„ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან პასუხისმგებლიან ქცევას ელოდება“ – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის განცდებით, საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი მოვალეობა უნდა შეასრულოს და ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას. „ის უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, უნდა შეასრულოს. ის გარემოება, რომ ცესკო-სა და ეროვნული ბანკის შემთხვევაში კანდიდატების წარდგენის დაყოვნებაა, ეს აჩვენებს, რომ ამ მხრივ ქართველი ხალხის მოლოდინები გამართლებული არ არის. ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ქართველი ხალხის ამ მოლოდინს საქართველოს პრეზიდენტი უპასუხებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.  

მეტი...

„საქართველო არათუ ახლა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ შარშან, ივნისშიც იმსახურებდა“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ყველა გაიაზრებს და გააცნობიერებს საკუთარ შეცდომებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო არათუ ახლა,  შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის  სტატუსს. „დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური. სხდომაზე ვნახეთ ევროპარლამენტის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ცალმხრივი, დეზინფორმაციის შემცველი, დამახინჯებული ფაქტებით, კონტექსტიდან ამოგდებული ციტატების წარმოდგენით და ა.შ. მიდგომები, რომელსაც დიდი ხანია, ვაკვირდებით. ჩვენ ეს არაობიექტურობა გვაფიქრებინებს, რა არის ამის უკან მოტივაცია. საქართველოს სტატუსი როცა არ მიენიჭა, შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის  სხდომასთან დაკავშირებით. მისივე…

მეტი...

რუსეთმა წყალში ჩაძირული ხერსონი დაბომბა

კაშხლის აფეთქების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა წყალში ჩაძირული  ხერსონის რაიონი დაბომბეს. ეს კი მაშინ მოხდა, როცა მაშველები   წყალდიდობის შედეგად ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობდნენ, რომლებიც სახურავებზე თუ მაღალ სართულებზე იყვნენ შეფარებულები. ხერსონში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იბომბებოდა ხერსონის სანაპირო ზონები და ქალაქის ცენტრი.

მეტი...

„საქართველოში პოლარიზაცია ძალიან ძლიერია“ – ევროპარლამენტარი

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის  სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ევროპარლამენტარმა იოზას ოლეკასმაც ახსენა და უმრავლესობას ამ პრობლემის მოგვარება ურჩია. „საქართველოში პოლარიზაცია ძლიერია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. მმართველმა უმრავლესობამ უნდა სცადოთ ამ პრობლემის მოგვარება. ერთი მაგალითი შესაძლოა, იყოს ციხიდან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში. მისი შეფასებით, საქართველოს ევროპარლამენტში ძალიან ბევრი მეგობარი ყავს და ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა. „როდესაც ვხედავთ, თუ რა გააკეთა საქართველომ ამ წიგნში, ეს კარგი წიგნია, გილოცავთ, მაგრამ ეს ცოტა ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. არამხოლოდ ვისაუბროთ იმაზე რასაც მიაღწიეთ, არამედ განვიხილოთ პრობლემები, როგორ შევასრულოთ…

მეტი...

„ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ მსოფლიოში, ჩვენ გვყავს რუსეთი“ – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით,  რუსეთმა განზრახ აირჩია განსხვავებული გზა და უარი თქვა ისტორიული განსხვავებების აღმოფხვრაზე. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. „ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ მსოფლიოში. ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რეალურად, დაწყებული საქართველოდან 2008 წლიდან. სწორი იყო იმედი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა ჩვენს ურთიერთობაში რუსეთთან, მაგრამ შემდეგ თანდათან დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც იგი ცდილობდა, აღედგინა გავლენის სფეროები, როდესაც დიდი ერები აკონტროლებენ იმას,…

მეტი...

მხოლოდ ფრინველები გადარჩნენ, ვინც გაფრენა შეძლო

უკრაინაში, ეკოციდის შედეგები უმძიმესია. წყლის საფარი მატულობს, სახლები, შინაური ცხოველები და სულიერი არსებები, წყლის ქვეშ მოექცნენ. გადარჩნენ მხოლოდ ის ფრინველები, ვინც გაფრენა შეძლო. ხერსონში წყლის დონე  5 მეტრამდეა.

