ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს – პენტაგონი

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს, – ამბობს პეტაგონის პრესმდივნის მოადგილე, საბრინა სინგი.

,,ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს პარტნიორებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რათა გააგრძელოს მხარდაჭერის მიღება უკრაინაში ომისთვის. და, თქვენ იცით, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს”, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, თუ რა სახის იარაღს იღებდა რუსეთი, სინგმა აღნიშნა, საუბარია სხვადასხვა იარაღის მიწოდებაზე.

მსგავსი თემები