მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ  წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ კიკეთში მომხდარი  მკვლელობის და  მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ კიკეთში მომხდარი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 17 სექტემბერს, სოფელ კიკეთში, ბრალდებულმა რამდენიმე პირთან იჩხუბა, რის შემდეგაც საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიტანა და ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.…

მეტი...

კახეთში, სტიქიის ზონაში ვითარება უმძიმესია   

გურჯაანში ურთულესი ვითარებაა. ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა მდინარეების და ხევების ადიდება გამოიწვია, რომელმაც ჯებირები გაარღვია და გზაზე მიედინება. მდინარეს მიაქვს ტალახი, ნაგავი, ხის მორები. დამტვრეულია მანქანები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შენობები. ადიდებული ხევი მაგისტრალზე მიედინება. რაც შეეხება სეტყვას, ნათესები, ხეხილი და ვენახი სრულად გაანადგურა. წყალმა რამდენიმე ავტომანქანაც დაფარა, რამდენიმე კი გადაბრუნდა. ვითარება ადგილზე უმძამესია.

მეტი...

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგულირების სააგენტო კლინიკებში სასამართლოს გარეშე უნდა შევიდეს

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების ძირითადი არსი და მიზანი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაში მდგომარეობს, რათა პაციენტების ინტერესები იყოს დაცული“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტოს უმთავრესი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოების დაცვაა და მის აღსრულებას ჯეროვანი მექანიზმები სჭირდება. მინისტრის მოადგილის განმარტებით კანონპროექტში წარმოდგენილია რამდენიმე დამატებითი მექანიზმი,  რეგულირების სააგენტოს საქმიანობას  მეტ ოპერატიულობას შესძენს იმისთვის, რომ შეფასება ჩატარდეს ობიექტური გარემოებების სრული გათვალისწინებით და გადაწყვეტილებაც იყოს ობიექტურ საფუძვლებზე დამყარებული. „დღევანდელი მდგომარეობით სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო…

მეტი...

„როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს, ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება“ – თამარ გაბუნია

„როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საქმიანობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. თამარ გაბუნიას განმარტებით, ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და პაციენტის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია უწყების სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეფექტური, ოპერატიული და  შეფერხების გარეშე მუშაობის საშუალება ჰქონდეს. მისივე განცხადებით, აღნიშნული წარდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. „სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას პაციენტის ინტერესები და უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მუშაობის ისეთივე მექანიზმები, როგორიც საქართველოში 18-ამდე დაწესებულებას უკვე აქვს. მათ არ სჭირდებათ…

მეტი...

კახეთში სტიქია მძვინვარებს

კახეთში, კერძოდ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიას ვერ უმკლავდენიან. მოვარდნილმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ ადგილობრივები სერიოზულად დააზარალა, დაიტბორა ინფრასტრუქტურა, გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, ავტომანქანები. მდინარე ახტალისხევი და ნავთისხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური გზა ნიაღვარმა დაფარა. დაიტბორა ავტომანქანები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. განადგურდა ხეხილი და ვენახი.  

მეტი...

თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

თბილისში, მეტრო “დელისთან” მანქანას ცეცხლი უკიდია. შემთხვევა ამ წუთებში „მედიაცენტრი  მთავარის“ კორესპონდენტმა გადაიღო. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს ელოდებიან.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან სტატუსის მიღების შესაძლებლობა”- გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ევროპარლამენტის მიერ მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მიღებას ეხმიანება. მისი თქმით, სქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი  და  ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ,,მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად. ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი. საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, აქტიურად იმუშაოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე და მიიღოს ყველა ზომა, რომ ერთ დროს ასოცირების…

მეტი...

