ტაძრის დარაჯზე თავდასხმის ფაქტზე საპატრიარქო განმარტებას აკეთებს

21 ივნისს, ქვაშვეთის ტაძრის დარაჯს თავს დაესხნენ. როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ეს არის წახალისება და შედეგი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული დამოკიდებულებისა. “ბოლო დროს სხვადასხვა მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შედეგები გამოიწვია. გარკვეული პიროვნებებისთვის მსგავსი უარყოფითი პოლიტიკა აგრესიის წახალისებისა და უპატივცემულობის საფუძველი გახდა. შედეგად, გახშირდა ისეთი ფაქტები, როდესაც ცალკეული პირები შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, ბილწსიტყვაობენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ეკლესიის მსახურთ. სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ამა წლის 21 ივნისს, 7:30 წუთზე, ქვაშვეთის ტაძარში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ დარაჯი გოჩა ჭიჭიაშვილი და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. ეზოში შემოვიდა აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდა…

მეტი...

„ხელყუმბარის დემონსტრირებით 500 000 აშშ დოლარის გადაცემა მოითხოვა“ – ბადრი ესებუას 13 წლიან პატიმრობა

„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ  ტერორისტული აქტის და მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო“ – აღნიშნულია განცხადებაში. შგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლოში დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი აიძულა იგი  ზუგდიდში განთავსებულ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრთან მიეყვანა.  ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან  რამდენიმე გასროლა განახორციელა და  შენობაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების…

მეტი...

მაღაროელები პარლამენტთან აქციას მართავენ

საკანონმდებო ორგანოსთან ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები არიან შეკრებილები. მაღაროელები აქციას მართავენ და მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ. აქციის მონაწილე მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია. მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზს” 14-პუნქტიან მოთხოვნას უყენებენ და მის  შესრულებას ითხოვენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა ხელფასის 20%-იანი მატება. მაღაროელებმა ფართომასშტაბიანი აქცია 25 ივნისს, 19:00 საათზე დააანონსეს.

მეტი...

„პრეზიდენტმა განმარტების გარეშე შეიწყალა სამართლებრივად დადასტურებულ დანაშაულებში მსჯავრდებული ნიკა გვარამია“ – შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე პირველ განცხადებას აკეთებს. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, წარსულში გვარამიას მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებები თანხვედრაში მოდის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან და მიუთითებს იმაზე, თუ საიდან მოდიოდა წნეხი. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტების გარეშე შეიწყალა სამართლებრივად დადასტურებულ დანაშაულებში მსჯავრდებული ნიკა გვარამია. მან ციხეში სასჯელის მხოლოდ ნაწილი გაატარა. დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი და დიპლომატი თავიანთ კომენტარებში მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ეს და გვარამიას მხარდასაჭერად გაკეთებული წინა განცხადებები თანხვედრაში მოდის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან და მიუთითებს იმაზე, თუ საიდან მოდიოდა წნეხი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა. შეწყალება ქმნის პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის უკეთესი შესაძლებლობის…

მეტი...

ბერმუდის სასამარლომ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით ბერნუდის სააპელაციო სასამართლომ პირველი ისტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა. როგორც ადვოკატის ლაშა კალანდაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს 607 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ. „რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“, – აცხადებს ადვოკატი კალანდაძე.  

მეტი...

წალენჯიხაში სახლს მეხი დაეცა  

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლი სერიოზულად დაზიანდა. ოჯახის ერთ-ერთი  წევრი კი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ 2 დღეა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს.  

მეტი...

ბადრი ესებუას 13 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს ბანკზე თავდასხმასა და ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის ვადად 13 წელი განუსაზღვრა. თავად ესებუა დანაშაულს არ აღიარებს, მისი დაცვის მხარე კი გამამართლებელ გადაწყვეტილებას ითხოვდა. სასამართლო პროცესი 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მეტი...

