცხადებაზე

არ ვიცი, გაუგებარი არის ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება, ამ კონტექსტში. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ  გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, უკრაინა არის ომში და ყველაფერი კეთდება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. „ტრადიციულად, ჩვენი პოზიცია გვაქვს და ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მისამართით. ჩვენ ხშირ შემთხვევაში წამოსულ გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგან გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის…

მეტი...

,,არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება კანდიდატობის მიზნის მისაღწევად”- პრემიერი

არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული პოლიტიკური გაერთინების სამიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან გამართულ დისკუსიებში. „მონაწილეობა მივიღე მოლდოვას რესპუბლიკაში ორგანიზებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაში. აღნიშნული სამიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან გამართულ დისკუსიებში. არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სამიტის პლენარული სესია გახსნა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა. გახსნის ღონისძიების შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. რიგით მეორე სამიტს ევროპის ქვეყნების 47 ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.

მეტი...

რუსეთის ძალებმა ბელგოროდის საზღვარზე ბოევიკების შეჭრის მცდელობა აღკვეთეს – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეარაღებულმა ძალებმა, FSB-ის ნაწილებთან ერთად, მოიგერიეს უკრაინელი ბოევიკების სამი მცდელობა, შეჭრილიყვნენ ბელგოროდის რეგიონში და მოეწყოთ ტერორისტული თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. „მოსკოვის დროით დაახლოებით 03:00 საათზე, ბელგოროდის რეგიონში სამოქალაქო სამიზნეების ინტენსიური დაბომბვის შემდეგ, უკრაინულმა ტერორისტულმა ფორმირებებმა ორამდე მოტორიზებული ქვეითი ასეულის ძალებით, ტანკებით გაძლიერებული, სცადეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეჭრა. ნოვაია ტავოლჟანკას დასახლებისა და შებეკინოს საერთაშორისო საავტომობილო გამშვები პუნქტის შესახებ,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,საქართველოს რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე მოიაზრებენ, საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება”- ბეჟაშვილი

,,უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სამწუხარო რეალობას. დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უკრაინა საქართველოს რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე მოიაზრებენ, საქართველოს მოხსენიება ბელარუსთან ერთად ხდება,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მთელი სამყარო უკრაინისადმი სოლიდარობით როცა არის დაკავებული და მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ეხმარება, ამ ვითარებაში საქართველო რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გამოხატავს. ,,ბუნებრივია, განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. პრაქტიკულად, საქართველო არაფერს აკეთებს, რათა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ქმედითი და არსებითი სოლიდარობა გამოუცხადოს. ჩვენ ვხედავთ ფრენების აღდგენას, საზღვაო გზების გახსნას, უვიზო რეჟიმის…

მეტი...

„პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით,   პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილების გამოყენება არავის დაუშლია. „პრეზიდენტისთვის საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენება არავის დაუშლია. ობიექტურად რომ ვთქვა, მუქარა არ გამიგია, მაგრამ თუ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის წევრს მის მიმართ კრიტიკა „წამოსცდება“ და მის პოზიციას არ გაიზიარებს, ამას მუქარას თუ დაარქმევს, მაშინ რაღაც კონიუნქტურული გათვლა აქვს. რეალურად არა მუქარა, არამედ პლურალიზმი უნდა დავარქვათ აზრთა სხვადასხვაობას. მომავალი წელიწად-ნახევარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იქნება და ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მუქარა? მუქარა რით? რა რესურსით შეიძლება, ვინმეს დაემუქრო? მუქარების და ანგარიშსწორებების…

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ სამუშაოს, რომელსაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ახორციელებენ, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში”- იტალიის პრემიერი

მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ახორციელებენ, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე განაცხადა. მისი თქმით,  საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება, მათ ევროკავშირში უკან დაბრუნებას ნიშნავს. „პრინციპები გაანადგურეს მათ, ვინც ფიქრობენ, რომ ჩვენ დაგვაბრუნებენ გასული საუკუნის ყველაზე რთულ წლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან, დავეხმარებით მათ ყოველთვის, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე დასავლელი პარტნიორები აკეთებენ იმისთვის, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, რაც ნიშნავს არა ევროკავშირის გაფართოებას, არამედ ევროკავშირში ყველას ერთად უკან დაბრუნებას“,…

მეტი...

,,რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ”- მეუფე იაკობი

,,რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ”- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა, სანამ რუსეთს ბოლომდე არ დაასუსტებენ, ომი არ დასრულდება. ,,რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ. რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? უკრაინას, რითაც შეგვიძლია ვეხმარებით, 20% მეც მაქვს დაკარგული. სანამ რუსეთს ბოლომდე არ დაასუსტებენ ეკონომიკურად, ომი გაგრძელდება, ასე მჯერა, რატომ ვიტყუებთ თავს?!“- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეტი...

