„ძალიან, ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება იმისათვის, რომ გადავრჩეთ“ – ჯემალ გამახარია  

„ჩვენ ძალიან შორს ვართ ილუზიებისგან, რომ რუსეთთან დაახლოება მიგვიყვანს იქამდე, რომ შევრიგდებით აფხაზეთთან და დაბვრუნდებით“ – აღნიშნული განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისი შეფასებით, საპროტესტო გამოსვლები, რაც აფხაზეთში დაიწყო, ე.წ. მცოცავ ანექსიას აფერხებს. „ერთადერთი „მოგება,“ რაც შეიძლება იყოს იმ პროცესებიდან, რაც აფხაზეთში დაიწყო, არის ის, რომ ის აფერხებს მცოცავი ანექსიის გაგრძელებას. რაც შეეხება სხვა შედეგს, დეოკუპაცია მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა რუსეთი უკრაინაში დამარცხდება. დიდი ალბათობით, რუსეთი იძულებული გახდება აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, დნესტნისპირეთიდან გაიყვანოს თავისი ჯარები. უკრაინაზე არაფერს ვამბობ, საიდანაც რუსეთის ჯარებს გამოყრიან. აფხაზეთი დღეს ისედაც რუსეთის…

მეტი...

„რამდენიმე წელიწადში, შავიზღვისპირეთს აფხაზეთს ხელიდან გამოაცლიან, სწორედ ესაა რუსეთის გეგმა“ – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

აფხაზეთში მიმდინარე პროცესებსა და საპროტესტო ტალღაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც გამახარიამ აღნიშნა, რუსეთის ინტერესია, მთელი შავი ზღვისპირეთი ხელი ჩაიგდოს. „რუსეთის ინტერესია, რომ ხელში ჩაიგდოს მთელი შავიზღვისპირეთი. სულ რამდენიმე წელიწადში, მთელ შავიზღვისპირეთს აფხაზეთს ხელიდან გამოაცლიან და სწორედ ესაა რუსეთის გეგმა. ასევე ერთ-ერთი თემაა ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაცია. რუსეთი  მთელ ენერგოსისტემას უმიზნებს, რაც აფხაზეთშია. საბოლოო მიზანი კი ენგურჰესის ხელში ჩაგდებაა“ – აღნიშნა ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“. მისი განცხადებით, რუსეთს აფხაზეთი მიმწყვდეული ყავს. „ის, რომ ელექტრო ხაზების რეაბილიტაცია მოხდეს, რომელიც საკმაოდ მოძველებულია რაც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ამას 20 მილიარდი…

მეტი...

USAID-ში აცხადებენ, რომ თბილისში წყლის ხარისხზე ინფორმაციას არ ფლობენ

თბილისში სასმელი წყლის დაბინძურების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას USAID-იც ეხმიანება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს არ ახორციელებს. „USAID-ისთვის ცნობილი გახდა დეზინფორმაციის შესახებ, თითქოს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებული სასმელი წყლის ხარისხის შესახებ.  USAID-ი არ ფლობს მსგავს ინფორმაციას და არც რაიმე სახის რჩევებს გასცემს ამ თემაზე. არც USAID-ი და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და არ აკეთებს საჯარო კონსულტაციებს წყლის ხარისხის შესახებ“, – აღნიშნულია „USAID საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მამის პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბექა გრიგორიადისი გუშინ საღამოს პარლამენტთან მაშინ დააკავეს, როცა კარვის გაშლას ცდილობდა. აქციის მონაწილეები ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დროს და პროცესის გადადებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ბექა გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.  

მეტი...