ევროპარლამენტი მოუწოდებს ნატოს, მიიწვიოს უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად

ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც ნატო-ს წევრებს მოუწოდებენ, დაიწყონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ. რეზოლუციას 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 42-მა კი თავი შეიკავა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სრულუფლებიან წევრობამდე ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, ნატოს მოკავშირეებთან და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი ჩარჩოს შემუშავების მიზნით, რომლებიც უნდა განხორციელდეს ომის შემდეგ. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ინტეგრაცია ნატოში და ევროკავშირში გააძლიერებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და გააძლიერებს კავშირებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის. ამასთან, ევროპარლამენტის წევრებმა მავე რეზოლუციით დაგმეს რუსეთის მიერ…

მეტი...

,,შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა, ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები – “ჯორჯიან მანგანეზის” შეთავაზება გაფიცულ მაღაროელებს

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს და გაფიცულ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტას, მუშაობის განახლებას და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით  ბონუსებისა და ბენეფიტების განსაზღვრას სთავაზობს. კომპანიის ცნობით,  “ჯორჯიან მანგანეზსა” და იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობაზე გადასვლას არ თანხმდებიან, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. ,,კომპანია ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა. კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები. შესაბამისად, კომპანია…

მეტი...

,,ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა”- დავით არახამია

ირაკლი კობახიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას აფასებს. არახამიას თქმით, ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ. ,,დღეს ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. ჩემი შეფასებით, მას კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის წინაშე დგას. ამ ჩამონათვალში უმთავრესი წინაღობა ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთაა. თუ საქართველოს სურს ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, თავისთავად, უმთავრესი ფუნდამენტი თავისუფალი სიტყვის დაცვა უნდა იყოს. ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა. ეს არის პოლიტიკაზე მაღლა მდგომი…

მეტი...

,,პირველივე პროცესზე მოსამართლემ მიზნად დაისახა, რომ საქმის განხილვა სწრაფად დაესრულებინა”- ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ”მედიაცენტრ მთავარში”

ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ”გრინსერვის +”-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადვოკატებს  უფლება ჩამოერთვას სასამართლოში დაცვის მოწმეები წარედგინათ. მისი თქმით, პირველივე პროცესზე მოსამართლემ მიზნად დაისახა, რომ საქმის განხილვა სწრაფად დაესრულებინა. ,,3 თვის განმავლობაში, სასამართლოში იკითხებოდა პროკურატურის მოწმეები 09.06.2023წ პროკურატურამ განაცხადა, რომ დაასრულა ბრალდების მტკიცებულებების წარდგენა შპს ,,გრინსერვის+’’ ის თანამშრომლების და კიდევ 6 პირის ბრალდების საქმეზე. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის გადაწყვეტილებით, ადვოკატებს ჩამოგვერთვა უფლება სასამართლოში წარგვედგინა დაცვის მოწმეები. 2023 წლის 23 მარტს, პირველივე პროცესზე მოსამართლემ მიზნად დაისახა, რომ საქმის განხილვა სწრაფად უნდა დაესრულებინა და…

მეტი...

,,არაფერი დაგვიშავებია, კაცი ხომ არ მოგვიკლავს”- 15 წლის გოგოს იძულებითი ქორწინება მარნეულში

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე გოგონას მამა და  ბიჭი დააკავეს რომელზეც მოზარდს უნდა ექორწინა. დაკავებული ბიჭის დედა აცხადებს, რომ ყველა ოჯახის წევრს სურდა, ”ბავშვი სწორ გზაზე დაეყენებინათ”. ,,არაფერი დაგვიშავებია, კაცი ხომ არ მოგვიკლავს, არ ვიცი რატომ დააკავეს ჩემი შვილი, მისი შვილისთვის ცუდი არ უნდა, ეს ჩვენი პატარა გოგო ბევრს მოსწონდა სკოლაში, აწუხებდნენ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაგვენიშნა ეს დანაშაულია?! არავინ არაფერს არ აიძულებდა, არც სცემდა, თვითონ ეტყვის ალბათ პოლიციას დაკითხვაზე,”- განუცხადა ტვ პირველს დაკავებული ბიჭის დედამ.

მეტი...

