რუსეთმა ხერსონის ერთ-ერთ სოფელში ეკლესიის ტერიტორია დაბომბა – დაიღუპა სასულიერო პირი

რუსეთის ძალებმა  ხერსონის რაიონის სოფელ ბელოზერკაში მდებარე ეკლესიის ტერიტორიაზე დარტყმა განახორციელეს. შემთხვევის შედეგადა 72 წლის მღვდელი დაიღუპა, 76 წლის ქალი კი დაშავდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით 11:40 საათზე ოკუპანტებმა ბელოზერსკის ტერიტორიული თემის სოფელი დაბომბეს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი განმარტავს, რომ რუსეთის იერიშის შედეგად ბელოზიორკაში დაზიანებულია ოთხი საცხოვრებელი სახლი, ფოსტა, ადმინისტრაციული შენობები, ცენტრალური მოედნები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

მსგავსი თემები