პირველი მატჩში საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით გახსნა

საქართველოს ეროვნული ნაკრები გამარჯვებას ზეიმობს. ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით გაიხსნა. მასპინძელმა ქვეყანამ, პირველივე შეხვედრაში, ფავორიტ გუნდთან – პორტუგალიასთან „დინამო არენაზე“ გამართა და 2:0 მოიგო.  

მეტი...

საფრანგეთში ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

პარიზში ძლიერი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთ ოლქში შენობა ჩამონგრა და ხანძარი გაჩნდა.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 16 ადამიანი დაშავდა,  შვიდი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მეტი...

„საჯარო პოლიტიკური პროვოკაცია“ – ჩინეთი აშშ-ის განცხადებაზე

ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებს პასუხობს. „პრეზიდენტისგან სი ძინპინის მოხსენიება „დიქტატორად“ , „საჯარო პოლიტიკური პროვოკაციაა“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მაო ნინი. მან ამერიკის პრეზიდენტის შეფასებას „უპასუხისმგებლო“ უწოდა. „ეს ეწინააღმდეგება ფაქტებს და პროტოკოლს, სერიოზულად ლახავს ჩინეთის პოლიტიკურ ღირსებას და პოლიტიკურ პროვოკაციას წარმოადგენს “, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა  ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

მეტი...

ავარიის გამო მოძრაობა პარალიზებულია  

მცხეთასთან მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია. მცხეთასთან  ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი კი დაშავდა. უბედური შემთხვევა მცხეთასთან – დაიღუპა ერთი ადამიანი

მეტი...

უბედური შემთხვევა მცხეთასთან – დაიღუპა ერთი ადამიანი

მცხეთასთან  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა. ავტომობილი აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღრუპა, სამი კი დაშავდა.  

მეტი...

მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები ისევ საპროტესტო აქციას მართავენ.  ოთხმა მაღარიელმა კი შიმშილობა დაიწყო. მათი თქმით, მანამ იშიმშილებენ, სანამ მათ მიერ მოთხოვნილი პირობები არ დაკმაყოფლდება. კერძოდ, საუბარია სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების 20%-ით ზრდაზე. “ჯორჯიან მარგანეზში” კი აცხადებენ, რომ 2-%-იანი მატება არ შეუძლიათ და მხოლოდ 5%-ზე თანხმდებიან. ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი, მეორეს კი – თვალი.  

მეტი...

სახელმწიფო პენსიების შეჩერება შეწყვეტაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიზანი სახელმწიფო პენსიის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული რეგულაციების საჭიროების შეფასებაა. კომიტეტის წინა სხდომაზე მოქალაქემ დეპუტატებს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ეხებოდა. საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო პენსიის შეჩერებასთან (პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა) და შეწყვეტასთან (პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ) დაკავშირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული რეგულაციები კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას ეწინააღმდეგებოდა და კანონში ცვლილებების განხორციელებას ითხოვდა. „ამ საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა სახელმწიფო პენსიის შეჩერებასა და…

მეტი...

პუტინის განცხადებით, მიმდინარეობს ჯარის უახლოესი შეიარაღებით აღჭურვა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი რუსული ჯარის სიძლიერესა და თანამედროვე სტანდარტის შეიარაღებით აღჭურვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. აღნიშნული განცხადება პუტინმა კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში, რუსეთი საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვულ რაკეტა „სარმატს“ განათავსებს. „ჩვენი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ნაწილები და შენაერთები თითქმის  ნახევრამდე აღჭურვილია „იარს“-ის უახლოესი კომპლექსებით. აქტიურად მიმდინარეობს ჯარის გადაიარაღება „ავანგარდით“. უახლოეს მომავალში კი, საბრძოლო მორიგეობაზე ჩადგება კომპლექსი „სარმატი“ ახალი მძიმე რაკეტით”, – აღნიშნა პუტინმა შეხვედრაზე.  

მეტი...

აშშ უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინას 1,3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საჭიროებებზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლონდონში უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს განადგურებას, ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ცხოვრების აღდგენაში, ქვეყნის აღდგენაში, მისი მომავლის აღდგენაში“, – აღნიშნა  ბლინკენმა. მისი თქმით, აშშ 520 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მოდერნიზებაში დასახმარებლად.

მეტი...

ევროკავშირი რუსეთის წინააღდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ შვედეთმა განაცხადა, რომელიც ბლოკს თავმჯდომარეობს. ,,დღეს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე. პაკეტი მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლაზე”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის განცხადებაში. ახალი პაკეტი, როგორც ცნობილია, მიზნად ისახავს იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებსაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლით იყენებს.

