„ამ ამბავთან საერთო არაფერ გვაქვს“ – ბაიდენი რუსეთში აჯანყებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელიც ამტკიცბს, რომ რუსეთში აჯანყების შესახებ ამერიკამ წინასწარ იცოდა, განცხადებას ჯო ბაიდენი აკეთებს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ამ ამბავთან საერთო არაფერი აქვს. „ამ პროცესში ჩართულნი არ ვიყავით. ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს. ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მას კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც ჰქონდა.  

მეტი...

პრეზიდენტმა კიდევ ერთი ვეტო გამოიყენა

სალომე ზურაბიშვილმა ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. საუბარია იმ ცვლილებებზე,  რომლითაც  ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. „მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს. ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს. 100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა…

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელს პატიმრობა შეუფარდეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გახმაურებული საქმის გამომძიებელს –  სერგო შუბითიძეს პატიმრობა შეეფარდეს. სასამართლო პროცესი ახლახან დასრულდა. სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ბრალდებულმაც ისარგებლა. მისი თქმით არც ბრალდებას აღიარებს და არც მიმალვას აპირებს. შუბითიძე ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს, რომელიც მან ერთ-ერთ ტელეკომპანიას მისცა. ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, რადგან, საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს. პროკურატურამ გამოძიება  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.      

მეტი...

„ვაიმე, შემეშალა – ასეთი რამ თქვა“ – ბაჩალიაშვილის საქმის დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი

გახმაურებული საქმის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ძიებაში ჩართული პროკურორის, სერგო შუბითიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დასცვის ქვეშ მყოფს ინტერვიუს დროს შეეშალა. სერგო შობიძიძე სწორედ იმ განცხადებებისთვის დააკავეს, რომელიც მენ ერთ-ერთ ტელეკოპმანიას მისცა. როგორც დაცვის მხარე ამტკიცებს, სერგო შიბითიძეზე ზეწოლა არ განხორციელებულა. ადვოკატ დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით,  შუბითიძეს მონაწილეობა მართლაც მიიღო საგამოძიებო საქმიანობაში და დალუქა კიდეც ტელეფონი. „არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. მიმაჩნია, რომ ეს საქმე ასეც არ უნდა წარმართულიყო. პასუხისგებაშიც არ უნდა მიეცათ, ბავშვურად მოუვიდა. შეეშალა, ადამიანები მიდრეკილები ვართ გადაცდომისკენ. ჩვეულებრივი ადამიანია და შეეშალა. დღეს ერთად გავიარეთ, მოწმე ერეკლე კერესელიძის გამოკითხვის ტომი და…

მეტი...

„ერთ დღეში 780 კილომეტრი გავიარე, მოსკოვამდე დარჩენილი იყო 200 კილომეტრზე მეტი“ – „ვაგნერის“ ხელმძღვანელი აჯანყების მიზეზებზე ალაპარაკდა

სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მან სამხედრო აჯანყება დაიწყო. როგორც პრიგოჟინი განმარტავს, ამ ყველაფრის მიზეზი „ვაგნერის“ დაშლის გეგმები იყო, რომელსაც არსებობა 2023 წლის პირველ ივლისს უნდა დაესრულებინა. „ერთ დღეში 780 კილომეტრი გავიარე. დარჩენილი იყო 200 კილომეტრზე მეტი მოსკოვამდე. ადგილზე არც ერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ვწუხვართ, რომ იძულებული გავხდით, დარტყმა მიგვეყენებინა საჰაერო ობიექტებზე. კამპანიის მიზანი იყო თავიდან აგვეცილებინა “ვაგნერის” განადგურება, ასევე, პასუხისგებაში მიცემა იმ პირებისა, რომლებმაც თავიანთი არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვეს უამრავი შეცდომა „სპეცოპერაციის“ დროს. ამას ითხოვდა საზოგადოება“, – აცხადებს პრიგოჟინი, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს. პრიგოჟინი ირემუნება, ამ ყველაფრის…

მეტი...

