თამარ გაბუნიას განცხადებით, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სამინისტროს კლინიკისთვის ლიცენზიის შეჩერება უნდა შეეძლოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  მნიშვნელოვანია, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტოს ჰქონდეს ლიცენზიისა და ნებართვის  შეჩერების მექანიზმი, რომელიც დღეს არ აქვს. „დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაუქმების მექანიზმი და  ვიდრე გაუქმებამდე საქმე მივა, მანამდე უნდა მთელი რიგი ეტაპები გაიაროს, კლინიკამაც და მარეგულირებელმაც. ეს ეტაპები ითვალისწინებს რამდენჯერმე, 3-ჯერ დაჯარიმებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა აგრძელებს მუშაობას. ამ დროს, პაციენტისთვის გარემოებები რა თქმა უნდა რისკის  შემცველი რჩება. ამდენად, ლიცენზიისა და ნებართვის შეჩერების მექანიზმი გარკვეულწილად არის შუალედური, მეტად მოქნილი მექანიზმი, როგორც მარეგულირებლისთვის ასევე კლინიკისთვისაც, რადგან მას არ მოუწევს სრულიად დაკარგოს ნებართვა და მერე…

მეტი...

„ჯარიმების გაზრდა პრევენციული ხასიათისაა. ჩვენი ინტერესი არ არის, რომ კლინიკებმა ბევრი ჯარიმები გადაიხადონ“ – თამარ გაბუნია

„ჩვენი სისტემა აქამდე იყო რეაქტიული, ანუ რეაგირებდა დამდგარ შემთხვევებზე. ცვლილების მიზანი არის ის, რომ ჯარიმაც, ოპერატიული ზემოქმედებაც და სხვა ყველაფერი ემსახურებოდეს მეტად პრევენციული სისტემის ჩამოყალიბებას, რათა კლინიკებს ჰქონდეთ ინტერესი, ინვესტიცია გააკეთონ შიგნით, ინფექციის კონტროლის გაძლიერებაში“ –  აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია  ჯანდაცვის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მან კონკრეტული შემთხვევებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ კლინიკები ჯარიმას ექვემდებარებიან. „იყო შემთხვევები და ძალიან უხერხულია ამაზე საუბარიც – სადეზინფექციო სტერილიზატორი, რომელიც არ მუშაობს ექვემდებარება ჯარიმას. იმის ნაცვლად, რომ კლინიკამ შეიძინოს ახალი სტერილიზატორი, რომელიც შეიძლება 5000 ლარი ღირდეს, მისთვის ფინანსურად  უფრო მარტივია, ჯარიმა გადაიხადოს…

მეტი...

კახეთში ისევ სტიქიაა

გურჯაანის შემდეგ, სტიქია საგარეჯოსაც დაატყდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმამ და ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა. დაზარალდა დიდი და პატარა ჩაილური, შიბლიანი, ვერხვიანი, კაკაბეთი და კიდევ რამდენიმე სოფელი. დაისეტყვ ხელილი და ვენახები.  დაზიანდა შიდა საუბნო გზები, სახლები, გზები, ინფრასტრუქტურა. ზარალის დათვლა ხვალ დაიწყება.

მეტი...

სტუდენტთა ნაწილი ირაკლი კობახიძის ლექტორობას აპროტესტებს და აქციას მართავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტთა აქცია გაიმართა. სტუდენტების ნაწილი  ითხოვს, თსუ-ს ლექტორმა  ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტი დატოვოს და ლექციები არ წაიკითხოს. „რაც ირაკლი კობახიძემ და მისმა „ზონდერ ჯგუფმა“ ჩაიდინეს  ცხადყოფს „რუსული ოცნების“ ისტერიას, რომ მათ მიწა ფეხქვეშ ეწვით იმიტომ, რომ კობახიძე მართლაც რომ უსამშობლოა, რადგან ის ყოველდღიურად ყიდის ქვეყანას თავისივე გადაწყვეტილებებით.  კობახიძის მსგავს კოლაბორაციონისტებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ თსუ-ს კედლებში, სადაც პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მოღვაწეობდნენ ლექციები იკითხონ”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის მდივანმა იგორ ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ თსუ-ში, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე…

მეტი...

ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დღეს, გორში, „სმარტთან“ დაესხნენ. ჯაფარიძემ დაზიანება თვალის არეში მიიღო. https://mcm.ge/191490/  

მეტი...

სანადირო თოფით ძაღლის მოკვლისთვის დაკავებულს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 ივნისს, წალკაში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ძაღლი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

მეტი...

,,სიცხე გუშინ ჰქონდა 38 გრადუსამდე, გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ, ხორცს ვერ ჭამს”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტთან  პოლიტიკაზე საუბრის თემას თავს არიდებს, რადგან დამატებით ნერვები არ აუშალოს. მისივე თქმით, სააკაშვილს კვლავ  ტემპერატურა და წნევა აქვს. „მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან დამატებით ნერვები არ ავუშალო. მისი ჯანმრთელობა უფრო მაინტერესებს ხოლმე. სიცხე გუშინ ჰქონდა 38 გრადუსამდე, წნევა 140/100-ზე. გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ. კვებას რაც შეეხება, ხორცს ვერ ჭამს, ცხიანს ვერ ჭამს. რაღაც ცოტ-ცოტას ახერხებს. მე ვერ ვხედავ ცვლილებას. სიცხე ისევ 38-მდე აქვს, წნევა 140/100-ზე, რანაირად არის მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესებული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.  

მეტი...

,,20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს”- დაპირისპირება თსუ-ში

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტში, საპროტესტო ბანერები მიიტანა. როგორ პროტესტის მონაწილე აცხადებს,  უცნობმა პირებმა ბანერები წაართვეს და კიბეებიდან დააგორეს. ,,აუდიტორიაში როცა შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, ჯერ ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს გვირჩევდნენ, შემდეგ გამოვიდნენ აუდიტორიიდან, აღარ მოერიდნენ არაფერს, პლაკატები წაგვართვეს, სადღაც 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს, ამ დროს დაცვა იქ არ არის, არავინ იქ არაა, შემდეგ მოვიდა დაცვა, რომ გვცემეს და შემდეგ გამოგვათრიეს იქიდან. ეს ის ხალხია, რომლებიც სტუდენტები არ არიან,…

მეტი...

ღამით რუსეთის ძალებმა უკრაინის ათ რეგიონს შეუტიეს – არის მსხვერპლი

რუსეთის ძალები ღამით, თავს დაესხნენ უკრაინის ათ რეგიონს, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დონეცკის რეგიონში სარაკეტო იერიში რუსებმა რეგიონის ცხრა დასახლებაზე მიიტანეს. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი კორპუსი, ორი მაღაზია, სკოლა. დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმას 81 წლის მამაკაცი ემსხვერპა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ხერსონის ოლქში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ხერსონის ოლქში  ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ტყეში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

მეტი...

„შევედით შიგნით და დავინახეთ, რომ ძაღლის სახლში ეძინა”- როგორ იპოვეს დაკარგული მოზარდი

„შევედით შიგნით და დავინახეთ, რომ ძაღლის სახლში ეძინა,” – ამის შესახებ დიდ დიღომში დაკარგული  11 წლის მოზარდის ახლობელმა განაცხადა. ოჯახის ახლობელი იხსენებს, თუ, როგორ იპოვეს დაკარგული მარიამი. „ფეხზე შევანჯღრიე. პირველი ემოციები ის იყო, რომ ერთი თვის წინანდელი მომხდარი ამბავი მაინც ჩალექილი გვაქვს ყველას. რომ შევედი და შევაჯანჯღარე, შემომხედა, თვალები გაახილა და პირველი ეგ ვუთხარი, რომ, მარი, შენი მეგობრის მამა ვართქო, ჩემი ბავშვის მეგობარია. შემომხედა, გადატრიალდა, ძილი გააგრძელა და ღმერთს ვთხოვე, რომ მადლობა-მეთქი და დავუძახეთ პოლიციას,” – აცხადებს ოჯახის ახლობელი. ცნობისთვის, გოგონა გუშინ გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებთან…

მეტი...