მეტი...

„ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს წინ წაიწიოს“ – მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღნიშნული განცხადება ევროდეპუტატმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. „ევროპარლამენტი ახლოდან აკვირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ასევე, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები ხალხის სტატუსსა და უფლებებს. როგორც უკვე ვახსენე, წინა სექტემბერს ჩვენი მისია საქართველოში განსაკუთრებით რელევანტური იყო, ვინაიდან EUMM-იდან კოლეგებთან ერთად შევძელით საოკუპაციო ხაზის მონახულება. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს წინ წაიწიოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის მეშვეობით, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, იმ ხალხისადმი მიწვდომის მცდელობებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ,…

მეტი...

„ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ორმხრივი იყო“ – ევროპარლამენტარი  

ევროპარლამენტარმა ლუკ დევინმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა ცალმხრივი გადაწყვეტილება. „ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი. მას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს. ასე რომ, ცალმხრივად ვერ მიიღებ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩაფრენის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება თავისთავად ორმხრივი იყო“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა. მან შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზეც გააკეთა. კერძოდ იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ნატო-ს გაფართოება იყო. „თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი. პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა მიზეზად მხოლოდ ნატო-ს გაფართოება დაასახელა,…

მეტი...

„ვწუხვარ, რომ ჩვენი მზაობის პასუხად ვხედავ ასეთ მიდგომას – ჭიქა ნახევრად ცარიელია, ვიდრე, ნახევრად სავსე“ – მინისტრი ევროდეპუტატებს

ევროპარლამენტში, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება. სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის გამოსვლას გამოეხმაურა და სამწუხარო დამოკიდებულება უწოდა. „არ შევალ ევროპარლამენტარებთან დებატებში და მოკლედ ვიტყვი: ვწუხვარ, რომ ჩვენი მზაობის პასუხად ვხედავ ასეთ მიდგომას – ჭიქა ნახევრად ცარიელია, ვიდრე,  ნახევრად სავსე. თავს უფლება მივეცი, ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი სამჯერ იყო ნახსენები დღევანდელ გამოსვლებში. უპირველეს ყოვლისა, ქალბატონო თავმჯდომარევ, იმ ციტატასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ ბუდაპეშტში მისი გამოსვლიდან, მსურს, აღვნიშნო,  ეს ციტატა თქვენ მოიყვანეთ კონტექსტის გარეშე. ამ ციტატას წინ უძღოდა ის, რომ პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა…

მეტი...

„შესაძლოა, კეთილი ნების ჟესტი იყოს ბატონი სააკაშვილის გათავისუფლება“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი კოზმა ზლოტოვსკი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში იმართება, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თემას შეეხო. როგორც ევროდეპუტატმა აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება შეიძლება კეთილ ჟესტად ჩაითვალოს. „შესაძლოა, კეთილი ნების ჟესტი იყოს საქართველოს ხელისუფლებისგან ბატონი სააკაშვილის გათავისუფლება.  ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. ის თუ როგორ ეპყრობა მას საქართველოს ხელისუფლება, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს ბევრი ევროპარლამენტარისთვის, – აღნიშნა ევროდეპუტატმა ტრიბუნიდან. მისი შეფასებით, საქართველოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაწილში პროგრესი აქვს თუმცა, დეპოლარიზაცია მაინც პრობლემაა. „დეპოლარიზაცია არის ყველაზე რთული. რას ნიშნავს დეპოლარიზაცია? ჯანსაღი პოლარიზაცია არის დემოკრატიის საფუძველი. ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს, რომ ხალხმა გაიგოს, ვისი არჩევა სურთ, მაგრამ…

მეტი...