ორგანოების ტრანსპლანტაცია უანგაროდ უნდა ხდებოდეს, სხვა შემთხვევაში, სს პასუხისმგებლობა ამოქმედდება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელა. „კანონპროექტიევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა. კანონის მომზადების ვალდებულება განსაზღვრულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. მასზე მუშაობა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ევროკავშირის და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას. მისი თქმით, კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ჩაანაცვლებს  მოქმედ კანონს „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, რომელიც 2000 წელს მიიღეს. კანონპროექტის მიღების შედეგად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები,…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს ვიღაცამ მიანიშნა, რომ გვარამია შესაწყალებელი იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახძის განცხადებით, ვინც სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებაზე მიანიშნა, მას პოლარიზაცია სურს. „სალომე ზურაბიშვილს ვინც მიანიშნა, რომ გვარამია შესაწყალებელი იყო, მას სურს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება და ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. რატომ სურთ ამ ძალებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, თუმცა, თავისთავად, ეს არის ძალიან სამწუხარო ნიშანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, გვარამიას დიდი რესურსი არ გააჩია. უბრალოდ, პოლარიზაციას დამატებით შეუწყობს ხელს.  

მეტი...

ჯანდაცვის კიმიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები  მეორე მოსმენით – მუხლობრივად  განიხილა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ,  თამარ გაბუნიამ  კომიტეტის წევრებსა და სხდომაზე მოწვეულ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვის შედეგად გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე, სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგები გააცნო. პროექტი ზოგადად სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების ახლებურად განსაზღვრას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, ამ საკანონმდებლო ცვლილებით ადმინისტრირების უფრო მოქნილი…

მეტი...

სასამართლოს გარეშე კლინიკას ლიცენზია არ შეუჩერდება – დავა ჯანდაცვის კანონმდებლობის ირგვლივ   

ჯანდაცვის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რომელიც ხმაურით მიმადინარეობს, შესაძლოა რამდენიმე პუნქტი დაემატოს, რასაც სამედიცინო პერსონალი ითხოვს.  კერძოდ, როცა რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულების შემოწმების პროცესს დაიწყებს, პარალელურად,  შეტყობინებას სასამართლოში გაგზავნის, რომ  სასამართლომ შემოწმების საჭიროება  დაადასტუროს. ერთ-ერთი სწორედ ეს იყო, რასაც სამედიცინო საზოგადოება ითხოვდა, რომ სასამართლოს საჭოროება არ ამოვარდნილიყო და მაკონტროლებელი უწყება სამედიცინო დაწესებულებაში სასამართლო ნებართვის გარეშე არ შესულიყო. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა.  ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი კომიტეტის წევრებს სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგები გააცნო. „შემოთავაზებული რედაქციით, მარეგულირებელი სწრაფი რეაგირებისთვის შემოწმების პროცესს დაიწყებს, მაგრამ ამავდროულად…

მეტი...

ლავროვის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვას „ვაგნერის“ ამბოხების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა

კარძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხის შესახებ რუსეთის  საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველ შეფასებას აკეთებს და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიანიშნებს. როგორც სერგეი ლავროვი აცხადებს, ამერიკამ წინასწარ იცოდა „ვაგნერელების“ ამბოხის შესახებ. „კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები ჩვენთან მისი ინიციატივით ნადგურდება, ეს ურთიერთობები არ არსებობს. შესაბამისად, ერთი ეპიზოდით მეტი თუ ერთით ნაკლები, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ… მოვისმინე, თუ როგორ შუქდება მოვლენები დასავლეთში. კერძოდ, CNN-ზე თქვეს, რომ ამერიკულმა დაზვერვამ რამდენიმე დღის წინ იცოდა მოახლოებული ამბოხის შესახებ, მაგრამ გადაწყვიტა, არავისთვის ეთქვა ამის შესახებ. როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ ამბოხი წარმატებას მიაღწევდა“, – განაცხადა სერგეი  ლავროვმა. მან ამერიკასთან ერთად,…

მეტი...

,,რუსული სპექტაკლის მხოლოდ პირველი აქტი”- ანალენა ბერბოკი პრიგოჟინის ამბოხზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით,  ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება “რუსული სპექტაკლის მხოლოდ პირველი აქტი” იყო. მისი თქმით, გაურკვეველია, სხვა რა აქტები მოჰყვება ამ სპექტაკლს. ,,ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული ომის დამანგრეველ შედეგებს პუტინის ძალაუფლების სისტემაზე. ის სულ უფრო მეტად თვითდესტრუქციული ხდება. ასევე, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ბზარებს რუსულ პროპაგანდაში. ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ასევე გამოიწვია ძალაუფლებისთვის ბრძოლა რუსეთში. გაურკვეველია, სხვა რა აქტები მოჰყვება ამ სპექტაკლს”, – განაცხადა ბერბოკმა.

მეტი...

