მოლდოვის სასამართლომ პრორუსული პარტია „შორის” საქმიანობა არაკონსტიტუციურად ცნო

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსული პარტია „შორ“-ის საქმიანობა არაკონსტიტუციურად ცნო. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანის განცხადებით, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრორუსული პარტია „შორ“-ის უკანონოდ ცნობის შესახებ ადასტურებს, რომ პარტია არღვევდა კანონს, რადგან მესამე სახელმწიფოს სპეცსამსახურების მხარდაჭერით მოქმედებდა. “საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ პარტია არაერთხელ არღვევდა კანონს და მის მიმართ არაერთხელ დაიწესა სანქციები. ის იღებდა მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურს, მესამე სახელმწიფოს სპეცსამსახურებიდან, მიზანი კი იყო ევროპული ინტეგრაციაზე ქვეყნის უარის თქმა“, – განაცხადა დორინ რეჩანმა.

მეტი...

ირაკლი კობახიძე NDI-ის პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე NDI-ის პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. საუბარი, ასევე, შეეხო NDI-სთან სამომავლო თანამშრომლობას.

მეტი...

ვალერი ზალუჟნი – დეოკუპაციის ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციის ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება. მისი განცხადებით , რუსეთი უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინსვლის აღკვეთას ცდილობს, თუმცა უკრაინელები წინ მაინც მიიწევენ. „უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ სერხიი შაპტალასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობდით იმ ჯარების გადაჯგუფებისთვის, რომლებიც ასრულებენ ურთულეს დავალებებს იმ ადგილებში, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მიუხედავად ოკუპანტების სასტიკი წინააღმდეგობისა, ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ უკრაინის ტერიტორიის გასათავისუფლებლად. ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება. მადლობა ყველას, ვინც გამარჯვებას გვაახლოებს“, – აცხადებს ზალუჟნი.

მეტი...

დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

დეპუტატი ეკა სეფაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს „ჩვენ მივესალმებით რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციას და მის სულისკვეთებას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და სხვა კონფლიქტებს მთელ მსოფლიოში. სამიტი წარმატებული იყო, მოახერხა რა სახელმწიფოს მეთაურების უმეტესობის დასწრება. ახლა საბჭო განიცდის დაფინანსების დეფიციტს. იმედია, დაფინანსების მოზიდვა შედეგს გამოიღებს. ამ მხრივ ჩვენ გვაინტერესებს სად იქნება მიმართული ეს დამატებითი ფინანსები მიმართული? რა იქნება ამ მოზიდული სახსრებით დაფინანსებული საქმიანობა? ხომ არ გეგმავს ორგანიზაცია უფრო მეტი დახარჯოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე , რომელიც ასახავს საბჭოს საქმიანობას?”, – ასე მიმართა…

მეტი...

გზების დეპარტამენტი – ხვალიდან ყოველდღე გარკვეულ პერიოდში გორის საავტომობილო გვირაბებში მოძრაობა აიკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 19, 20 და 21 ივნისს, ყოველდღე, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 27, 28 და 29 ივნისს, ყოველდღე, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ,,საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის…

მეტი...

ძლიერმა წვიმამ დიდ დიღომში გზები და მანქანები დატბორა

ძლიერმა წვიმამ დიდ დიღომში სერიოზული პრობლემები შექმნა. დატბორილია გზები, მანქანები, ინფრასტრიქტურა, პირველი სართულები.  

მეტი...

„ამოკერილი თვალითაც გხედავთ…“  „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს“ – მაღაროელების აქცია პარლამენტთან

ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები დაშლას არაპირებენ  და ღამესაც პარლამენტთან გაათენებენ. „ამოკერილი თვალითაც გხედავთ“  „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს“ – ასეთია იმ პლაკატებზე წარწერები, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ გაშლილი მაღაროელები პარლამენტთან კარვის გაშლასაც აპირებენ. რაც შეეხება შიმშილობის დაწყებას, ამას მას შემდეგ გააკეთებენ, რა გადაწყვეტილებასაც „ჯორჯიან მარგანეზი“ მათთან დაკავშირებით მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა, მეორემ კი თვალი.  მათი მოთხოვნაა შრომითი პირობების გაუმჯობესება და ხელფასების ზრდა.  

მეტი...

