,,ფაქტია, რომ პრეზიდენტის ნაბიჯები ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენთვის მთავარია, რომ ინსტიტუციური კრიზისი არ შეიქმნას ეროვნულ ბანკში, ამისთვის დაიძლევა ვეტო“,- ამის შესახებ ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არ სურს იმაზე საუბარი, თუ რა ამოძრავებს საქართველოს პრეზიდენტს.

„ჩვენ ვფიქრობთ, როგორც ვეტოს დადება, ასევე საბჭოს წევრების არწარდგენა რეალურად შედეგად გამოიღებს ხელოვნური კრიზისის შექმნას, სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ის კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. რა ამოძრავებს საქართველოს პრეზიდენტს, ამაზე საუბარი არ მინდა. თუმცა, ფაქტია, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯები სწორედ ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია, რის პრევენციასაც ჩვენ ვისახავთ მიზნად. ყველა შემთხვევაში, ვეტო უნდა იყოს დაძლეული, რომ არ მიეცეს ხელოვნურად კრიზის შექმნის საშუალება. ჩვენთვის მთავარია, რომ ინსტიტუციური კრიზისი არ შეიქმნას ეროვნულ ბანკში, ამისთვის დაიძლევა ვეტო“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები