„ახალი ნაცისტები, ტროცკისტები და ლენინის მიმდევრები გამოგვიჩდნენ,  ვითომ საქართველოზე ზრუნავენ“ – მეუფე იაკობი

„ვინც არ უნდა შეგვიტიოს, ჩვენ მონები არასდროს ვყოფილვართ და მაინც თავისუფლები ვართ“ – აღნიშნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა ქადაგებისას. მეუფე იაკობის თქმით, თუ ადამიანები ეკლესიაში არ მიდიან, ქართულ ტრადიციებს მაინც არ უნდა ებრძოდნენ. „წუწუნი არ უნდა ვიცოდეთ, ღმერთს უნდა დავანახოთ ჩვენი გული და მივაღწევთ. დღეს შეხედეთ რა ხდება, საქართველოში მაცხოვრებლებზე ვლაპარაკობ, ღვთის სახელით რომ საუბრობენ, ქალები ქალებს გვანან? წმინდა ნინოს, ქეთევან დედოფალს, თქვენ გვანან? ალბათ ნადეჟდა კრუფსკაიას გვანან რაღაცით, ისევე, როგორ კაცები. იმასაც დააბრკოლებდენ – სერგო ორკჯონიკიძეს და ბორის ძნელაძეს, ისე იქცევიან. როგორ დაამთავრეს იმათ სიცოცხლე კი ვნახეთ. ახალი ნაცისტები, ტროსცკისტები და…

მეტი...

„დავით აღმაშენებელი მოზამბიკში რომ ყოფილიყო, გვექნებოდა ასეთი სიყვარული? – მეუფე იაკობის ქადაგება

„რაღაც არის ჩვენში ისეთი, რომ ღმერთი გვინახავს. რა გვაქვს სხვა ერებზე საყურებელი და რატომ უნდა შევნატროდეთ – საჭმლის გამო? სასმელის გამო? საოცარი ერია ქართველი ერი. პანდემიის დროს ყველამ დაკეტა ეკლესია, აბსოლუტურად ყველამ. ჩვენ ქრისტემ დაგვიფარა, მთელ ქვეყნიერებაზე საშინელი მდგომარეობაა“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგებისას. ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, სადაც ღმერთია იქ მშვიდობაა, სადაც ღმერთს დაშორდებიან იქ მოიწევენ არამშვიდობიან პერიოდს. „ყველა ღვთის მსახური ვართ, მაგრამ მღვდელმსახური ყველა არ ვართ. როგორც ჭამა გჭირდება ადამიანს ყოველდღიურად, ისე გჭირდება სულიერი კვება და ეს არის ზიარება. უფალს ყველაფერი შეუძლია. კაცისგან შეუძლებელი უფლისგან არის ყოველთვის შესაძლებელი. ადამიანს…

მეტი...

„ღმერთისგან მოვდივართ და არა შიმპანზეებისგან, ნუ ვიქნებით ჭინკებივით“ – მეუფე იაკობი  

„ჩვენ ხომ არ ვიძახით დიდება პარტიას, ჩვენ ყოველთვის ვიძახით, დიდება უფალს“ – აღნიშნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა ქადაგებისას და დასძინა, რომ საქართველო არავის მონა ყოფილა და არც იქნება. „ვინც არ უნდა შემოგვიტიოს, ჩვენ მაინც თავისუფლები ვართ, ჩვენ მონები არასდროს არ ვყოფილვართ. სამწუხაროდ, რუსეთის ორსაუკუნოვანმა მართვამ, მანამდე ირანი, თურქეთი, ვინ არ იყო, მონღოლი, ბიზანტია იყო, ვინ არ შემოდიოდა, ისეთ გზა გასაყარზე ვიყავით, ყველა შემოდიოდა, გვიქნეს რამე? დავრჩით ქართველებად! დავრჩით ღვთის მადიდებლებად. ჩვენ ხომ არ ვიძახით დიდება პარტიას, ჩვენ ყოველთვის ვიძახით, დიდება უფალს“ – იქადაგა მეუფემ. როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, ემიგრაცია უნდა შეჩერდეს და მოქალაქეები…

მეტი...

რიკოთის ფერდი ისევ იშლება, თუმცა აქტიურად ამაგრებენ (ვიდეო)

რიკოთის უღელტეხილზე აქტიური წვიმიანი დღეების ფონზე, ფერდის ჩამოშლის საშიშროება ისევ არსებობს. ამ ეტაპზე, კლდის მასის გამაგრების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერდის ნაწილი სპეციალური ჯებირებითაა გამაგრებული. გამაგრების სამუშაოები მთელ პერიმეტრზე გრძელდება. რა ვითარებაა რიკოთის უღელტეხილზე?! (ვიდეო)

მეტი...

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, მისი ინტერესთა ზონიდან საბრძოლო ხომალდები გაიყვანოს

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აშშ-სთან დიალოგს ითხოვს. როგორც ლი შანფუ აცხადებს, საერთო ენის გამონახვა აუცილებელია, რომ  ვითარების დაძაბვა არ მოხდეს. „ჩინეთი ისწრაფვის აშშ-სთან დიალოგი აწარმოოს. ვაშინგტონთან ღია  კონფლიქტი მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული იქნება.   განსხვავების მიუხედავად, ქვეყნებმა უნდა გამონახონ საერთო ინტერესები“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მან ერთი შემთხვევაც გაიხსენა, რომელიც ახლახან მოხდა. კერძოდ, როგორც ლი შანფუმ აღნიშნა, ჩინეთის საბრძოლო ხომალდი კინაღამ შეეჯახა ამერიკულს, რომელიც ტაივანის სრუტეში, კანადასთან ერთად წვრთნებში მონაწილეობა და წყლებში აშშ-ის და კანადის ყოფნას პროვოკაცია უწოდა. მისი შეფასებით, თუ აშშ-ს კონფლიქტის დაძაბვა არ სურს, ჩინეთის ინტერესთა ზონიდან საბრძოლო ხომალდები უნდა გაიყვანოს.…

მეტი...