სტოლტენბერგი – პუტინის აგრესიული ტენდენცია ჯერ საქართველოში შეჭრის დროს გამოვლინდა, უკრაინაში შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა დასავლეთის დემოკრატიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამი პრიორიტეტი დაასახელა. იენს სტოლტენბერგის აზრით, ამ პრიორიტებიდან პირველი არის უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება რუსული აგრესიის წინააღმდეგ. „ამჟამად ჩვენ უსაფრთხოების კრიტიკულ მომენტს განვიცდით. დიდი მსოფლიო ძალების შორის კონკურენცია იზრდება. პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გვქონდა. თანდათან რუსეთის პრეზიდენტის ქცევაში აგრესიული ტენდენციის შედეგად ეს იმედები გაქრა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ტენდენცია ჯერ საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრის დროს გამოვლინდა, შემდეგ კი – რუსული არმიის ქმედებებში სირიაში (ალეპოში), ყირიმში და დონბასზე. „უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან…

მეტი...

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ლატვიის პარლამენტის  თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე რიგაში, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, რაიმონდს ბერგმანის შეხვდნენ. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრისას განიხილეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს თანამშრომლობა პარტნიორებთან და საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. საუბარი ასევე შეეხო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მოლოდინს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და გატარებულ რეფორმებს.

მეტი...

სასამართლომ ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელს პატიმრობა შეუფარდა

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. „ვერ ნახავთ მეორე საქმეს საქართველოში, ვერცერთ პროკურატურაში და ვერცერთ სასამართლოში, სადაც ამ მოცემულობით, როდესაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ნასამართლევი არ არის, ინანიებს, ხელი შეუწყო გამოძიებას, მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, მას პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მოისმინა რა პატრიარქის შესახებ მიუღებელი მსჯელობები დაზარალებულისგან, მას შემდეგ არ უნახავს დაზარალებული, საგულისხმოა, რომ არც კი უძებნია. შემთხვევით მოხდა მათი შეხვედრა და გაიხსენა წყენა, რაც მის მიმართ გულში ჰქონდა, მიაყენა ფიზიკური…

მეტი...

ჭიათურელი მაღაროელები პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ, დაშლას არ აპირებენ. მათი განცხადებით, ღამეს საკანონმდებლო ორგანოს წინ გაათენებენ. მაღაროელების განმარტებით, თბილისში შიმშილობას ჯერ არ იწყებენ.  ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, ხვალ პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.

მეტი...

„სცემენ ჩვენს შვილებს? – მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი“ – მიხეილ სააკაშვილის გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ჯაფარიძე ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას. „კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს. ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას,  ვინაიდან, მას აღმოაჩნდა ახალგაზრდობის მობილიზაციის განსაკუთრებული ნიჭი. ზურაზე შეტევა არის სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ პროტესტის გამოთქმა, არამედ სწრაფი მობილიზაცია და თავისი უფლებების დაცვა. თავს ესხმიან ზურას? – ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში. სცემენ ჩვენს შვილებს? – მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი. ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო ძლიერები ვართ!“, – წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ,…

მეტი...

მართველი გუნდი ხვალ კონფერენციებს შიდა ქართლში გამართავს

20 ივნისს, „ქართული ოცნება“ ხაშურში, ქარელსა და კასპში პარტიულ კონფერენციებს გამართავს. კონფერენცის განრიგი შემდეგია: 12:00 საათზე, კონფერენცია გაიმართება ხაშურში, მისამართი: თამარ მეფის ქ. N1;  ხაშურის სამუსიკო სკოლა; 14:00 საათზე, – კონფერენცია გაიმართება ქარელში; 16:00 საათზე კი კასპში.  

მეტი...

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით…

მეტი...

ჩინეთი პირობას დებს, რომ არ მიაწვდის იარაღს რუსეთს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა ამერიკული მხარე, რომ ისინი არ აწვდიდნენ და არ აპირებენ რუსეთს ლეტალური იარაღი მიაწოდონ. მისი თქმით,  უხარია ჩინური მხარისგან ასეთი გარანტიების მიღება და ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ გარანტიებს უარყოფს. ,,თუმცა, ჩვენ მუდმივად ვღელავთ ჩინური ფირმების გამო – კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ტექნოლოგია, რომელიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს უკრაინაში აგრესიის წინსვლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ჩინეთის მთავრობას, რომ იყოს ძალიან ფხიზლად ამ მხრივ”, – განაცხადა ბლინკენმა.

მეტი...

ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში. ,,ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიური დამაბინძურებლები,”- ნათქვამია გარემოს…

მეტი...

