ბოტულიზმი, ქოლერა, ციმბირული წყლული – შავი ზღვა მძიმე დაავადებების გავრცელების რისკს ქმნის   

შავი ზღვა მძიმე დაავადებების გავრცელების წყაროდ იქცა, რისკი საკმაოდ მაღალია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, უკრაინაში, კერძოდ კი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად შავი ზღვა სერიოზულად დაბინძურდა. შავი ზღვა ტოქსიკური ნივთიერებებითაა დაბინძურებული, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვისა და სიცოცხლისთვის საშიშია. საუბარია ამონიუმზე, ნიტრატებზე, სხვადასხვა პესტიციდზე, მძიმე მეტალებზე რომელიც კაშხლის აფეთქების შედეგად ზღვაში აღმოჩნდა. ბოტულიზმი, ქოლერა, ციმბირული წყლული – ეს იმ დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომელის გავრცელების რისკი შავ ზღვაში საკმაოდ მაღალია. როგორ სპეციალისტები აცხადებენ, დაბინძურებული მასები საქართველომდე ჯერ ვერ მოაღწევს. უკრაინის ტერიტორიაზე შავ ზღვა მწვანე შეფერილობისაა და არასასიამოვნო სუნიც აქვს. შავი ზღვის დაბინძურებას უკრაინიდან რუმინეთში ელიან,…

მეტი...

აშშ-ის დაზვერვა: არ გვაქვს პირდაპირი სამხილები, რომ Covid ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა

აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ვერ იპოვეს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ COVID-19 პანდემია ჩინეთში არსებული ვუჰანის ლაბორატორიიდან დაიწყო. ინფორმაცია 23 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (ODNI) მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ვირუსი ამ ლაბორატორიიდან გაჩნდა, თუმცა ამ დრომდე ვერ მიაგნო პანდემიის გავრცელების პირველწყაროს. “ცენტრალური დაზვერვის სააგენტო და სხვა სააგენტოები ამ დრომდე ვერ ახერხებენ დაადგინონ COVID-19-ის ზუსტი წარმოშობა, ვინაიდან ორივე (ბუნებრივი და ლაბორატორიული) ჰიპოთეზები ეყრდნობა მნიშვნელოვან დაშვებებს ან აწყდება წინაღობებს ურთიერთწინააღმდეგობრივი ანგარიშების გამო” – წერია ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში კორონავირუსთან დაკავშირებით “მნიშვნელოვანი…

მეტი...

პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა. როგორც პროკურატურა განმარტავს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამასთან, გამოძიება აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა პერიოდში ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებს. „2023 წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, დაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ. ინტერვიუს მიმდინარეობის…

მეტი...

„მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ – თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

“მოსკოვს ცრემლების არ სჯერა” – “ევროპული საქართველო” და პარტნიორი ორგანიზაციები რუსეთში დაწყებულ მოვლენებს აქცია-პერფორმანსით გამოეხმაურნენ. ფილმის ჩვენება რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან” გაიმართა. “ჩვენ ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად პერიოდულად ვიკრიბებით ხოლმე ქუჩაში იმისთვის, რომ რაც გვწყინს ან გვიხარია, ეს აღვნიშნოთ. ჩვენ გვიხარია, რომ რუსეთმა ასეთი სირცხვილი ჭამა და ვაპირებთ ამ სირცხვილის შეჯამებას. ვფიქრობ, რომ ეს გზავნილი კარგი იქნება, არა მარტო ამ ქვეყნისთვის, არამედ რუსებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ პოპკორნით ვუგულშემატკივროთ რუსეთის განადგურებას. აქციაზე ვაჩვენებთ რა ხდება რუსეთში რეალურად, ვინ არის პრიგოჟინი, ვინ არის შოიგუ, რა როლი აქვს ახლა და რა როლი ჰქონდა მას 30…

მეტი...

,,პუტინი ცდილობდა, კიევი რამდენიმე დღეში აეღო, ახლა მას მოუწია, დაეცვა მოსკოვი საკუთარი დაქირავებული ჯარისკაცისგან”- სახელმწიფო მდივანი

,,პუტინი უკრაინაში კიევის ზღურბლზე იმყოფებოდა და ცდილობდა, რამდენიმე დღეში აეღო ქალაქი და წაეშალა ქვეყანა რუკიდან, ახლა მას მოუწია, დაეცვა მოსკოვი, რუსეთის დედაქალაქი, საკუთარი დაქირავებული ჯარისკაცისგან”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების ხანმოკლე აჯანყება პუტინის ხელისუფლებაში „ნამდვილ ბზარებს“ ავლენს. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დაჯგუფების და მისი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება იყო „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ხელისუფლებისთვის“.    

