ბიზნესად და დასაქმების წყაროდ ქცეული სუროგაცია შეიზღუდება

ჯანდაცვის მინისტრს მოადგილე თამარ გაბუნია იმ ახალ რეგულაციეაზე საუბრობს, რაც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გააჟღერა. საუბარია სუროგაციის ჩარჩოებში მოქცევაზე. კერძოდ იმაზე, რომ სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი.

„აუცილებელია, საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკური ნაწილი. ის, რომ სუროგაციის და დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა უანგაროდ მიიღოს. ეთიკური მხარის მოგვარება იმდენად რთულია, რომ მთელი რიგი ქვეყნები სუროგაციას სრულად კრძალავენ. ჩვენ შემთხვევაში ეს არ იკრძალება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს მეტი გარანტია, რათა ვიცოდეთ თუ რა მომავალი ექნება ბავშვს და შევქმნათ უსაფრთხო გარემო“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ეს უნდა იყოს უანგარო საქმე, ჩვენთან კი დასაქმების ბიზნესადაა ქცეული.

„ეს პრაქტიკა მთლიანად უანგარობის პრინციპს უნდა ემყარებოდეს. ჩვენ ყოველდღე რეკლამის სახით სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებს ვაწყდებით. ამას არქმევენ დასაქმებას. ეს ქმედებები არის რისკის შემცვლელი. კანონპროექტის მიხედვით, ბენეფიციარების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ამ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ეს არ უნდა იყოს კომერციული ინტერესი, თუმცა შეიძლება კომპენსაციის სახით მას აუნაზღაურდეს უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯები“ – განაცხადა გაბუნიამ.

 

მსგავსი თემები