უკრაინამ რუსეთში იძულებით დეპორტირებული 373 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენის, დარია გერასიმჩუკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთიდან 373 ბავშვი დაიბრუნა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთში იძულებით დეპორტირებულია 19 499 ბავშვი, თუმცა მათი რაოდენობა, შესაძლოა, 200-300 ათასს აღწევდეს. „ჩვენი გაანგარიშებით, საუბარი შეიძლება იყოს 200-300 ათას ბავშვზე, რომელთა გამოყენებაც მათ შეეძლოთ. რატომ არ ვასახელებთ ზუსტ ციფრს? უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიები ოკუპირებულია. არ არის ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რა შეემთხვათ ბავშვებს. მხოლოდ დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის შემდეგ შეგვიძლია, გვქონდეს ზუსტი ცნობები – არის თუ არა იქ ოჯახი ამა თუ იმ ბავშვით. თუ არ არის, ვიწყებთ ძებნას“, – განაცხადა ომბუდსმენმა.  

მეტი...

უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

უზენაესმა სასამართლომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ  სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მეტი...

,,მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ კიდევ დიდხანს გაგრძელდება”- ოლაფ შოლცი

მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ კიდევ დიდხანს გაგრძელდება,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია ემზადება ომის გაგრძელების საშიშროებისთვის. „ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. გერმანიამ ბევრი გააკეთა, რათა ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობები გაზრდილიყო. რაც გვაერთიანებს, არის ნატო-ს ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრის დაცვის გადაწყვეტილება“,- განაცხადა შოლცმა.

მეტი...

მაღაროელები პარლამენტთან აქციას მართავენ

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი პარლამენტთან გრძელდება. აქციას უერთდებიან მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, კურიერები. მაღაროელები  ხელფასის 40%-ით გაზრდას ითხოვენ. დასაქმებულები აცხადებენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება. ცნობისთვის, 14 დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ათი მაღაროელი შიმშილობს. ამასთან, ერთმა მაღაროელმა პირი, ერთმა კი თვალები ამოიკერა. 40 მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.  

მეტი...

ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები არ განიხილავენ უკრაინის ნატო-ში ოფიციალური მიწვევის საკითხს – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნის სამიტზე მოკავშირეები არ განიხილავენ უკრაინის ნატო-ში ოფიციალური მიწვევის საკითხს. მისი თქმით, უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიაა, „ვილნიუსის სამიტზე და სამიტისთვის მზადების პროცესში ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მოწვევის გაცემას. განვიხილავთ, როგორ წავწიოთ უკრაინა ნატო-სთან უფრო ახლოს. მიმდინარეობს კონსულტაციები…ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ დავამტკიცეთ ეს ფინეთისა და შვედეთის მოწვევით. ჩვენ ასევე ვეთანხმებით იმას, რაც განვაცხადეთ 2008 წელს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ეს არ არის რუსეთისთვის, არამედ ეს უკრაინისთვისაა და ნატო-ს მოკავშირეები გადაწყვეტენ, როდის იქნება უკრაინის მოწვევისთვის შესაფერისი დრო. რუსეთს არ…

მეტი...

,,მტერს ჩვენს ტერიტორიაზე გავანადგურებთ”- პოდოლიაკი

უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაანადგუროს რუსული საოკუპაციო ინფრასტრუქტურა მის ტერიტორიაზე – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ აზრი არ აქვს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმას. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთი აუცილებლად წააგებს ომს უკრაინაში. ,,უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსული საოკუპაციო ინფრასტრუქტურა მის ტერიტორიაზე გაანადგუროს. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი (საბრძოლო) ინსტრუმენტები, უფრო მეტი გვსურს და გვინდა, ჩვენს პარტნიორებს ვუთხრათ, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმის აზრს ვერ ვხედავთ”, – განაცხადა პოდოლიაკმა.      

მეტი...

,,სააკაშვილი საქართველოში კომფორტისთვის არ ჩამოსულა, ჩამოვიდა, რომ ხვდება, გადასარჩენია ქვეყანა”- თინა ბოკუჩავა

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, არაადამიანური მოპყრობის მიუხედავად, სააკაშვილი მზადაა, პოლიტიკაში ჩაერთოს, რაც მისასალმებელია. მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოში კომფორტისთვის არ ჩამოსულა. „ეტყობა, „ქართულ ოცნებას“ არც საკუთარი ისტორია ესმის და არც სხვა ქვეყნების ისტორიიდან იცის რაიმე. მაგალითად, ნელსონ მანდელას პატიმრობა მაინც შეუძლიათ, შეისწავლონ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არაადამიანური მოპყრობისა და წამების სამიზნე იყო, შემდეგ კი, ის დაბრუნდა პოლიტიკაში. თავისთავად, არაადამიანური და წამების ტოლფასი მოპყრობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანმა შემდეგ მაინც შეძლოს, საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე გააკეთოს და სხვადასხვა სახით პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება,…

მეტი...

