,,რისთვის გჭირდებათ ახლა ამდენი იარაღი? კიდევ ვისთან გეგმავთ ბრძოლას ამ კონტინენტზე 21-ე საუკუნეში? არ ჯობია რაც შეიძლება მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავიტანოთ და აგრესორი „დაამშვიდოთ“ აქ და ახლა?”, – აღნიშნული კითხვით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ევროპას მიმასთავს.
მისი თქმით, დღეს ბევრი ქვეყნის ფარდულები სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და მათი გამოყენება არ იგეგმება.
,,რუსული აგრესია უკრაინაში გახდა შესანიშნავი შესაძლებლობა მრავალი ევროპული ქვეყნისთვის, რომ მომგებიანად გადაიარაღდნენ: უარი თქვან მოძველებულ იარაღზე და სტრატეგიული პარტნიორების ხარჯზე ტექნიკის ახალი მოდელები მიიღონ. დღეს ბევრი ქვეყნის ფარდულები სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და მათი გამოყენება არ იგეგმება. კითხვა: თუ ევროპისთვის მთავარი სტრატეგიული დოქტრინალური საფრთხე რუსეთია და რუსეთთან ომი დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, რისთვის გჭირდებათ ახლა ამდენი იარაღი? კიდევ ვისთან გეგმავთ ბრძოლას ამ კონტინენტზე 21-ე საუკუნეში? არ ჯობია რაც შეიძლება მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავიტანოთ და აგრესორი „დაამშვიდოთ“ აქ და ახლა?”,- წერს პოდოლიაკი.