ლეპსი და ბასკოვი უკრაინის მფლობელობაში არსებულ თითო განადგურებულ ტანკში 1 მილიონ რუბლს იხდიან

მომღერლები გრიგორი ლეპსი და ნიკოლაი ბასკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების მფლობელობაში არსებულ თითო განადგურებულ ტანკში 1 მილიონ რუბლს იხდიან. იდეის ავტორი ვლადიმერ კისელევი გახდა, რომელსაც ბასკოვისა და ლეპსის გარდა, მომღერალმა იური ანტონოვმა, მომღერალმა ელენა სევერმა და ტელეწამყვანმა იულია ბარანოვსკაიამ დაუჭირეს მხარი. „ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათთან ვართ გამარჯვებაში და წარმატებაში“, – განაცხადა ბასკოვმა. ლეპსის თქმით, არ დაგმობს იმ კოლეგებს, რომლებიც არ მონაწილეობას არ მიიღებენ აღნიშნულ ინიციატივაში. ,,ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ჩვენი საბჭოთა არმიისთვის – ჩვენი რუსებისთვის, მაპატიეთ, ჯარი – ჩვენ გავაკეთებთ გულის სიღრმიდან. თუ ჩვენ შეგვიძლია…

მეტი...

,,21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები”- ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა  და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ინფორმაციას თავადვე ავრცელებს. „დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ, სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის…

მეტი...

,,სალომე სამადაშვილს თუ აჟრიალებს ყველაფერ რუსულზე, რატომ არ ავარდა სცენაზე მაშინ? არ აჟრიალებს”- ირაკლი კობახიძე

სალომე სამადაშვილს თუ აჟრიალებს ყველაფერ რუსულზე, რატომ არ ავარდა სცენაზე მაშინ? არ აჟრიალებს, სინამდვილეში ეს ჟრიალი არის ხელოვნური,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. უმრავლესობის ლიდერმა ბუბა კიკაბიძის მიერ, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, რუსულ ენაზე შესრულებული ”თბილისო” გაიხსენა. ,,ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა, რატომღაც, ამავე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე. რატომ არ აჟრიალებთ? – იმიტომ, რომ ეს ჟრიალი არის ხელოვნური. ბუბა კიკაბიძის მიმართ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პატივისცემას, არაფერ შუაში არ არის აქ, მაგრამ ნაცმოძრაობამ გამართა თავისუფლების მოედანზე აქცია, სადაც…

მეტი...

“მკვლელები”, “რუსები”, “მონებო”- ხმაური  აჭარის უმაღლესი საბჭოსთან

ხმაური  აჭარის უმაღლესი საბჭოსთან – აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძემ ადგილზე შეძახილებით დახვდნენ. “მკვლელები”, “რუსები”, “მონებო”- სკანდირებდნენ პროტესტის მონაწილეები. ოპოზიციის წარმომადგენლებს რიჟვაძესთან ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმესა და აჭარაში შექმნილ მდგომარეობაზე ჰქონდათ კითხვებით. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მეტი...

,,ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი ფსევდოლიბერალებისთვის, გოიმები თავს გრძნობენ “სვეცკებად”- მდინარაძე

,,ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი ფსევდოლიბერალებისთვის, გოიმები თავს გრძნობენ “სვეცკებად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ფსევდოლიბერალებისთვის ქვეყნის მტრობა მეორე მთავარი მიზანია. ,,ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი, თავად ფსევდოლიბერალებისთვის – გოიმები გრძნობენ თავს თანამედროვეებად და ე.წ. სვეცკებად, ეს არის, და დადიან მერე ბედნიერები. ეგ არის თავი და ბოლო მათი ქცევის და მავნებლობა და ქვეყნის მტრობა კიდევ მეორე მთავარი მიზანია მაგათთვის”,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მეტი...

