,,ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს!“ – გიორგი გახარია

ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, – ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, “ასტორია გრანდეს” შემოსვლა. როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს. „ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბათუმში განვითარებული მოვლენებიც – „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება – „ოცნების“ მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია. ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს!“,- წერს გახარია „ფეისბუქის“ გვერდზე.

მეტი...

,,ქართველებმა უნდა აირჩიონ ან რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა ან ახალი მთავრობა” – კინზინგერი

“საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს 1) დათანხმდეს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას 2) სჭირდება ახალი მთავრობა”, – ამ განცხადებას ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ავრცელებს. კინზინგერი ბათუმის პორტში რუსული ლაინერის დაბრკოლების გარეშე შემოსვლას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მთავრობა ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის. ,,როგორც ადამიანი, რომელსაც ოდესღაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, ვწუხვარ, რომ დღეს ისინი ავტორიტარიზმისკენ მიილტვიან და თავიანთ ხალხს იმედს უცრუებენ. საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს 1) დათანხმდეს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას 2) სჭირდება ახალი მთავრობა”- წერს კინზინგერი.

მეტი...

,,საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს” – მიხეილ სააკაშვილი

“საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს”. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და 30-31 ივლისს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ”როცა ჩვენ რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, საუბარი იყო ასეულობით – მაქსიმუმ ათასობით ადამიანზე და ისინი იფილტრებოდნენ. მაშინ საქართველოს საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშები, ახლა შემოდის მილიონობით. ამათ 11 წელიწადში არ დაუკავებიათ არცერთი ჯაშუში. საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

გერმანიაში მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცს მიგრანტები ფურგონით გადაჰყავდა. ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გორლიცის მახლობლად ჩაატარეს. დაკავებულია 43 მიგრანტი – თურქები და ავღანელები, მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები. საქართველოს დაკავებული მოქალაქის საქმეს მოგვიანებით მაგისტრი მოსამართლე განიხილავს.

მეტი...

“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!” – აქცია პარლამენტთან

“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!”, – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა “ჯიუტი”, “ტალღა” და სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ არიან. აქციას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც რუსული საკრუიზო ლაინერით ბათუმში რუსების შემოსვლას აპროტესტებენ. ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ.

მეტი...

რუსული გემი ბათუმის პორტს პროტესტის ფონზე ტოვებს

რუსული საკრუიზო ლაინერი “ასტორია გრანდე” ბათუმის პორტს პროტესტის ფონზე ტოვებს. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეები შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე გააცილეს. ადგილზე პოლიციელების მობილიზებაა. რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. რუსებმა ლაინერი დატოვეს. ისინი პოლიციამ ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას ჯამში 23 პირი დააკავა.

მეტი...

„არანაირი დათმობა, ამ კუთხით, არ იქნება. არც არის სწორი და ვერც ვხდები, რა უნდა დავთმოთ?!” – ზურაბ აზარაშვილი

„ჯერ კიდევ წინა წლის დასაწყისში, როდესაც სამინისტროში მოვედი და სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში, არ არსებობდა რეანიმაციის არანაირი სტანდარტი, თუნდაც, ერთ ფურცელზე დაწერილი, იქნებოდა ექიმებისა და ექთნების რაოდენობა, ინფექციის კონტროლი, თუ – სხვა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე, სამინისტრომ, მუშაობა მაშინვე დაიწყო და 6-7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საკითხის განხილვა, ცვლილებების დამტკიცებიდან ამოქმედებამდე კი, სექტორს, მოსამზადებლად, დაახლოებით, 1 წელი ჰქონდა. „არანაირი დათმობა, ამ კუთხით, არ იქნება. არც არის სწორი და ვერც ვხდები, რა უნდა დავთმოთ?! რეანიმაციაში სულ რამდენმე პრინციპული საკითხია, რომლებიც ეხება…

მეტი...