,,ყველას გეპატიჟებით აქციაზე”- მაღაროელები 25 ივნისს პარლამენტთან აქციას გამართავენ

მაღაროელები თბილისში, კვირას, 25 ივნისს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ  საპროტესტო აქციას აანონსებენ. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი ვიდეომიმართვაში აცხადებს, აქცია არის მშვიდობიანი  და უვადო. მისივე თქმით, 11 ადამიანი უკვე მე-12 დღეა შიმშილობს. ,,კვირას, საღამოს 19:00 საათზე მე ყველას გეპატიჟებით აქციაზე. აქცია არის მშვიდობიანი, აქცია არის უვადო. მე მინდა შემოგთავაზოთ აქციის ფარგლებში თქვენი ჩართულობა იმ ყოველდღიურ პრობლემებზე, იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არის დღეს საქართველოში”, – აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.

მეტი...

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის საპასუხოდ, მოსკოვმა გააფართოვა იმ პირების სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ

სანქციების მე-11 პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ მოსკოვმა გააფართოვა ევროკავშირის წარმომადგენლების სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ამ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, რუსულმა მხარემ საგრძნობლად გააფართოვა ევროპული ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების სია, რომლებიც ფედერალური კანონის შესაბამისად „რუსეთის ფედერაციის დატოვებისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის პროცედურის შესახებ“ თ. 1996 წლის 15 აგვისტოს No114-FZ აკრძალულია ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა“, – აცხადებენ სამინისტროში. სანქცირებულთა სიაში შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების, სამთავრობო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლები, ასევე პირები, რომლებიც დაკავშირებული არიან კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევასთან.…

მეტი...

უკრაინას სჭირდება მეტი თვითმფრინავი და საბრძოლო მასალა წარმატებული კონტრშეტევისთვის – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, წარმატებული კონტრშეტევისთვის, შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ მეტი ავიაცია და საბრძოლო მასალა სჭირდებათ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე კონტრშეტევა, ან პოტენციური შედეგი, არ უნდა განიხილებოდეს, როგორც გადამწყვეტი. ,,კონტრშეტევის ყველაზე დიდი პრობლემა არის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების სტაბილურობა და საკმარისი რაოდენობით. ხოლო მეორე ყველაზე დიდი პრობლემა კონტრშეტევაში არის რუსეთის დომინირება ჰაერში”, – განაცხადა კულებამ.

მეტი...

,,მოვუწოდოთ  დატოვოს პრეზიდენტის პოსტი”- „საქართველო უპირველეს ყოვლისა“  აქციას აანონსებს

მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ხვალ, 13:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას აანონსებს. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტი საკუთარ უფლებამოსილებას ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივების შესრულებისთვის, პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. „სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და არ გამოხატავს იმ ხალხის ნებას, რომელმაც ის აირჩია. პრეზიდენტი, პოლიტიკური შეწყალებების კასკადით, რომლითაც კრიმინალები და ჩვენი ქვეყნის მტრები პასუხისმგებლობას აარიდა, ფეხქვეშ თელავს კანონის უზენაესობის პრინციპს, აღვივებს უსამართლობის განცდას და ნაცვლად პოლარიზაციის შემცირებისა, ხელს უწყობს ვითარების გამწვავებას. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ გვარამიას გათავისუფლების უსამართლო გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან. ჩვენთვის…

მეტი...

,,თქვენ ხართ კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები”- ბადრი ესებუა

,,ბავშების მკვლელები ხართ თქვენ, ჩემსკენ ძალიან გთხოვთ ნუ იშვერთ ხელს,”- ამ სიტყვებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ბადრი ესებუამ პროკურატურის წარმომადგენლებს მიმართა. ესებუამ პროკურატურის წარმომადგენლებს კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები უწოდა. ,,ყველამ იცის რაც გაქვთ გაკეთებული და რასაც აკეთებს თქვენი სისტემა. გთხოვთ ცრუ ბრალდებებს დაანებეთ თავი. ეს არის ზღვაში წვეთი, რაც მაქვს სათქმელი ამათ ჩადენილ დანაშაულებებზე და ამაზე ყველას მოგიწევთ პასუხისგება და პასუხის გაცემა. თქვენ ხართ კანონს ამოფარებული ბოროტმოქმედი კრიმინალები. ჯერ თქვენს თავებს მიხედეთ, ან მოგხედავენ მალე. ყველაფერზე გაგცემენ თქვენ პასუხს, ასეთი რაღაცების გამო”, – განაცხადა ესებუამ. ცნობისთვის, ბადრი ესებუა დაკავებულია…

მეტი...