მეტი...

,,რაც გუშინ მოხდა, რუსეთს ასუსტებს – ვისაც არ უხაროდა მტრის შიგნით დაპირისპირება, ის მოღალატეა” – ბოკერია

,,ვისაც გუშინ არ უხაროდა მტრის შიგნით დაპირისპირება, ის ან ბრიყვია, ან მოღალატე” , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა. “ევროპული საქართველოს” ლიდერი გამოეხმაურა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ მტრის დასუსტება ყველა პატრიოტს ახარებს. “ყველა საქართველოს პატრიოტ მოქალაქეს ახარებს ჩვენი მტრის დასუსტება, ის რაც რუსეთში მოხდა ამ ქვეყანას ასუსტებს. უმძიმესი დარტყმა ხელისუფლებამ მიიღო. ყველას სურდა, რომ რუსეთს დიდი დარტყმა მიეღო, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ისტორიული ფანჯარა შესაძლებლობის გახსნილია. მთავარია, რომ ჩვენი მტერი დასუსტდეს. ვისაც გუშინ არ უხაროდა მტრის შიგნით დაპირისპირება, ის ან ბრიყვია ან მოღალატე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მეტი...

„ვაგნერის“ პრესსამსახური – ევგენი პრიგოჟინი კავშირზე არ გამოსულა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია

“ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის ჯერჯერობით კავშირზე არ გამოსულა, – ინფორმაციას „მედუზა“ და RTVI ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, პრიგოჟინი ბოლოს 24 ივნისს, როსტოვიდან გასვლისას ნახეს და უცნობია, ამჟამად სად იმყოფება ის. “ვაგნერის” ხელმძღვანელის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრიგოჟინი უპასუხებს ყველა შეკითხვას, როდესაც “ის ნორმალურ კავშირზე იქნება”. უკრაინის სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ „ვაგნერელები“ ბელარუსში გადავიდნენ.

მეტი...

ახალციხის სოფელ სვირში საცხოვრებელი სახლი იწვის

ახალციხის სოფელ სვირში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოცემა წერს, რომ შემთხვევის ადგილას იმყოფება მერის წარმომადგენელი, სოსო მჭედლიშვილი. მისი თქმით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. “სახანძრო თავის დროზე მოვიდა, არავინ არ დაშავებულია, სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა ცეცხლი და ჭერი დაიწვა,” – ამბობს მჭედლიშვილი “სამხრეთის კარიბჭესთან”.

მეტი...

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დააკავეს

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. როგორც მან მედიას განუცხადა, სავარაუდოდ, დაკავება მის მიერ მიცემულ ჩვენებას და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეს უკავშირდება. „მეც გავიგე, მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ, მაგრამ მისმა მეუღლემ შემატყობინა ეს ამბავი. წარმოდგენა არ მაქვს, რა მუხლით დააკავეს. ალბათ, ჩვენებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა. რა და როგორ იყო, არ ვიცი, მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ვიქნებოდი“,-განაცხადა რამიშვილმა.

მეტი...

რუსული ავიაციის იერიშის შედეგად, სირიაში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის საჰაერო თავდასხმას სირიაში 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ე.წ. “თეთრი ჩაფხუტების” სამოქალაქო ჯგუფის განცხადებით, სამი სამხედრო თვითმფრინავით თავდასხმა განხორციელდა ბოსტნეულის ბაზარზე ჯისტ ალ-შუღურის რაიონულ ცენტრში. 2018 წლის სექტემბერში თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ იდლიბის დეესკალაციის ზონად გამოცხადებაზე, სადაც აგრესიის აქტები პირდაპირ აკრძალულია. თუმცა, სირიის რეჟიმი და მისი მოკავშირეები მუდმივად არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

მეტი...

ისრაელში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა

ისრაელის ათეულობით ათასმა მოქალაქემ ქვეყნის მთავრობის სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური აქცია გამართა. დემონსტრანტებმა თელ ავივის მთავარ გზატკეცილზე მსვლელობა მოაწყვეს და საავტომობილო მოძრაობა შეაჩერეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციამ აქციის მონაწილეები დაშალა და გზა გახსნა. სასამართლო რეფორმის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ცვლილებები პოლიტიკოსებს უფრო დიდ ძალაუფლებას მისცემს მოსამართლეთა შერჩევაზე, ასევე შეზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას, გააუქმოს კანონმდებლობა. ზეწოლის შედეგად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დათანხმდა, გადაედო რეფორმა და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პირობა დადო.

მეტი...