,,ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, შევიწყალო თუ არა”- პრეზიდენტი გვარამიაზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის. „ერთადერთი, როგორც ჩანს, არის ის, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ზეწოლის ქვეშ შეწყალება, რადგან მასზე, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინონ შიგნიდან და მე ამის შესახებ ვისაუბრე ევროპარლამენტში. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ, ვფიქრობ, სამი ათასი პატიმარი გვყავს. მათი ოჯახებიდან, მეგობრებიდან ან გავლენის ჯგუფებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ზეწოლის დაწყება. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც გადავწყვეტ,…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც მისასალმებელია. „ჩვენ ვთქვით, რომ არ შევდივართ პოლემიკაში სალომე ზურაბიშვილთან, არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ასევე ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამას სათანადოდ აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ჩვენ ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც ძალიან მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, ანუ სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მოქმედებს…

მეტი...

კიევის რეგიონში, სატვირთო მანქანამ სამხედროს გადაუარა

15 ივნისის ღამეს კიევის ოლქის პერეიასლავში  უბედური შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად სამხედრო პირი დაშავდა. შემთხვევა ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. 1994 წელს დაბადებული სამხედრო დაშავდა. მას მარცხენა ქვედა კიდურის სრული ამპუტაცია დასჭირდა. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი ბორისპოლ-დნეპრის გზაზე სოფელ მალაია კარატულის მიმართულებით მოძრაობდა. მძღოლმა თქვა, რომ გზაზე დაბრკოლების გადალახვას ცდილობდა, მაგრამ წინა ბორბლებით დაეჯახა მას.

მეტი...

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მოდელის, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე, შალვა იაშვილი სასამართლოდ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა. ცნობისთვის, შალვა იაშვილი პოლიციამ 25 აპრილს დააკავა,  მას ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126  პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  წარედგინა, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მეტი...

,,როცა გამოდის ნაციონალი და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის  აბსოლუტურად ადეკვატური”- კობახიძე

,,როცა გამოდის სისხლიანი ნაციონალი და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის  აბსოლუტურად ადეკვატური,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. უმრავლესობის ლიდერი საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ გუშინდელ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ,,როცა გამოდის სისხლიანი ნაციონალი, ავადმყოფები არიან მართლა, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ლელოელები, კოლექტიური ნაცმოძრაობაა ესეც და ათასი უბედურება იჯდა გუშინ ოპოზიციის მხარეს და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის  აბსოლუტურად ადეკვატური. რა თმენის ვალდებულება? როგორც კი ნაცი დაგიძახებს შენ რუსს და პასუხს არ გასცემს, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი.…

მეტი...

,,შეწყალება არ არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი”- პრეზიდენტი სააკაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხეც ისაუბრა. მისი თქმით, ”ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის”. კითხვაზე, მიუმართავს თუ არა მისთვის პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „მრავალ ადამიანს უთხოვია ჩემთვის პირადად, თუმცა მე მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო. თუმცა, არსებობს სხვა გზები, და თუ არსებობს ზეწოლა, ეს ზეწოლა უნდა იქნას გამოყენებული იქ, სადაც პასუხისმგებლობა დევს და სადაც არის რამის შეცვლის…

მეტი...

,,კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა რესტორანში”- კობახიძე რუბლების გადმოყრაზე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუბლების თავზე გადაყრა, ელენე ხოშტარიამ და დავით კეზერაშვილმა დაგეგმეს. მისი თქმით, ეს  იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში. ,,ეს იყო კოორდინირებული, როგორც თსუ-ში მოწყობილი პროვოკაცია, ასევე გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა არსებითად ორი მიმართულება. ეს იყო კოორდინირებული ჩიქოვანის, კეზერაშვილის ცოლის ძმის და ელენე ხოშტარიას მიერ… ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ თსუ-ში და პარლამენტში, ეს იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში…

მეტი...

ბათუმში ერთი არასრულწლოვანი გააუპატიურეს, მეორეს მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს

TV25 ინფორმაციით,  ბათუმში ერთი არასრულწლოვანი გააუპატიურეს, მეორეს მიმართ კი გარყვნილ ქმედებას ჰქონდა ადგილი. მედიის ცნობითვე, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიას  ფაქტი დაუდასტურ და განუცხადა, რომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.  

მეტი...

