სტიქია გორში

გორის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს. ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა სოფელი ბოშური დააზარალა. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მოჭარბებული ნალექის შედეგად, ადიდდა ხევი და მდინარე, რომელმაც სავალი გზა დააზიანა, დაზიანდა ელექტრო ბოძიც. დაიტბორა სასახლკარე ნაკვეთები,  ეზოები, ხეხილი. ადგილობრივები ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან.

მეტი...

„ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ“ – ჰაჯა ლაჰიბი

„ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე. ვაკვირდებით საერთო მომავალს, ბელგია საქართველოს გვერდით დგას დღეს და ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს ხვალ და მომავალშიც“ – აღნიშნა ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, ჰაჯა ლაჰიბიმ ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირი 20 წლის განმავლობაში არსებობს და ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო. „საქართველომ ევროპას მიმართა, რათა მიიღოს კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირში. საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი…

მეტი...

„მწამს, რომ საქართველოს შეასრულებს პირობებს და ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“ – ოლივერ ვარჰეი

„ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაგასაყარზე. ერთი წლის წინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ამ კონტექსტში მოხარული ვარ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და გვინდა ვიხილოთ მდგრადი და წარმატებული პროცესი“ – აღნიშნა  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. მისი თქმით, ის ვალდებულებები, რომელიც საქართველომ აიღო, შედეგს მოიტანს. „გარწმუნებთ, რომ ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეკონომიკური და საინვესტიციო…

მეტი...

„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“ – ოლივერ ვარჰეი

„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია,  გარწმუნებთ, რომ ის დაძაბული სამუშაო და ვალდებულებები, რომელიც თქვენ აიღეთ, იქნება შეფასებული ობიექტურად და მოიტანს შედეგებს. ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“ – აღნიშნა  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. მისივე თქმით, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული და შედეგებს მოიტანს. „ამ წლის ევროპალია – ფესტივალი ეძღვნება საქართველოს. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ გამოვიკვლიოთ საქართველოს ბრწყინვალე წარსული, მდიდარი კულტურა, ტრადიციები, თანამედროვე ხელოვნება და ასევე დავინახოთ საქართველოს უახლოესი მომავალი.   მე მქონდა…

მეტი...

„გვჯერა, რომ ჩვენმა ისტორიამ, კულტურამ, ღირებულებებმა მოგვამზადეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გამოწვევების დასაძლევად“ – პრემიერი

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენმა ისტორიამ, კულტურამ, ღირებულებებმა და ბოლოდროინდელმა მიღწევებმა მოგვამზადეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გამოწვევების დასაძლევად“ –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს გეოგრაფიამ ხელი შეუწყო ქართველების მდიდარი ისტორიის ჩამოყალიბებას. „ევროპისა და აზიის, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გასაყარზე, დიდი აბრეშუმის გზის სიახლოვეს, დიდ იმპერიათა შორის ბრძოლების ეპიცენტრში ყოფნამ, როდესაც ხშირად თავად ვიყავით ამ დაპირისპირების სამიზნე, საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ გააძლიერა ჩვენი ერი, ჩამოაყალიბა ჩვენი იდენტობა და ჩვენი ღირებულებები. ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენი სურვილი…

მეტი...

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო ომის დასაწყისი, რომელიც ყველას გვეხება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლისას. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაუთმო რუსეთ-უკრაინის ომს და აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი ქვეყნის გვერდით. „ძვირფასო სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ევროპის ისტორიის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ…

მეტი...

„ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა წევრობის პერსპექტივა, რაც საქართველოს ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა“ – პრემიერი

„ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის, „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ მოახერხა ისეთი ისტორიული მნიშვნელობის ამოცანების შესრულება, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოპოვება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ისტორიული მნიშვნელობის ამოცანების შესრულება, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ევროკავშირთან უვიზო…

მეტი...