პუტინმა საპრეზიდენტო, „წითელ ღილაკიანი“ თვითმფრინავი მოსკოვში დააბრუნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „ვაგნერის“ რაზმების დისლოკაციის პუნქტში დაბრუნების შემდეგ, სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავი RA-96021 მოსკოვში დააბრუნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხ ВЧК-ОГПУ-ზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია ერთ-ერთ საპრეზიდენტო თვითმფრინავზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 24 ივნისს ვნუკოვოს აეროპორტიდან სანკტ-პეტერბურგში სასწრაფოდ ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ВЧК-ОГПУ-ის ცნობით, თვითმფრინავი ТУ-214ПУ მოსკოვის აეროპორტში 25 ივნისს, ადგილობრივი დროით დილის ოთხ საათზე დაეშვა.

მეტი...

პოდოლიაკი – ,,მზად ვართ, უკრაინაში მივიღოთ სააკაშვილი, ასევე მზად ვართ, გავაგზავნოთ ექიმები”

,,უკრაინის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, მიიღოს თავისი მოქალაქე. რა თქმა უნდა, მეც ყოველ ჯერზე ამას ვამბობ”- ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში. ,,შარშან საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა ამ თემაზე განცხადება, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი. ასევე, მზად ვართ გავაგზავნოთ ჩვენი ექიმები ან დავეხმაროთ მას საზღვარგარეთ ნებისმიერ კლინიკაში გასამგზავრებლად, რათა გაუწიონ აუცილებელი სამედიცინო დახმარება”- აცხადებს პოდოლიაკი.  

მეტი...

ლავროვი ზელენსკიზე – ,,არ მაქვს სამედიცინო განათლება შევაფასო არაადეკვატური ადამიანის მდგომარეობა” 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების განცხადებებს რუსეთისგან ბირთვული საფრთხის შესახებ ცნობიერების ბობოქარი ნაკადია. “მიჭირს კომენტარის გაკეთება იმაზე, რასაც ბოლო დროს აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა. ახლა დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი სიტყვიერ უსაქციელობას, რომელსაც საფუძველი არ აქვს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა. მან ზელენსკის სიტყვებს “ცნობიერების კიდევ უფრო ბობოქარი ნაკადი” უწოდა და დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ქმედებების გასაანალიზებლად სამედიცინო განათლებაა საჭირო. “არ მაქვს სამედიცინო განათლება. ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს სამედიცინო განათლება. ვერ გაგცემთ პასუხს იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლებიც არაერთხელ, ყოველდღიურად ამტკიცებენ თავიანთ არაადეკვატურობას”, – აღნიშნა რუსეთის…

მეტი...

შემოსავლების სამსახური საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია ,,TV პირველის” გადაცემა – ,,ნოდარ მელაძის შაბათი”-ით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ფორმალობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა იმ პროდუქციის გატანა, ამ შემთხვევაში სიუჟეტში დასახელებული საყოფაცხოვრებო ელექტრო-ტექნიკის, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ…

მეტი...

ნიდერლანდების ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

რუსეთში მომხდარი სამხედრო არეულობის გამო, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. სამინისტროს გავრცელებული განცხადების თანახმად, მიზეზი “რუსეთში უსაფრთხოების რეჟიმის გამკაცრება და არაპროგნოზირებადობის მაღალი ხარისხია”. საგარეო ასევე მოუწოდებს ნიდერლანდების მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შესაძლებელია დაიწყოს “არეულობა დიდ ქალაქებში”.

მეტი...

,,გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთში სამხედრო ამბოხს კიდევ ერთხელ ეხმაურება. “გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

მეტი...

,,პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დასრულდა”- ანტონიო ტაიანი

“პუტინის ერთიანი რუსეთის მითი დასრულდა”, – ასე აფასებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში სამხედრო ამბოხს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობა “ახლა უფრო ახლოსაა”. განცხადება ანტონიო ტაიანიმ იტალიური გამოცემა Il Messaggero-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტაიანი ფიქრობს, რომ ვაგნერის დაჯგუფების აჯანყებამ აჩვენა რუსეთის ხელისუფლების სისუსტე, რაც შეიძლება, უკრაინას დაეხმაროს. “შიდა ესკალაცია იწვევს რუსი სამხედროების დაყოფას. ეს გარდაუვალია, როცა მხარს უჭერ და აფინანსებ დაქირავებულთა ლეგიონს”, – განაცხადა მინისტრმა. 

მეტი...