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთსა და აზერბაიჯანში ხდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, წყალუხვი სეზონი შესაძლებლობას იძლევა,  ექსპორტზე მეტი ელექტროენერგია გავიდეს, იმპორტი კი შემცირდეს. „წყალუხვობიდან გამომდინარე, მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება ის ვითარება, რაც იყო გასულ წელს. როცა ჭარბი წყალი აქვს ჰიდროელექტოსადგურებს, ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება და ექსპორტზე გატანა. ამ ეტაპზე, ექსპორტი ხორციელდება თურქეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ენგურჰესსა და 15 მცირე და საშუალო ჰესებს გააქვს მათ მიერ გამომუშავებული ენერგია ექსპორტზე და დამატებით შემოსავალსაც იღებენ“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.            

მეტი...

წყლის, დენისა და გაზის ფასი არ შეიცვლება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ”მედიაცენტრ მთავარში” სექტორების რეგულირების შედეგებზე ისაუბრა. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტარიფების ცვლილება არ იგეგმება. დავით ნარმანიამ ქვეყანაში წყალუხვობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას ზრდის. „2022 წელი უდანაკარგო წარმოების და ექსპორტის  წელი იყო, პრაქტიკულად, წყალი არ დაღვრილა. შესაბამისად, უფრო მეტი ენერგია გავიდა ექსპორტზე, ვიდრე იყო წინა წლებში. ექსპორტის მოცულობა გაცილებით დიდი იყო. იმპორტი იყო მინიმალური. ისიც, ძირითადად სისტემის დაბალანსებისთვის. აზერბაიჯანიდან განხორციელდა ბუნებრივი აირის იმპორტი და იმპორტირებული გაზით აწარმოეს იაფი ენერგია“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება…

მეტი...

,,მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის”- ხატია დეკანოიძე ო’ბრაიენის განცხადებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმაურება. ო’ბრაიენის თქმით, აშშ-მა გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, ერთ-ერთი საქართველოა. დეპუტატი ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას მძიმე განაცხადს უწოდებს. ,,ჯიმ ობრაიენის განცხადება, თუ არ იქნება შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის ძალიან მძიმე და პირველ რიგში ეს არის განსაკუთრებით მძიმე რუსეთთან ფრენების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის განცხადებების შემდეგ და ამიტომ ამ კონტექსტში საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ კონკრეტული განმარტებები…

მეტი...

ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე გორის სასამართლომ კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

გორის სასამართლომ ფეხმძიმე ქალის ცემის ფაქტზე კაცს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია qartli.ge ავრცელებს. მედიის ცნობით, პროკურატურის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა ბრალდებულის ადვოკატი, რომლის თქმითაც, მამაკაცი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. პროკურატურის მტკიცებით, კაცმა ქალს თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩაარტყა. კაცს ასევე ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. ადვოკატის თქმით, მისი ინფორმაციით, ქალი თავად დაესხა თავს მამაკაცს და მის თანხმლებ პირს. სასამართლომ  ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.

მეტი...

,,ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თუ ისინი არ იპოვიან გამაერთიანებელს”- თეა წულუკიანი

,,ეს ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თუ ისინი არ იპოვიან გამაერთიანებელს, რომელსაც ექნება ყველას წინაშე აღიარებული ავტორიტეტი,”- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, თავადაც ყოფილა  პოლიტიკურ ოპოზიციაში და გაუვლია ის პრობლემები, რაც ზოგადად ოპოზიციას შეიძლება, ჰქონდეს. „იმ პირობებიდან ვიცი, რომ ოპოზიციის ერთიანობა არის საკმაოდ რთული. ჩვენ მაშინ გაგვაერთიანა ერთმა ლიდერმა, უპირობო ლიდერმა, რომელსაც ჰქონდა მორალური ავტორიტეტი, რომ გავეერთიანებინეთ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ჩემი გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებ, ვიფიქრებდი, რომ ეს ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თუ ისინი არ იპოვიან გამაერთიანებელს, რომელსაც ექნება ყველას წინაშე აღიარებული ავტორიტეტი. ვინაიდან, მათ ასეთი არ ჰყავთ,…

მეტი...

დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. დავით ნარმანიამ საჯარო ლექციის ფარგლებში დეტალურად ისაუბრა ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის შესახებ, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ვალდებულებებზე, ეკონომიკური საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ლიცენზიების გაცემის წესსა და ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე. დავით ნარმანიამ მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, ისაუბრა რიგი მიმართულებებით საქართველოს საგადასახადო სივრცეში რეფორმირების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების ფუნქციებსა და როლს რეგულირებადი სექტორების განვითარების…

მეტი...

რუსეთმა ხერსონი ხალხის ევაკუაციის დროს დაბომბა

რუსეთის ძალები ხერსონს ქალაქის დატბორილი ნაწილებიდან ხალხის ევაკუაციის დროს ბომბავს. ამის შესახებ ტელეგრამში ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსები თავს ესხმიან სანაპირო ზონებს და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს.~ გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საცურაო კოსტიუმებით გამოჩენის გამო დაჯარიმდებიან

1 აგვისტოდან ოკუპირებული აფხაზეთის ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა ადგილებში საცურაო კოსტიუმებით გამოჩენის გამო დაჯარიმდებიან. დამრღვევებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 6 ათასი რუბლის ოდენობით. ე.წ პარლამენტმა  “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”  ცვლილებები უკვე შეიტანა. ცვლილებების განმარტებით ჩანაწერში ნათქვამია, რომ ”ბევრი დამსვენებელი თვლის, რომ თუ ისინი კურორტზე იმყოფებიან, მაშინ არ არის აუცილებელი ყურადღება მიაქციონ მათ გარეგნობას და საკუთარ თავს უფლება მისცენ საცურაო კოსტუმებით სიარული არა მხოლოდ პლაჟებზე ან ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, არამედ ასევე საზოგადოებრივ ადგილებში და კაცები უბრალოდ შორტებით დადიან, მკერდშიშველი.”

მეტი...

„საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. მისივე თქმით, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება  რუსეთის ფედერაციამ მიიღო. „საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. გამორიცხულია, საქართველო ეხმარებოდეს, პირიქით, ბევრჯერ გამოჩნდა, რომ საქართველო არა თუ ვინმეს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, არამედ ეხმარება აღსრულებაში. ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს დახვდა და ცალმხრივად აღუდგინეს უვიზო რეჟიმი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

ფინეთში, 76 წლის კაცი სიჩქარის გადაჭარბებისთვის 121 000 ევროთი დააჯარიმეს

ფინეთში, მულტიმილიონერი ბიზნესმენი სიჩქარის გადაჭარბების გამო, €121,000 ევროთი დააჯარიმეს. ანდერს ვიკლოფი სიჩქარის 32 კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის დაჯარიმდა. ,,მე ნამდვილად ვნანობ ამ საკითხს,” – განუცხადა 76 წლის ანდერს ვიკლოფმა ადგილობრივ მედიას. 76 წლის ბიზნესმენს 10 დღით მანქანის მართვა აეკრძალა.

მეტი...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რეგლამენტში შეტანილი ცვლილების შედეგად პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბების საშუალება პოლიტიკური სუბიექტებისა და დეპუტატების  ფართო წრეს მიეცა. მისივე თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, წესდება და  ჯგუფის შემადგენლობა  შესაბამისობაშია პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებთან. პოლიტიკურ ჯგუფში რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე შედიან.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხს.

მეტი...