მეტი...

ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. მისი  თქმით, სი ძინპინი ძალიან გაბრაზდა, საჯაშუშო მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ბურთის ჩამოგდების გამო. „მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან გაბრაზდა, როდესაც მე ჩამოვაგდე საჯაშუშო მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ბურთი, იყო ის, რომ მან არ იცოდა მისი იქ ყოფნის შესახებ. სერიოზულად ვამბობ. ეს სამარცხვინოა დიქტატორებისთვის, როდესაც არ იციან, რა მოხდა. როდესაც ის ჩამოვარდა, შერცხვენილად გრძნობდა თავს. მან საერთოდ უარყო ბურთის იქ ყოფნა“, – განაცხადა ბაიდენმა.

მეტი...

რიკოთზე, მდინარეში მუშის ცხედარი იპოვეს

შროშასთან, მდინარეში მუშის ცხედარი იპოვეს.  მამაკაცს 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ, მისი ცხედარი მაშველებმა მდინარეში იპოვეს. გარდაცვლილი ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. გარდაცვლილი ავტობანის უბისას მონაკვეთზე, მშენებარე ხიდიდან გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მაშველებმა მისი ცხედარი შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. წყარო: მთავარი არხი  

მეტი...

იქნება მძიმე ბრძოლები და მსხვერპლი, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ – პენტაგონი კონტრშეტევაზე

ომი უკრაინაში დღითიდღე უფრო და უფრო მძაფრდება. მაგრამ უკრაინულ სამხედროებს აქვთ ის, რაც მათ სჭირდებათ კონტრშეტევისთვის – ასე უპასუხა პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა უპასუხა კითხვაზე, იყო თუ არა შეფასებები უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტური. მან აღნიშნა, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებები “თავიდანვე საკმაოდ ნათელი იყო”. ,,ომი უკრაინაში დღითიდღე უფრო მძიმე და სასტიკი ხდება. მაგრამ უკრაინელ სამხედროებს აქვთ ის, რაც მათ კონტრშეტევისთვის სჭირდებათ და შეუძლიათ პროგრესს მიაღწიონ. თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მათ აქვთ საბრძოლო ძალა. ახლა იწყება თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები. გვესმის, რომ ბრძოლის ველზე (სამხედრო) დანაკარგები იქნება. ეს…

მეტი...

,,მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს”- გრიგოლ ლილუაშვილი ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტზე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ყველა მშვიდობიან სტუმარს მიესალმებიან. ,,ყველგან ვართ, სადაც უსაფრთხოების რისკები არსებობს – ქორწილი იქნება, გასვენება, სადაც უსაფრთხოების რისკები არის… ჩვენ არა ვართ სანქციებს მიერთებული, ალბათ, გეცოდინებათ… ადამიანებს, ვისაც არ აქვთ დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ, არ წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველ პიროვნებებს და ასევე, ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვთ დიდი წილი, ჩვენ მივესალმებით ყველა მშვიდობიან სტუმარს. ჩვენ ვიცავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და…

მეტი...

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი გიორგი მარუაშვილი შეუძლოდ გახდა. საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზება. მაღაროელი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ცნობისთვის, მე-16  დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მაღაროელები  ხელფასის გაზრდას ითხოვენ. ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.

მეტი...

ფეისბუქსა და ტიკ-ტოკ პლატფორმებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო ორი მოქალაქე დააჯარიმეს – საია

ონლაინ სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო ადამიანების დაკავების, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების ტენდენცია გამოიკვეთა – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშშია ნათქვამი. მათი ცნობით, დაჯარიმება მოხდა ორ შემთხვევაში, Facebook და TikTok პლატფორმებზე გამოთქმული მოსაზრებების გამო. მოსამართლემ ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააჯარიმა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის შეურაცხყოფას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 10 მარტს 2 000 ლარით დააჯარიმა კურიერი Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. ვიდეოს ავტორი აკრიტიკებს პოლიციელებს, ბასლაინში მოძრაობის გამო – “შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ”. მოსამართლემ…

მეტი...

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”- გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. მათივე ცნობით,  მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარი. „მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია , წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.  

მეტი...

