მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმას ალეკო ელისაშვილი ეხმიანება

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ მშვილდაძე კარგი მოქალაქეა. „მიშა მშვილდაძე და მე კაი ხანია, სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე ვართ, მაგრამ მიშა ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან კარგი მოქალაქეა მიუხედავად ბევრ რამეში ჩვენი განსხვავებულობისა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ვითომ „შემთხვევითი“ თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუს-ია. ჰოდა ოცნებაც და სუს-იც ამის ჩამდენები ხართ სამარცხვინოები! ასეთი რამეების ჩამდენი ხელისუფლება არის სამარცხვინო და რეალურად განწირული წასასვლელად“, – წერს ალეკო ელისაშვილი. შეგახსენებთ, რომ  ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის…

მეტი...

ლუკაშენკოს განცხადებით, ბირთვულ იარაღს არა „ვაგნერი“, არამედ რუსები და ბელორუსები იცავენ

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას ბელარუსის ლიდერი პასუხობს და აცხადებს, რომ ბირთვულ იარაღს „ვაგნერლების“  დაცვა არ სჭირდება. „პოლონელები და სხვებიც ფიქრობენ, რომ „ვაგნერი“ დაიცავს ბირთვულ იარაღს. „ვაგნერი“ არ დაიცავს ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის დიდი ნაწილი უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეა და მას რუსები და ბელარუსები იცავენ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ჩვენ არ გვაქვს მსგავსი გამოცდილება, ამიტომ, რუსები იცავენ, ჩვენ კი ვეხმარებით დაცვაში“, – განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნა დაადასტურა. ამასთან დაკავშირებით განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა გააკეთა და აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ ბელარუსში ყოფნა დასავლეთისთვის საფრთხეა.

მეტი...

პოლონეთის პრეზიდენტი პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნას საფრთხედ აღიქვავს

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომელმაც დაადასტურა, რომ აჯანყებული „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბელარუსშია, განცხადებას პოლონეთის პრეზიდენტი აკეთებს და ამბობს, რომ დასავლეთისთვის ეს საფრთხეა. „ვაგნერის” ბელარუსში გადაადგილება საკმაოდ ნეგატიური სიგნალია. ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის – პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებას ვაძლიერებთ. ვხედავთ რა ხდება აღმოსავლეთით. “ვაგნერის” ჯგუფი ბელარუსში გადაადგილდება, რაც ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია და ამას ჩვენს მოკავშირეებამდე მივიტანთ”, – აცხადებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ბელარუსის ლიდერმა დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბელარუსში იმყოფება.  

მეტი...

კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის – რ.ი.-სთვის , რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს,…

მეტი...

პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვისა და მხარდაჭერისთვის 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მეორესთან არსებული ფინანსური დავის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართა, რომელმაც 2023 წლის გაზაფხულზე, მოაწყო ,,ქურდული გარჩევა“, რასაც ასევე ესწრებოდა და აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი ბრალდებული. მხარეებს შორის არსებული დავა ბრალდებულმა ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად განიხილა და თანხის გადახდა ერთ-ერთ მხარეს დააკისრა. ერთ პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი…

მეტი...

„ამ დაავადებებისთვის არ გვაქვს ეფექტური სამკურნალო საშუალება, არ არსებობს პრეპარატი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ბავშვებს 5 წლის ასაკში წითელა-წითურას აცრა გამოტოვებული ავთ, დაუყოვნებლივ ვაქცინაციის სენტრებს უნდა მიმართონ. „5 წლის ასაკის ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომ სრულად იყოს დაცული. თუ სწრაფად არ მოვახდინეთ ამ ხარვეზის გამოსწორება, წითელას წლევანდელი 7 შემთხვევა შესაძლოა, ”წითელას აფეთქებად” დაგვიბრუნდეს. ასეთი პრეცედენტი საქართველოში უკვე გვქონდა. არ არსებობს ამ დაავადების ეფექტური სამკურნალო საშუალება. არ არსებობს პრეპარატი, რომელიც წითელას, წითურასა და ყბაყურას ინფიცირების შემთხვევაში იქნება ეფექტური. ერთადერთი დაცვა არის ვაქცინა,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავართან”.  