15 წლის გოგონა, რომელიც მაღალი სართულიდან გადმოვარდა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

15 წლის გოგონაზე, რომელიც, 11 ივნისს, ბათუმში მაღალი სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითა და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მუხლით აღიძრა. დაკავებულს შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”, – წერია პროკურატურის მიერ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო პარტნიორობას და ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ევროკომისიის 12 პრიორიტეტის დიდი ნაწილის შესრულების მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ…

მეტი...

“ქვეყანას მართავს ვასალური რეჟიმი “რუსული ოცნების”, – ლევან ბეჟაშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე

„ნაციონლაური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველო-რუსეთს შორის შედგა. როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, ჩანაწერი ადასტურებს, რომ ქვეყანას „რუსული რეჟიმი“ მართავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს ესაურება, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ვიზიტის დროს ახლდა და რასაც პროტესტი მოჰყვა. „გავრცელებული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი ვასალური დამოკიდებულება აქვს ქართულო ოცნების ხელისუფლებას პუტინის რეჟიმის მიმართ. ეს ადასტურებს ფაქტებს, რომელიც მანამდე არაერთხელ გაჟღერდა – გომელაურის, შსს- ის მაღალჩინოსნების კავშირებს „ეფესბეს” მაღალჩინოსნებთან, ლავროვის შვილის ვიზიტი და  ყველაფერი ეს ადასტურებს იმას, რომ…

მეტი...

,,ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება”- ირაკლი ღარიბაშვილი

ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ  ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობას უხდის. „ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

„ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ არის მზად, ამ სირცხვილის გზაზე კიდევ ერთხელ გაიაროს”- პრიგოჟინი

კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, „ვაგნერი“  რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებს. მისი თქმით, „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ არის მზად, ამ სირცხვილის გზაზე კიდევ ერთხელ გაიაროს. „როდესაც პირველად ჩავერთეთ ამ ომში, არავის უთქვამს, რომ ჩვენ ვალდებულები ვიქნებოდით, შეთანხმებებისთვის ხელი მოგვეწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ არის მზად, ამ სირცხვილის გზაზე კიდევ ერთხელ გაიაროს. სწორედ ამიტომ, არცერთი მათგანი არ მოაწერს ხელს ამ კონტრაქტს“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე,  სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები. ,,ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. მხარეებმა…

მეტი...

,,ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს – ნაცისტების ჯგუფია”- ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის  სატელეფონო საუბარი პოზნერის ვიზიტზე

იუთუბზე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის  სატელეფონო ჩანაწერი ვრცელდება. აუდიოჩანაწერი  2021 წლის 1 აპრილით თარიღდება. სატელეფონო საუბარში, აბაშიძე  მოქალაქეებს, რომლებმაც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტეს ”ზონდერებად” მოიხსენიებს. ,,ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს. ამის წინასწარ გამოცნობა, წინასწარგანჭვრეტა, შეუძლებელია”- აცხადებს აბაშიძე. ამასთან, აბაშიძე მოქალაქეებს ”ნაცისტების ჯგუფს” უწოდებს. ,,ეს საშინელებაა, მე არ შემიძლია გადმოგცე არანაირად, რა გადავიტანე და ასევე ყველა ჩემმა ნაცნობმა და მეგობარმა რა გადაიტანა ამ საათების განმავლობაში.  დღეს, არ ვიცი, შენ ნახე თუ არა, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, სხვებიც, პარლამენტშიც  გამოსვლებია, მინისტრებიც განცხადებებს აკეთებენ .ეს…

მეტი...

ჯანდაცვის კომიტეტი კანონში ცვლილებებს და სანქციების გამკაცრებას არ იზიარებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად იმყოფებოდა, სხდომა ხმაურით წარიმართა. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კომიტეტის წევრებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს აცნობდა, თუმცა, კომიტეტის წევრებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო. ცვლილებები რეგულირების სააგენტოსთის ფუნქციების გაზრდას ითვალისწინებს და მას სამედიცინო დაწესებულებაში შესვლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველზე შეეძლება. დეპუტატთა ნაწილი ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებს და არ გამორიცხავს, ის სწორედ მათ წინააღმდეგ იყოს მიმართული, ვინც ანტისახელისუფლოა. მათი თქმით, თუ რომელიმე კლინიკის ხელმძღვანელი ხელისუფლების პოლიტიკურის შეხედულებების გამზიარებელი არ იქნება, დაწესებულებაში რეგულირების სააგენტოს შეგზავნიან და კლინიკას გააჩერებენ. დეპუტატები ფიქრობენ, რომ…

მეტი...

სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულები – სამხრეთ საბერძნეთის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა

სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ საბერძნეთის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, რომელზეც ემიგრანტები იმყოფებოდნენ. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე. მედიის ცნობით, ნავი ლიბიიდან იტალიისკენ მიემართებოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა, სავარაუდოდ, 20 წლის მამაკაცი იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა 104 პირის გადარჩენა მოახერხეს. სანაპირო დაცვის განცხადებით, არცერთ მგზავრს არ ეცვა სამაშველო ჟილეტი.

მეტი...

,,თმებზე ჩამაფრინდა, სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო”- ჟურნალისტს თავს დაესხნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. მისი თქმით, თავდამსხმელი თმებში ჩააფრინდა და მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახდა. ,,დილის გადაცემა დასრულდა თუ არა შემატყობინა დაცვამ, რომ სტუმარი იყო მოსული, რომელიც მელოდებოდა. გავედი, დამხვდა ადამიანი, რომელიც ქალაქიდან ვიცი, ზოგადად ყველამ იცის, რომ ძალიან ბევრს ვიცნობ და მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდი მის მიმართ. მოგიტანე წიგნი საჩუქრადო, გავედი და შემდეგ მოხდა უკვე, თმებზე ჩამაფრინდა ასე რომ ვთქვათ, სამი კიბით ქვემოთ ჩამაგდო, ისროდა, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელ ფრაზებს, რომ არ უნდა დავბადებულიყავი”, – განუცხადა ჟურნალისტმა ”მთავარ არხს”.    

მეტი...

,,სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. მიშელის თქმით, სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ,,კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში. ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბოთ ახალი ტრაექტორია საქართველოს თაობებისთვის. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე”, – წერს შარლ მიშელი. ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

მეტი...

,,მეუბნება, რომ ჩემთვის ჩამოვიდა რუსეთიდან” – დეპუტატზე მოთვალთვალეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა რუსეთის მოქალაქე საკანონმდებლო ორგანოსთან ხვდება. დეპუტატი უკვე გამოკითხა პოლიციამ და რუსეთის მოქალაქის მიმართ შსს-მ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. ,,როდესაც სხდომიდან მაღაზიაში ჩავედი, გამომეკიდა და ცოტა შემაშფოთებელი იყო, რუსულად მოსაუბრე ადამიანი, მეუბნება, რომ რუსეთიდან ჩამოვიდა და მხვდება პარლამენტის წინ. დღეს უკვე პარლამენტის დაცვამ შეამჩნია და პატრული გამოიძახა. საზღვარი გადმოკვეთილი აქვს 12-ში, რუსეთის მოქალაქეა. ამბობს, რომ ჩემი გულისთვის ჩამოვიდა, მიზეზს ვერ გეტყვით. პოლიციამ გადაწყვიტა, გადასცეს შემაკავებელი ორდერი, რომ მე არ მომიახლოვდეს, რადგან რაღაც საშიშროება შეიძლება, იყოს. შემოწმდა, ჯანმრთელია და არავითარი პრობლემა არ აქვს,”- აცხადებს დეკანოიძე.

მეტი...

ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. უწყების ცნობით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.…

მეტი...

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა. შემთხვევა 2022 წლის 20 სექტემბერს მოხდა, მან მძევლად 12 ადამიანი აიყვანა. თავდამსხმელი 2 000 000 აშშ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშას და ანკესს ითხოვდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა.

მეტი...

,,ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს”- პრემიერი

ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

პროკურატურამ 16 წლის ასაკს მუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, 16 წლის ასაკს მუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და  თვითმკვლელობამდე მიყვანის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ,,ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის  მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. მათივე ცნობით, ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით. ,,საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან…

მეტი...

