,,აბა, სცადონ და არ მისცენ”- ფრიდონ ინჯია კანდიდატის სტატუსზე

“ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სტატუსის მიღება დასავლეთის ინტერესში უფრო შედის.

,,დეოლიგარქიზაციის კანონი, ისევე, როგორც ის 12 მუხლი, ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. და ამას აბამენ სტატუსის მიღებას. მე ასე ვფიქრობ, რომ სტატუსს საქართველოს მისცემენ. და ეს არის 99%. აბა, სცადონ და არ მისცენ. ეს იმათ ინტერესშია უფრო მეტად. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენ საქმეს თუ გავაკეთებთ და გავაგრძელებთ ისე, იმ ეკონომიკურ გარდაქმნებში, იმ ეკონომიკურ კანონებში, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ წინსვლას ქვეყნის, ჩვენ ეს გვჭირდება. რაც შეეხება ევროკავშირს და სხვა სტრუქტურებს, ეს არის გზა, მექანიზმი იმისათვის, რომ საქართველო გამთლიანდეს,”- განაცხადა ფრიდონ ინჯია.

მსგავსი თემები