მეტი...

მელანობა – დაავადება, რომელიც ზაფხულთან და ზღვის სეზონთან ასოცირდება

მელანომა – დაავადება, რომელიც ზაფხულთან და ზღვის სეზონთან ასოცირდება. აღნიშნულ პრობლემაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და მოსახლეობა გააფრთხილა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საქმე გვაქვს ბავშვების ზღვის სანაპიროზე ყოფნასთან. ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ კანის დაზიანებაზე. კანის დაზიანება, კანის დამწვრობა, რუჯი ერთი შეხედვით შეიძლება  იყოს არასაშიში, თუმცა, მას ძალიან სერიოზული ზეგავლენა აქვს ისეთი დაავადების განვითარების კუთხით, როგორიცაა საკმაოდ საშიში დაავადება მელანომა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საქმე გვაქვს ბავშვების ზღვის სანაპიროზე ყოფნასთან. მკაფიოდ უნდა დავიცვათ ის…

მეტი...

ლუკაშენკო ადასტურებს, რომ პროგოჟინი მასთან იმყოფება

ბელარუსის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მეამბოხე „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბელარუსში იმყოფება.  ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მან პრიგოჟინისთვს მიცემული პირობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შეასრულა. „უსაფრთხოების გარანტიები, როგორც [პუტინი] გუშინ დაჰპირდა, მიცემული იყო. ნამდვილად, დღეს იგი ბელარუსშია. როგორი პირობაც დავდე – თუ გსურთ რაღაც დრო შეგიძლიათ ჩვენთან იყოთ და სხვა. ჩვენ დაგეხმარებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მეტი...

„ვაგნერი“ სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა. მისი თქმით, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე სახელმწიფომ 86 მილიარდი რუბლი გადაიხადა „ვაგნერის“ ხარჯებისთვის. „მინდა, ყველამ იცოდეს ამის შესახებ. „ვაგნერის“ შენახვა სრულად იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, თავდაცვის სამინისტროსგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენ სრულად ვაფინანსებდით ამ ჯგუფს“, – განაცხადა პუტინმა.    

მეტი...

აშშ-ში, თვიმფრინავს მეხი ორჯერ დაეცა

American Eagle-ის თვითმფრინავს მეხი დაეცა. თვითმფრინავს არკანზასის აეროპორტში უამინდობის გამო დაჯდომა მოუწია. თვითმფრინავს მეხი რამდენიმე წამის განნმავლობაში 2-ჯერ დაეცა, თანაც იმ დროს, როდესაც ბორტზე მგზავრები იმყოფებოდნენ.

მეტი...

კრიმინალურ ავტორიტეტი სნაიპერმა სპორტდარბაზში დაჭრა

უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკში, სნაიპერმა კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრა. შემთხვევა 26 ივნისს, სიმონენკოს ქუჩაზე მოხდა. მედიის ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა ფანჯრიდან ცეცხლი გახსნა. შედეგად, სპორტული კლუბის სტუმარი დაშავდა, ის კრიმინალური ავტორიტეტი აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა სროლის შესახებ შეტყობინება, დაახლოებით, 17:20 საათზე მიიღეს.

მეტი...

ორბანი პუტინს ომის დამნაშავედ არ მიიჩნევს

„არა, მე არ მივიჩნევ“-  უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ომის დანაშაულებებზე საუბარი შეიძლება, ომის შემდეგ. „ომის დანაშაულებებზე შეიძლება საუბარი ომის შემდეგ. თუ თქვენ გინდათ ზავი და შემდეგ – მოლაპარაკებები, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, ვინც კონფლიქტის ნაწილი არიან, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. სთხოვო მათ, მოვიდნენ მაგიდასთან და უთხრა, – მოდი, მაგიდასთან და მე დაგიჭერ, – არ არის კარგი აზრი“, – განაცხადა ორბანმა.