,,აფხაზეთის გაერთიანებულ ოპოზიციას 9 მოთხოვნა გააჩნია, აქედან 6 პირდაპირ თუ ირიბად, მიმართულია რუსეთის წიააღმდეგ”- ჯემალ გამახარია ”მედიაცენტრ მთავარში”

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში” 30 მაისს, ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აფხაზეთის გაერთიანებულ ოპოზიციას 9 მოთხოვნა გააჩნია, აქედან 6 პირდაპირ თუ ირიბად, მიმართულია რუსეთის წიააღმდეგ. ,,აფხაზეთის გაერთიანებულ ოპოზიციამ აქციაზე 9 მოთხოვნა დააყენა, აქედან 6 პირდაპირ თუ ირიბად, მიმარ თულია რუსეთის წინააღმდეგ. პირველი და ყველაზე მთავარი, როგორც ისინი აცხადებდნენ, მთავრობის გადაყენებაა. მეორე მოთხოვნა იყო რეფორმების ჩატარება, რაშიც მართვის სისტემის შეცვლა იგულისხმება. შემდეგ მოთხოვნა ელექროენერგიაზე დაწესებული ტარიფის გაუქმებას ეხება. ასევე, ითხოვდნენ ბჟანიას განკარგულების გაუქმებას, რომელიც უშვებს საქართველოსთან ვაჭრობას,”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში”. ჯემალ გამახარიამ…

მეტი...

ბორჯომელი ახალგაზრდა 10–დღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს

10 დღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ გომთან, ბორჯომელი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი სავარაუდოდ მწყემსმა ნახა. ვახო მეტრეველს მაშველები 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა მისი ძმა, ბორჯომელი ბიზნესმენი ნიკოლოზ მეტრეველი.  

მეტი...

,,დაურეკოს პუტინს”- პოდოლიაკი ორბანს ურჩევს პუტინს დაურეკოს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ურჩევს, დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და მოუწოდოს რუსი დამპყრობლების ჯარების გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. პოდოლიაკის თქმით, ვიქტორ ორბანის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ გამომწვევად შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად საერთაშორისო სამართალს. “ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტული ქმედებების თანხმობა. ეს არის აგრესორის შეგნებული გამართლება და წახალისება, გააგრძელოს უკრაინის/ევროპის განადგურება…”, – აღნიშნა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის თქმით, დროა უნგრეთმა გააცნობიეროს, რომ კონტრშეტევითი ქმედებების გამო, უკრაინა უბრუნებს თავის ტერიტორიებს და ხალხს – ეს სამართლიანი და სავალდებულოა. ”და თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აწუხებს…

მეტი...

,,ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად”- მიხეილ სააკაშვილი

,,მე არ გამოვრიცხავ რომ შავიზღვისპირეთში ჩვენ საერთო საზღვარი გვქონდეს უკრაინასთან. დღეს ვლადიმერ ზელენსკიზე და უკრაინის არმიაზეა ჩამოკიდებული მთლიანად ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა და გამარჯვება,”- ამის შესახებ  ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი. მისი თქმით, აბსოლუტურად დარწმუნებულია  ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინის და ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში. ,,2019 წლის მაისში დილის 8 საათზე, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და გამაღვიძა ვარშავაში, რათა შეეტყობინებინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ბრძანება პრეზიდენტის პოსტზე იყო ჩემთვის მოქალაქეობის აღდგენა. ჩემი პირველი რეაქცია მადლობის გარდა იყო ის, რომ ვუთხარი ვხედავდი მას ჩვენი მთელი რეგიონის ლიდერად. მეც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ…

მეტი...

მაქსიმ გალკინი მოსკოვის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების“ სიაში დატოვა

შოუმენი მაქსიმ გალკინი მოსკოვის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების“ სიაში დატოვა. გალკინის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ის არ იყო პოლიტიკური ფიგურა და საზღვარგარეთ საუბარი არ შეიძლება ჩაითვალოს უცხოური წყაროების მხარდაჭერად. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი კი ამტკიცებდა, რომ გალკინი საგარეო გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. იუსტიციის სამინისტრომ გალკინი 2022 წლის სექტემბერში ფიზიკურ პირთა – უცხოელ აგენტთა სიაში შეიყვანა. როგორც დეპარტამენტში განაცხადეს, შოუმენმა დაფინანსება უკრაინიდან „პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას“ მიიღო.

მეტი...

