მარტის აქციებზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლა მოიითხოვა, თუმცა ამის უფლება არ მიეცა. მოსამართლემ მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრალდებულმა სიტყვით გამოსვლის სურვილი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გამოთქვა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ წარადგინა სახანძრო-ტექნიკური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა.
პროცესზე ორი მოწმე, საქმის ექსპერტი და დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, გიორგი მაისურაძე დაკითხეს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციელმა ჩვენება შეცვალა.
გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს გაიმართება.
ცნობისთვი, 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.