„ჩვენს მიერ შერჩეული კლინიკები, სრულად ფარავს ბავშვთა ონკოლოგიის ნებისმიერ მიმართულებას” – ზურაბ აზარაშვილი

„ჩვენს მიერ შერჩეული კლინიკები, სრულად ფარავს ბავშვთა ონკოლოგიის ნებისმიერ მიმართულებას, გამოჯანმრთელების შანსები კი მაქსიმუმამდეა აყვანილი“. აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტი,ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის ხარისხიან ჯანდაცვას უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე. „ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დავიწყეთ. ეს შეეხებოდა, როგორც ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის შექმნას, ისე კლინიკის შექმნამდე, ბავშვების სრულყოფილ მკურნალობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნული სამი ქვეყანა, ჩვენ გამოცდილებისა და ხარისხის მიხედვით…

მეტი...

საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს – დათანხმდეს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას ან სჭირდება ახალი მთავრობა – კინზინგერი 

ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ან უნდა აირჩიოს – დათანხმდეს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას ან ახალი მთავრობა სჭირდება. ,,როგორც ადამიანს, რომელსაც ოდესღაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, ვწუხვარ, რომ ისინი დღეს ავტორიტარიზმისკენ მიილტვიან და თავიანთ ხალხს ამცირებენ. საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს: 1. დათანხმდეს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას ან 2. სჭირდება ახალი მთავრობა,”- წერს კინზინგერი. ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეტი...

ვიმედოვნებ, ჩინეთში ჩემი ვიზიტი იქნება ტრამპლინი უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს საქართველო არის საინვესტიციო დანიშნულება, სადაც შესანიშნავ ბიზნეს კლიმატს შემცირებული რისკები ახლავს, დაბალი საოპერაციო ხარჯებით, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობითა და ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზრებზე თავისუფალი სავაჭრო წვდომით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არის ნამდვილი სავაჭრო ცენტრი ევროპასა და აზიას შორის და რეგიონის წამყვანი ეკონომიკაა ზრდის თვალსაზრისით. ,,ძვირფასო მეგობრებო, დღეს საქართველო არის საინვესტიციო დანიშნულება, სადაც შესანიშნავ ბიზნეს კლიმატს შემცირებული რისკები ახლავს, დაბალი საოპერაციო ხარჯებით, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობითა და ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზრებზე თავისუფალი სავაჭრო წვდომით. ჩემი ქვეყანა არის…

მეტი...

,,საქართველო კვლავ სხვა მხარეს მიდის”- ვიოლა ფონ კრამონი

,,მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მხარეს მიდის,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს. ევროპარლამენტარი  საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას  ეხმაურება. ,,მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მხარეს მიდის. რუსების დახმარება სანქციებისგან გვერდის ავლაში, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან – ეს ყველაფერი ევროპისკენ სწორ მიმართულებას გავს”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მეტი...

,,ადრე ტურიზმი იყო ზეიმი, ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი”- მიხეილ სააკაშვილი

ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი. ადრე ბოჩელი, სტინგი, ხულიო და ენრიკე იგლესიასები, ახლა დიმა კალდუნი, საფონოვი, ტრიფონოვი და ა.შ. მე კიდევ ციხეში მაკარგვინებთ დროს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,ვეთანხმები გვარამიას,  მოპასუხის რეჟიმიდან საჭიროა შეტევით მოქმედებებზე გადასვლა!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ინტერვიუს ეხმაურება. ,,ვეთანხმები ნიკა გვარამიას, რომ მოპასუხის რეჟიმიდან საჭიროა შეტევით მოქმედებებზე გადასვლა!” – წერს მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ ”ფორმულას” ეთერში განაცხადა: ”ჩვენ ვართ მოპასუხეების რეჟიმში და მოპასუხეები მე ვფიქრობ, ფინიშამდე პირველები ვერ მიდიან, ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან არიან. ან ისე უნდა უპასუხო, რომ წააქციო მოწინააღმდეგე, ჯერჯერობით ეს ვერ შევძელით”.  

მეტი...

მე-3 დღეა, ოკუპირებულ გალში 28 წლის ქალს ეძებენ

ოკუპირებულ გალში მესამე დღეა 28 წლის ნათია ბახტაძეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გოგონა ბოლოს 28 ივლისს ნახეს. ის სახლიდან 17:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. დაწყებულია გამოძიება, ოჯახი და ახლობლები ფიქრობენ, რომ ქალი ეთნიკურად აფხაზმა გაიტაცა.