ლაიონსების თვალის კლინიკამ ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია ნიქოზში ჩაატარა

მიმდინარე წლის 17 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარა უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები და, ასევე, მინი-ოპერაციები. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 174-მა ბენეფიციარმა; მათ შორის, 97 ვეტერანი, ხოლო 77_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; 189 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გადაეცა ოპტიკური საშუალებები ( სათვალე); აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი…

მეტი...

კობა კობალაძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში,მცხეთა-მთიანეთში რეგიონული სამმართველოს ახალი უფროსი, მურთაზ გაბიტაშვილი წარადგინა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს ბაკურ ავსაჯანიშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ქირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ რეგიონში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ახალი უფროსი, მურთაზ გაბიტაშვილი წარადგინა. მურთაზ გაბიტაშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანია. მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. დაჯილდოებულია მედლით “მხედრული მამაცობისთვის” და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. შეხვედრებზე, კობა კობალაძემ, დეტალურად ისაუბრა რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავების, სამსახურის ბენეფიციართა ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის, ამ კუთხით ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი…

მეტი...

,,თუ ვვაჭრობთ და თავს ვარიდებთ საომარ პროცესებში ჩართვას, არ ნიშნავს, რომ პუტინთან ვახლობლობთ”- გია ვოლსკი

,,თუ ვვაჭრობთ და თავს ვარიდებთ საომარ პროცესებში ჩართვას, არ ნიშნავს, რომ პუტინთან ვახლობლობთ,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ  განაცხადა. ვოლსკი გამოეხმაურა the Guardian-ის გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით: ქართველები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ მაშინ, როცა მათი ლიდერები პუტინს უახლოვდებიან” ,,რეალობა არსებობს ის, რომ საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს არ უკავშირდება მარტო უკრაინის მიმართულებას. რეალობაა ისიც, რომ უკრაინას თავისი ინტერესების გამო ევროპაში რუსული გაზი გადააქვს იმ რაოდენობით, რომელიც 4-ჯერ აღემატება საქართველოს მთელ საქონელბრუნვას რუსეთთან. უკრაინას გადააქვს, აქედან გამომდინარე, ეს უკრაინის ინტერესია. ჩვენ თუ ვვაჭრობთ და თავს ვარიდებთ გამწვავებას, მით უმეტეს საომარ პროცესებში ჩართვას, ეს…

მეტი...

„სახელმწიფო, ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს“- ზურაბ აზარაშვილი

„ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებებია. ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს“- განაცხადა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სიახლე მხოლოდ დაფინანსების წესს შეეხება და სხვა მხრივ, პროგრამა არ იცვლება. „ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია. ამ დრომდე, მას 70 000 ლარით ვაფინანსებდით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რთული იყო დარჩენილი თანხის, 50 000 ლარის მობილიზება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ღვიძლის ტრანსპლანტაცია სრულად დავაფინანსოთ, ეს მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ისე ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის…

მეტი...

,,პუტინისტების და რუსების ბუდედ გადააქციეს უნივერსიტეტი”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ” პუტინისტების და რუსების ბუდედ გადააქციეს”. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობრივ ქმედებებზეა გადასული. ,,ხელისუფლება, რომ გადასულია ძალადობრივ ქმედებებზე, ოღონდ დღეს საზოგადოებაში უნდათ გააჩინო, როგორი მაგრები და ბატალურები არიან არადა რეალობაში პოლიტიკაში, რომ არ ვარგიან, პუტინს რომ მიჰყიდეს და რუსეთს სული, ამასობაში არც ქუჩაში არ ვარგა  ეს ხალხი, პირდაპირ ვთქვათ, რომ 10 და 15 კაცი, რომ მიესევა ახალგაზრდა ადამიანს და გალახავს ეს არსად არ წერია, მითუმეტეს, როცა შემდეგ წარმოვიდგენთ, რომ ეს ყველაფერი ხდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. პუტინისტების და რუსების ბუდედ გადააქციეს უნივერსიტეტი, მათ შორის…

მეტი...

