„მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო“ – ჰელსინკის კომისია

ჰელსიკის კომისია საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის მადლობას უხდის. „დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დევნილი და უსამართლოდ დაპატიმრებული იყო. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.  

მეტი...

ნიკა გვარამია რუსთავის იზოლატორს წუთი-წუთზე დატოვებს

ამ წუთებში რუსთავის საპატიმრო დაწესებულებასთან ნიკა გვარამიას ოჯახის წევრები,  ახლობლები, მეგობრები, თანამშრომლები და თანამებრძილები არიან შეკრებულები. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები. გვარმია საპატიმრო დაწესებულებას წუთი-წუთზე დატოვებს. ადგილზე იმყოფება ნიკა მელიაც, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტის გამოცემისთვის მადლობა გადაუხადა. “მისასალმებელია ნამდვილად და არ მერიდება მადლობის გადახდა იქ, სადაც სადაც სათქმელია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მიზეზის გამო, ქალბატონი სალომესთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მარტივი არ იქნებოდა. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ძალიან მინდა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება წარსულს ჩაბარდეს და აქ დგომა არ დაგვჭირდეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება კი რომელსაც…

მეტი...

„დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“ – სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს. “მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“, – აცხადებს  იოსელიანი.  

მეტი...

,,არასდროს დამესიზმრებოდა, რომ პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“ – პრეზიდენტი

,,არასდროს დამესიზმრებოდა, რომ პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“, ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის” , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ,,დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის…

მეტი...

სტიქია წალენჯიხაში

ძლიერმა წვიმამ და მოჭარბებულმა ნალექმა, ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დააზარალა. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, სახლები, ინფრასტრუქტურა. რთული ვითარებაა საჩინოსა და ჯგალში. არხები მოზღვავებულ წყალს ვერ ატარებს და წყალი გზებსა და ნაკვეთებში მიედინება.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარი არხის “ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა. ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, 16 მაისს, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

მეტი...

21:00 საათზე, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტის  პრესსამსახურის ცნობით, ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 21:00 საათზე არის ჩანიშნული. საზოგადოებისთვის უცნობია, რა საკითხზე გააკეთებს განცხადებას სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

„კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება“ – ეკა ბოჭორიშვილი

„პაციენტის ინტერესების დასაცავად და საჩივარზე დროული რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მომხდარ ფაქტებზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა“, – განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, დაუყოვნებლივი შემოწმების დროს,  რეგულირების სააგენტოს, კლინიკაში, რეალური სურათი ხვდება, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო დრო კი არსებული მდგომარეობის გამოსწორების საშუალებას იძლევა და რევიზია-კონტროლის ჯგუფს აბსოლუტურად შეცვლილი სურათი ხვდება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი სწორედ ამ რისკის დაზღვევა და სამედიცინო დაწესებულებებში რეალურად არსებული მდგომარეობის შემოწმებაა. „კანონპროექტში არის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი – სისტემური დარღვევების შემთხვევაში, კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება,…

მეტი...

რომელაშვილისა და ბოთერაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდა

ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობის გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, 22 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, გია რომელაშვილისა და გიორგი ბოთერაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. ავტომობილები იმოძრავებენ აბაის, ანაპის 414-ე დივიზიისა და ავეტიკ ისააკიანის ქუჩების გამოყენებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N317 და N386 ავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მოძრაობისას არ გაივლიან რომელაშვილის ქუჩას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისააკიანის ქუჩიდან ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მიმართულებით, გაჩერებების გარეშე იმოძრავებს, შემდეგ აბაის ქუჩით დაუკავშირდება რომელაშვილის ქუჩის მონაკვეთს და ანზორ გელდიშვილის ქუჩაზე მობრუნდება. აღნიშნული ტერიტორიიდან N317 ავტობუსი დაუკავშირდება ჩარგლის ქუჩას, ხოლო N386 ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩას,…

მეტი...

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ

საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ანტიკორუფციული სამმართველოსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ პროცესში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაზიარება მნიშვნელოვანია. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნული კატეგორიის საქმეთა გამოძიების პროცესში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

მეტი...

როგორია უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესი? – ვარჰეის განცხადება

ევროკომისიამ შვედეთში გამართული ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ზეპირი ანგარიში წარადგინა. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მათთვის ბარიერი არის ომი და იგი მალე უნდა დასრულდეს. რაც შეეხება მოლდოვას, მან თქვა, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რას ფიქრობთ დღესდღეობით უკრაინის პროგრესთან დაკავშირებით? – ოლივერ ვარჰეიმ ასე უპასუხა: „ისინი გზაზე არიან, ისინი ბევრს აკეთებენ იმისდა მიუხედავად, რომ ეს ქვეყანა ომშია. ვფიქრობ, ისინი ასრულებენ, მაგრამ გაფართოება უფრო დიდი პროცესია – ყველაფერი უნდა შესრულდეს. იმედი მაქვს,…

მეტი...