,,როგორ შეიძლება, პაციენტი ან კლინიკის საქმიანობა შეფერხდეს, როდესაც რეგულირების სააგენტოსთვის, ამოსავალი წერტილია დოკუმენტების ამოღება?”- ილია ღუდუშაური

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური საპარლამენტო განხილვებისას,  ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა, თითქოს, რეგულირების სააგენტოსთან დაკავშირებული ცვლილება სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულების საქმიანობას შეაფერხებს, ან დააზიანებს. „მინდა, ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნო, რეგულირების სააგენტოს კომპეტენცია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმებაა. მის კომპეტენციაში შედის მხოლოდ დოკუმენტაციის ამოღება, პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა და ყველა იმ მტკიცებულების მიღება, რაც მოკვლევისა და შესაბამისი ღონისძიებისთვის არის საჭირო. შეუძლებელია, რეგულირების სააგენტომ, ამოიღოს დოკუმენტაცია, კვლევებზე, ნაშთებზე გაეცნოს ინფორმაციას და ამ დროს, დაწესებულებას, ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, პრობლემები შეექმნას. რაც შეეხება დალუქვის თაობაზე აპელირებას, დალუქვა ეხება დოკუმენტაციას. როგორ შეიძლება, პაციენტი ან კლინიკის…

მეტი...

შსს-მ თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 3 პირი: 1973 წელს დაბადებული ა.ს. , 1984 წელს დაბადებული ვ.ე. და 1971 წელს დაბადებული მ.წ. დააკავა, ხოლო ერთ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – ე.მ.-მ და ა.ს.-მ მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა, როგორც მათ კუთვნილ…

მეტი...

,,გირჩი-მეტი თავისუფლებაზე” თავდასხმა ყველას გვეხება, ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში” – ხოშტარია

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია  გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერ , ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას ეხმიანება. ხოშტარია  საზოგადოებას ბორჯომში ჩასვლისკენ მოუწოდებს. ,,გირჩი – მეტი თავისუფლებაზე თავდასხმა ყველას გვეხება. პოლიციის ძახილი აბსურდია. ვისაც შეგვიძლია ჩავიდეთ ბორჯომში და გვერდში დავუდგეთ ბავშვებს. არავინ არ დატოვებს მათ მარტო”, – წერს ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, დღეს გორის სმარტთან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

მეტი...

,,ცვხირ-პირში მოხვდა, დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება!”- ვატო შაქარიშვილი ჯაფარიძეზე

,,ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება!  დარჩნენ ბავშვები “განათლების” გარეშე,”- ასე ეხმიანება ვატო შაქარიშვილი გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერ , ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას. ,,ზურა გირჩი შარვალჩახდილ ჯაფარიძე მიდიოდა ბორჯომში ახალგაზრდების მოსაწამლად(ტრენინგის ჩასატარებლად). გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც იფიქრა მესალმებაო და ცვხირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება!  დარჩნენ ბავშვები “განათლების” გარეშე…” – წერს ვატო შაქარიშვილი. ცნობისთვის, დღეს გორის სმარტთან…

მეტი...

,,ბანაკში მოცვივდნენ ორკები, დაახლოებით, 60 ადამიანი”- ”გირჩი მეტი თავისუფლება”

გირჩი – მეტი თავისუფლების ინფორმაციით, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, 60-მდე ადამიანი მიცვივდა. მათივე ცნობით, ადგილზე გამოძახებულია პოლიციაც. პარტია იმ პირების ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებიც ამ დრომდე ბორჯომში, იმ სასტუმროსთან არიან მობილიზებული, სადაც პარტიას სემინარი უნდა ჩაეტარებინა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრიან ადგილზე მისულები ქვებს შენობას. ცნობისთვის, დღეს გორის სმარტთან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.  