,,რთულად წარმომიდგენია, ადამიანმა, რომელიც იყო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი, ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას”- მაკა ბოჭორიშვილი

რთულად წარმომიდგენია, რომ ადამიანმა, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობდა პოლარიზაციას და იყო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი, ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავნჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალებასთამ დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, არ მიაჩნია, რომ გვარამიას პატიმრობას საერთოდ რამე საერთო ჰქონდა მედიათავისუფლებასთან და მედიაპლურალიზმთან. „განცხადებები, რომლებიც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან გვესმის, შეგვიძლია, დავაკავშიროთ არაერთი რეკომენდაციის შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დეპოლარიზაცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან უკვე აღინიშნა. თუ ეს ნაბიჯი ამ რეკომენდაციის შესრულებას მოემსახურება და ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს მომავლის საკითხია – შევხედოთ, როგორ შეგვაფასებს…

მეტი...

რუსეთი მხეცს ჰგავს, თუ მხეცი ადამიანებს ჭამს, მას უნდა ესროლო და მოკლა – ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდამ აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთის რაც შეიძლება მალე შეჩერება, რადგან მას შემდგომში შესაძლოა მთელი უკრაინის დაპყრობა, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ ომი მოუნდეს დუდამ რუსეთი შეადარა „გარეულ მხეცს, რომელიც ჭამს ადამიანს“. ,,არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს, რადგან ის გააგრძელებს წინსვლას. ეს ხელს შეუწყობს მის იმპერიალიზმს. ის ჰგავს მხეცს, რომელიც შეჭამს ადამიანს. თუ მხეცი ადამიანებს ჭამს, ხშირად ნათქვამია, რომ მას უნდა ესროლო და მოკლა, რადგან ის უკვე მიჩვეულია ადამიანების ხორცის ჭამას. იგივე ხდება რუსეთთან“, – აღნიშნა დუდამ.  

მეტი...

რუსები ხერსონის რაიონში უკრაინელების ცხედრებს მალავენ – ზელენსკი

რუსეთის ფედერაცია მალავს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, კახოვკის ჰესის განადგურების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად დაღუპულებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. ამისთვის სიტყვა კატასტროფაც კი არ კმარა. რუსულმა ბოროტებამ იქ სპეციალური ჯგუფები შექმნა, რათა ამოეღოთ და, ცხადია, გადამალოთ ცხედრები. გარდაცვლილი ადამიანები. ასე მოიქცნენ მარიუპოლში, დონეცკის ოლქში და სხვა ადგილებში. მაგრამ ეს ისეთი სიმართლეა, რომლის დამალვა შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ”- მიხეილ სააკაშვილი

,,ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ,”- ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ”მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით,  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მთავარი ბრძოლა წინაა და ნიკა გვარამიას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ,,ნიკა თავისუფალია! ეს გააკეთა ევროპამ, ამერიკამ და საზოგადოების აქტიურობამ. ალბათ ერთადერთი ბედნიერი დღე იყო მთელი ჩემი ტყვეობის განმავლობაში ძალიან დავაფასე მის მიერ ჩემი ხსენება პირველივე წუთებში.სულიერად ვერ გატეხეს, თუმცა ფიზიკურად აშკარად დაზარალებული ჩანს. ნიკა არის უმაგრესი! ამას ისიც ადასტურებს, რომ მის მიერ შექმნილმა არხმა გაუძლო ამ პერიოდს. ამიტომ დიდი მადლობა “მთავარის” ყველა მებრძოლს. თქვენ სასწაული…

მეტი...