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პრიორიტეტს? – ევროკომისარის განცხადება

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ზეპირი ანგარიში წარადგინა. ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული. „რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა, ივნისში წარმოდგენილ მოსაზრებაში ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული: პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, – განაცხადა ვარჰეიმ. ამასთან, ვარჰეისმა აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივა მკაფიო და ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. „ევროპული…

მეტი...

თუ ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ამ მიმართულებით ვერსად იმუშავებს, სხვა მიმართულებით -კი

ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ეკა ბოჭორიშვილმა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ”მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. კითხვაზე, ექიმს რომელსაც საქმიანობაზე შეუჩერდება სერტიფიკატი, ექნება თუ არა სამედიცინო დაწესებულებებში საქმიანობის გაგრძელების, ეკა ბოჭორიშვილი პასუხობს: ,,როდესაც ექიმს შეუჩერდება რომელიმე საქმიანობაზე სერტიფიკატი, მას არანაირი უფლება არ აქვს, სამედიცინო დაწესებულებებში საქმიანობა გააგრძელოს. მაგრამ, თუ ექიმს აქვს რამდენიმე სპეციალობაში სერტიფიკატი მაგალითად: რეანიმატოლოგი, პედიატრი ან სხვა პროფილის ექიმია, შეუძლია იმავე დაწესებულებაში იმუშაოს სხვა მიმართულებით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ იმ სერტიფიკატის ფარგლებში, რომლითაც ექიმს შეუჩერდება საქმიანობის უფლება, ის ვერცერთ დაწესებულებაში…

მეტი...

“სებ-ის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა” – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის ახლადარჩეულმა პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ,  საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, სებ-ის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, რომელსაც მარეგულირებელი კარგად ართმევდა თავს. თურნავას განაცხადებით, საქართველოს საფინანსო სისტემამ ყველას დაუმტკიცა თავისი ფინანსური სიძლიერე და შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები „დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით საბჭომ დამიჭირა მხარი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ამირჩია. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირეს მხარი თუ თავი შეიკავეს, 7 წევრიდან ხუთმა მხარი დამიჭირა და ორმა თავი შეიკავა. ჩვენ ყველას ეროვნული ბანკის…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროში გამორიცხავენ, რომ კლინიკებში შემოწმებაზე პოლიტიკური მიზეზებით შევიდნენ

ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვა ისევ ხმაურით გრძელდება. როგორც ოპონენტები აცხადებენ, ცვლილებები, რომელიც რეგულირების სააგენტოს ფუნქციების გაზრდას ითვალისწინებს, შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესებით გამოიყენონ, კერძოდ, სწორედ იმ კლინიკებში შევიდნენ, ლიცენზია შეუჩერონ ან დააჯარიმონ, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს არ იზიარებს. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტება ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა, ეკა ბოჭორიშვილმა გააკეთა. „რეგულირების სააგენტოს მთავარის მიზანია პაციენტის ინტერესები იყოს დაცული და პაციენტმა შეძლოს, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. თუ სააგენტო შემოწმების რომელიმე ეტაპზე მიხვდება, რომ სადმე რაიმე ირღვევა ან არ ხდება კანონმდებლობის შესაბამისად, რა…

მეტი...

ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. მათ პოლიტიკურ ჯგუფს „თავისუფლება“ ერქმევა. რეგისტრაციის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 23 ივნისის პლენარულ სხდომაზე განიხილავს. პარლამენტში რიგით მეცხრე პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნება. შეგახსენებთ, რომ ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს.

მეტი...

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს

ეროვნულ ბანკში დღეს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს, რომელიც თავის მხრივ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და შესაბამისად, დროებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება. ნათია თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა, ეს კი მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს კობა გვენეტაძეს შვიდწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შემოვიდა ახალი აღმასრულებელი თანამდებობა – პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას…

მეტი...

,,საქართველოს კვლავ აქვს გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი”- შვედეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში 

ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსვალი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჩასატარებელი გარკვეული სამუშაო. აღნიშნულის შესახებ ჯესიკა როსვალმა ევროკომისიის შუალედური მოხსენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,იყო, რა თქმა უნდა, რაღაც პროგრესი, მაგრამ საქართველოს კვლავ აქვს გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი და ერთიანი გზავნილი უნდა გავუგზავნოთ საქართველოს, რომ მას სჭირდება მომავალი რეფორმები” – განაცხადა ჯესიკა როსვალმა.  

მეტი...