გუბერნატორი – „ვაგნერი“ ვორონეჟის ტერიტორიას ექსცესების გარეშე ტოვებს

“ვაგნერის“ ქვედანაყოფები ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე ტოვებენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა. „ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გადაადგილება მთავრდება. ის გადის ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე”, – წერს გესევი. გუბერნატორის თქმით, სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – არიან დაშავებულები

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე „სუბარუს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მძღოლი და ოთხი მგზავრი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

მეტი...

აშშ ვაგნერის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გადადებს – WSJ

რუსეთში ევგენი პრიგოჟინის აჯანყებასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, შეერთებული შტატები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გადადებს – ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს. როგორც გამოცემას საკითხზე ინფორმირებულმა პირმა უთხრა, ვაშინგტონს არ სურს, რომ პრიგოჟინისა და პუტინის დაპირისპირებაში მხარედ გამოჩნდეს. “ვაშინგტონს არ სურს ისე გამოიყურებოდეს, თითქოს მხარეს იჭერს”, – უთხრა გამოცემას წყარომ.

მეტი...

,,მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება” – ვითარება ლარსზე

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დარიალის გამშვებ პუნქტი ჩვეული რეჟიმით მუშაობს. შსს-ის თანამშრომლის განცხადებით, მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება. “სასაზღვრო გამშვები პუნქტი დარიალი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება, არც შემოსვლის და არც გასვლის მიმართულებით. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში. არავითარი მატება ჯერჯერობით არ ფიქსირდება. არც შემოსვლის არც გასვლის მიმართულებით,” – აცხადებს შსს-ის თანამშრომელი მედიასთან საუბრისას. 

მეტი...

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე დაიწყო 19:00 საათზე დასრულდება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 9.8 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად არჩევნებში 32 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ კონსერვატიულ პარტია „ახალ დემოკრატებს“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ხელმძღვანელობს, გამარჯვების დიდი პერსპექტივა აქვს. მიცოტაკისის პარტიამ მაისში გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 300-ადგილიან პარლამენტში ხუთი მანდატი დააკლდა. ამის შემდეგ მიცოტიაკისმა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. საბერძნეთში მოქმედი საარჩევნო რეგულაციების მიხედვით, მეორე ტურში გამარჯვებული პარლამენტში დამატებით 50 ადგილს მიიღებს.

მეტი...

გერმანია უკრაინას Gepard-ის ტიპის საზენიტო დანადგარს გადასცემს

გერმანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, უკრაინას წლის ბოლომდე Gepard-ის ტიპის კიდევ 30 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გადასცემს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. „გვსურს, რომ უკრაინას, აშშ-სთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე Gepard-ის კიდევ 30-მდე ერთეული მივაწოდოთ“, – აღნიშნა გენერალმა ფროიდინგმა.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი – ორივე საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. ფრონტის ხაზიდან მათი ცხედრები ამ წუთებში გამოჰყავთ თანამებრძოლებს, მათ სამშობლოში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

მეტი...

მაკრონმა და დუდამ რუსეთში არსებული სიტუაციის უკრაინის ომზე შესაძლო გავლენა განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდას რუსეთში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა, – ამის შესახებ ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ლიდერებმა განიხილეს რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესაძლო გავლენა უკრაინის ომზე. მათ ასევე დაადასტურეს თავიანთი ერთგულება და სიმტკიცე, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რათა მან შეძლოს სრული სუვერენიტეტის აღდგენა“, – ნათქვამია განცხადებაში. ელისეს სასახლის ინფორმაციით, ამის შემდეგ მაკრონი დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს.

მეტი...

კახა კალაძე გვარამიას შეწყალებაზე – ,,აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარიზაციის გამწვავებისკენ”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გამწვავებას კალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება შეაფასებს. „არ მინდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში შევიდე და პოლემიკა გავმართო, პირველ რიგში, ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაფასებს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარიზაციის გამწვავებისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის შიდა საქმე” – კახა კალაძე

,,რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, საქართველოში უშიშროების საბჭოს მოწვევის არავითარი საჭიროება არ იყო”  ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ  განუცხადა. რაც შეეხება საზღვრების კონტროლს, კახა კალაძის შეფასებით, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ვითარებას აკონტროლებენ. ,,ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა არ არის. საპარლამენტო რესპუბლიკაა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით, თუ როგორ არის განაწილებული და გადანაწილებული. შესაბამისად, გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა. ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, შიდა პრობლემები და რაც შემდეგ მოგვიანებით გამოჩნდა, კიდევ უფრო დადასტურდა ის განცხადებები, რაც…

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონები დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონები დაბომბა. უკრიანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლში საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი. მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა არტილერიით და უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბეს. დაშავდა ორი ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მეტი...