მეტი...

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, სტუდენტების ნაწელმა  საპროტესტო ბანერები მიიტანეს ადგილზე. ირაკლი კობახიძის ლექციიდან გამოსული სტუდენტები პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. როგორც ერთ-ერთ სტუდენტი აცხადებს პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ და კიბიდან დააგორეს.

მეტი...

„წინასწარი ინფორმირების გარეშე, რეგულირების სააგენტოს შესვლის ერთადერთი მიზანი ოპერატიულობის გაზრდა, სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიღებაა“- ილია ღუდუშაური

„სამედიცინო, თუ ფარმაცევტულ დაწესებულებაში, წინასწარი ინფორმირების გარეშე, რეგულირების სააგენტოს შესვლის ერთადერთი მიზანი ოპერატიულობის გაზრდა, სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიღებაა“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით,  დღეს მოქმედი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს, დაწესებულების შესამოწმებლად, სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, რისთვისაც განსაზღვრულია 72 საათი. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მოსალოდნელი შემოწმების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდოს მეორე მხარესაც. „ამ დროის განმავლობაში, დაწესებულებს აქვთ დრო, „მოემზადონ“ რეგულირების სააგენტოს შემოწმებისთვის. გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც აწესრიგებენ დოკუმენტაციას, ნაშთებს, იმ პრობლემებს, რაც აქვთ. შედეგად, რეგულირების სააგენტოს საქმიანობა აღარ გამოდის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა…

მეტი...

„მიზანია, ჯარიმას ქონდეს პრევენციის ეფექტი, რათა კლინიკას არ ქონდეს კანონმდებლობის დარღვევის სურვილი“  – მინისტრს მოადგილე  

ჯანდაცვის მინისტრის მოადილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, კლინიკების 95% სასამქრთლოში დავისას სასამართლოში მართლდება, თუმცა, ფარმაცევტული კომპანიების 90%-ზე მეტი სასამართლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სამართალდამრღვევი კლინიკების მიმართ გამოწერილი ჯარიმების დაუყოვნებლივ აღსრულებაა. „დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც სააგენტო დაადგენს სამართალდარღვევას, იწერება შესაბამისი ოქმი, რომელიც იგზავნება სასამართლოში. სააგენტოს მიერ დაწერილი ჯარიმების 95%-ზე მეტი სასმართლოში ისედაც მართლდება, თუმცაღა კლინიკები და ფარმაცევტული კომპანიები 90%-ზე მეტ შემთხვევაში ასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გასაჩივრების პერიოდის გამო, ზოგჯერ წლების განმავლობაში გრძელდება ეს პროცესი  და ისეთი ეფექტი, რაც ჯარიმას შინაარსობრივად გააჩნია იკარგება. მიზანი არის, რომ ჯარიმას…

მეტი...

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტის ისტორიები გადაიწერა“ – მინისტრის მოადგილე

„სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური. მისი შეფასებით, რეგულაციები ჯანდაცვის სექტორში აუცილებელია. „გვაქვს რეალური შემთხვევები, როდესაც პაციენტის ისტორიები გადაიწერა. სამინისტროსთან არსებობს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელიც პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხს განიხილავს. ამ პროცესში, გვხვდება შემთხვევები, რომ მაგალითად, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეფექტურობის გასაზრდელად, სწორი ინფორმაციის მოსაგროვებლად და რეალური დოკუმენტაციის ამოსაღებად აუცილებელია ამ რეგულაციის შექმნა“, – აღნიშნულის შესახებ, ილია ღუდუშაურმა, იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განახადა, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის…

მეტი...

