,,დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით, მთავრობის მიზანია ივანიშვილის ფულის დაცვა”- გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია  დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება. მისი თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს.

,,ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს. დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით, მთავრობის მიზანია ივანიშვილის ფულის დაცვა და ოლიგარქიული მმართველობის გამყარება,”- წერს გახარია.

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული – ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

მსგავსი თემები