რუსეთში შაურმით 62 ადამიანი მოიწამლა

რუსეთში, ირკუსტკის ოლქში 62 ადამიანი შაურმით მოიწამლა. რუსული მედიის ინფორმაციით, სწრაფი კვების ობიექტის მფლობელი დაკავებულია. „ბრატსკში, სწრაფი კვების კაფეს მფლობელი დააკავეს, სადაც მოწამვლის ნიშნებით სამედიცინო დახმარებას 62-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 29 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვი“, – აცხადებენ პრესსამსახურში. მედიის ცნობით,სპეციალისტებმა აღმოაჩინეს დარღვევები სამზარეულოს ტექნოლოგიურ პროცესში, კაფეში საკვების შენახვაში. ასევე, დაწესებულებაში არ არსებობს დასაქმებულთა პირადი ჰიგიენის პირობები. დაწესებულება დროებით დაიხურა.

მეტი...

,,5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა ხოშტარიას, ბათუმში ეძებს ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას” – ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რუსულ რუბლებს ერთი მიმართულება – ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში აქვს. მისი თქმით,”დროას” ლიდერს, 5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა. ,,ხოშტარიას აქვს თავის კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, უნდა რომ სხვა მიმართულება მისცეს რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება – ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. 5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა ცოტა ხნის წინ ხოშტარიას და ამ დღეებშიც გრძელდება თანხების მიღება. ეძებს ოჯახი ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ.”,- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

“ვიდეოჩანაწერები საქმიდან გამქრალია” – ვაკის პარკის საქმის ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარში”

ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ”გრინსერვის +”-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატებმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საქმის დეტალებზე ისაუბრეს. როგორც ლაშა ჩოფიკაშვილმა განაცხადა, საქმიდან ვიდეოჩანაწარები გამქრალია. ,,ვიდეოკამერების ჩანაწერები კონკრეტულ პერიოდებში (12 ოქტომბერი) გაურკვეველი მიზეზებით არ აღმოჩნდა ჩამწერ მოწყობილობაში და შესაბამისად, გაუგებარია ვის მიერ და რა მანიპულაციები ხორციელდებოდა იმ პერიოდში ობიექტზე და ჩამწერ მოწყობილობაზე. სხვადასხვა ვიდეოკამერა სხვადასხვა დროს ითიშება და ფაქტია, რომ ამ დრომდე ეს გარემოება ბრალდებულების საწინააღმდეგგოდ განიმარტება,”- განაცხადა ადვოკატმა ”მედიაცენტრ მთავარში”. “ვიდეოჩანაწერები საქმიდან გამქრალია” – ვაკის პარკის საქმის ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარში”

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ‘’საქართველოს გენერალთა კლუბს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 15 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ “საქართველოს გენერალთა კლუბს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის დამყარდეს მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც უზრუნვეყოფს იმ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რაც დაკავშირებული იქნება ძალოვანი უწყებების განვითარებასა და მომავალ თაობებში უმაღლესი სახელმწიფო წოდების_’’გენერლის’’ პოპულარიზაციასთან; ხელს შეუწყობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ გენერალთა ისტორიის (ბიოგრაფიის) გაცნობას; თადარიგში მყოფ გენერალთა აქტიურ მონაწილეობას და მათი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის საკითხებში; არსებული სამხედრო-ისტორიული და სამეცნიერო პოტენციალის შესწავლაში გენერალთა ჩართულობას; სამხედრო ისტორიის პრობლემებზე სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო-ანალიტიკური პროექტების შექმნაში, განხორციელებასა და მათ რეალიზებაში გენერალთა აქტიურ მონაწილეობას; მომავალი თაობების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიზნით გენერალთა შეხვედრებს მოსწავლეებთან სკოლებში, კადეტებთან…

მეტი...