მეტი...

ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის – ოთარ შამუგია

დღეს გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების შესახებ, ორ ქვეყანას შორის. ეს დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე. „ხაზი მინდა გავუსვა პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტს. თქვენ იცით, რომ შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, გაფორმდა მემორანდუმები სხვადასხვა მიმართულებით. დღეს გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების შესახებ, ორ ქვეყანას შორის. ეს დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე…

მეტი...

,,დღესდღეობით საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში”- ირაკლი ღარიბაშვილი

ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისითქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით. ,,ეფექტური და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებამ და ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ მიგვიყვანა ხელშესახებ შედეგებამდე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი რთული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი გააჩნია და გლობალური ეკონომიკური ვარდნის პირობებში უწევს ცხოვრება, საქართველომ აჩვენა გამძლეობა…

მეტი...

,,დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას”- ირაკლი ღარიბაშვილი

მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს – ორივე ერი ატარებს მდიდარ ისტორიას და ღირებულებებს, რაც ხაზს უსვამს სტუმართმოყვარეობას, ოჯახის სიწმინდეს და ტრადიციების პატივისცემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას. ,,ჩინეთის მსგავსად, საქართველოც ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მდიდარი ისტორიით და კულტურით. ჩემი ქვეყანა სტრატეგიულად განლაგებულია მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, წარმოადგენს როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელ ნაწილს, ასევე დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის.…

მეტი...

აღმაშენებლის ხეივანზე, მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა

აღმაშენებლის ხეივანზე, დიდი დიღმის გადასახვევის მახლობად, მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე მოძრაობა შეფერხებულია. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია უცნობია. ადგილზე სამართალდაცველები იმყოფებიან.  

მეტი...

,,ეტყობა, ახლა ბათუმში ისვენებენ და იქ უფრო ადვილია, დადგან სპექტაკლი”- ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ბათუმში რაც ხდება,  ორმაგი სტანდარტის დემონსტრირებაა. „მათი ლიდერი სახმელეთო საზღვარზე ეპატიჟებოდა, როცა ჯერ კიდევ რუსების მიერ დაბომბილ ჩვენს სახლებს ბოლი ასდიოდა, ჩვენი ბიჭების ცხედრები ისევ ბრძოლის ველზე იყო დაყრილი და ესენი კიდევ ეპატიჟებოდნენ რუსებს საზღვარზე. ეს როგორ არის?!  გემით შემოვა თუ ლარსის ხეობით ავტომობილით რა განსხვავებაა? თუ ჰგონიათ, ვინც ლარსიდან შემოდის, ყველა ისე ფიქრობს, როგორც ჩვენ გვაწყობს? სააკაშვილი და მაშინდელი „ენჯეოშნიკები“ ერთად ეპატიჟებიდნენ რუსებს. აი, ქალბატონი ლიაკა, რუსული ფულით რომ ფინანსდება, ახლა რომ ვაშაძე გაემიჯნა. ვაშაძე რომ გაგემიჯნება, წარმომიდგენია, რა პოლიტიკოსი…

მეტი...

,,ერთ-ერთმა დაკავებულმა ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე”- სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა,პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა. ,,საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2023 წლის 31 ივლისს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე) მუხლებით, ცხრამეტი პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი უკრაინის მოქალაქე. სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ. მ.-მ…

მეტი...

,,ტურიზმი ვითარდება და გაუგებარია, მსგავსი ტიპის გამოხატული აგრესია კონკრეტული ადამიანების მისამართით”- ილია დარჩიაშვილი

მინდა, მოვუწოდო იმ ხალხს, ვინც თავისი ქმედებებით თუ განცხადებებით ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, გაუგებარია, რა განსხვავებაა თვითმფრინავით თუ გემით ჩამოსულ ვიზიტორებს შორის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით ხელი შეეშალოს, ტურიზმი არ განვითარდეს და მოხდეს დესტრუქცია. „ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, ტურიზმი ვითარდება და გაუგებარია, მსგავსი ტიპის გამოხატული აგრესია კონკრეტული ადამიანების მისამართით. მეორე მხრივ, საქართველო, როგორც არაერთხელ ითქვა, შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო სტანდარტთან. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსულიყოს მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით ან…

მეტი...