პროკურატურამ არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი შშმ პირის და მისი მშობლის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი სოციალური ქსელით პროტესტს გამოთქვამდა  შშმ პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ბრალდებული  სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის მშობელს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და შშმ პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

„ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ, თუ საინფორმაციოსთვის?”- ბრეგაძე პრემიერად სააკაშვილის შესაძლო წარდგენაზე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 2024 წლის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შესაძლო წარდგენის საკითხზე დასმულ კითხვას პასუხობს. მინისტრის თქმით, კითხვა, სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდეს თუ არა საქართველოს პრემიერი და პოლიტიკაში ჩაერთოს, იუმორისტული ჟანრიდანაა. „ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ, თუ საინფორმაციოსთვის? კითხვა, სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა გახდეს თუ არა საქართველოს პრემიერი და პოლიტიკაში ჩაერთოს, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა. უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ასე ვერ მოხდება. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე უცხოელს საქართველოში საარჩევნო ხმა არ აქვს და შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.  

მეტი...

2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება – კახა კალაძე

თბილისის მერმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც ევროპარლამენტარების მისამართით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. კახა კალაძე  მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს უცხოელი მეგობრების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება გამოიხატა. „ახლა გაიგეთ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა? ახლა მოისმინეთ პირველად? მაკრონის განცხადებები არ მოგისმენიათ? სხვა, ჩვენი უცხოელი მეგობრების განცხადებები არ მოგისმენიათ ამასთან დაკავშირებით? ქალბატონ ვიოლას განცხადება არ მოგისმენიათ? რა თქმა უნდა, ევროპულ მომავალზე იყო საუბარი და მოვისმინე. არაერთი განცხადება მაქვს მოსმენილი. ზელენსკის განცხადება გაქვთ მოსმენილი? მესმის, რომ მწარეა სიმართლე და არ სურთ,…

მეტი...

,,ეტყობა, ეს ადამიანი სხვა ქვეყანაზე საუბრობს, საერთოდ აცდენილია რეალობას”- კალაძე კალიურანდზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები რეალობას არ ასახავს. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ მტრები ყავს. „გულწრფელად ვიტყვი: ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და საერთოდ აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ყავს მტრები“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით,…

მეტი...

,,ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს”- ალუდა ღუდუშაური

,,ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. მისი თქმით, რეალურად ქვეყნის მომავლის გასაღები ვისაც აქვს, ეს არის  “ქართული ოცნება. ,,ნაციონალური მოძრაობა” ეუბნება სხვა დანარჩენს, რომ თურმე ხაბეიშვილს ჰქონია გასაღები და რისი გასაღები აქვს ხაბეიშვილს ჩვენ კარგად ვიცით – ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს და ამიტომ აი, იმ გასაღებისთვის რომ ეპატიჟება სხვებს შემომიერთდითო, უფრო მეტად სასაცილო მდგომარეობაში არიან. რეალურად ქვეყნის მომავლის გასაღები ვისაც აქვს, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და ასეთი არის “ქართული ოცნება”,-…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ორ გზას შორის, ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისენ, მეორე მიდის უკან, წარსულში”- კალიურანდი

,,საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ გზას შორის. ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისკენ, მეორე მიდის უკან, წარსულში,”-  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევაში, ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის განხორციელებაში. „როგორც ვთქვი, შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არჩევანი უნდა გააკეთონ ორ გზას შორის. ერთი მიდის ევროკავშირის მომავლისკენ, მეორე მიდის უკან, წარსულში. არჩევანი თქვენზეა. მომავალი თაობის თვალში პოლიტიკური პასუხისმგებლობა თქვენზეა. მესმის, რომ რუსეთთან ბიზნესი კარგია და გასულ წელს…

მეტი...

,,ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან, მთელი ერი შოკირებულია”- მაკრონი თავდასხმაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ეხმაურება. როგორც მაკრონი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, მთელი ერი შოკირებულია. „აბსოლუტურად მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში. ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. მთელი ერი შოკირებულია. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ისევე როგორც მათი ოჯახები და ის ადამიანები, ვინც ადგილზე პირველი მივიდა“,- წერს მაკრონი. შეიარაღებული თავდასხმა პარკში – დაჭრილთა შორის რამდენიმე ბავშვია

მეტი...

