,,როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე, ალბათ თვითონ ისაუბრებს”- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე   „ეროვნული ბანკის შესახებ“  კანონში ცვლილებების პროექტზე  პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უმრავლესობას მოუწოდა, არ დაძლიონ სალომე ზურაბიშვილის ვეტო.

,,მოგიწოდებთ არ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო და არ მიიღოთ კანონი, რომელიც დააზიანებს ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის ფუნქციონირებას. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია, რომ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, როლმელიც შეთანხმებული იყო და აშ. კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე, ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ამაზე“ – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

 

პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოდადებულ კანონის განხილვა მიმდინარეობს

 

 

მსგავსი თემები