„შეცვლილი რიტორიკა ბევრად უფრო ადეკვატურია”- წულუკიანი პრეზიდენტზე

,,ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში და არ შეიძლება, არ მივესალმოთ, რომ მას რიტორიკა აქვს შეცვლილი,” – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლას საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი. მისი თქმით, პრეზიდენტის შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატურია. „შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატური, ბევრად უფრო ორიენტირებული საერთო სახელმწიფო მიზანზე. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მან გააანალიზა ის დიდი ნეგატივი, რომელიც მის გამოსვლას მოჰყვა 26 მაისს, 27 მაისს თუ სხვა გამოსვლებზე. იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს რიტორიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ინტერესზე და არა რაიმე პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი, ჩვენმა…

მეტი...

,,უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია საერთაშორისო სანქციას არ ნიშნავს”- გიორგი კაკაურიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია საერთაშორისო სანქციას არ ნიშნავს. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც „ჯორჯიან ეირვეისის“ მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ იქნება. „უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. საერთაშორისო სანქციების მიღებას თავისი პროცედურები და წესი აქვს, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ „ჯორჯიან ეირვესი“ თუ არ დაარღვევს სანქციებს და დიდი იმედი მაქვს, რომ არც ერთი კომპანია არ დაარღვევს, ყველა იქნება აღსრულებაში იმ სანქციების, რომელიც დაწესებულია როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის…

მეტი...

,,სიხარულის ყიჟინა აქვთ გამართული იმის გამო, რომ ქართულ ეროვნულ ავიაკომპანიას ვიღაცამ სანქცია დაადო”- თამაზ გაიაშვილი

თამაზ გაიაშვილი „მედიაცენტრი მთავართან“ აცხადებს, რომ აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია. მისი თქმით, ”ქართველ ემისრებს შეცდომაში შეჰყავთ უკრაინის მთავრობა, რომ ვითომ თამაზ გაიაშვილი გავლენას ახდენს ამა თუ იმ სახელმწიფოში ფრენების დანიშვნა-არდანიშვნაზე.” ,,1 ივნისს ოპოზიციური მედიის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა უკრაინის მთავრობამ, გადაჭარბებულია. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ოცდაათი წელიწადია, რაც კეთილსინდისიერად და თავდადებით ემსახურება საქართველოს და ქართველ ხალხს. იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამ ხნის მანძილზე არ ესარგებლოს ამ ავიაკომპანიის მომსახურებით. ეს საქართველოს ისტორიის რთული მონაკვეთი…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ქეთევან წამებულის გამზირის, დოდაშვილის, ბოგდანხმელნიცკისა და ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების, ასევე, მედროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიების ბინადარ ცუგებსა და კატებს ჩაუტარა. ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს. მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მეპატრონეებს მოუწოდებს, საკუთარ ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინაცია ყოველწლიურად ჩაუტარონ. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა არა მხოლოდ ცხოველის, არამედ მეპატრონის ჯანმრთელობისათვის. სააგენტო…

მეტი...

,,ქალბატონს ეშინია”- გიული ალასანია სალომე ზურაბიშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეშინია. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს თავისუფლად შეუძლია მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ,,ქალბატონს ეშინია. რაღაცის შიში აქვს, ფაქტია, რის გამოც ასე იქცევა, როგორც იქცევა. მე იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და ყველამ ერთხმად მითხრა, რომ არ არის ეს სწორი და ძალიან თავისუფლად შეუძლია მას ეს გააკეთოს. მთავარია სურვილი. რას ნიშნავს დისკუსია და დებატები აი ამ საკითხებზე, რა საკითხებია ეს, რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდესეს დისკუსია? ჩვენ უცხოელი ექიმები გვყავდა ჩამოყვანილი, პოლონეთი ყველანაირად მზად არის თუმცა ეს ექიმებიც ვერ ახერხებენ ჯერ ჩამოსვლას”,- განუცხადა გიული ალასანიამ ტვ პირველს.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთში, ზღვიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს

ოკუპირებული ფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველებმა ზღვიდან 1981 წელს დაბადებული სომხეთის რესპუბლიკის  მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მეთევზეებმა ნაპირზე ტალღის მიერ გამორიყული ცხედარი იპოვეს და ამის შესახებ მაშველებს შეატყობინეს.  

მეტი...

,,მოგმართავთ თხოვნით, მოინახულეთ და გაასეირნეთ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში შაბათ-კვირას” – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, მოინახულონ და გაასეირნონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში შაბათ-კვირას. ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, მოინახულეთ და გაასეირნეთ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში შაბათ-კვირას. ცხოველების გასეირნება თავშესაფრის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება. გასეირნებისას უზრუნველყოფილი იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა. ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არაერთი დაკარგული და პატრონის მიერ ჩაბარებული ცხოველი ხვდება, რომლებისთვისაც სოციალიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, გთხოვთ, დარეკეთ თავშესაფარში ნომერზე – 032 2 421 424,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.

მეტი...

თბილისი პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება

თბილისი პრაიდის კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება. ორგანიზაციის ცნობით, ტრადიციულად ივლისის დასაწყისში უერთდებიან ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ,,სიყვარულს ვერ დაამარცხებ! თბილისი პრაიდის ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. პრაიდის კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას”,…

მეტი...

საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მაშინ მოხდება, როცა რუსეთი დამარცხდება უკრაინაში – ჯემალ გამახარია ”მედიაცენტრ მთავარში”

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და ცივილიზებული განვითარების გზას დაადგება. ჯემალ გამახარია საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა ტერიტორიების დაბრუნების საწინდარი იყოს. ,,არ ვარ ფრენების აღდგენის წინააღმდეგი, თუმცა ის, რომ რუსეთი ამის გამო აფხაზეთს ან რაიმეს დაგვითმობს… ადრე ხომ იყო ფრენები? ბატონმა სააკაშვილმა უვიზო რეჟიმიც დააწესა და ფრენებიც იყო ინტენსიურად, მაგრამ რა? არაფერი. არ ველოდებით, აფხაზეთის და სხვა ოკუპირებული რეგიონის პრობლემის მოგვარებას. ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება…

მეტი...

სემეკს, დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ირინე დახუნდარიძემ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ. მემორანდუმის მიზანია დიპლომატიის სფეროში სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, მემორანდუმის მხარეებს შორის ერთობლივი პროფესიული, სასწავლო საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

მეტი...

მოვუწოდებ შსს-ს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა – სახალხო დამცველი გრიგორიადისზე

საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, აპარატი 28 მაისის შემდეგ თვალს ადევნებს საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბექა გრიგორიადისის მიერ დაწყებულ უწყვეტ პროტესტს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. ,,მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექა გრიგორიადისი 2023 წლის 1 ივნისს, აქციის მიმდინარეობისას, კარვის გაშლის დროს დააკავეს. მანამდე, სამართალდამცავები მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ უფლებას, ადგილზე, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით, კარავი განეთავსებინა. მრავალი წელია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პოზიციის სისწორეს ადასტურებს, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” კლინიკა “ვივამედთან” აქციას აანონსებს

“თავისუფლება მიშას” – “ნაციონალური მოძრაობა” შაბათს, 14:00 საათზე, კლინიკა “ვივამედთან” აქციას აანონსებს. ამის შესახებ პარტიამ შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა. დამატებითი დეტალები  დროისთვის უცნობია.

მეტი...

ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ რეგიონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, რეგიონის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, არტილერია უკრაინის საზღვრის მახლობლად ქალაქ მასლოვა პრისტანის გზაზე მოხვდა, რის შედეგადაც ჭურვის ფრაგმენტები მიმავალ ავტომობილებს მოხვდა. მისივე ცნობით, ერთ მანქანაში ორი ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

მეტი...

თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით. სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკი მოუწოდებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს აწარმოებს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში. სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი ხდება როგორც წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე), ასევე წყალსადენის მაგისტრალებზე – 404 წერტილში. სასმელი წყლის დაბინძურება არც ერთ წერტილში არ ფიქსირდება. საქართველოს მასშტაბით…

მეტი...

