„მომავალი წლიდან ევრო 5-ის სტანდარტი დაინერგება, ეს აუცილებლად გააუმჯობესებს ავტოპარკს”- ნოე მეგრელიშვილი ”მედიაცენტრ მთავარში”

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და  კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნოე მეგრელიშვილმა ‘‘მედიაცენტრ მთავარში” მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ავტოპარკს გააუმჯობესებს და მავნე ნივთიერების გამონაბოლქვს შეამცირებს. „მომავალი წლიდან ევრო 5-ის სტანდარტი დაინერგება, რაც გარემოს დამცველების მხრიდან ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ევრო 5-ის სტანდარტზე უარესი ავტომობილი საქართველოს ავტოპარკს ვეღარ შეემატება. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედებს ევრო 6-ის სტანდარტი. ეს არის მხოლოდ ერთი საფეხურის ქვემოთ. ეს აუცილებლად გააუმჯობესებს ავტო პარკის, ჩვენს ტექნიკურ მდგომარეობას, ეტაპობრივად გაახალგაზრდავებს მას, რაც,…

მეტი...

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში ცხრქა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. მაღაროელები მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქციას უკვე მერვე დღეა მართავენ. მაღაროელებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინის ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და  შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

მეტი...

,,ჰაერში აზოტის ჟანგეულობის მაღალი კონცენტრაციაა”- რომელია ყველაზე დაბინძურებული უბნები?

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და  კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერში აზოტის ჟანგეულების მაღალი კონცენტრაციაა. როგორც ნოე მეგრელიშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი  დედაქალაქში ფიქსირდება, სადაც დიდი რაოდენობის ავტომობილი გადაადგილდება ყოველდღიურად. ,,ჰაერის დაბინძურების კუთხით ორი პრობლემური დამბინძურებელი –  მყარი ნაწილაკები და აზოტის ჟანგეულები გვაქვს. აზოტის ჟანგეულები პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსტპორტის გამონაბოლქვთან. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება დედაქალაქში, სადაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ავტომობილი გადაადგილდება. იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება, შემდეგ მელიქიშვილზე, პეკინზე, დადიანზე,…

მეტი...

შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული, შეხვედრა ხვალ, 14 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება. დამატებითი დეტალები შეხვედრის შესახებ ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება, მარჯვენა სანაპიროზე დატბორილია 3 600 სახლი”- პროკუდინი

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება. მისი თქმით, 13 ივნისის დილის მდგომარეობით ხერსონის რეგიონში წყალდიდობის საშუალო დონე 2 მ 70 სმ-ს შეადგენს. ,,წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება, 13 ივნისის დილის მდგომარეობით წყალდიდობის საშუალო დონეა 2 მ 70 სმ, რაც 27 სმ-ით ნაკლებია წუხანდელთან შედარებით. მარჯვენა სანაპიროზე დატბორილია 3 600 სახლი 31 დასახლებაში”, – განაცხადა პროკუდინმა. ცნობისთვის, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

,,უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება”- იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება. მისი თქმით, საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. ,,ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან მშვიდობა გვსურს. უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და მრავალი სხვა ქვეყანა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ეს კონტრშეტევა ხელს თუ შეუწყობს უკრაინიდან რუსების გაძევებას, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.  

მეტი...

ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია,  უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი შესთავაზონ – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია,  უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი შესთავაზონ. მისი თქმით, ეს ძლიერ მესიჯს გაუგზავნის პუტინს. „ვფიქრობ, შეიძლება, ელოდოთ ნატო-ს სამიტზე უკრაინის მომავალი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტის ხილვას. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტ პუტინს გაუგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ის უბრალოდ ვერ დაგველოდება, რადგან ჩვენ ყველა აქ ვრჩებით. ჩვენ მტკიცედ ვართ. უკრაინელ ხალხს, ყველა ჩვენგანს სურს მშვიდობა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ის უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

მეტი...

,,ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება იტყუება, თითქოს ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად”- ბუჩუკური

,,ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა თავისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის ფაქტობრივად უპრეცედენტო,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით,  ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე. „გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მომზადებულ ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე პირდაპირ, შავით თეთრზე მიუთითა, რომ ის ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. შესაბამისად, ის არ უნდა იქნას მიღებული. კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა თავისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის ფაქტობრივად უპრეცედენტო. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა: საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების…

მეტი...

,,სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ვინარჩუნებთ და ვაძლიერებთ ჩვენს საოპერაციო დომინანტობას. მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ ბახმუტისთვის, რადგან ჩვენ ამ ზონაში კონტროლს ვზრდით”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინის ძალები წინ მიდიან. ,,სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მტრის დანაკარგები ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში არახელსაყრელი ამინდია და წვიმები ართულებს ჩვენს ამოცანას – ჩვენი მეომრების სიძლიერე შედეგს მაინც იძლევა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია, ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს საბრძოლო ბრიგადებს შესაბამის რაიონებში. მადლობა…

მეტი...