შოიგუს განცხადებით, რუსეთი ივნისის ბოლომდე „სარეზერვო არმიას“ შექმნის

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუ აცხაადებს, რომ ივნისის ბოლომდე რუსეთში სარეზერვო არმია და არმიის კორპუსი ჩამოყალიბდება. მისი თქმით, 114,000 კონტრაქტის ჯარისკაცი და კიდევ 52,000 მოხალისე იქნა გაწვეული რუსეთის არმიაში. „ივნისის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ არმიის რეზერვის ფორმირებას და უახლოეს მომავალში დავასრულებთ არმიის კორპუსის ფორმირებას“, – განაცხადა შოიგუმ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მეტი...

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუში – მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სოფელ ზუმში, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

მეტი...

,,სააკაშვილმა ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონის თავისუფლებისთვის”- თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ელექტორალური მხარდაჭერის უმთავრესი სიმძიმის ცენტრია. მისი თქმით, სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონის თავისუფლებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, თავმჯდომარე და ჩვენი ელექტორალური მხარდაჭერის უმთავრესი სიმძიმის ცენტრი იყო, არის და იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი პარტიისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონის თავისუფლებისთვის, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავხდეთ თავისუფალი სამყაროს ფორმალიზებული ნაწილი, დავეხსნათ რუსეთის კლანჭებს. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრს გააკეთებს ამისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.  

მეტი...

ოზურგეთში გოლიათი ბავშვი დაიბადა

ოზურგეთში გოლიათი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. დუდა გურული 5,500 კილოგრამს იწონის.

მეტი...

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ აქტს გეგმავს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ აქტს გეგმავს. მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებიდან მიიღო. ,,სამწუხაროდ, არაერთხელ მომიწია შეხსენება, რომ რადიაცია არ იცნობს სახელმწიფო საზღვრებს და ვის დაარტყამს, განისაზღვრება მხოლოდ ქარის მიმართულებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.    

მეტი...

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში ოკუპირებულ ცხინვალში დაფუძნებული ბანკი მოხვდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტში 2015 წელს ცხინვალში დაარსებული საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ეხო კავკაზა” ავრცელებს. “ეხო კავკაზას” მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, “საერთაშორისო საანგარიშგებო ბანკმა” გახსნა ოფისები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. აღნიშნული ბანკი  რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლის ქვეშ. „ამგვარად, ბანკი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტში. ამერიკული გაზეთი The Washington Post 2018 წელს წერდა, რომ ”სამხრეთ ოსეთი” გახდა ფინანსური „ოფშორი“, რომლის მეშვეობითაც რუსეთი აფინანსებს სეპარატისტებს აღმოსავლეთ…

მეტი...

თინა კანდელაკი აცხადებს, რომ ევროპაში საცხოვრებლის მფლობელები ეცოდება

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი აცხადებს, რომ  ეცოდება ევროპაში საცხოვრებლის მფლობელები. კანდელაკმა ამის შესახებ SPIEF-2023-ზე სესიაზე „ფილმებისა და სერიების წარმოება რუსეთში: მხარდაჭერა სანქციების ქვეშ“ განაცხადა. „მე მაგალითად ვიყიდე ბინა კალინინგრადში, ვინც ევროპაში შეიძინა ბინა, ყველაფერი დაკარგა, მე კი კალინინგრადში მაქვს ქონება და ამით ბედნიერი ვარ“, – აცხადებს კანდელაკი.

მეტი...

ბელარუსში რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბელარუსში რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა.  Ми-24 -მა კატასტროფა ივაცევიჩის მაგისტრალთან განიცადა.  ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა ბარანოვიჩის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები

მეტი...

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოში ფრენებს ვერ იწყებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings ვერ იწყებს ფრენებს საქართველოში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არარსებობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა Izvestia კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს ავიაციის მარეგულირებლისგან ფრენების ნებართვა ჯერ კიდევ მაისში მიიღეს. გამოცემის ცნობით, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსული მხარე ამ გზით ცდილობს პარიტეტის შენარჩუნებას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გაშვება შესაძლოა საქართველოს ინიციატივით გადაიდო. ,,ველოდებით რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენთან ყველაფერი კოორდინირებულია, ჩვენ ვართ რუსეთის მხრიდან რეგულარულ ფრენებზე დანიშნული გადამზიდავი და ქართულმა მხარემ ჩვენთვის ყველა ჩარტერზე დათანხმდა. ჩვენთვის ეს არის მტკივნეული წერტილი, რომ ფრენები არ არის დაწყებული, სეზონი…

მეტი...