,,17 ნაკერი მადევს, ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი, დღეს აღარავის ვჭირდები თვალებაკერილი?”- მაღაროელი

,,17 ნაკერი მადევს. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი. დღეს აღარავის ვჭირდები თვალებაკერილი? არა, მე კიდე საჭირო ვარ ყველასთვის,”- ამის შესახებ მაღაროელმა განაცხადა, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. ,,ბატონმა ღარიბაშვილმა ჩამხედოს თვალებში ჩახედოს ამ ბიჭებს თვალებში, გაითვალისწინოს თოთოელ მაღაროელი იმხელა პროდუქციას ვქმნით და იმხელა  თანხები შედის ბიუჯეტში ჩვენი ზურგით, ჩვენი ხელებით, აგერ არის ფაქტი. 17 ნაკერი მადევს. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი. დღეს აღარავის ვჭირდები თვალებაკერილი? არა, მე კიდე საჭირო ვარ ყველასთვის. აქ იმიტომ ჩამოვედი რომ ბიჭები მეტად გავაძლიერო, გვერდში დავუდგე და ყველაფერს გავაკეთებ მე, გიორგი კუპატაძე, სულ რომ დავიღუპო, იმისთვის, რომ ესენი…

მეტი...

,,გთავაზობთ პარასკევს დილის 12 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები, მე ორშაბათამდე გაგცემთ პასუხს”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი ფეისბუქ აუდიტორიას მიმართავს პარასკევს დილის 12 საათამდე გაუგზაცნოს შეკითხვები, რომელზეც ორშაბათამდე გასცემს პასუხს. ,,მინდა მივმართო ჩემს FB აუდიტორიას და არა მხოლოდ მათ: გთავაზობთ პარასკევს დილის 12 საათამდე გამომიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ყველა საჭირბოროტო თემაზე, რომელიც გაინტერესებთ და დაგიგროვდათ. მე ორშაბათამდე გაგცემთ პასუხს. პასუხები სამშაბათს დილით დაიდება ჩემს გვერდზე. ჩემი თხოვნაა ჯანმრთელობაზე ნუ შემეკითხებით, ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ვუშველოთ ჩვენს ღრმა დეპრესიაში მყოფ ქვეყანას,”- წერს სააკაშვილი.  

მეტი...

,,ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს კაცო, ელტონ ჯონი არის არაჩვეულებრივი შემოქმედი”- ირაკლი კობახიძე

,,რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება ამ ყველაფერთან, აქ საუბარია იმაზე, რომ ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს LGBT პროპაგანდა, კონკრეტული ჩანაწერები იყო, რომელიც შეიცავდა ლგბტ პროპაგანდას,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების”  თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ მაკდონალდსის მეშვეობით ბავშვებს შეაპარეს ლგბტ პროპაგანდა შესაბამისი ტექსტებით. ,,ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს კაცო, ელტონ ჯონი არის არაჩვეულებრივი შემოქმედი, ხელოვანი კაცი და ძალიან დიდ პატივს ვცემთ მას ყველა, როგორც ხელოვანს და შემოქმედს. რა შუაშია ბროშურა, კონცერტი, ხვალაც მოვუწოდებ ყველს, რომ თუ სადმე იქნება ელტონ ჯონის კონცერტი, ამ კონცერტზე წავიდნენ. რა შუაშია ელტონ…

მეტი...

,,უკრაინის მშენებლობით ჩვენ ვაშენებთ ერთზე მეტ ქვეყანას, ჩვენ ვაშენებთ მსოფლიოს”- ზელენსკი

,,უკრაინის მშენებლობით ჩვენ ვაშენებთ ერთზე მეტ ქვეყანას. ჩვენ ვაშენებთ მსოფლიოს,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში მიმდინარე „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა. ზელენსკიმ რეკონსტრუქციის კონფერენციის მონაწილეები ქვეყანაში მიიწვია. ,,უკრაინის მშენებლობით ჩვენ ვაშენებთ ერთზე მეტ ქვეყანას. ჩვენ ვაშენებთ მსოფლიოს ისე, როგორც იქნება ჩვენი თაობის სიცოცხლეში და ჩვენს შემდეგ. იქნება ეს მშვიდობიანი? იქნება სტაბილური? იქნება დემოკრატიული? თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ყველას ვიწვევ უკრაინაში!“,- განაცხადა ზელენსკიმ. ”სხვათა შორის, რიში, ჩვენ დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი კიევში…” – დასძინა მან და მიმართა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს რიში სუნაკს.

მეტი...

,,სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში”- ირაკლი კობახიძე

სააკაშვილი სიმულიანტობდა 600 დღის განმავლობაში და ამ სიმულაციას სამწუხაროდ ჰქონდა ფართო მხარდაჭერა უცხოელების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ სააკაშვილის სიმულაციას საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. „კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის ამ სიმულაციას, ტყუილებს, უნდა მოუხადოს ბოდიში საზოგადოებას, ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული დიპლომატები, ყოფილი სახალხო დამცველი, მისი კონსილიუმის წევრები და ა.შ. საკმაოდ ფართოა ეს წრე. გვიმტკიცებდნენ, რომ 600 დღის განმავლობაში ეს კაცი ყოველდღე კვდებოდა. ასეთი სპექტაკლი იცით ალბათ – „ჯერ…

მეტი...