კრივი-რიჰში, სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას კორპუსის ფასადი ჩამოინგრა

რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა.უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა – არიან დაღუპულები

მეტი...

ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს

ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეტი...

,,არ მგონია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებული იყოს”- კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტი

საკრუიზო ლაინერ  Astoria Grande-თი ჩამოსული რუსი ტურისტი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი საქართველო არაა. მისი თქმით, საქართველო და რუსეთი კარგი მეგობრები არიან. ,,ჩვენ რუსეთიდან ვართ, ნოვოსიბირსკიდან. საქართველო და რუსეთი კარგი მეგობრები არიან, აქ ვისვენებთ, საქართველო მოგვწონს, აქ კარგი ხალხია. ეს მხოლოდ მცირე ჯგუფები, ნაცისტები, რომლებსაც ომი უნდათ. ცუდი ადამიანები ყველგან არიან, ცუდი ერები არ არსებობენ, არსებობს ცუდი ხალხი. არ მგონია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებული იყოს. რუსეთში საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ. ხალხი აქ ჩამოდის და მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან. აფხაზეთი ვიცი, ოკუპირებული ტერიტორიები არ ვიცი. ჯერ სოჭია, მერე აფხაზეთი, მერე საქართველო. აფხაზეთი…

მეტი...

,,ბრალდებული 32 მოქალაქის კუთვნილ 81 815 ლარს დაეუფლა”- დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სამოგზაურო ტურების ორგანიზებას სთავაზობდა. ის დაინტერესებულ მოქალაქეებს ცრუ დაპირებას აძლევდა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ავიაბილეთების შეძენას და ასევე სასურველი სასტუმროების შერჩევას და დაჯავშნას უზრუნველყოფდა. ბრალდებული მეტი დამაჯერებლობისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა სასტუმროების ფოტოებს აჩვენებდა და თითქოსდა შეძენილი ავიაბილეთების მონაცემებს უგზავნიდა, რითაც მათ კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდა. ამ გზით ბრალდებული 32 მოქალაქის კუთვნილ 81 815 ლარს დაეუფლა.…

მეტი...

„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?”- კახა კალაძე

„რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, 2008 წლის ომიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დათბობას ცდილობდნენ. „სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით ეს წლების განმავლობაში იყო შესაძლებელი, არსებობდა პირდაპირი ფრენებიც. ასევე, შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ და რამდენიმე საათი დაჰყონ საქართველოში, დახარჯონ თანხა. საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. რასაც დღეს ვხედავთ, არის ფარისევლობა იმიტომ, რომ…

მეტი...

,,პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და დაიცავს ყველას, იქნება ის რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ამერიკის მოქალაქე”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მთავარია, ყველამ დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია. ამის შესახებ კახა კალაძემ ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ მედიას განუცხადა. „საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. პრობლემას ვერ ვხედავ. ჩამობრძანდნენ, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას კანონი. დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, საქართველოს პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და იცავს საქართველოში მყოფ…

მეტი...

ჩვენ არ გვყავს ბატონები, არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები – კახა კალაძე

ჩვენ არ გვყავს ბატონები, არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, ეს არის კოლექტიური „ნაცების“ აზროვნება და მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ჩვენი ხალხის მიმართ, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას. მისი თქმით, მოსახლეობა ხედავს, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და რამდენად მნიშვნელოვანია ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ. „ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ და გავიგოთ, ეს ადამიანები არიან ამ მსოფლმხედველობის და ვიცით, წლების განმავლობაში როგორი იყო მათი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ, საქართველოს ინტერესები როგორ იყო გათვალისწინებული ყველამ ვნახეთ და გამოიკვეთა კონკრეტულ ქმედებებში. დღესაც ასეა, ვხედავთ…

მეტი...

რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა – არიან დაღუპულები

რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ნანგრევებიდან ამოიყვანეს სამი ადამიანი, მათ შორის 2013 წელს დაბადებული ბავშვი. ,,კრივი-რიჰი. რუსებმა ქალაქს ორი რაკეტა დაარტყეს…ხანძარი გაჩნდა…სამედიცინო დახმარება 10 მოქალაქეს დასჭირდა. შესაძლოა ხალხი ისევ იყოს ნანგრევებში. სამაშველო სამუშაოები გრძელდება”, – აცხადებს  უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო. თავდასხმის შედეგად დაზიანებული ორი შენობიდან ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, ჩართულია 230 ადამიანისგან ადამიანისა და 57 მანქანისგან შემდგარი ჯგუფი.  

მეტი...

„დროს მნიშვნელობა არ აქვს, დარეკეთ“ – გლდანში ავარიის დროს დაღუპული ორსულის ახლობლები განცხადებას ავრცელებენ

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულის, ნა­თია ამა­რი­ა­ნის ახლობლები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავარიის დროს გოგონას ტელეფონი დაიკარგა. „გლდანში რომ ავარია მოხდა, ტელეფონი დაიკარგა. თუ ვინმემ იპოვა, ძალიან გთხოვთ, დამიკავშირდით, როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყოს. 568888133 დროს მნიშვნელობა არ აქვს, დარეკეთ” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის”- პეტრას აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე პროტესტს ეხმიანება. მისი თქმით, კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის. ,,ქართველები აპროტესტებენ ბათუმში მორიგი რუსული კრუიზის ვიზიტს, რომელსაც კიდევ უფრო მეტი რუსი ტურისტი მიჰყავს. კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის,”- წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები თელავში ჩაატარა

მიმდინარე წლის 29 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 97-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 69 ვეტერანი, ხოლო, 28_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; განხორციელდა 140 სამედიცინო ვიზიტი; აქციის ფარგლებში, სამსახურის ბენეფიციარებს, 183 სათვალე, უსასყიდლოდ გადაეცათ; აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი და სამსახურის სოციალურ-საკითხთა…

მეტი...

,,საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი”- კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, როგორც ეს იყო გასული წლების განმავლობაში. „პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ თამაშებზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს „ერთი სარტყელის და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა…

მეტი...

„ქაჯობა” ყველაზე მსუბუქი შეფასებაა”- გია ვოლსკი ბათუმში მიმდინარე აქციაზე

„ქაჯობა” ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა – საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს “ნაცმოძრაობის” ამ აქციაში,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, შეიძლება, გულწრფელადაც არის ვინმე მისული ბათუმის ნავსადგურში ლაინერის შემოსვლის გასაპროტესტებლად, მაგრამ ეს არის ხალხი, ”ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთიდან შემოსულ არა მარტო ტურისტებს, არამედ ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდა”. „ახლა ზუსტად იგივე ხალხი აპროტესტებს, იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერზე არიან ადამიანები, ვინც დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ რუსებთან, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად ყოველთვის მართლები ვიყავით…

მეტი...

,,ეს ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ”- მაჭარაშვილი ბათუმში მიმდინარე აქციაზე

,, ეს ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ”,- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილი ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ,,განსხვავება ვინც შემოდის, ვთქვათ, ავტომანქანით და თვითმფრინავით და გემით, რა არის. ეს იქნება რუსეთის მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა ახსნან. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ როგორმე აქ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი. როდესაც შენ არ გაქვს პრობლემა და არც გქონდა პრობლემა, რომ ვთქვათ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, მათ შორის ეთნიკურად ქართველები ხაზს ვუსვამ, პრობლემა რატომ გახდა,…

მეტი...

არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი – დეგნანი

არ არის მნიშვნელოვანი რას ვფიქრობ მე, მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლებმაც მკაფიოდ აჩვენეს, რომ არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ ისინი მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩი ბათუმის პორტში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. „ამ ქვეყნის გამო ოჯახებია დაყოფილი ხელოვნური ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლებით. არავინ უნდა ელოდეს, რომ საქართველოში მიესალმებიან იმ ქვეყნიდან  ჩამოსულ ხალხს, რომელიც აკავებს საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან ეს რამდენიმე თვე გრძელდება. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო…

მეტი...