რუსეთი უკრაინას დრონებით იერიშის მიტანაში ადანაშაულებს

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის კონტრშეტევა დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. კერძოდ, კრემლი კიევს შავ ზღვაში იერიშის მიტანაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კიევმა სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებით იერიში მიიტანეს რუსეთის სადაზვერვო ხომალდ „პრიაზოვიეზე“ შავ ზღვაში, რომელიც „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის“ გაზსადენებს იცავდა. რუსულმა მხარემ ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს დრონი უკრაინული წარწერით.  

მეტი...

„ვაგნერი“ რუსეთის თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს

სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, რომელიც სისასტიკით გამოირჩევა, აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. როგორც პრიგოჟინი ამბობს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებს. „ვაგნერი არ გააფორმებს კონტრაქტს შოიგუსთან”, – აცხადებს  პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით. ის შოიგუს არაფრისმაქნისს უწოდებს და დასძენს, რომ სამხედრო ფორმირების მართვა არ შეუძლია. შეგახსენებთ, რომ პროგოჟინი შოიგუს რამდენიმე თვეა დაუპირისპირდა. მისი თქმით, შოიგუს მართვა არ შეუძლია და ვერც სამხედრო ფორმირებებს აკონტროლებს. მან თავდაცვის უწყება შეიარაღების შეფერხებით მიწოდებაშიც დაადანაშაულა. შეგხსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით,  „მოხალისე ფორმირებები“ ვალდებულები არიან, თავდაცვის უწყებასთამ კონტრაქტი გააფორმონ. „ვაგნერის“ დაჯგუფება ერთ-ერთია,…

მეტი...

რუსეთი კიევთან დიალოგს არ აპირებს

კრემლში იმეორებენ რომ კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას არაპირებენ. ამჯერად, აღნიშნული გზავნილი ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა გააჟღერა. „არ არსებობს საფუძველი, თუნდაც სუსტი, რომ ავაშენოთ რაიმე სახის დიალოგი“ – ასეთია პრსკოვის მკაცრი გზავნილი. მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი კიევია, რომელიც უარს აცხადებს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე. თავის მხრივ, თურქეთი ისევ შუამავლოს ინიციატივით გამოდის და მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.  

მეტი...

თვითმფრინავში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა

Turkish Airlines-ის თვითმფრინავში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. რეისი სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც ბავშვვმა გონება დაკარგა, თვითმფრინავი ავარიულად ბუდაპეშტში დაფრინდა, თუმცა, დაგვიანებული აღმოჩნდა. ადგილზე მობილიზებულმა სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.  

მეტი...

„ენჯეოები“ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაში საბოტაჟს ახორციელებენ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული  ოცნების“ თავმჯდომრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები არასამთავრობო სექტორს 12 პუნქტის შესრულების მხრივ ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით,  ისინი „მდიდარი ენჯეობი“ არიან. „ენჯეოები“ არ არიან ჩართული 12 პუნქტის შესრულებაში, პირიქით, ისინი ყველანაირად საბოტაჟს ახორციელებენ 12 პუნქტის შესრულების მიმართ, ისევე, როგორც ის პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც ისინი დაკავშირებული არიან. ხომ არის რადიკალური ოპოზიცია, მათთან დაკავშირებულია რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“, საუბარია, მხოლოდ მდიდარ „ენჯეოებზე“, სხვა არასამთავრობოებზე საუბარი არ არის. ისინი პირდაპირ არიან ჩართული რადიკალური ოპოზიციის მიერ განხორციელებულ საბოტაჟში ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალიტებთან.  

მეტი...

„პარტიებსაც ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძის გაცხადებით, ოპოზიციის გაერთიანება გამორიცხულია. მისი თქმით, ამ პარტიებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ.  კობახიძე ისევ იმეორებს, რომ ისინი მეორე ადგილისთვის იბრძვიან და ერთმანეთში ბრძოლით არიან დაკავებულები. „ამ პარტიებსაც ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურს ვგულისხმობ. მეორე ადგილისთვის იბრძვიან. ერთმანეთში აქვთ გადასანაწილებელი ხმების დაახლოებით 40% და ვისზე, როგორ განაწილდება ეს 40%, ამაზე მიდის ბრძოლა, ეს არის მათი ბრძოლის მთელი შინაარსი“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„გაერო არ მუშაობს ისეთი კონფლიქტების მოგვარებისთვის, რისთვისაც ის შეიქმნა“ – უკრაინის კრიტიკა  

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გაეროს მუშაობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის ფუნდამენტური კონფლიქტების მოგვარებისკენ არ არის ორიენტირებული. როგორც პოდოლიაკი აცხადებს,  მსგავსი ინსტიტუტები „პიარ მოედნებია“. „ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორც არის გაერო, არ მუშაობენ. ისინი არ არიან განკუთვნილები ფუნდამენტური კონფლიქტების მოგვარებისთვის, რისთვისაც შეიქმნა. ეს უფრო პიარმოედნებია, რომლებიც პროპაგანდისტული თემების მოდერაციას ახორციელებენ.  რუსეთი იყენებს გაეროს გენოციდური ომის კონცეფციის წინ წაწევისთვის“, – აცხადებს პოდოლიაკი. მისი შეფასებით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება. „აუცილებელია ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება, რომელშიც არის ქვეყანა ევროპაში – უკრაინა, რომელსაც გააჩნია დიდ ომებში მონაწილეობის ყველაზე დიდი გამოცდილება.  დე ფაქტო უკრაინა…

მეტი...