,,აშშ-ში 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში 22%, შემაშფოთებელია”- ირაკლი კობახიძე

,,აშშ-ში 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში არის 22%, არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. ,,სტატისტიკა ვნახეთ, აშშ-ში 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში არის 22%, არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე, აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი. პროპაგანდას აქვს რა თქმა უნდა გავლენა ადამიანების ქცევაზე და სწორედ ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა, აშშ-ში 20%, საფრანგეთში 22%, არის…

მეტი...

,,მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული დეოლიგაქრიზაციის კანონი, არც დეკემბრამდე არ მივუბრუნდებით”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგაქრიზაციის შესახებ კანონი მომავალ კვირაში მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული. მისი თქმით, აღნიშნული თხოვნა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დროს დააყენეს. ,,ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მოსმენით, თუმცა იცით რომ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, შედგა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული ამ ეტაპზე ეს კანონი, შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას, მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე არ მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით…

მეტი...

,,აშშ-ის საელჩოს განცხადება არის მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, გვარამიასთან დაკავშირებული გუშინდელი განცხადება, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობაა. ,,მე მახსოვს, თავის დროზე, როდესაც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მაშინაც გავრცელდა ამერიკის საელჩოს განცხადება ამ თემაზე და მაშინაც მათ დაგმეს უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უზენაესის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ისიც რომ საელჩოს მაშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლო. კიდევ ერთხელ აკეთებენ ამას  და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. საელჩოს ეს განცხადება არის მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა,”- აცხადებს კობახიძე. …

მეტი...

,,კონტრშეტევის პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე ჩვენ გვსურს, მაგრამ ეს არ არის ჰოლივუდური ფილმი”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევ უფრო ნელია, ვიდრე მათ სურთ. მისივე განმარტებით,  ეს არ არის “ჰოლივუდური ფილმი”. ,,ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და ახლა ელოდება შედეგებს. ეს ასე არ არის. ხალხის სიცოცხლე საფრთხეშია”, – განაცხადა პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამხედრო პროგრესი ადვილი არ იყო, რადგან რუსების მიერ დანაღმულია უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი. „რაც არ უნდა სურდეს ზოგიერთს, მათ შორის ჩვენზე ზეწოლის მცდელობებს, მთელი პატივისცემით, ჩვენ ბრძოლის ველზე წავალთ ისე, როგორც საუკეთესოდ მივიჩნევთ“, – დასძინა ზელენსკიმ.

მეტი...

პოლიციამ ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა – დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 8 პირი დააკავეს. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევები, 1968 წელს დაბადებული რ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.დ. და 1982 წელს დაბადებული გ.ც., 1999 წელს დაბადებული დ.ბ., 1989 წელს დაბადებული დ.ა., 1992 წელს დაბადებული გ.კ., 1981 წელს დაბადებული ზ.დ. და 1970 წელს დაბადებული მ.დ. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ…

მეტი...

მაღაროელი, რომელმაც  თვალები ამოიკერა შეუძლოდ გახდა

მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა შეუძლოდ გახდა. მაღაროელი დღეს თბილისში ჩამოვიდა და საკანონდებლო ორგანოსთან შეკრებილ მაღაროელებეს შეუერთდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ცნობისთვის, მე-16  დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მაღაროელები  ხელფასის გაზრდას ითხოვენ. ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.    

მეტი...

,,სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მის მიმართ ძალადობა განახორციელა”- ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ძალადობის და მუქარისთვის, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის სექტემბერში, ბრალდებული ქუთაისში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მის მიმართ ძალადობა განახორციელა. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა მას. ,,სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ ,,მ“ ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით…

მეტი...

უკრაინამ და მოლდოვამ მიაღწიეს რეფორმების კარგ პროგრესს, ხოლო საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო – EURACTIV

უკრაინამ და მოლდოვამ მიაღწიეს რეფორმების კარგ პროგრესს და, სავარაუდოდ, დაასრულებენ მათ მომდევნო თვეებში, ხოლო საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო – ამის შესახებ  ევროკომისიის ზეპირი მოხსენების ტექსტშია ნათქვამი, რომელსაც გამოცემა EURACTIV ავრცელებს. „ეს ზეპირი განახლება არის დროითი ანგარიშის სურათი იმისა, თუ სად დგანან ისინი დღეს ამ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რაც მათგან მოეთხოვებათ“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უკრაინამ ამ დრომდე სრულად შეასრულა შვიდი რეკომენდაციიდან ორი, რათა დაიწყოს წევრობის მოლაპარაკებები სასამართლო რეფორმასთან და მედიის კანონთან დაკავშირებით. როგორც EURACTIV  წერს, საქართველომ სრულად შეასრულა გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული თორმეტი რეკომენდაციიდან სამი, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ასევე…

მეტი...

