,,თავიდან პუტინს ვთხოვე, მერე დაჟინებით მოვითხოვე მეგობრულად”- ლუკაშენკო ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება მისი დაჟინებული თხოვნა იყო. მისივე თქმით, იარაღის განთავსება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებისთვის დასჭირდა.

,,თავიდან პუტინს ვთხოვე. მერე დაჟინებით მოვითხოვე მეგობრულად – დამიბრუნეთ ეს იარაღი ახლა ეს ჩემთვის საკმარისია.. რატომ? იმიტომ, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ამ სამყაროში არავის არ უომია ბირთვულ სახელმწიფოსთან. და მე არ მინდა რომ მათ ჩვენ დაგვიწყონ ომი. არსებობს ასეთი საფრთხე? კი და მე უნდა ავიცილო იგი თავიდან”, – განმარტა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები