ნარკოტიკები ბანანის ნაცვლად – დაკავებულია 14 ნარკომოვაჭრე

კონტეინერში, რომელშიც ბანანი უნდა ყოფილიყო, ნარკოტიკებით სავსე აღმოჩნდა. საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი იპოვა. შემთხვევა პორეუსის პორტში გაჩერებულ ორ კონტეინერში აღმოჩნდა. კოკაინი კი 161 კილოს იწონიდა. ის საბერძნეთსა და ევროპის ქვეყნებში უნდა გაეყიდათ. დაკავებულია 14 ადამიანი.  

მეტი...

პარლამენტთან დაკავებულებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

2 ივნისს, პარლამენტის შენობასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოში განმარტავენ, ყურადღებით აკვირდებიან მშვიდობიანი აქციისას დაკავებულებთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს. „მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.  

მეტი...

ქვალონში ავტოავარიას ჩვილი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარია მოხდა.  სოფელ ქვალონში ავარიას 1 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. შეჯახება მსუბუქ და პროდუქტების სადისტრიბუციო მანქანას შორის მოხდა. ჩვილი გარდაიცვალა, ერთი მოზარდი კი დაშავდა. დაშავებულის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

მეტი...

კობა კობალაძე მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს გუსტავო კრუსს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს, გუსტავო კრუსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. კობა კობალაძემ, გუსტავო კრუსს, სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. მხარეები, სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას. კობა კობალაძემ გუსტავო კრუსი საქართველოში მოიწვია, რათა იგი ადგილზე გაეცნოს იმ საჭიროებებს, რაც ქართველი ვეტერანების წინაშე დგას. შეხვედრის შემდეგ, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მაიამის სამხედრო და ვეტერანების საქმეთა სამსახურსა…

მეტი...

ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

 საქართველოს პროკურატურამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლებით, ძმას დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის…

მეტი...

„ვფიცავ, დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას“ – პრეზიდენტი ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში საპრეზიდენტო ფიცი დადო. პრეზიდენტმა საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღო. „თურქეთის პრეზიდენტის რანგში დიადი თურქი ხალხისა და ისტორიის წინაშე, პატივითა და ღირსებით ვფიცავ, დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი სამშობლოსა და ერის განუყოფელ მთლიანობას, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს უპირობო სუვერენიტეტს. დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ათათურქისეულ პრინციპებსა და რეფორმებს. დავიცავ ელიტური რესპუბლიკის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის აწმყოს, პატივს ვცემ თურქეთის რესპუბლიკას, მის კეთილდღეობას.  დიდებული თურქი ერისთვის ვიმუშავებ ღირსებითა და მთელი ჩემი ძალით“, – აღნიშნა  ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცის დადებისას.…

მეტი...

სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

კლინიკა „ვივამედთან“ სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია  მოთავსებული, თანაგუნდელებმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. „აღუდგეს უფლება პარლამენტის წევრებს და მოგვცენ მიხეილ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, რადგან მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება საქართველოს დეოკუპაციაში,”- აღნიშნა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

მეტი...

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით სააკაშვილი უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ, სპეციალურ სამაჯურის გარეშე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დამნაშავე არ არის და მას სამაჯური არ უნდა მიუმაგრონ. „საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს. სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს“ – აცხადებს ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პოზიცია აქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გამოხატა, რომ შესაძლებელია სააკაშვილისთვის ე.წ. სამაჯურის დამაგრება. „სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი. არ ვეთანხმები,  რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს. პრეზიდენტ სააკაშვილს ამ…

მეტი...

თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში, პრეზიდენტ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად გაემგზავრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონია 14:00 საათზე, თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში გაიმართება. შემდეგ კი, პრეზიდენტი ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. 17:00 საათზე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებს საზეიმო სადილზე უმასპინძლებს. თურქეთში, ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური დელეგაცია ჩადის.

მეტი...

უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს სრული მზადყოფნა აქვთ, რომ რუსული ჯარების წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, წარმატების მოლოდინში არიან. „მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რა დრო  დასჭირდება, თუმცა, ვაპირებთ ამის გაკეთებას და მზად ვართ კონტრშეტევისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან. ამავე საკითხზე კომენტარი დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანას  იარაღის საჭირო მინიმუმი უკვე გააჩნია და სავარაუდოდ, კონტრშეტევაც დაიწყება.  

მეტი...

უკრაინაში ვარაუდობენ, რომ რუსეთში საბრძოლო ნაწილები სანქციების გვერდის ავლით შედის

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ირანული „შაჰიდები“ რომელსაც რუსეთი  უკრაინაში თავდასხმისთვის იყენებს,  სათადარიგო ნაწილებით დასავლეთიდან მარაგდება. აღნიშნული ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დრონები დაშალეს და ნაწილები შეისწავლეს. “ირანულ „შაჰიდებში“, რომლითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს, უკრაინის მოკავშირე ქვეყნებში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს. ისინი დავშალეთ და აღმოვაჩინეთ ნაწილები, რომლებიც არ იწარმოება ირანსა და რუსეთში“ –  აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი. დანილოვი ითხოვს, გაირკვეს, სანქციების მიუხედავად, საიდან მოხვდა დასავლური სათადარიგო ნაწილები რუსეთის ფედერაციაში.  

მეტი...

„სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – პატრიარქი

სულთმოფენობის წინა დღეს, საქართველოს პატრიარქი ლოცვებს აღავლენს. აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „სულთმოფენობის წინა დღე, მიცვალებულთა დიდი დღეა და ამ დღეს მართლმორწმუნენი განსაკუთრებულად იხსენებენ გარდაცვლილ ახლობლებს. ჩვენც, ჩვენის მხრიდან, აღვავლენთ ლოცვებს მართლმადიდებლობით აღსრულებულ ჩვენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დამაშვრალთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდ-პანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლადშესვენებულთათვის. ერთხელ კიდევ გულისტკივილით, ასევე, ვიხსენიებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს განსაცდელში მყოფი უკრაინელებისთვის და შეეწირნენ სისხლისმღვრელ ომს. ღმერთმა აცხოვნოს მიხეილ თევდორაძე, გიორგი ქააძე, ილია (ვანო) ჩოხელი, სერგო ლისიხი, მიხეილ მაზანაშვილი, დავით ქუჩუკიანი,…

მეტი...

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს უნდა მოუარონ და შესაძლებელია ელექტრო სამაჯურიც გამოიყენონ

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რთულია და შესაძლებლად მიაჩნია მისი პატიმრობა ელექტრო სამაჯურის გამოყენებით. აღნიშნულ თემაზე სალომე ზურაბიშვილმა  „ფრანს 24“-თან ინტერვიუში ისაუბრა. „რამდენიმე რამეს ვაკეთებ, რათა ეს სიტუაცია შევამსუბუქო, თუმცა ზიანი რომელიც დადგა, მიყენებულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. მისი შეწყალება-არშეწყალება ამ ზიანს რეალურად არ ცვლის. მას უნდა მოუარონ,  ისევე, როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომლების შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც მოსალოდნელია ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მეტი...

დაკავებული უფლებადამცველი გაათავისუფლეს

წუხელ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაკავებული ადვოკატი და უფლებადამცველი  შოთა თუთბერიძე თავისუფალია. მისი დაკავება პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მოხდა. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ადვოკატის დაკავება იმიტომ მოხდა, რომ მას საპროტესტო ბანერი ჰქონდა გაშლილი.

მეტი...

პარლამენტთან სამი უფლებადამცველი დააკავეს

არასამთავრობო სექტორი პარლამენტთან დაკავებული უფლებადამცველების გათავისუფლებას ითხოვს. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული. „მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაკავებულების შესახებაც. მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 1 ივნისს, პოლიციამ ბექა გრიგორიადისს, ლაზარე გრიგორიადისის მამას, პარლამენტის წინ…

მეტი...

სახალხო დამცველი გუშინდელ დაკავებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,  იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა…გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და…

მეტი...