ეგვიპტეში 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

ეგვიპტეში 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია. შემთხვევა ქალაქ ალექსანდრიაში მოხდა.

მეტი...

,,მთელი მსოფლიო იყო გარინდებული, საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს”- მდინარაძე

„ქართული ოცნების “ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ  რუსეთში მიმდინარე მოვლენებს მთელი მსოფლიო აკვირდებოდა და საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს რუსეთში შიდა სამხედრო დაპირისპირების დროს. ,,მთელი მსოფლიო იყო გარინდებული, მათ შორის უკრაინელებიც. ხმას არ იღებდნენ, აკვირდებოდნენ სიტუაციას. მსოფლიოს ყველა ლიდერი საუბარობდა, რომ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, რადგან არავინ იცოდა, ეს იყო დადგმული პროვოკაცია, იყო რეალური ამბოხი, რა ხდებოდა და სამწუხაროდ, საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები და კონკრეტული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს რუსეთში შიდა სამხედრო დაპირისპირების დროს. არ დაგვავიწყდეს, ეს მხარე იყო იმ ადამიანის…

მეტი...

კობა კობალაძემ და ქართულმა დელეგაციამ, ტექსელის აჯანყების დროს დაღუპულ თანამემამულეთა ხსოვნას პატივი მიაგო

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან_ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, კუნძულ ტექსელზე, ფაშიზმის წინააღმდეგ აჯანყების დროს დაღუპული ქართველი მეომრების ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, ქართველი ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს მუზეუმი, სადაც აჯანყების მონაწილეთა პირადი და ომის ამსახველი ნივთებია წარმოდგენილი; მოინახულეს ბუნკერები, სადაც ტყვეები თავს აფარებდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართულ დელეგაციასთან ერთად, კუნძულ ტექსელზე იმყოფებოდა „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის“ პრეზიდენტი, თიკა სვანიძე- ვენკო; მიმდინარე წლის 4…

მეტი...

,,ნუცა არის უნიჭიერესი მომღერალი, შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის მოსკოვში სიმღერას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ”ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო. ” ,,ნუცა არის უნიჭიერესი მომღერალი და ასეთი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ასეთი შვილების დაბულინგება იმის გამო, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იმღერებენ, არა თუ საღ აზრს მოკლებულია, არამედ მიზანმიმართული ვითომ ტრენდის შემადგენელი ნაწილია და დამაზიანებელია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისათვის, არამედ ქვეყნისათვის. შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო, არ უნდა დააბრალო რაღაც. ერთია…

მეტი...

,,ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე ტერაქტის გეგმა სრულად შემუშავებული და დამტკიცებულია”- ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს შემუშავებული და დამტკიცებული აქვს თავდასხმა ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე. ,,ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე ტერაქტის გეგმა სრულად არის შემუშავებული და დამტკიცებული. კატასტროფის დასაჩქარებლად შესაძლოა, ტექნიკური საშუალებები იქნას გამოყენებული, სიტუაცია ამაზე უფრო სერიოზული არასდროს ყოფილა”, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.  

მეტი...

„დრო მოვიდა”- მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართავს. ექსპრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში. მისი თქმით, დარწმუნებულია უკრაინის ხელისუფლება მხარს დაუჭერს აღნიშნულ წამოწყებას. „დრო მოვიდა. ჩემი მიმართვა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მივმართავ ყველა თავისუფლებისმოყვარე ერს და მოქალაქეს რუსეთის იმპერიისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაიმონა კავკასია, რომელმაც გაანადგურა მთელი ერები და აგრძელებს კავკასიელების გენოციდს და რუსიფიკაციას და რომელიც საკუთარი არსებობის ბოლო თვეებს ითვლის. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის იმ მილიონობით გმირის სულისკვეთება, რომელთათვისაც თავისუფლება წარმოადგენდა უმაღლეს ღირებულებას და…

მეტი...

,,სულელი”, ”ამორალური”, ”გაუნათლებელი”, ”უზრდელი”- სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატები იაგო ხვიჩია და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთს  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. იაგო ხვიჩიამ ვაშაძეს „სულელი“ უწოდა. ,,თქვენს ბოდვას ვუსმენდით გრიგოლ – რა გვარი ხართ? რა გვარია ეს სულელი? ამ სულელის ბოდვას ვუსმენდით. თქვენ შეურაცხყოფილი ხართ დაბადებიდან. სულელია, ვინც ამას ვერ ხვდება, აქ საერთოდ როგორ ზიხარ? ათასი სულელური აზრი მოვისმინე, მაგრამ არავისთვის შემიწყვეტინებია. ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი მაძლევს შენიშვნას, რატომ? არ არის ამორალური?სინამდვილეში ახლა კამათი რაზე გვაქვს- ერთი მხარე იძახის, ამ ხალხს ცოტა ფული უნდა მივცეთო, მეორე…

მეტი...

