პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმებას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა  კანონს უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმების შესახებ. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონი ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავდა აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის სტატუსს, ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ კუჩმამ 2003 წლის დეკემბერში. იგი ძალაში შევიდა 2004 წლის აპრილში.

დოკუმენტი ადგენდა, რომ აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე რუსეთისა და უკრაინის შიდა წყლებია. შეთანხმება  განსაზღვრავდა აზოვის ზღვაში სახელმწიფო საზღვარს და აღნიშნულ აკვატორიაში გემების მიმოსვლას.

მსგავსი თემები