გეგუთთან ავარია მოხდა, დაიღუპა მოზარდი

იმერეთში,  სოფელ გეგუთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მანქანაში მყოფი მოზარდი კი გარდაიცვალა. ადგილზე სასწრაფოს ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟები იმყოფებიან.  

მეტი...

რეგულირების სააგენტოს კლინიკების შემოწმება, დოკუმენტაციის ამოღება თუ დალუქვა ნებისმიერ დროს შეეძლება

მომავალი კვირიდან, საკანონმდებლო ორგანოში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა იწყება. ცვლილებების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები იზრდება. როგორც ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რეგულირების სააგენტოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა და შემოწმება. საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ მოამზადა და პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ექნება. მაკონტროლებელს ასევე შეეძლება,  ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიყენოს, რომლის ფორმას, შევსებისა და…

მეტი...

კანადაში ისევ კრიტიკული ვითარებაა, ხანძარს ვერ უმკლავდებიან

ამ ეტაპისთვის, კანადაში ხანძრის 500-მდე კერას ებრძვიან. ვითარება კრიტიკულია. სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია 1 500-მდე მეხანძრე. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შემდეგი რამდენიმე დღე კრიტიკული იქნება. ხანძრების გამო, კვებეკის ჩრდილოეთ ნაწლიდან 13 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მოსახლეობის ნაწილი რისკის ზონაში რჩება. კანადაში ხანძარი უპრეცენდენტოდ მასშტაბური აღოჩნდა. ხანძარი ტყის მასივის 4,4 მილიონ ჰექტარზე გავრცელდა.  

მეტი...

მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა შესაძლებელია ღამით, 3D განათებების ფონზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოწყობილი ღამის 3D განათებები დაათვალიერა. პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი. ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის. „დაცული ტერიტორიების გაფართოება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შარშან,დაახლოებით 120 000 ჰექტრით გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ბუნების დაცვის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ასევე, ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. გასულ წელს, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 000 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წელს…

მეტი...

„კურორტებზე ინფექციების აფეთქება საკმაოდ ხშირია“  – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელ დაავადებებთან დაკავშირებით ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა და ყურადღება ტკიპებით გადამდებ დაავადებებზე გაამახვილა. „თუ ჩუტყვავილაზე, ქუნთრუშასა თუ სხვა ნებისმიერ ინფექციაზე ვისაუბრებთ, კურორტებზე, მისი აფეთქება საკმაოდ ხშირია, რადგანაც ადამიანები ერთად იკრიბებიან და აქვთ მჭიდრო კავშირი.  ასევე, ზაფხულის სეზონს ხშირად უკავშირდება ტკიპებით გადადები დაავადებების აღმავლობა, რადგანაც, ადამიანები ხშირად ბუნებაში არიან. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ბორელიოზი, რომელოც ტკიპებით გადადის. ზოგადად, ზაფხულის პერიოდში, მწერებით გადამდები დაავადებები მატულობს“ – აღნიშნა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“ ინფექციონისტის რეკომენდაციაა, ბუნებაში გასვლისას დავიცვათ აუცილებელი წესები. ვიყოთ გრძელი შატვლით, დახურული ფეხსაცმლით და ქვედა კიდურების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით, რომ იყოს…

მეტი...

„წაიყვანენ ბავშვს კურორტზე და უკან ფაღარათით ბრუნდებიან“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

„საკურორტო  სეზონთან დაკავშირებით ინფექციების აღმავლობა მაღალია“ – აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ და იმ მიზეზებზეც საუბრობს, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. „საკურორტო  სეზონთან დაკავშირებით ინფექციების აღმავლობა მაღალია, ეს ბუნებრივი ამბავია. ერთი იმიტომ, რომ კურორტებზე მეტი ხალხი იკრიბება ერთად, საუბარია როგორც მთის, ისე ზღვის კურორტებზე. გარდა ამისა, რესტორნებსა და სასტუმროებში როცა ბევრი ხალხია, ჰიგიენური რეჟიმი დარღვეულია. შესაბამისად, კურორტებზე ხშირად გვაქვს დიარეული ინფექციები. სტანდარტული სცენარია რომ წაიყვანენ ბავშვს კურორტზე და უკან ფაღარათით ბრუნდებიან. ამ ყველაფრისთვის აუცილებელია, რომ კურორტებზე ჰიგიენა გაუმჯობესდეს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ იყოს“ – აღნიშნა ბუწაშვილმა „მედიცენტრ მთავართან“.…

მეტი...

„არსებობს ერთი პირობა და ეს არის რუსეთის ჯარების გაყვანა“ – გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ადასტურებს ინფორმაციას, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარს აპირებს. როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, საუბროს მთავარი თემა უკრაინა და უკრაინიდან ჯარების გაყვანა იქნება. „ბევრჯერ ველაპარაკე რუსეთის პრეზიდენტს, არა მხოლოდ ომამდე, არამედ ომის დაწყების შემდეგაც და ზოგჯერ საკმაოდ დიდხანს. უახლოეს მომავალში ვაპირებ მასთან დალაპარაკებას.  ყველა საბარში ცხადო უნდა იყოს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პატიოსანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის არსებობს ერთი პირობა და ეს არის რუსეთის ჯარების გაყვანა. და ეს გასაგები უნდა იყოს,“ – აღიშა კანცლერმა შოლცმა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განცხადება რუსულმა მხარემაც გააკეთა და დასძინა, რომ კანცლერისა და რუსეთის…

მეტი...