სემეკმა „რუსთავის წყალი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „რუსთავის წყალი“ 40 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევა. სემეკის ელექტრონულ ჟურნალში შპს „რუსთავის წყლის“ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების განცხადებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანია რიგ შემთხვევებში არღვევდა სემეკის მიერ დადგენილ წესებს. კერძოდ, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურში კომპანია არ ითვალისწინებდა აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს, რის გამოც მრიცხველის შეძენასა და მონტაჟს უზრუნველყოფდა განმცხადებელი საკუთარი ხარჯებით. სემეკის მიერ დადგენილი „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება სრული ტექნოლოგიური ციკლით წარმოადგენს წყალმომარაგების…

მეტი...

,,90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს”- გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს ეხმაურება. მისი თქმით, 90 წლის პოზნერი არაფერს არ წარმოადგენს. ,,90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ 90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის, რომელიც თქვენ პროპაგანდაში გყავთ გამოყენებული, ყოფნის მიუხედავად, კვერცხებით დევნა, არ არის ჩვენი ნაციისთვის დამახასიათებელი ღირსების მაჩვენებელი”,- განაცხადა ვოლსკიმ. ,,ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს – ნაცისტების ჯგუფია”- ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის  სატელეფონო…

მეტი...

,,ცხაურის ქვეშ ელექტრო სადენი მოყოლილი არ ყოფილა და წყალში ელექტრო დენი არ ჟონავდა,”- ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ”მედიაცენტრ მთავარში”

ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ”გრინსერვის +”-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატებმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საქმის დეტალებზე ისაუბრეს. როგორც ადვოკატმა ლაშა ჩოფიკაშვილმა განაცხადა, სასამართლოში გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ 2022წ.  22 სექტემბრის შემდგომ პერიოდში 12 ოქტომბერს ცხაურის ქვეშ ელექტრო სადენი მოყოლილი არ ყოფილა და წყალში ელექტრო დენი არ ჟონავდა. ,,ბრალდება სასამართლოში ამტკიცებს, რომ სამუშაოების განმახორციელებელმა კომპანიამ 2022 წლის 25 აგვისტოს ყალბი საექსპერტო დასკვნა წარადგინა მუნიციპალიტეტში, 22 თებერვალსა და 3 აგვისტოს ყალბი დოკუმენტი გამოიყენა- წარადგინა რა პროექტის ცვლილებები მუნიციპალიტეტში, 2022 წლის 22 სექტემბერს შესრულებული დამატებითი სამუშაოების თაობაზე…

მეტი...

,,სისტემამ თითქმის 3 თვე იმუშავა ხარვეზების გარეშე”- ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ”მედიაცენტრ მთავარში”

,,კომპანიის დირექტორს ბრალდება ედავება, რომ კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები, თუმცა, საინჟინრო ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ რეაბილიტაციის საინჟინრო პროექტსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის რაიმე შეუსაბამობა რაც ტრაგედიის მიზეზი გახდებოდა გამოვლენილი არ არის,”- ამის შესახებ ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. როგორც არჩილ ჩოფიკაშვილმა განმარტა, შპს ,,გრინსერვის+’’-ის მიერ შეძენილი შადრევნისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობები და მაკომპლექტებელი დეტალები ქარხნის სპეციალისტმა დაამონტაჟა. მისივე თქმით, სისტემამ თითქმის 3 თვე იმუშავა ხარვეზების გარეშე. ,,შპს ,,გრინსერვის+’’-მა შადრევნისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობები და მაკომპლექტებელი დეტალები შეიძინა ცნობილი კომპანიის Guangdong Water Space Intelligent Technology…

მეტი...

,,ველოდებით, რომ საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის საკითხს”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით,  ევროკავშირში ელოდებიან, რომ „საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის საკითხს“. ელჩის თქმით, მთლიანი გარემო უნდა შეიქმნას, რომ მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ გავლენა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. „ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის პრობლემაა, განსაკუთრებით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ვენეციის კომისიამ ძალიან ცხადად თქვა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, კერძოდ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში, არ არის სწორი მიდგომა, არის ბევრი რისკი. სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიამ თქვა. სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ განსხვავებულ რამეს. ეს უნდა განხორციელდეს…

მეტი...