ზურა ჯაფარიძეს (გირჩი) თავს დაესხნენ

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა მოხდა. მან თავდასხმის შედეგად  თვალის დაზიანება მიიღო, შემთხვევა გორში „სმარტთან“ მოხდა. ინფორმაციას მოქალაქე ანა ყურაშვილი ავრცელებს, რომელიც ფაქტს პირადად შეესწრო. ჯაფარიძეზე თავდასხმა საკუთარ ავტომანქანაში მოხდა.

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ აპირებს

ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთნ მშვიდობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია, რადგანაც პუტინი და მშვიდობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ვოლოდიმირ ელენსკის თქმით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს მანამ არ გამართავს, სანამ კრემლი უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს არ გაიყვანს. „რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ყველა მოატყუოს “მინსკით”. სახეზეა, რომ რუსეთი აგრძელებს მოტყუების ძველ პრიმიტიულ ტაქტიკას, თუმცა, ის ვერ შეძლებს მსოფლიოს მოტყუებას.  ჩვენ გვჭირდება რეალური მშვიდობა, რაც ნიშნავს რუსეთის ჯარების რეალურ გაყვანას მთელი ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო მიწიდან”, – აცხადებს პრეზიდენტი  ზელენსკი.

მეტი...

„აქციის მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო“ – სახალხო დამცველი სასამართლოს მიმართავს

2 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან, აქციაზე  დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით, ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძია) სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae)  თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილით მიმართა. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, წერილში საუბარია მსგავს საქმეებზე საერთაშორისო სტანდარტებზე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე. „მასალების ანალიზმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ აქციის ზემოთ ხსენებული მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს და სხვა. ამ ფონზე, სახალხო დამცველმა საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან…

მეტი...

„ზურაბიშვილი ფარისევლობით გამოირჩევა და არასდროს არ აკეთებს იმას, რაც ივანიშვილისთვის არ არის მომგებიანი“ – სააკაშვილის მიმართვა

„სამხედრო ტყვედ ვთვლი საკუთარ თავს. მომწამლეს, მაწამეს. თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით მასამართლებენ“ – აცხადებს პატიმრობაშ მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ვრცელ მიმართვას ავრცელებს. „ქართულ ციხეში ვიმყოფები, ვინაიდან როდესაც 2014 წელს უკრაინაში ჩავედი და “ევრომაიდანის” შემდეგ ახალი მთავრობის დახმარება დავიწყე, სწორედ პუტინმა მისცა განკარგულება ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც საქართველოში ხელისუფლებაში მოიყვანა და 2 მილიარდი დოლარი მისცა, რომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღეძრა. პუტინს არ შეეძლო ჩემთვის 2004 წლის პირველი უკრაინული “მაიდანის” პატიება და იმის, რომ 2008 წელს მისი არმია თბილისში არ შემოვუშვი და ქართული სახელმწიფოებრიობა დავიცავი. 2021 წელს [საქართველოში] აღმოვჩნდი, ვინაიდან ვხედავდი,…

მეტი...

11 წლის გოგონა ჯანმრთელი და უვნებელი იპოვეს, დიდი დიღმის შემზარავი ღამე მშვიდობით დასრულდა

გოგონა, რომელსაც დიდი დიღმის მოსახლეობა ეძებდა, მძინარე მდგომარეობაში იპოვეს. დაკარგული გოგონა ჯანრთელადაა და ყველაფერი პოზიტიურად დასრულდა. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან და სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებთან ერთად, ახლობრივი მოსახლეობაც აქტიურად ეძებდა. ეძებდნენ ყველაგან, სადარბაზოებში, დახურულ შენობებში, ფარდულებში, რადგანაც, ოჯახის ინფორმაციით, ბავშვი სტრესზე ითიშებოდა და ეძინებოდა. სწორედ ამ მდგომარეობაშ იპოვეს ბავშვი, მძინარე მდგომარეობაში.  

მეტი...