,,უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა”- მიხეილ სააკაშვილი

,,ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, კითხვა-პასუხის რეჟიმს იწყებს და მაინც მიაწვდენს მოქალაქეებს ხმას. ,,ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია, ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა.  მე აღმოვჩნდი იქ სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული. გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე გულებიანი საქართველოს დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია “ოცნების პროტესტი”. გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა.…

მეტი...

,,დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა?”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, პროპაგანდა და დეზინფორმაცია მრავალმხრივი, სხვადასხვამხრივი გამოწვევაა და  მარტო რუსეთზე გადაბრალება სწორი და სერიოზული არ არის. „მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიან დეზინფორმაციულ ეპოპეას თუ ავიღებთ, როცა საუბარი იყო, თითქოს ის მოწამლეს, აწამეს და ასე შემდეგ, ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა? ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე. ამხელა, წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია იყო, შემდეგ კიდეც ვნახეთ, რომ დაფინანსებული კამპანია იყო. ამერიკულ თუ ევროპულ მედიაში იბეჭდებოდა ყალბი სტატიები, პოლიტიკოსები თუ ე.წ. ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს ავრცელებდნენ. ჩამოდიოდნენ ყალბი…

მეტი...

,,გავაკეთეთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში”- პრემიერი

ჩვენ ჩვენი შეფასებით გავაკეთეთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა  ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. „თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს იყო საბოტაჟი. ამაზე უნდა დაუსვათ კითხვები თქვენი გუნდის წევრებს, თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციას. ამიტომ, მინდა გითხრათ შემდეგი, რომ თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხი, რატომ ახდენდნენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ 11 რეკომენდაცია შევასრულეთ, მე-12-ს რაც შეეხება,…

მეტი...

,,ჩვენ გაგვწირა ყველამ, ვინც მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს, ვინც მას ხელს ართმევდა”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ყველამ არეულობისთვის გასწირა, ვინც მას ხელს ართმევდა და თანამდებობაზე ნიშნავდა. მისი თქმით, საქართველო უსაფრთხოების სამსახურმა გადაარჩინა. ,,ჩვენ გაგვწირა ყველამ, ვინც მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს, ვინც მას ხელს ართმევდა, ვინც მას თანამდებობაზე ნიშნავდა, საქართველო ყველამ გასწირა არეულობისთვის. ერთადერთი, ჩვენ ვინც გადაგვარჩინა, არის ჩვენი უსაფრთხოების სამსახური. რომ არა სუს-ის დროული და პროფესიული რეაგირება, დღეს რა მდგომარეობა იქნებოდა საქართელოს სხვადასხვა ქალაქები ქუჩებში, ვისი ტყვია გაისროდა და ვისი  ტანკი იდგებოდა, არავინ იცის,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,როდესაც სამედიცინო სამსახურისგან გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია,  გადაყვანილი იქნება  პენიტენციურ დაწესებულებაში”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც სამედიცინო სამსახურისგან იქნება შესაბამისი რეკომენდაცია, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. მინისტრი, ქართულ პოლიტიკაში ექსპრეზიდენტის დაბრუნების საკითხსაც გამოეხმაურა. ,,თუ არ არის რეკომენდებული, რომ მივიდეს და  დაესწროს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ დაესწრება. ჩვენ ვმოქმედებთ ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად. სხვა საშუალებებიც აქვს მას, რომ დაესწროს და საზოგადოება ეს რამდენჯერმე ნახა, მათ შორის, სასამართლო პროცესზე. სააკაშვილი არის მსჯავრდებული პატიმარი და როდესაც სამედიცინო სამსახურისგან გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, როგორც გითხარით, უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა…

მეტი...

მაღაროელების პროტესტი გრძელდება – შიმშილი კიდევ ოთხმა მაღაროელმა დაიწყო

მაღაროელების პროტესტი გრძელდება. საკანონდმებლო ორგანოს  წინ კიდევ ოთხმა მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა. მოშიმშილეები აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტენ, მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ცნობისთვის, მე-16  დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მაღაროელები  ხელფასის გაზრდას ითხოვენ. ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა.

მეტი...