ყველაზე მეტად, 9.7%-ით ხორცი და ხორცპროდუქტები გაძვირდა, ზეთი და ცხიმი 17%-ით გაიაფდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -17%-ით შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე, ხოლო ხილი და ყურძენი -12%-ით  გაიაფდა. ყველაზე მეტად, 9.7%-ით ხორცი და ხორცპროდუქტები გაძვირდა. 9.3%-ით მოიმატა ფასებმა რძეზე, ყველსა და კვერცხზე. 7.1%-ით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. 6.0%-ით მოიმატა ფასებმა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. 4.6%-ით გაძვირდა ყავა, ჩაი და კაკაო. ფასების 2.2%-ით ზრდა დაფიქსირდა შაქარზე,…

მეტი...

,,აფხაზეთში საკმაოდ რთული ვითარებაა, ამ ყველაფერზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს უკრაინის ომი”- ჯემალ გამახარია ”მედიაცენტრ მთავარში”

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში საკმაოდ რთული ვითარებაა. როგორც ჯემალ გამახარიამ ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ყველაფერზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს უკრაინის ომი და ის სავარაუდო შედეგები, რომელიც უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ,,აფხაზეთში საკმაოდ რთული ვითარებაა. ზოგადად ამ ყველაფერზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს უკრაინის ომი და ის სავარუადო შედეგები, რომელიც დიდი ალბათობით რუსეთის კრახით უნდა დასრულდეს, აქეთკენ მიდის პროცესები. აფხაზური საზოგადოება ამ ყველაფერს ყურადღებით აკვირდება და აქვთ დიდი შიში, რომ ეს ყოველივე გავლენას იქონიებს აფხაზეთზე. ამასთან, ისინი აკვირდებიან სომხეთ-აზებაიჯანს შორის მოლაპარაკებას. მათ განსაკუთრებით აღშფოთებთ ის,…

მეტი...

,,ძმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა” – მკვლელობა აჭარაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული რ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმა – 1993 წელს დაბადებული რ.ლ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო,”- ნათქვამის შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიებასაქართველოს…

მეტი...

,,შეიძლება იეჭვიანა ღარიბაშვილმა, რომ მას ნორმალურად არც შეხვდნენ”- ანა ბუჩუკური

,,შეიძლება იეჭვიანა ბატონმა ღარიბაშვილმა, რომ მას ნორმალურად არც შეხვდნენ და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ ისე, როგორც შეხვდნენ,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, უკრაინის პრეზიდენტზე არ გაკვირვებია. „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალთან არის პრობლემა, როცა თავს ესხმი იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც წელიწადზე მეტია ძალიან მძიმე ომში იმყოფება და რომლის გვერდზე დგას მთელი თავისუფალი სამყარო. არ გამიკვირდა მართალი გითხრათ, რადგან უკრაინაში ომის დაწყებისთანავე პირველი მძიმე, სამარცხვინო განცხადებები სწორედაც ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ“, – განაცხადა ანა  ბუჩუკურმა. „ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ…

მეტი...

12 რეგიონში ჩადენილი 37 ქურდობა – საბერძნეთში ქართველი დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში დააკავეს 48 წლის ქართველი, რომელმაც ქვეყნის 12 რეგიონში, 37 ჯერ გაქურდა სუპერმარკეტები. მედიის ცნობით, ქართველი პოლიციელებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც  ვრაჭათში, მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთების მოპარვას ცდილობდა. როგორც გაირკვა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მან კიდევ ექვსი ქურდობა ჩაიდინა სუპერმარკეტებში აჩაიაში, ატიკასა და კორინთიაში. ქართველის წინააღმდეგ განმეორებით ქურდობის ფაქტზე საქმე აღიძრა. წინასწარი გამოძიების დროს გაირკვა, რომ წინასწარი გამოძიებით გაირკვა, რომ მან საბერძნეთის 12 სხვადასხვა რეგიონში სუპერმარკეტები გაქურდა და გარუკვეველი რაოდენობის პროდუქცია მოიპარა.

მეტი...

ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა

ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მკვლელობა მშობლების თვალწინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ძმას სანადირო თოფიდან ესროლა. რა გახდა მკვლელობის მოტივი უცნობია.   წყარო: ტვ პირველი

მეტი...

