,,იმედს ვიტოვებ,  ლგბტ თემას ევროკავშირის წევრი სტატუსის მონიჭების პროცესში,  შანტაჟის იარაღად არ გამოიყენებთ”- ხუნდაძე

„ახლოვდება ივლისის თვე და დაანონსებული ლგბტ პრაიდი ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე.

„თუკი ამერიკის პრეზიდენტს ლგბტ თემის წარმომადგენლების ხმები  სხვა მიზნებთან ერთად, არჩევნების მოსაგებად სჭირდება, საქართველოში ამის პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, ყველაზე ხელუხლებლის – რწმენის გასანადგურებლად და ქართული სინდისის  გასაქრობად სურთ. ახლოვდება ივლისის თვე და დაანონსებული ლგბტ პრაიდი ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით“,- განაცადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, ქართველებს არავისგან ესწავლებათ ტოლერანტობა და იმედი გამოთქვა, რომ ლგბტ თემა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის მონიჭების პროცესში არ გახდება პრობლემა.

 „მივმართავ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს: – თქვენ საქართველოში მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ  არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. მიუხედავად  თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა ჩვენს ქვეყნაში, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს. ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას ევროკავშირის წევრი სტატუსის მონიჭების პროცესში,  შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ. და თუ  მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი,”- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

მსგავსი თემები