,,21 ოქტომბერს ვიყავი სახლში, გავედი ორი საათით, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ – ტელევიზიით გავიგე ამ ამბის შესახებ”- ბადრი ესებუა

ბადრი ესებუას განცხადებით, საქართველოს ბანკის განხორციელებული თავდასხმის შესახებ, ტელევიზიის საშუალებით გაიგო. როგორც ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, 21 ოქტომბერს სოფელი არ დაუტოვებია. ,,21 ოქტომბერს ვიყავი სახლში, გავედი ორი საათით, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. “მარშუტკას” ველოდებოდი. მეზობელმა გამოიარა, გავყევი სასაფლაოზე, ორი საათი ვიყავით, ამის მერე მთელი დღე სახლში ვიყავი. ტელევიზიით გავიგე ამ ამბის შესახებ. 22 ოქტომბერსაც სახლში ვიყავი,”- განაცხადა ესებუამ. ესებუა ბრალს არ აღიარებს. ,,დილის 4 საათი იყო. მოვიდნენ პოლიციები, ვიწექი. მეძინა, აზრზე ვერ მოვედი, წინააღმდეგობა არ გამიწევია. პატარა ოთახში 10 სპეცრაზმელს რა წინააღმდეგობას გავუწევდი. გამომძიებლების ჩვენება იყო სიცრუე,…

მეტი...

,,ძალიან გახარებულია”- გიული ალასანია გვარამიას შეწყალებაზე

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას გათავისუფლებით გახარებულია. მიხეილ სააკაშვილის დედის თქმით,  “მთავარი არხის” დამფუძნებლის დაპატიმრება სწორი არ იყო. ,,ძალიან გახარებულია და აღნიშნავს კიდევ იმას, რომ  ძალიან კარგია, რომ არხიც გადარჩა. ერთგულება, თანადგომა, სოლიდარობა, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. არ იყო სწორი მისი დაპატიმრება, სწორი კი არა, აღმაშფოთებელი ფაქტი იყო და ის, რაც მოხდა გუშინ, ეს იყო ძალია კარგი,” – განუცხადა ალასანიამ ტვ პირველს.

მეტი...

,,კმაყოფილი ვარ ყველა ნაბიჯით, რომელსაც საქართველო დგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”- ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით,  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. ,,კმაყოფილი ვარ ყველა ნაბიჯით, რომელსაც საქართველო დგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა და გართულებებისა, რისი მოწმენიც ჩვენ გავხდით ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულება და ინტეგრაციის შესაბამისი ტემპი იქნება საქართველოს ხელმძღვანელობის ნამდვილი პრიორიტეტი. ქართველი ხალხის გაბედული და მტკიცე პასუხი, რომელიც ვნახეთ მიმდინარე წლის მარტში, ოპტიმიზმით მავსებს ქვეყნის მომავლის მიმართ. ასევე მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ…

მეტი...

,,იქნება მუდმივი თავდასხმები, არ გამოვრიცხავ რადიკალური ჯგუფების მივარდნებსაც”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს ”მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, პრეზიდენტთან რადიკალური ჯგუფების მივარდნას. მისი თქმით, ყველაფერია მოსალოდნელი. ,,ეს იქნება მუდმივი თავდასხმები, იქნება ალბათ კიდევ გარკვეულწილად კონტრშეტევა, შეიძლება, რაღაც უფლებამოსილებებზე, ინსტიტუტის დაკნინებაზე, არ გამოვრიცხავ რადიკალური ჯგუფების მივარდნებსაც, არც სპონტანურ მივარდნებსაც. ეს არის რეალური შესაძლებლობა იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიდის ოცნების წინააღმდეგ, არის არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ წვრილმანი ხულიგნობა და ზოგადად, ძალადობის შემცველი მუქარებიც გვინახავს, ვფიქრობ, ყველაფერი მოსალოდნელია ამათი მხრიდან,“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე. კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს  

მეტი...

რუსეთმა ხერსონის სატრანსპორტო კომპანიას დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთმა ხერსონის სატრანსპორტო საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 4 მუშა კი დაშავდა. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა ტელეგრამის არხზე განაცხადა. „მორიგი რუსული ტერორისტული აქტი… ხერსონში საოკუპაციო ძალებმა მიზანმიმართული ცეცხლით დაარტყეს კომუნალურ სატრანსპორტო კომპანიას. მათ დაარტყეს სამოქალაქო მუშაკებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის სასიცოცხლო საქმიანობას. სამწუხაროდ, 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  მისი კოლეგები დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.” – წერს პროკუდინი.