,,ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აგინებს მოქალაქეების 90%, შეწერილი აქვთ სამუდამოდ” – წითლიძე

,,ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აგინებს საქართველოს მოქალაქეების 90%, ამიტომაც საქართველოს მოქალაქეების 90%-ის ეს გინება ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აქვს შეწერილი და თან შეწერილი აქვთ სამუდამოდ,”- ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი ანი წითლიძე მ პარლამენტის სასესიო დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს. მისი თქმით, იყო მცდელობა, პროვოკაციაზე წამოეგოთ ოპოზიცია. ,,ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აგინებს საქართველოს მოქალაქეების 90%, რომელსაც ირაყლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე აკარგვინებენ ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, ამიტომაც საქართველოს მოქალაქეების 90%-ის ეს გინება ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აქვს შეწერილი და თან შეწერილი აქვთ სამუდამოდ, ისიც შეწერილი აქვთ, რომ არიან…

მეტი...

„მნიშვნელოვანია რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა”- გაბუნია

„პირველი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა”, – ამის შესახებ, თამარ გაბუნიამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. ,,18-მდე უწყებაა, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვს, მათ შორის ჩვენივე შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექტორს არ ჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კლინიკაში შევიდეს. ძალიან ბევრ უწყებას ეს უფლება უკვე აქვს, მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო მეტ რისკებთან მუშაობს“,- განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, წინასწარი შეტყობინების გარეშე, კლინიკების შემოწმება აპრობირებული და ფართო პრაქტიკაა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. „თქვენ რომ ნახოთ საერთაშორისო ლიტერატურა, უმრავლეს შემთხვევაში,…

მეტი...

,,სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი, დღეს გამომეკიდა” – დეკანოიძე

,,სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი. პირველი ორი დღე ყურადღება არ მივქციე, დღეს, უკვე სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა,”- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პოლიცია არკვევს, როდის გადმოკვეთა საზღვარი რუსეთის მოქალაქე. ,,სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი. ამ ფაქტს გუშინ ტვ პირველის მანქანის მძღოლი შეესწრო. გუშინწინ სოფო ჯაფარიძე.  რუსეთის მოქლაქე, უცნობი კაცი, რომელიც მელაპარაკება გაუგებრად და მთხოვს სადღაც წაყოლას.  პირველი ორი დღე ყურადღება არ მივქციე, დღეს, უკვე სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა. პარლამენტის დაცვამ მომაქცია ყურადღება და პოლიციას გამოუძახა.  პარლამენტთან  რუსეთის მოქალაქე,…

მეტი...

ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტში(ვიდეო)

ცოტახნისწინ ჩხუბი და დაპირისპირება იყო საქართველოს პარლამენტში. პარლამენტში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოქალაქემ საკანონმდებლო ორგანოში ”ქართული ოცნების” დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა და საპროტესტო ბანერი გადმოფინა. ჩხუბის ამსახველ კადრებს დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს.  

მეტი...

,,პარლამენტში დღეს ლიბერალური ფაშიზმის მორიგი აქტი განხორციელდა, სამწუხაროა, რომ ამ პროვოკაციისთვის შშმ ბავშვები გამოიყენეს”- კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სასესიო დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს პროვოკაცია უწოდა. მისი თქმით, პარლამენტში დღეს ლიბერალური ფაშიზმის მორიგი აქტი განხორციელდა. „ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროვოკაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გამოყენება“,- განაცხადა კობახიძემ. ხმაური პარლამენტში – დეპუტატებს რუსული რუბლი დააყარეს

მეტი...