,,ზელენსკის არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო”- ვოლსკი

,,არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო,”– ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზელენსკი განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და  იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე. „ზელენსკის განცხადება პირველი არ არის. მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, მაშინვე ხალხს მოუწოდებდა, რომ ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერული რეისებით მოხალისეები არ გაუშვა და ომში არ ჩაერთო. მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია. სამწუხაროა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს იმ…

მეტი...

,,ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ყველა ევროპულ ქვეყანას, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და რომლის დაყოფაც რუსეთს სურს, უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. როგორც ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე აღნიშნა,  ხედავენ  თუ როგორ ითრევენ საქართველოსა და ბელარუსს ერთი და იმავე უკანონობის მორევში. ,,ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და საქართველოში, ვხედავთ, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს სხვადასხვაგვარი მეთოდებით, თუმცა ერთი და იმავე უკანონობის მორევში. მაგრამ, თუ უკრაინელებს, რომლებმაც სისხლით მორწყეს საკუთარი მიწა ევროპული მომავლისთვის, ჯერ არ მიუღიათ ნათელი და პოზიტიური პასუხი ევროკავშირში და ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, სხვების იმედები მით უფრო მკრთალი ხდება”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, ხედავენ რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, თუ როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში. ,,ჩვენ გვჭირდება უბრალოდ მშვიდობა და სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. მხოლოდ და მხოლოდ 2 ალტერნატივა არსებობს. პირველი: ან უნდა გაიხსნას საომარი მოქმედებები ან…

მეტი...

პროკურატურამ იარაღის გამოყენებით და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ იარაღის გამოყენებით და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სხვა ტურისტებთან ერთად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიჯნისყურის სასაზღვრო პოსტის მიმდებარედ, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში იმყოფებოდა. 28 მაისს, გვიან ღამით, ბანაკის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მივიდა, რომელმაც სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი უმისამართო გასროლა განახორციელა. ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტებს არაერთხელ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი შემოწმება, მათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვა, რის შემდეგაც ორივეს ხელბორკილი დაადო,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ…

მეტი...

ჩემს ძმისშვილს სჯიან ჩემს გამო – ლევან  ხაბეიშვილი 

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მის არასრულწლოვან ძმისშვილს სწორედ მის გამო სჯიან. ხაბეიშვილის თქმით, მისი ძმისშვილი კონცერტზე უკანა რიგებში დააყენეს. ,,…მასწავლებელმა ირიბად, მაგრამ თან პირდაპირ გააჟღერა, რომ 10 ივნისს ტარდება კონცერტი, სადაც იქნებიან მერიის წარმომადგენლებიც და ანასტასია დააყენა იმდენად უკან, რომ არც გამოჩნდეს… “საუბარი ჩემს 12 წლის ძმისშვილზეა … ვცდილობ ავუხსნა ბავშვებს, რომ გულში არაფერი ჩაიდონ და არ გაბრაზდნენ ასეთ “ადამიანებზე” … ბავშვებს სჯიან იმის გამო, რომ მათი მამა 13 წელი ემსახურა, საკუთარი მკერდით, ჯანმრთელობის ხარჯზე, სახელმწიფოს და 10 წელია იძულებით ემიგრაციაშია, რადგან უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ სააკაშვილს და მის…

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია”- შარლ მიშელი

,,აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მისაღებია, რათა მოხდეს საჭირო რეფორმების იმპლემენტაცია. „იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეებში გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, რათა მკაფიო არჩევანი გაკეთდეს. არა რუსების გასახარად, არამედ მკაფიო არჩევანის გასაკეთებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველოს მომავალი იქნება დაფუძნებული ამ ფუნდამენტურ, ევროპულ ღირებულებებზე – მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მეტი...

,,მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, ნატო-ს გაფართოება”- იენს სტოლტენბერგი

,,მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, NATO-ს გაფართოება”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ,,ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და ყველა თანხმდება, რომ ალიანსის წევრების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის არის სწორი დრო. მოსკოვის გადასაწყვეტი არ არის, NATO-ს გაფართოება. ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ყველაზე სასწრაფო ამოცანა ახლა არის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ამის შემდეგ, როცა ევროპაში გვეყოლება დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა, შეიძლება, ამ საკითხზე მსჯელობა და ეს მოხდება როცა ომი დასრულდება”,- განაცხადა…

მეტი...

,,საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესის წარმომადგენელის განცხადებით, საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს და  ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა. აღნიშნულის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ,,საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროპის მხრიდან ნათელია. ახლა საქართველოზეა, გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მეტი...

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ხანძარია

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ადმინისტრაციული შენობა იწვის. შესაბამისი კადრები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. „საერთაშორისო საერთო საცხოვრებლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა უშუალოდ ჭურვის დარტყმისგან, ნგრევა კი ადმინისტრაციულ შენობაშია. ქალაქში ელექტროენერგია არ არის“, – აცხადებს ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი.

მეტი...