,,ვენეციის კომისია პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონი!”- თინა ბოკუჩავა

დღეს რუსული ოცნება ევროპელ ქართველ ხალხს ართმევს ევროპულ მომავალს , – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯების  გამო საქართველომ შესაძლოა დაკარგოს  შესაძლებლობა მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ის, ასევე შეეხო ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონს  უკავშირდება.

„ეს დასკვნა არის უკიდურესად მძიმე. ვენეციის კომისია პირდაპირ მოგიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი! მოწოდება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი – არ უნდა მიიღოთ ეს კანონი, რადგან ის ვერ აკმაყოფილებს  ევროპულ კანონმდებლობას, ვერ მოახდენს დეოლიგარქიზაციას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, ეს ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის შესრულებად და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული – ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

მსგავსი თემები