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „კადიროველები“ საქართველოში გადაადგილდებიან

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ფოტოები და ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია რუსულ ნომრიანი ძვირადღირებული ჯიპების კოლონა, რომელსაც დაცვა მიყვება და რომელიც საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაადგილდება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული მანქანით ჩეჩნები გადაადგილდებიან, კერძოდ კი რამზან კადიროვის „ხალხი.“  ოფიციალური განცხადება, ვინ არიან რუსული სანომრე ნიშნებით შემოსულები, რომელთა გადაადგილება საკმაოდ თვალშისაცემია, არ გაკეთებულა. კოლონა დააფიქსირეს როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ურეკში, ყაზბეგსა და სხვა ქალაქებში. ადამიანები, ვინც აღნიშნული მანქანებით გადაადგილდებიან, იარაღებითაც პოზირებენ.

მეტი...

„როგორ ხარ ჩემი ან პარტნიორი, ან მეგობარი თუ წახვალ-წამოხვალ და რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ” – მეუფე იაკობის ქადაგება

„ამერიკაზე და ევროპაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ დღეს მტერი ვინ არის? ვისაც დაპყრობილი ვყავარ და ის ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ თავისუფალი გავხდე“ – აღნიშნა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სადღესასწაულო ქადაგებისას. მეუფემ  მეგობრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასწორია როცა ამბობენ ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია-ო. „არასწორი გამოთქმაა: „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“-ო. დღეს შეიძლება, ჩვენი ძველი მტრები ჩვენი მტრები არ იყვნენ, იმპერიები ყოველთვის შემოდიოდნენ საქართველოში და იბრძოდნენ.  მარტივად გეტყვით ამის მაგალითს. ძალიან დიდი ხანი ვიყავით სპარსელების დაპყრობილი, შემდეგ რაღაც პერიოდი ოსმალეთის იმპერიამაც დაგვიპყრო, ერთმანეთში ომობდნენ და მაშინ, რომელიმე ჩვენი მეგობარი იყო? ხომ,…

მეტი...

ერდოღანის ახალ მთავრობაში საგარეო და თავდაცვის მინისტრები არ იქნებიან – რა ცვლილებებია თურქეთის ხელისუფლებაში?!

თურქეთის პრეზიდენტმა ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობის შემადგენლობაც შეცვალა. ახალ მინისტრთა კაბინეტში მოქმედი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ მიხვდნენ. მინისტრთა კაბინეტში კიდევ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჰაკან ფიდანმა დაიკავა. მან  მევლუთ ჩავუშოღლუ ჩანაცვლა. ახალ კაბინეტში ვერ მოხვდა თავდაცვის მინისტრიც. ქვეყნის თავდაცვის უწყებას გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი,  გენერალი იასარ გულერი უხელმძღვანელებს. ფინანსთა სამინისტროს კი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ყოფილი ბანკირი, მეჰმეთ სიმსეკი ჩაიბარებს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას განვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჯევდეთ ილმაზი დაიკავებს. სხვა მონსტრები ერდოღანმა უცვლელად დატოვა.  

მეტი...

უკრაინაში რუსეთის მორიგ შეტევას 2 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. დარტყმა დნიპროში, დასახლებულ უბნებზე განხორციელდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპა 2 წლამდე ბავშვი, დაახლოებით 22 ადამიანი კი დაშავდა – ზოგი მსუბიქად, ზოგიც შედარებით მძიმედ. დნიპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი შენობიდან ამოყვანილია.  

მეტი...

აქციაზე დაკავებული 6 ადამიანიდან 3 გაათავისუფლეს

ბათუმში, 3 ივნისს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 6 ადამიანიდან 3 უკვე თავისუფალია. გათავისუფლებულები არასრულწლოვნები არიან. რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს – მირდატ ქამადაძეს, ლევან გორგილაძესა და თამაზ მახარაძეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელის შევიდა.  როგორც დაკავებულთა თანაგუნდელები აცხადებენ, დაკავების მიზეზი წარწერა – Говорит Москва გახდა.

მეტი...

გერმანელი აქტივისტები უკრაინითვის იარაღის მიწოდებას აპროტესტებენ

გერმანელმა აქტივისტები უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააპროტესტეს და ბერლინში, გერმანიის კანცლერს „ომის წამქეზებელი და გამამაწვავებელი“ უწოდეს. ამ გზით, აქტივისტები შეეცადნენ კანცლერ შოლცისთვის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. ოლაფ შოლცი, ბერლინში  ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა, სადაც უკრაინის საკითხზე საუბრობდა. აქტივისტები კი მას „მატყუარას,“ „ომის გამამწვავებელს“, „ომის წამქეზებელს“ უწოდებდნენ. „ომის გამამწვავებელი პუტინია. ის 200 000 ჯარისკაცით შეიჭრა უკრაინაში. პუტინს უკრაინის განადგურება სურს“, – აღნიშნა შოლცმა მათ საპასუხოდ და დასძინა, რომ რუსული აგრესიული ომის დასამარცხებლად უკრაინას დახმარება სჭირდება. ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს, რომ აქტივისტები, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ, რუსი ეროვნების მოქალაქეები ყოფილიყვნენ.

მეტი...