მეტი...

სემეკი დებატების ეროვნული ტურნირის ფინალს უმასპინძლებს

28 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ოფისში, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართება. ტურნირის მონაწილეები წყალმომარაგების სატარიფო საკითხებზე იმსჯელებენ. ღონისძიებას დაესწრებიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და სხვა მოწვეული სტუმრები. დებატების ეროვნული ტურნირი ტარდება სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

მეტი...

,,ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ”- ანი წითლიძე

,,ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და მთელი შეგნებით”,- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატი ბექა ოდიშარიას განცხადებას გამოეხმაურა. ,,მინდა ბექა ოდიშარიას განცხადებას გამოვეხმაურო, რომელმაც გუშინ, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ თუ ვინმე ვინმე პრორუსს დაუძახებს, აუცილებლად ცხვირ-პირს დაულეწავს. ცოტა უფრო ადრე, წინა სესიაზე, აქ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იძახდა იმავეს – თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, მათ აუცილებლად დედას აგინებს. დღეს დარბაზში არ არიან, იმედია მოუსმენენ. მე მინდა მათ ვუთხრა: ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი…

მეტი...

,,უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის, რადგან დამოკიდებული გახდა დასავლეთის მხარდაჭერაზე, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე. მისი თქმით, უკრაინას არც ფული და არც იარაღი აქვთ. „მთავარია, რისი გაკეთება სურთ ამერიკელებს. უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. ფული არ აქვთ. იარაღი არ აქვთ. მათ შეუძლიათ ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათ დასავლეთში ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ სურთ მშვიდობა, მშვიდობა იქნება. ის, რომ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგონ, სიტუაციის გაუგებრობაა. მე ვსაუბრობ ომის დასრულებაზე და პრობლემა ის არის, რომ უკრაინელებს რუსებზე ადრე ამოეწურებათ ჯარისკაცები და ეს იქნება…

მეტი...

,,10 000 ბავშვს ვაქცინა არ ჩაუტარებია, არ გვაქვს ეფექტური პრეპარატი, აუცილებლად მიმართეთ ვაქცინაციას”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში 10 000 ბავშვს წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა არ ჩატარებია. მისი თქმით,  2023 წლის პირველ ოთხ თვეში, ქვეყანაში წითელას 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ,,ერთი ძალიან სერიოზული საფრთხე გვაქვს, ეს არის გამოტოვებული აცრები. 5 წლის ასაკის ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომ სრულად იყოს დაცული. სამწუხაროდ, ქვეყანაში 10 000 ბავშვი გვყავს, რომლებსაც წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა არ ჩაუტარებიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სწრაფად არ მოვახდინეთ ამ ხარვეზის გამოსწორება, წითელას წლევანდელი 7 შემთხვევა…

მეტი...

სტიქია წალენჯიხაში – 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

სტიქია სამეგრელოში – ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხაში 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. სოფელ საჩინოში მდინარე ინწრაზე ხიდის ნაწილი დააზიანა, რის გამოც ნაგურუს თემში მაცხოვრებლების ნაწილი საკუთარ სახლამდე მისვლას ვერ ახერხებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის წყოუშისა და ქალაღალის უბანსაც. ჩაანგრია ხიდბოგირები,დაიმეწყრა ტერიტორიები,დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები,დაზიანდა შიდა საუბნო გზები. მათივე ინფორმაციით, ამავდროულად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მეტი...

როსგვარდია მძიმე შეიარაღებას და ტანკებს მიიღებს – ზოლოტოვი

როსგვარდია მძიმე შეიარაღებას და ტანკებს მიიღებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ვიქტორ ზოლოტოვმა განაცხადა. მისი თქმით, როსგვარდიისთვის მძიმე შეიარაღებისა და ტანკების მიწოდების საკითხი განიხილებოდა პრეზიდენტ პუტინთან. სამხედრო მანქანებისა და მძიმე იარაღის მიწოდების დრო დაფინანსებაზე იქნება დამოკიდებული. ,,ეს საკითხი ახლა ძალიან მწვავედ დგას. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ ჩეჩნური კამპანიის დროს ჩვენ გვქონდა ტანკები, ახლა კი..ჩვენ არ გვაქვს ტანკები. ჩვენ ამას შევიყვანთ ჯარებში”, – განაცხადა ზოლოტოვი.  