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოსამართლეებისთვის მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით შეხვედრა გამართა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: მომხმარებლის უფლებების დაცვა – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება. შეხვედრა გახსნეს – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, მინდი ბოიკოვამ; პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  მიხეილ სარჯველაძემ და ამავე კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა; TWINNING-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სემინარის მონაწილეებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგების და…

მეტი...

ვლადიმერ პუტინთან საუბრის მიზეზი არ მაქვს – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, ვლადიმერ პუტინთან საუბრის მიზეზი არ აქვს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავად დარეკავს, ის პუტინს უპასუხებს. „მე არ მაქვს მასთან დარეკვის მიზეზი. ის თუ თვითონ დამირეკავს, რომ რამე შემომთავაზოს, ვუპასუხებ, რადგან საფრანგეთი ყოველთვის იყო და არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.    

მეტი...

რეგულირების სააგენტომ 563 მედიკამენტი პროაქტიულად დაარეგისტრირა

ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, მოსახლეობისთვის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს. „ჩვენ, კანონით მინიჭებული შესაძლებლობა გამოვიყენეთ და სხვადასხვა მედიკამენტის რეგისტრაციას, პროაქტიულად, კომპანიის მომართვის გარეშეც ვახორციელებთ. ფარმაცევტულ კომპანიებს, შეუძლიათ, თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანონ ქვეყანაში ეს წამლები. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი კომპანია, ანალოგ და შესაძლოა, უფრო შეღავათიანი ღირებულების წამლებს მიზანმიმართულად არ არეგისტრირებს, ან კონკურენციის გამო, რეგისტრაციას აუქმებს, რათა სხვას არ შემოეტანა პრეპარატი. ამ მექანიზმით კი, ეს რისკიც დაზღვეულია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ცვლილების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში,…

მეტი...

რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ, ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ  მონიტორინგის ჯგუფი იტყობინება. ,,ვულკანის ზომიერი ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება” – განაცხადა მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ვულკანური აქტივობის შესახებ, მონაცემებს აგროვებს. მათივე ცნობით, ფერფლის ამორქვევა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს. მიმდინარე აქტივობამ კი შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე.

მეტი...

,,ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ,,საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას ის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან, კიდევ რამდენიმე წინაა”,- წერს კრამონი.  

მეტი...

,,გადასახდელია პოლიტიკური ფასი”- პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება.  აქციას “საქართველო უპირველეს ყოვლისას” წევრი ხატია ჯანაშია აანონსებს. მისივე ცნობით, აქცია რეზიდნეციასთან 19:00 საათზე გაიმართება. ,,დღეს 19:00 საათზე. ათონელზე რეზიდენციასთან. იმაზე, რაც ახლა ხდება. იმაზე საითკენაც ეს პროცესები მიდის. გადასახდელია პოლიტიკური ფასი. “ქართული ოცნების” გადასახდელი. ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველი ხალხი არ ვაპირებთ იმ რეალობის მიღებას, საითკენაც უნიათო “ქართული ოცნება” და მისი დასმული, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აგენტი “პრეზიდენტი” მიგვაქანებს”, – წერს ჯანაშია.

მეტი...

,,ადრეც ჰქონდა პოლიციას ბევრ ადგილას ჩემი დაკავების მცდელობა, აფხაზეთშიც ვიყავი”- ბადრი ესებუა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს. ესებუას განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს. როგორც ბადრი ესებუამ განაცხადა, სამართალდაცველებს მისი დაკავების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. ,,სულ მაჩერებდნენ, მჩხრეკდნენ. ადრეც ჰქონდა პოლიციას ბევრ ადგილას ჩემი დაკავების მცდელობა. აფხაზეთშიც ვიყავი. აზრზე არ ვარ რატომ ამირჩიეს, ალბათ, სასურველი კანდიდატი ვიყავი. არ ვიცი ან მანამდე რატო მდევნიდნენ”, – განაცხადა ესებუამ (კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს). ცნობისთვის, ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.  

მეტი...