შოლცი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება, თუმცა არა ნატო-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება, მაგრამ არა ნატო-ში დაჩქარებულ შესვლას. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხულია, ვიდრე რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. „შეხედეთ არსებულ ვითარებას, ბოლოს და ბოლოს, თავად უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება გამორიცხულია, ვიდრე რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ვილნიუსში კონცენტრირებას იმაზე, რაც ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია – კერძოდ, უკრაინის რეალური საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერება. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის პარტნიორებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების ეფექტურ და გრძელვადიან გარანტიებზე“, – განაცხადა შოლცმა.  

მეტი...

,,თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ?”- სააკაშვილი პაპუაშვილს

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს კითხვით მიმართავს. სააკაშვილის პაპუაშვილს ეკითხება რატომ არ აძლევს მასთან შესვლის უფლებას დეპუტატებს. ,,თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ?  რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.  

მეტი...

აფეთქება კიევში – გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დნიპროს რაიონში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. მისივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ,,დნეპროს რაიონში მდებარე სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილი ქალის. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება,”- წერს კლიჩკო. კიევში მაღალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

მეტი...

გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე ბრიტანელი მილიარდერი იმყოფება

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული,  წყალქვეშა ნავის სამძებრო ოპერაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. წყალქვეშა ნავი, რომელიც „ტიტანიკის“ ნამსხვრევებს იკვლევდა, კვირას გაუჩინარდა. მაშველებს რამდენიმე საათი რჩებათ დაკარგულ წყალქვეშა ნავში მყოფი 5 ადამიანის საპოვნელად. უცხოური მედიის ინფორმაციით, „ტიტანში”  ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, ფრანგი მყვინთავი პოლ ანრი ნარჟოლე, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი და აპარატის მფლობელი კომპანია OceanGate-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში იმყოფებიან. ცნობისთვის, აღნიშნული ტურის სარგებლობისთვის თითოეულ მათგანმა  250 000 დოლარი გადაიხადა.

მეტი...

,,ტყუილია, თითქოს კურიერი სასამართლომ იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”- თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, სრული სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მერიის ცნობით, ეს ინფორმაცია არის სრული ტყუილი და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. „გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ინფორმაცია არის სრული ტყუილი და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. სტატია სათაურით – „კურიერმა კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა“, ასევე გავრცელდა სოციალური ქსელებით, რამაც…

მეტი...

ტრიქინელოზის შემთხვევა – ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცის სარეალიზაციო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. უწყების ცნობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შევიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ,,ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ხორცის სარეალიზაციო ობიექტში (ი/მ, იურიდიული მისამართი: გორის რაიონი, სოფელი ფლავისმანი; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ივერთუბნის 131), სადაც, პაციენტის განცხადებით, რეგულარულად ყიდულობდა ღორის  ხორცს. სახელმწიფო კონტროლისას აღნიშნულ ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; ბიზნესოპერატორს არ აქვს დანერგილი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP); დარღვეულია…

მეტი...

პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ქართრეიდის“ დილერმა და ამავე კომპანიის დირექტორებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან, 209 220,00 აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად, მხოლოდ 145 210,62 აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122 712.37 აშშ დოლარი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“  და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.…

მეტი...

,,მიჭირს სიარული, დავკარგე სხეულის წონის 50%-ზე მეტი, მიუარესდება ნევროლოგიური მდგომარეობა”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის სამედიცინო მისიის ვიზიტს ითხოვს. სააკაშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივე პრობლემურია, როგორც არასდროს. მისი თქმით, უჭირს სიარული და სხეულის წონის 50%-ზე მეტი დაკარგა. ,,ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივე პრობლემურია, როგორც არასდროს და მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიამ (რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებისგან) რაც შეიძლება ჩქარა მომინახულოს და დაადასტუროს ეს. საქართველოს მთავრობა უკვე 4 თვეა ხელოვნურ ბარიერებს ქმნის. მე მიჭირს სიარული. დავკარგე სხეულის წონის 50%-ზე მეტი და კვლავ ვაგრძელებ მის კარგვას. მიუარესდება ნევროლოგიური მდგომარეობა და სერიოზულად მიზიანდება მხედველობა. დავკარგე თმის დიდი ნაწილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ…

მეტი...

,,უსაქმური, კორუმპირებული – თავის ჭკუით “ღადაობს”- ხაბეიშვილი კალაძეზე

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს. ხაბეიშვილი კალაძე კორუმპირებულს და უსაქმურს უწოდებს. ,,უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია ტიპი – თავის ჭკუით “ღადაობს” …  მოაგვარა ყველა პრობლემა, ჩემზე დარდობს და ნერვიულობს. აუცილებლად, ყველგან ვიქნები, სადაც ხალხს დასჭირდება, რომ იცოდნენ, დარწმუნდნენ მომავალი ხელისუფლება მოემსახურება ხალხს და მყისიერი რეაგირება ექნება ყველა მათ პრობლემაზე”,- აცხადებს ხაბეიშვილი.

მეტი...