მეტი...

,,თუ რუსეთი დაინგრევა, ჩვენ ყველა ნანგრევების ქვეშ მოვყვებით, ყველანი დავიხოცებით”- ლუკაშენკო

,,ჩემი პოზიციაა, რომ თუ რუსეთი დაინგრევა, ჩვენ ყველა ნანგრევების ქვეშ მოვყვებით, ყველანი დავიხოცებით”,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რითაც 23-24 ივნისს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ”ვაგნერის” ამბოხების  დროს, ბრძანება გასცა ბელარუსის ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყო. ,,ამ სიტუაციის მოგვარებაში ბელარუსის როლის გათვალისწინებით, აქ უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა მომხდარის შესახებ და განვმარტო ჩვენი პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილებები. როცა რუსეთში მოვლენების განვითარება დაიწყო, მე გავეცი ბრძანება ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყო. (ბელარუსის) შეიარაღებული ძალები, მათ შორის პოლიცია და სპეცრაზმი, სრულ მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი. არავითარ შემთხვევაში დაგვიძახოთ გმირები არც…

მეტი...

კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან_ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქ. აარდენბურგის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა. ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ლეონ იანსმა, სტუმრებს გააცნო ცენტრის მუშაობის სტრუქტურა, დაათვალიერებინა საპროთეზო საამქროები; კობა კობალაძემ და მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა და ჰოლანდიურმა მხარემ, ერთმანეთს, გამოცდილება გაუზიარეს. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მოგვიანებით, ქართული დელეგაცია, მასპინძლებთან და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დავით სოლომონიასთან ერთად, ქ. ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე იმყოფებოდნენ; გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს…

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც დაპირებას შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებენ”- წილოსანი

უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი დარწმუნებულია, რომ მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაუძახებს. წილოსანმა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ანი წითლიძეს უპასუხა. ,,ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებენ. თუმცა, ქალბატონო ანა, თქვენ, სამწუხაროდ, ეს დაპირება თქვენს თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული გაქვთ და უბრალოდ საშუალებაც აღარ არის, რომ მოხვდეთ რაიმე გასაკრიტიკებელი სიტყვის ქვეშ, იმიტომ, რომ იმაზე უარესი რა უნდა…

მეტი...

,,გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს”- ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რომ გარდაბანში ვიზიტის დროს მანქანის საბურავები დაუჭრეს. ,,გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე. გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს… იფიქრეს დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო… ხალხსაც შევხვდით, პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ახალი ოფისიც გავხსენით და რუსულ პარტიასაც გავისტუმრებთ ბევრი შრომით და ხალხთან ერთად ბრძოლით”, – წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ყველაფერ იმას ვგულშემატკივრობ, რაც რუსეთს დაასუსტებს და ეს ძალიან მალე მოხდება”- ხატია დეკანოიძე

„რუსეთში, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების დროს რაც  ყველაზე მყარად გამოჩნდა ეს არის ის, რომ ხელისუფლება გულშემატკივრობდა სტატუს-კვოს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, სტატუს-კვოს გულშემატკივრობა იმას ნიშნავს, რომ ვუგულშემატკივროთ იმ ძალიან მძიმე მოცემულობას, რომელიც მათ შორის არის უკრაინაში. „პუტინი დასუსტდა, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება რუსეთში აუცილებლად მოხდება. მე ვგულშემატკივრობ ყველაფერ იმას, რაც ასუსტებს რუსეთს, რაც დაასუსტებს რუსეთს და ეს ძალიან მალე მოხდება. თქვენ კი, იმაზე უნდა იფიქროთ, რომ სტატუს-კვოს გულშემატკივრობა გამოჩნდა იმ სიჩუმეში, რაც დღენახევრის განმავლობაში…

მეტი...