ბახმუტის აღების მცდელობა რუსეთს 60 000-ზე მეტ დაღუპულ და დაშავებულ ჯარისკაცად დაუჯდა – მედია

დასავლელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოსკოვის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის დაკავების მცდელობება რუსეთს 60 000-ზე მეტ დაღუპულ და დაშავებულ ჯარისკაცად დაუჯდა. ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ რუსი დაღუპულთა საერთო რაოდენობა ახლა 200 000-ს აჭარბებს და არის ნიშნები, რომ უკრაინამ შესაძლოა კონტრშეტევა დაიწყოს უახლოეს კვირებში. „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბახმუტის აღება, სავარაუდოდ, რუსეთს დაუჯდა მინიმუმ 60 000 მსხვერპლი ბახმუტ-პოპასნას სექტორში ერთი წლის ბრძოლის განმავლობაში“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალური პირების თქმით, ხედავენ ბახმუტიდან ვაგნერის ძალების გაყვანის პროცესს. მათივე თქმით, ძალის ამ ელემენტების შეცვლა რუსეთის ისედაც გადაჭარბებული რეგულარული ჯარების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.

მეტი...

მომხმარებლის სასარგებლოდ აღებული ვალდებულებები კომპანიებმა 41 საქმეზე სრულად შეასრულეს – კონკურენციის ეროვნული სააგენტო

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან -2023 წლის მაისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 240 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 149 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 7 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 80 საქმეზე -44 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 22 საქმეზე გაფორმებულ 41 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,…

მეტი...

,,ძლიერ სიგნალს ვუგზავნით პუტინს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”- სუნაკი

,,ძლიერ სიგნალს ვუგზავნით ვლადიმერ პუტინს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. „გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევქმენით უსაფრთხოების მექანიზმები უკრაინისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ძალიან ძლიერ სიგნალს ვუგზავნით ვლადიმერ პუტინს, რომ არსად წასვლას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც“, – განაცადა სუნაკმა.  

მეტი...

უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ რუსეთის გაზისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას – რუსული მედია

სმოლენსკის რაიონში წუხელ, უპილოტო თვითმფრინავები თავს დაესხნენ გაზისა და ნავთობგადამამუშავებელ სადგურს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ტელეგრამ არც Shot-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, მესამე სახელოსნოს ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა, რასაც ხანძარი არ მოჰყოლია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან,  აფეთქება მოხდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში პოჩინკოვსკის რაიონში. სადაც დაზიანდა ხანძარსაწინააღმდეგო წყლის კონტეინერი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტი...

მტერმა ღამით კიევს 15 რაკეტით და 18 უპილოტო აპარატით შეუტია – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2 ივნისის ღამეს რუსებმა კიევს 15 საკრუიზო რაკეტით და 18 შაჰედით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კი მტრის ყველა საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ,,ამ ღამეს მტერმა დარტყმისთვის გამოიყენა 15 საკრუიზო რაკეტა (დაზუსტებული ტიპი) და 18 შაჰედი ირანის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი – ყველა ეს საჰაერო სამიზნე გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა. ინფორმაცია ზუსტდება,”- ნათქვამია განცხადებაში. მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ თქვა, რომ 2 ივნისის ღამეს, კიევისა და დედაქალაქის მიმდებარე საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვამ აღმოაჩინა და გაანადგურა სხვადასხვა ტიპის 30-ზე მეტი საჰაერო სამიზნე.

მეტი...

,,არ გავრისკავ, ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია ვუწოდო, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს” – შენდეროვიჩი

რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი, რომელიც საქართველოში არ შემუშვეს წერს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ  არ გარისკავს უწოდოს ივანიშვილის საქართველოს პუტინის პროვინცია, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, მწერალს თბილისსა და ბათუმში კონცერტები ჰქონდა დაგეგმილი. ,,საქართველოში არ შემიშვეს. თბილისში და ბათუმში კონცერტები არ იქნება. ათობით მეგობარი, ასობით მაყურებელი, თერაპიული სიცილი, ხუთი ფუნტი ურთიერთსიყვარული, ასი ჩაწერილი წიგნი და ჩემი გასტრონომიული ბედნიერების კვირა – ეს არ მოხდება. დღესასწაული ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა ჯგუფმა. დაიცვა საქართველო ჩემგან, კარგად. ჯერ ჩემგან არა… არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის…

მეტი...