შეიარაღებული თავდასხმა პარკში – დაჭრილთა შორის რამდენიმე ბავშვია

არაღებული თავდასხმა საფრანგეთის, ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში – გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა. დაჭრილებს შორის რამდნიმე სამ წლამდე ბავშვია და მათი მდგომარეობა გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულად მძიმეა. ფრანგული მედიის ცნობით, თავდამსხმელი კაცი, რომელიც პოლიციას სირიელ ლტოლვილად გაეცნო, უკვე დაკავებულია.  

მეტი...

აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ – ჯიმ ო’ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ. ეს ქვეყნებია: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი. მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან პროდუქციას სხვა ქვეყნებში, რომლებიც, თავის მხრივ, მასალებს რუსეთში ყიდიან. ,,ძირითადი მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც რუსეთს მისი ომის მანქანისთვის ესაჭიროება, დაუბრუნდა ომამდელ დონეს, რადგან რუსეთი სანქციების გვერდის ავლაში უკეთესი გახდა. ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტრონიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების ხელახალი იმპორტი, დაახლოებით ომამდელ დონეზე, რაც გულისხმობდა ჩიპებს, პროცესორებს და ინტეგრირებულ სქემებს, რომლებიც თანამედროვე…

მეტი...

,,ჩვენი რჩევა იქნება, არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ”- მარინა კალიურანდი

,,ჩვენი რჩევა იქნება, არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად,”- ამ სიტყვებით ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე, უმრავლესობის წევრის, მაია ბითაძის გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ევროპარლამენტარმა კომიტეტზე, სადაც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას განიხილავენ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები გაიხსენა. ,,ევროპარლამენტმა სჯობს საკუთარ თავზე იზრუნოს. რატომ გვკარნახობენ რა გავაკეთოთ. მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ ომში”, – ეს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. თუ გსურთ, ციტატების ორი ფურცელი მაქვს და შემიძლია გავაგრძელო. ყველა ციტატის გაგონება გსურთ? იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის…

მეტი...

არ ველოდები, რომ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს – გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა,  გიული ალასანია გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კვლავ სუსტად არის. ,,მე პირადად გამოვრიცხავ ამას, მე რამდენადაც მისი განწყობა ვიცი, არა მგონია, ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი. მე არ ველოდები, რომ ის აპირებს აქ პოლიტიკაში ჩართვას. მდგომარეობა მისი დიდად არ გაუმჯობესებულია ჩემი ხედვით, არის სუსტად და ველოდებით, რომ გამოკვლევა იქნება დამატებით” – განუცხადა გიული ალასანიამ ტვ პირველს.

მეტი...

დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ვცდილობთ ”მეორე ფრონტის” გახსნაზე დავიყოლიოთ – კალიურანდი

დასავლელი პარტნიორები უკვე დაღლილები არიან ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ საქართველო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე დავიყოლიოთ – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს კრემლის პროპაგანდისტული ხრიკი და  ტყუილია. ,,მეორე საკითხი ის არის, რომ ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროპული ინსტიტუტებიდან და დასავლელი პარტნიორები უკვე დაღლილები არიან საქართველოს მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ საქართველო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე დავიყოლიოთ და ომში ჩავითრიოთ. ეს არის კრემლის პროპაგანდისტული ხრიკი და ეს არის ტყუილი. ჩვენ…

მეტი...

,,საქართველო დღეს ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში”- მარინა კალიურანდი

,,პროგრესი 12 პრიორიტეტის მიმართულებით არის არასრული და ხშირად ზედაპირული. შედეგად, საქართველო დღეს ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში,”- ამის შესახებ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წლების წინ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი იყო. ,,საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება არა იმიტომ, რომ რუსული ჯარების სოხუმიდან განდევნა ვერ მოახერხა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სასამართლო საქმეებია და მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ არის, იმის გამო, რომ არსებობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ძალადობის ფაქტები, იმის გამო, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენას იყენებს დასავლელი…

მეტი...