,,პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, ყველაფერს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ და GO-GO-თი გავამხნევებ”- ნიკა გვარამია

,,პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, ყველაფერს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ და GO-GO-თი გავამხნევებ”, – ამის შესახებ ”მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, კიბოს, ებოლა ვირუსს, ფეიკ ფოტოსესიის დროს უცაბედად გამოღვიძებულ ვეფხვს, ვულკანის ამოფრქვევას და ყველაფერ დარჩენილს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ და GO-GO-თი გავამხნევებ“, – წერს ნიკა გვარამია.

მეტი...

2023 წელი გამოირჩევა 2 დაავადების გააქტიურებით – ჩუტყვავილა და ქუნთრუშა – ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2023 წელი გამოირჩევა 2 დაავადების გააქტიურებით. მისი თქმით, განსაკუთრებით გააქტიურებულია  ჩუტყვავილა და ქუნთრუშა. ,,2023 წელი გამოირჩევა ორი დაავადების განსაკუთრებული გააქტიურებით, ესენია – ჩუტყვავილა და ქუნთრუშა. ის, რაც ამ წლის განმავლობაში, აღნიშნული დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით ხდება, 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემებია. ზოგიერთ ინფექციურ დაავადებას ციკლურობა ახასიათებს და სწორედ ციკლურობის მაგალითია ჩუტყვავილას შემთხვევების მატება. ასევე, ძალიან ბევრია ქუნთრუშას შემთხევები, წინა წლებთან შედარებით. სტატისტიკის მიხედვით, რამდენჯერმე არის გაზრდილი ამ დაავადებათა რაოდენობა. ნაკლებად ფიქსირდება წითელა. 2023 წლის პირველ ოთხ თვეში, ქვეყანაში…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი დევიდ ო’სალივანს, ჯეიმს ო’ბრაიენსა და კუმარ იერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს  ელჩ ჯეიმს  ო’ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს  საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას  იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან  მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების…

მეტი...

,,დენდროლოგიური პარკი მიზიდულობის წერტილად იქცა და ახლა ამ იდეის გაუფასურება უნდათ”- შალვა პაპუაშვილი

,,დენდროლოგიური პარკი მიზიდულობის წერტილად იქცა და ახლა ამ იდეის გაუფასურება უნდათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  ის პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს,  საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანას ხმარდება. ,,ესეც არის სწორედ იმის ნაწილი, რომ ადამიანებში საკითხების მიმართ არასწორი დამოკიდებულება შემოიტანონ,ის, რა მიზანსაც ემსახურება დენდროლოგიური პარკის შექმნა, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდო დენდროლოგიური პარკის შექმნაში და არა მხოლოდ, თავად ამ პარკის შექმნის იდეა, ნახეთ კიდევაც რამდენად მიზიდულობის წერტილად იქცა, ამ იდეის გაუფასურება უნდათ,”- განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, დენდროლოგიური პარკი მას შემდეგ, რაც ქონების გადაცემის ყველა პროცედურას გაივლის, ქვეყანას გადაეცემა.…

მეტი...

რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც და ამ ქვეყნის მტრებიც – ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას

რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. უმრავლესობის წევრმა ოპოზიციას მიმართა. „ალბათ რაღაც დოზით ჩვენი ბრალია, რომ ამ ხალხის ზნე-ჩვეულება ვერ წავიკითხეთ და რატომღაც გვწამდა, რომ საქართველოში შევძლებდით  კონსოლიდირება მომხდარიყო თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უკეთესი ყოფილიყო. ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ ამაში შევცდით. არ დაიჯეროთ, რომ ვინმე გაგიტარებთ. რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ…

მეტი...

