პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოდადებულ კანონის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე   „ეროვნული ბანკის შესახებ“  კანონში ცვლილებების პროექტზე  პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს.

პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად,  ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.  ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები  კანონის მოქმედი რედაქციის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს

მსგავსი თემები