უკრაინელებმა რივნოპოლი დაიბრუნეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი რივნოპოლი დაიბრუნეს. ,,თავდაცვის ძალებმა რივნოპოლი ჩვენი კონტროლის ქვეშ დააბრუნეს”, – წერს მალიარი. ამასთან დაკავშირებით ვიდეო გამოაქვეყნა 31-ე ცალკეულმა მექანიზებულმა ბრიგადამაც.  

მეტი...

ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში, ჯერ მორალურად, თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტა მეტიც მიიღოს – ბექა ოდიშარია

,,ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი  თქმით, არ დაუშვებს, რომ მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს ის პრორუსულ ძალას წარმოადგენს. ,,ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. მიიღებს მორალურად ჯერ და თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტაც მეტი მიიღოს. მე არ დავუშვებ, რომ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას (წარმოვადგენ) და საერთოდ თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ენას ცოტა კბილი დააჭირეთ, რა. კბილები მარტო სხვა რამისთვის, არ არის, რომ ღეჭოთ საღეჭი რეზინი”,- განაცხადა ოდიშარიამ.  

მეტი...

,,მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეწყვიტოს პრეზიდენტის დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, გადავიდეთ დიალოგზე”- გიორგი მსხილაძე

,,მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეარბილოს, შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, გადავიდეთ დიალოგზე,”- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლარიზაციას უმრავლესობის ლიდერის განცხადებები აღვივებს. ,,ყველა აკვირდებოდით კომიტეტის სხდომას, სადაც კანდიდატებთან და მათ პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ იყო. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, რომ ჩააგდონ კანდიდატები. მე არ ვიცი, ასეთი მიდგომა სადამდე მიგვიყვანს, სიმართლე გითხრათ, პოლარიზაციის გაღრმავებას ზუსტად ასეთი დამოკიდებულება უწყობს ხელს. ამიტომ მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეარბილოს, შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, გადავიდეთ დიალოგზე. ეს დაპირისპირება ავნებს არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს, შეიძლება…

მეტი...

,,რეგულირების სააგენტოს სჭრიდება, სწრაფად შევიდეს ობიექტზე”- პარლამენტი ჯანდაცვის შესახებ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს

საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონს. ცვლილებები მინისტრს უფლებას აძლევს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, კლინიკა დახუროს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე წავიდა და კანონპროექტში დამატება შეაქვს, რომლის თანახმად კლინიკებსა და ფარმაცევტულ ქარხნებში შესვლის პარალელურად, სასამართლოს ინფორმირებასაც გულისხმობს. ,,რეგულირების სააგენტოს სჭრიდება, სწრაფად შევიდეს ობიექტზე, დახვდეს იქ ობიექტური სურათი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამ შემთხვევაში, ახალი დაზუსტებული პროცედურა შემდეგი სახის გახლავთ – მარეგულირებელი შედის დაწესებულებაში, ამის პარალელურად, ატყობინებს სასამართლოს, რომ შევიდა დაწესებულებაში და ითხოვს მისგან დადასტურებას და ეს უნდა მიიღოს 72 საათის განმავლობაში. პრობლემურ ნაწილში სადაო თანხის გაცემა გაიყინოს, ვიდრე ეს დავა…

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

გარდაცვლილი პროგარამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ბრალს აღიარებს. ის გუშინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, სერგო შუბითიძეს ტელეფონი შეეშალა. ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი და არა პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო  საუბარი,”- განაცხადა დაკავებული გამომძიებელის ადვოკატმა. ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე გუშინ დააკავეს.  

მეტი...

არ არსებობს ფაქტი, რომ საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის ყოფილიყო გამოყენებული – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო სანქციების გვერდით ავლის ადგილი არ ყოფილა და ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან ეჭვების გამოთქმა არ კმარა, მთავარია კონკრეტული ფაქტების წარმოდგენა. „ჩვენ გამჭვირვალედ ვიქცევით. არ არსებობს ფაქტი, რომ სანქციების გვერდით ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა. ყველას პატივს ვცემ. ვიცით მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ ეჭვების დონეზე ვერ შემოვიფარგლებით, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტებია, წარმოადგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით საქართველო სანქციებს არ უერთდება. „არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. ამას აქვს…

მეტი...

„ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას, ამაში ცუდი არაფერია, გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლით აღშფოთებულია, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, რადგან მათი წარსული გამოცდილება სულ სხვა რამეზე მეტყველებს. „ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ამაში ცუდი არაფერია. გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი – ომის, რომელიც დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის; დავკარგეთ ტერიტორიები; საუბედუროდ, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი. გვყავს უამრავი გარდაცვლილი – მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები; დანგრეული და განადგურებული სოფლები, ქალაქები; ვიცით, რამდენად მძიმე იყო ეს ომი. მესამე-მეოთხე დღეს კი, ხელისუფლების წარმომადგენლები წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო…

მეტი...

,,გადამწყვეტ მომენტებში და მნიშვნელოვანი გამოწვევების პირობებში, რეალურად, ხელისუფლება რა გვყავს”- სალომე სამადაშვილი

”ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი „ვაგნერის“ ამბოხს ეხმიანება. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ გადამწყვეტ მომენტებში და მნიშვნელოვანი გამოწვევების პირობებში, რეალურად, ხელისუფლება რა გვყავს. ,,ამ ვითარებაში, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ აჩვენოს საკუთარ მოქალაქეებს, რომ ის ააანალიზებს ადეკვატურად გამოწვევას, აქვს სამოქმედო გეგმა სხვადასხვა სცენარების მდგომარეობაში და შესაბამისად, მე მივიჩნევ, რომ იმ დღეს უბრალოდ, რომ გაქრა საერთოდ ხელისუფლება – ეს იყო საკუთარი ხალხის მიტოვება, რომელსაც სჭირდებოდა პასუხი იმ ხალხისგან, ვისაც დღეს ჰქვია ამ ქვეყნის ხელისუფლება. რა საფრთხეები იყო, რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება ამის გასანეიტრალებლად და სხვა საკითხებზე. ამის ნაცვლად, ჩვენ ვნახეთ გადამალული, სადღაც გამქრალი…

მეტი...

,,გაივსო საქართველო კიკუებით – რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს”- მეუფე სტეფანე

,,დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. აი, კიკუ, გახსოვთ? – დათა თუთაშხიაში რომ არის. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კიკუებით გაივსო საქართველო რა,”- ამის შესახებ მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა. ,,დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. აი, კიკუ, გახსოვთ? – დათა თუთაშხიაში რომ არის. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კიკუებით გაივსო საქართველო რა. თავის ქვეყნის, არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს ჩვენ და ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ მოქმედებებს აკეთებენ,…

მეტი...

ავჭალის სასაფლაოზე კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ავჭალის სასაფლაოზე 37 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი თემურ სხირტლაძეა, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ხელისუფლებაში არის “ქართული ოცნება”, რომელსაც აქვს დაფიქრებული, მოთმინების მიდგომა”- შალვა პაპუაშვილი

,,საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ დღეს ხელისუფლებაში არის “ქართული ოცნება”, რომელსაც აქვს დაფიქრებული, მოთმინების მიდგომა, როცა ხდება ანალიზი და არა ემოციებზე აყოლა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში, საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანისა და პანიკის შექმნის მცდელობა იყო. ,,იყო საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანის მცდელობა, იყო კონსპირაციების ჩამოყალიბება, თითქოს რაღაც კავშირები იყო, იყო პანიკის შექმნის მცდელობა, რომ მოაწყდნენ თითქოს ჩვენ საზღვარზე, მათ შორის ტყუილის გავრცელება, მათ შორის ამაში ჩართულები იყვნენ ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების ქართული რედაქციის წარმომადგენლები, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის წარმომადგენლები პირდაპირ “ტვიტერის” მეშვეობით. ჩვეულებრივ ჰიბრიდული…

მეტი...

ვაგნერის ამბოხი გვიჩვენებს, რომ მოსკოვმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის მიერ შეწყვეტილი აჯანყება მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით. „შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე და კიდევ ერთხელ დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრირება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსიითა და უკრაინის წინააღმდეგ ომით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.  

მეტი...