,,საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა არასწორი მიზნისთვის”- ზურაბ აზარაშვილი

,,საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა არასწორი მიზნისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს შეიზღუდება და ინ ვიტრო განაყოფიერების, სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. ,,ხშირ შემთხვევაში, გვქონდა მანკიერი პრაქტიკა ქვეყანაში, სამწუხარო ფაქტები როგორც ინ ვიტრო განაყოფიერების, ისე სუროგაციის შემთხვევაში, ასვე დიდი რისკები ქვეყნის გარეთ ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით. არის სპეკულაციები, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში რაღაც კანონმდებლობა არსებობს, ახალშობილი ბავშვები იქ რეგისტრირდებიან, მშობლებიც მიეთითება, ამის მიუხედავად, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომ ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და დაიბადოს სხვა ქვეყანაში. იქ,…

მეტი...

,,ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მივყვეთ იმ საერთო გეგმებს, რომელზეც მე და პრეზიდენტმა ბაიდენმა მივაღწიეთ შეთანხმებებს”- სი ძინპინი

ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მივყვეთ იმ საერთო გეგმებს, რომელზეც მე და პრეზიდენტმა ბაიდენმა მივაღწიეთ შეთანხმებებს ბალიში“, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ორ სახელმწიფოს „მართალი და სიღრმისეული დისკუსია ჰქონდათ“ და ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს შორის ურთიერთქმედება „ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას“. „მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს და შეთანხმდნენ ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზეც. ეს ძალიან კარგია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“,- აღნიშნა სი ძინპინმა.  

მეტი...

,,სიცხე როგორც წესი, სულ აქვს, რომ შეხედოთ, ეს არის ჩონჩხი ჩვეულებრივი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მის შვილი სიცხე, როგორც წესი, ყოველთვის აქვს. მისივე თქმით, სააკაშვილს წნევაც მაღალი აქვს. ,,სიცხე როგორც წესი, სულ აქვს. წნევა აქვს მაღალი. ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ საერთოდ რომ შეხედოთ, ეს არის ჩონჩხი ჩვეულებრივი. რომ ვუყურებ, რომ წამოდგება ხანდახან, წამოიწევა, ეს არის ჩონჩხი,”- განაცხადა გიული ალასანიამ.  

მეტი...

ოზურგეთში, 80 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა

ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში 80 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “გურია ტვ” ავრცელებს. მათივე ცნობით,  შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალმა გზად ჭა, რომელიც ამოშენებული არ იყო, ვერ შენიშნა. ოჯახმა ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვა.

მეტი...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საგამოძიებო ორგანოში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „18 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 17 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში მყოფ ლუკა შველიძეს პალატაში იარაღით დაემუქრა, სამსახურმა ფაქტის შესწავლა მყისიერად გუშინვე დაიწყო. კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი 18 ივნისს, უწყებაში შეტყობინების შემოსვლისთანავე დაუკავშირდა შეტყობინების ავტორს, ლუკა შველიძის დედას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით საგამოძიებო სამსახურში გამოცხადება სთხოვა. 2023 წლის 18 ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ ასევე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია ლუკა შველიძესთან და მას გასაუბრების მიზნით მისთვის სასურველ…

მეტი...

ბიუროს ხათუნა სამნიძის კანონპროექტი წარედგინება, რომელიც ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებს

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ ხათუნა სამნიძის კანონპროექტი წარედგინება, რომელიც ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის მოპოვების წესსა და პირობებს მთავრობა განსაზღვრავს, ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების მოსაკრებლის ოდენობა კი 2 000 ლარი იქნება. სამნიძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება იმ გარემოებას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ არ არსებობს ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ, ხოლო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი.

მეტი...

,,პროგრესი ნამდვილად არის, დამოუკიდებლადაც გადაადგილდება”- ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, სააკაშვილს პროგრესი აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილდება. ,,სტაბილურია მისი მდგომარეობა. პროგრესი, შეიძლება ითქვას, ნამდვილად არის. პაციენტი უფრო გააქტიურებულია, უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაციები. დამოუკიდებლადაც გადაადგილდება, იყენებს დამხმარე საშუალებასაც, მაგრამ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება,” – აცხადებს ზურა ჩხაიძე.  

მეტი...

რუსთავში კაცმა გაჩერებული მანქანის ნაწილები მოიპარა

რუსთავში კაცმა გაჩერებული მანქანის ნაწილები მოიპარა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მათივე ცნობით,  VIII მიკრორაიონში, 50 წლამდე მამაკაცმა ეზოშო გაჩერებულ ავტომობილს ქურდობის მიზნით რამდენიმე დეტალი მოხსნა. მამაკაცია პოლიციამ უკვე დააკავა.

მეტი...