საქართველოს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ეწვევა

საქართველოს აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი ეწვევა. გუბერნატორი საქართველოში მეუღლესთან, მარტი კემპისთან ერთად ჩამოვა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, გუბერნატორი და პირველი ლედი მარტი კემპი უხელმძღვანელებენ ოფიციალურ დელეგაციას  საერთაშორისო მისიით, რომელიც დაიწყება საქართველოს დედაქალაქში, თბილისში და დასრულდება პარიზში, საფრანგეთში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე. ვიზიტის მიზანია განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით. „მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებსა და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო…

მეტი...

კრასნოდარში ნავთობის საცავი იწვის

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში, იაბლუნივის ხიდთან, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ოფიციალურ ხელისუფლებას მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუკეთებია. წინასწარი მონაცემებით, იაბლუნოვსკის ხიდთან ნავთობის საცავი იწვის. თვითმხილველების თქმით, კვამლი რამდენიმე კილომეტრიდანაც ჩანს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი 20 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.

მეტი...

თავდახმა კრივოი როგზე – 3 ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა

რუსეთმა გვიან ღამით კიევს საკრუიზო რაკეტებით შეუტია. რუსეთის ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეეს კრივოი როგზეც. დნეპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით,  ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა. ,,დაშავებულია 25 ადამიანი, მათგან 19 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნანგრევების ქვეშ ისევ ხალხია. პირველიდან მეხუთე სართულამდე ბინები იწვის. ხანძარმა 700 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. მაშველები მუშაობენ”, – აცხადებს ლისაკი. მისივე თქმით, დანგრეული საწყობის ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ ადამიანები იმყოფებოდნენ. მათ მაშველები ეძებენ.  

მეტი...

,,პუტინი აუცილებლად დამარცხდება და ვინც მისი ბრძანებით დამატყვევა და მაწამა, აუცილებლად შერცხვებათ”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ პუტინი აუცილებლად დამარცხდება და ვინც მისი ბრძანებით დაატყვევა, მათ აუცილებლად შერცხვებათ. ,,ძალიან დიდი მადლობა ევროპარლამენტს ჩემდამი მძლავრი მხარდაჭერისთვის. მე ვიმყოფები სრულიად უსამართლო, უსინდისო, სამარცხვინო პატიმრობაში და ვიბრძვი საქართველოს, უკრაინის და საკუთარი თავისუფლებისათვის! პუტინი აუცილებლად დამარცხდება და ვინც მისი ბრძანებით დამატყვევა და მაწამა , იმათ აუცილებლად შერცხვებათ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.  

მეტი...

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული – ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული. როგორც ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული, ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა. „ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, საფრთხე იმისა, რომ კერძო ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის საფრთხე ინდივიდუალური პირის ხელში აღმოჩნდება, გამჭვირვალობის, ლეგიტიმურობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე, შესაძლოა, არსებობდეს თითქმის ყველა ქვეყანაში. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და აამოქმედა ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა შეამციროს ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მსგავსი გავლენის რამდენიმე ადმიანის ხელში კონცენტრაციას მოაქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის.…

მეტი...

13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა. 2015 წელს მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები. ზოოპარკის ბინადართა ნაწილი სტიქიას ემსხვერპლა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზიანდა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა.

მეტი...

უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.  მისი თქმით, საფრანგეთმა გააძლიერა იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება უკრაინისთვის. „ეს შეტევა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვეც კი შეიძლება, გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავხმარებოდით მას ლიმიტების ფარგლებში, რომელიც დავუწესეთ ჩვენს თავს კონფლიქტის დასაწყისიდან“, – განაცხადა მაკრონმა.

მეტი...

ტრამპი ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსადგენად მაიამიში ჩავიდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიამიში ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსადგენად უკვე ჩავიდა.  ტრამპი სასამართლოს წინაშე სამშაბათს უნდა წარსდგეს. ტრამპს ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს. აქედან 31 ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავება. პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის სახლიდან დაახლოებით 13 000 დოკუმენტი ამოიღო  თითქმის 1 წლის წინ, 100 მათგანი გასაიდუმლოებული იყო. მაიამის პოლიციის უფროსის თქმით, ფედერალური სასამართლოს შენობასთან დემონსტრაციებს ელოდებიან და მზად არიან, გაუმკლავდნენ ნებისმიერ პროტესტს, რათა დაიცვან უსაფრთხოების წესები.

მეტი...