,,ჩავთვალოთ, რომ პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ იმ ეპითეტების ღირსია, რითაც ამკობდა გვარამია”- ალუდა ღუდუშაური

”ქართული ოცნების” დეპუტატი, ნიკა გვარამიას შეწყეალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებით დიდ დარტყმას აყენებს მის იმიჯს და  ღირსებას. ,,მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის გადაწყვეტილებით გამოხატა პირველ რიგში, ძალიან დიდ დარტყმას აყენებს მის იმიჯს, ღირსებას. ფაქტია, რომ თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველნი. ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მე ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლებაც იმისა, რომ რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, აღიარა და…

მეტი...

,,საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას”- ლევან ბეჟაშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მიიღო პასუხისმგებლობიანი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და გაათავისუფლა ნიკა გვარამია. მისი თქმით, დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. „პრეზიდენტმა იხელმძღვანელა კონსტიტუციით, სახელმწიფოს და ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებული ინტერესებით. ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტზე თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს ამ პროცესში ექნება საზოგადოების, პოლიტიკოსების მხარდაჭერა, თუ ის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას გააგრძელებს. პრეზიდენტისგან მოვითხოვთ, რომ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯებით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. პრეზიდენტმა გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.

მეტი...

,,არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევას და შეწყალებას რაიმე კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციასთან”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევას და შეწყალებას რაიმე კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ,,ეს იყო ქალბატონი პრეზიდენტის პრესკონეფერნცია, სადაც მას არ დაუსახელებია არგუმენტაცია და მან თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე. როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ამ შემთხვევაში, მემგონი, ყველანი კარგად ხედავთ, რომ საქართველოს საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის საკმაოდ დიდ პრობლემებს ხოლმე ნებისმიერ საკითხზე. მე არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევას და შეწყალებას რაიმე კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციასთან,” – აცხადებს ბრეგაძე. ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა.  

მეტი...

სააპელაციო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე სამ პირს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების  ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და საქმიანობის  სფეროდ,  საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე „FOREX“ და  ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განსაზღვრეს. ,,ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ ფილიალები, რომელთა ხელმძღვანელები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით ხვდებოდნენ და  არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული…

მეტი...

საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ, რომ „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი – პრემიერი

,,განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფანზე“ და აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. „მე აქვე მინდა შევეხო „შუა კორიდორის“ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ…

მეტი...

,,ახლა სააკაშვილის შეწყალებაა შემდეგი”- მაიკლ მაკფოლი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი შესანიშნავ ნაბიჯს უწოდებს. ,,სალომე ზურაბიშვილის შესანიშნავი ნაბიჯი. ახლა სააკაშვილის შეწყალებაა შემდეგი”- წერს მაკფოლი. ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა.

მეტი...

,,მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”- გიორგი ვაშაძე

”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ნიკა გვარამიას გათავისუფლება მიესალმება. მისი თქმით,  შემდეგი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს. ,,მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, აქამდე რომ ყოფილიყო გაცილებით უკეთესი იქნებოდა. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესვე გამოქვეყნდა 12 პუნქტის შეფასება ევროკავშირის მხრიდან, სადაც მხოლოდ სამი არის დადებითად შეფასებული. თავად ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომელსაც აქებდა და ენდობოდა „ქართული ოცნება“, რომ მხოლოდ 3 პუნქტია შესრულებული, დანარჩენი არის შესასრულებელი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს დეოკუპაცია და დერუსიფიკაცია მოხდეს „ქართული ოცნებისგან” და წინ…

მეტი...

,,გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი, მიხეილ სააკაშვილიც უნდა გათავისუფლდეს”- რებეკა ჰარმსი

ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უნდა გათავისუფლდებს მიხეილ სააკაშვილიც. ,,გუშინ გამიხარდა საქართველოდან მიღებული სიახლე და ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვისას ცრემლს ვერ ვიკავებდი.  დღეს უნდა გავიმეორო რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ მას ჯანმრთელობისთვის საქართველოს გარეთ მკურნალობა სჭირდება,”- წერს ჰარმსი.    

მეტი...