”„ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი – მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა”- ირაკლი კობახიძე

,,გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე” , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ ყველაფერთან ერთად ბევრი სისულელე მოვისმინეთ. აქ საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, ეს არის რეალურად ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე. რაც ძალიან სამწუხაროა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გაანალიზოს ყველაფერი, მათ…

მეტი...

,,რუსეთის შიდა პოლიტიკა შეიძლება იყოს გახარიას, ხაზარაძის და „ნაცების“ საქმე, მაგრამ, ჩვენი საქმე არ არის”- კობახიძე

,,ჩვენი საქმე არ არის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთის შიდა პოლიტიკა. ეს შეიძლება იყოს გახარიას, ხაზარაძის და „ნაცების“ საქმე, მაგრამ, ჩვენი საქმე არ არის” , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის შიდა პოლიტიკაზე კომენტარების გაკეთება არასწორია. „ გუშინ ვთქვით და დღესაც ვიმეორებთ, რომ ჩვენი საქმე არ არის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთის შიდა პოლიტიკა. ეს შეიძლება იყოს გახარიას, ხაზარაძის და „ნაცების“ საქმე, მაგრამ, ჩვენი საქმე არ არის რუსეთის შიდა პოლიტიკა. კომენტარების გაკეთებაც კი არასწორია ამ თემაზე. ყველა სახელმწიფომ უნდა მიხედოს თავის შიდა პოლიტიკას, ეს…

მეტი...

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა

25 ივნისიდან ენგურის ცენტრალური ხიდი და საბეირო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტი ცალმხრივად ჩაიკეტა. რუსმა ოკუპანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ერთად მიიღეს. ​ისინი მოსახლეობას მხოლოდ გალში, ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით უშვებენ. თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოსვლა შეიზღუდა. არ უშვებენ არც იმ პირებს, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ და ზუგდიდში გადასვლა სურთ. მათ ფორმა 100-სა და “ფეესბეს” მიერ დამტკიცებულ სპეციალურ საშვს სთხოვენ.

მეტი...

გზების დეპარტამენტი – უროს კლდეები-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (უროს კლდეები-შატილი) მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად კლდის მასივის ჩამოსვლის გამო, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები არასაკმარისი ხილვადობის გამო, ხვალ დილიდან განახლდება. ამავე გზის კმ53-კმ90 (კორშა-უროს კლდეები) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ევგენი პროგოჟინმა გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი პერსპექტივები – ISW

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა დადო ფსონი იმაზე, რომ მისი კომპანიის დამოუკიდებელ ძალად შენარჩუნების ერთადერთი გზა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ წასვლა იყო, მაგრამ გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი პერსპექტივები , – ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებაშია აღნიშნული. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არარეგულირებად ფორმირებებზე, მათ შორის „ვაგნერზე“ კონტროლის დაწესების ვადად 1-ელი ივლისი გამოაცხადა, რაც პრიგოჟინა მისი პოლიტიკური (და შესაძლოა პირადი) გადარჩენისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ ჩათვალა. ამიტომ, მან გადაწყვიტა, თავისი ძალების თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შესაცვლელად გამოყენება გარისკა. ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინი გეგმავდა ამ ამბოხს, რასაც მოწმობს „ვაგნერის“ მოძრაობების კოორდინაცია და…

მეტი...

,,რუსულმა მხარემ დილიდან, საოკუპაციო გამყოფი ხაზის ფახულანის გამშვები პუნქტი დაკეტა” – ბელქანია

,,რუსულმა მხარემ დილიდან, საოკუპაციო გამყოფი ხაზის ფახულანის გამშვები პუნქტი დაკეტა” – ამის შესახებ ინფორმაციას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ავრცელებს. ,,როგორც აფხაზურ/რუსული მხარე განმარტავს გამშვები პუნქტი ცალმხრივად (იქიდან -აქეთ)უსაფრთხოების მიზნით სამი დღით იხურება”- წერს ბელქანია სოციალურ ქსელში.

მეტი...

რუსეთში M-4 მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდული რჩება

მოსკოვისა და ტულას ოლქებში მთავარ ჩქაროსნულ მაგისტრალ M-4 “დონზე“ მოძრაობის შეზღუდვები კვლავ ძალაშია, – ინფორმაციას მედია საშუალებები რუსეთის ფედერალურ საგზაო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ. „მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ტულასა და მოსკოვის ოლქების M-4 „დონის“ (გზატკეცილის) გასწვრივ მოძრაობის შეზღუდვა ძალაში რჩება“, – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...