„ბენდუქიძემ სად იშოვა ფული? იყო თუ არა რუსი ოლიგარქი?”- ირაკლი კობახიძე

,,ბენდუქიძემ იშოვა ფული რუსეთში, ნაყოფიამ იშოვა ფული რუსეთში – არის თუ არა კობა ნაყოფია რუსი ოლიგარქი? „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არცერთ კითხვაზე პასუხი, ყველაფერში გაჭედილები არიან,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხდა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არაფერზე პასუხი, რადგან არაფერში მართალი არ არის. „ბენდუქიძემ სად იშოვა ფული? ბენდუქიძე იყო თუ არა რუსი ოლიგარქი? ბენდუქიძემ იშოვა ფული რუსეთში, ნაყოფიამ იშოვა ფული რუსეთში – არის თუ არა კობა ნაყოფია რუსი ოლიგარქი? „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არცერთ კითხვაზე პასუხი, ყველაფერში გაჭედილები არიან. „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არაფერზე პასუხი, რადგან არაფერში მართალი…

მეტი...

,,რაც მარტში გავაკეთე ზუსტად იგივეს გავაკეთებ ნებისმიერ აქციაზე, მუხტს ავაგდებ სულ” – ჯაფარიძე

,,გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილება ორშაბათს, 19 ივნისს გახდება ცნობილი. პროცესი ს 15 საათზე გაიმართება. „რაც მარტში გავაკეთე ზუსტად იგივეს გავაკეთებ ნებისმიერ აქციაზე. მედავებიან მუხტის აგდებას. მუხტს ავაგდებ სულ, პოლიტიკოსი ვარ და ეგ არის ჩემი საქმე,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

მეტი...

,,არახამიას მოწოდება მიმართულია მეორე ფრონტისკენ”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, არახამიას მოწოდება მეორე ფრონტისკენაა მიმართული. „ჩვენ არახამია რუსეთის მიმართ ესკალაციას არა მხოლოდ ირიბად გვთხოვს, არამედ გახსოვთ, რომ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პირდაპირ ითხოვდნენ. არახამიას მოწოდება მიმართულია მეორე ფრონტისკენ და ეს არ გვიკვირს. მათ საქართველოში მეორე ფრონტი სურთ და ამას ვერ ეღირსებიან. არახამია, დანილოვი, პოდილიაკი მეორე ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდებდნენ, ცდილობენ, რომ ჩვენ რაღაც პოლემიკაში გამოგვიწვიონ. არავითარი სურვილი არ გვაქვს, მათ პოლემიკაში შევყვეთ. მათ საკუთარი საქმე აქვთ, ჩვენ ჩვენი, რაც ეროვნული ინტერესების…

მეტი...

„ნაციონალები“ პარლამენტის დარბაზში ისვრიან რუსულ რუბლს, ჩვენ დედას ვაგინებთ, ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია”- კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება გამოიწვევს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას. „როდესაც მოდიან „ნაციონალები“, ხელში უჭირავთ რუსული რუბლები, ისვრიან პარლამენტის დარბაზში, მერე, როდესაც ამას სხვა „ნაციონალი“ ტაშს უკრავს, ჩვენ დედას ვაგინებთ, ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოოდ არის პოლარიზაცია. აქ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ვერაფერს გავაკეთებთ. ძალიან სწორი მინიშნებაა პრემიერის მხრიდან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება გამოიწვევს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას. გახსოვთ, ივნისში რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ამან წაახალისა პოლარიზაცია. მთავარი ფაქტორი არის კანდიდატის სტატუსის თემა, რასაც ოპოზიცია იყენებს. რადიკალურ ოპოზიციას გამოეცლება საბაბი. სტატუსი რომ მოგვნიჭებოდა,…

მეტი...

,,ჯობს, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით”- ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია მხარს უჭერს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სჯობს პარლამენტმა არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი. ,,ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: ჯობს, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად შეგვიძლია წინსვლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ვენეციის კომისია ამბობს, რომ სწორია სისტემური მიდგომა, ჩვენც ანალოგიურად ვფიქრობთ”- ელჩი დეოლიგარქიზაციაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნას ეხმიანება. მისი თქმით, ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. „ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი…

მეტი...

თურქეთში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს

თურქეთში 47 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მოკლული კაცის ცხედარი საკუთარ სახლში, საქათმეში იპოვეს. აბდულა ავჯის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ქართველი ქალი და მისი მეგობარი კაცი. ორივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მეტი...