,,საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს”- კახა ოქრიაშვილი

,,საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს,”- ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი  სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლო ისევ უბრალო ხალხის დასაცავი იქნება. „პრიგოჟინის ამბოხმა დაგვანახა, რომ დაახლოებით 10 000-კაციან არმიას როსტოვიდან მოსკოვამდე შეუძლია თითქმის 500 კილომეტრი ისე გაიაროს, არცერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს. ეს ნიშნავს, რომ პირადად პუტინის, რომელიც რუსეთს 23 წელიწადია შიშითა და ტყუილით მართავს და მისი რეჟიმის დაცვა არავინ სცადა. ეს ბუნებრივია – კორუფციაზე, ტყუილსა და შიშზე აგებულ ხელისუფლებას დამცველი არ…

მეტი...

,,მონსტრი, რომელიც პუტინმა ვაგნერთან ერთად შექმნა, ახლა მას კბენს”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მონსტრი, რომელიც პუტინმა ვაგნერთან ერთად შექმნა, ახლა მას კბენს. მისი თქმით, ურჩხული მისი შემქმნელის წინააღმდეგ მოქმედებს.  ,,პოლიტიკური სისტემა აჩვენებს სისუსტეებს და სამხერო ძალა იშლება. მონსტრი, რომელიც პუტინმა ვაგნერთან ერთად შექმნა, ახლა მას კბენს, ურჩხული მისი შემქმნელის წინააღმდეგ მოქმედებს. რუსეთისნაირი ბირთვული ძალის პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში გადასვლის ნახვა კარგი არ არის,”- განაცახადა ბორელმა.

მეტი...

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

გასული დღის განმავლობაში რუსეთმა ხერსონის ოლქის მიმართულებით 644 ჭურვი ისროლა. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. „გასული დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 95 შეტევა, გაისროლა 644 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან და ავიაციიდან,”- განაცხადა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

მეტი...

,,ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს, რომ გარისკოს ომი რუსეთთან”- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვინც საქართველოს მოუწოდებს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს, რომ გარისკოს ესკალაცია, ომი რუსეთთან. მისი თქმით, საქართველოს გამოყენებით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა. ,,საქართველო თავად არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინაამღდეგ. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთანაც ხშირად გვქონდა საუბარი და პარტნიორებისგან აბსოლუტურად არის გაგება ამ მიმართულებით. ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, გარისკოს ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ, ანუ გარისკოს ომი რუსეთთან. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოუწოდებს საქართველოს, რომ დააწესოს…

მეტი...

შეჩერდეს კანონპროექტი რეგულირების სააგენტოსთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ! – ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის პეტიცია

შეჩერდეს კანონპროექტი რეგულირების სააგენტოსთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ! – აღნიშნული პეტიციით ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს. ასოციაცია პეტიციის საშუალებით მინიტრს, ასოციაციისა და ექიმების სახელით მიმართავს, რათა კანონპროექტის დახვეწისა და ლოგიკურ ჩარჩოებში მოყვანისათვის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი სადაც შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ მათი ხედვები და მოხდეს ექიმთა ინტერესების გათვალისწინება. ,,საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სამედიცინო თუ ფარმაცევტულ დაწესებულებაში, წინასწარი ინფორმირების გარეშე, რეგულირების სააგენტოს ექნება შესვლის და ნებისმიერი საჭირო დოკუმენტაციის ამოღების შესაძლებლობა ბუნდოვანია და ბადებს  ლოგიკურ კითხვებს. ბუნებრივია ცალსახად ვემხრობით ნებისმიერ რეგულაციას რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა…

მეტი...

ლუკაშენკო შესაძლოა,  ჩართული იყოს რუსეთში გადატრიალების მცდელობაში – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი,  ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკო შესაძლოა, ჩართული იყიოს  პრიგოჟინის ქმედებებში რუსეთში გადატრიალების მცდელობის დროს. მისი თქმით, არ გამორიცხავს ლუკაშენკო კიდევ ერთხელ დაეხმაროს ვაგნერელებს. ,,ალექსანდრ ლუკაშენკო შესაძლოა, იყოს ჩართული ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ქმედებებში რუსეთში გადატრიალების მცდელობის დროს. უცნობია, როგორ მოიქცევა ლუკაშენკო მომავალში. არ გამოვრიცხავ, რომ მას შეეძლოს იგივე ამბოხებაში კიდევ ერთხელ დაეხმაროს ვაგნერელებს, ბელარუსში ყველაფერი ასე მარტივად არ არის”, – განაცხადა ოლექსი დანილოვმა.    

მეტი...