რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი კიევში შესვლა-არშესვლის საკითხზე ხმამაღლა საუბრობს და რიტორიკურ კითხვასაც სვამს – საჭიროა თუ არა კიევში შესვლა.
როგორც პუტინი აცხადებს, ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თავად იცის. კითხვა კიევში შესვლა-არშესვლის საჭიროებაზე მან ირიბად სამხედრო თემაზე მომუშავე კორესპონდენტებთან დასვა.
„ჩვენი არმია კიევთან ახლოს იმყოფებოდა. ჩვენ მაშინ შევთანხმდით თუ როგორ უნდა მოგვარებულიყო არსებული ვითარება მშვიდობიანი გზით. თუმცა, ის (უკრაინამ) დაარღვიეს”.
რაც შეეხება რიტორიკულ კითხვას, მან თავადვე გასცა პასუხი, რომ ეს მხოლოდ მან იცის.