მინდა ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ სასამართლოზე – ლაზარე გრიგორიადისი

მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისს სურვილი აქვს, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი მის სასამართლო პროზესზე მივიდნენ. ამის შესახებ დაკავებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ,,მექნება ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან სასამართლო და მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, ვინაიდან მხოლოდ მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა. კიდევ მექნება “იმედთან” სასამართლო სხდომა. ისეთი მონტაჟი გააკეთეს… დაამონტაჟეს ცუდად.. არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თმებთან დაკავშირებითაც მექნება კიდევ [სასამართლო პროცესი]. ცოტა ხანში გლდანის ციხესთან დაკავშირებით გავაკეთებ [განცხადებას], რა დარღვევები ხდება იქ”, – განაცხადა გრიგორიადისმა.  

მეტი...

,,პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუის და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის”- არჩილ თალაკვაძე

„პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუისა და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის ამ  დარბაზში“, – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველობის მთელ პერიოდში ერთპარტიული პარლამენტი ჰქონდა. „არც კი გიცდიათ, რომ პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული, არც საარჩევნო რეფორმები გაგიტარებიათ,  ჩვენ კი 8 არჩევნები მოვიგეთ. ახლაც კი შუალედური არჩევნები მოვიგეთ.  საარჩევნო რეფორმას რომელს ეძახით, თქვენი პრინციპით რომ ტარდება? ანუ სანამ არ მოიგებთ, რომ არ ენდობით და არ გჯერათ შედეგების?“ – მიმართა  ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩილ თალაკვაძემ.  მისივე  განცხადებით, საქართველოში არა მარტო საარჩევნო რეფორმა, არამედ  სასამართლო რეფორმაც წარმატებულია. „გუშინწინ ერთ-ერთმა თქვენმა საყვარელმა ოპოზიციონერმა  ჟურნალისტმა მოუგო…

მეტი...

ადიდებულმა მდინარემ  დროებითი გზა დააზიანა –  სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 42-ე კმ-ზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე წყალწითელამ დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა. ,,აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობდა ხიდის რეაბილიტაცია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის მოწყობილი იყო დროებითი გზა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დროებითი გზა. საავტომობილო მოძრაობის დროულად აღსადგენად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები. ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე,”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისის მამამ სასამართლომ 800 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 800 ლარით დააჯარიმა. მოსამართლის განმარტებით, რიგორიადისის მხრიდან პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად,  ამ ბრალდებით მოსამართლემ საქმე შეწყვიტა.    

მეტი...

,,საკუთარი ქვეყნის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, სირცხვილია”- კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  დენდროლოგიური პარკის მონახულება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია. კობახიძე  გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი, დედას, ეკატერინე ხვედელიძეს გადაუფორმა. ,,ეს არის ტექნიკური საკითხი, სასპეკულაციო არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს შვილზე იქნება მეუღლეზე თუ როგორ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს ტექნიკური საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, ეს სამარცხვინოა, ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის… არ გინდათ სპეკულაციები, სამარცხვინოა. 3 000 დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის, 300 დოლარი დაგიხარჯავთ? არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს…

მეტი...

,,პუტინს მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი კერძო სამხედრო კომპანია ”ვაგნერის” ამბოხს ეხმიანება. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ პუტინს რამდენიმე კვირა დარჩა. ,,მე ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს და დარწმუნებული ვარ, რომ მას მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა. ჩვენ ყველა უნდა მზად ვიყოთ ამ დროისთვის,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

სააკაშვილი გლობალური პოლიტიკოსია და ზუსტად ხვდება ხოლმე, რა მოცემულობის წინაშე დგას მთელი მსოფლიო – ანა წითლიძე

სააკაშვილი გლობალური პოლიტიკოსია და ზუსტად ხვდება ხოლმე, რა მოცემულობის წინაშე დგას დღეს არა მხოლოდ საქართველო და კავკასია, არამედ მთელი მსოფლიო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. დეპუტატი რუსეთში, ”ვაგნერის” ამბოხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი არის ბანანის რესპუბლიკა, რომელიც  ძალიან მალე ჩამოიშლება. „ის, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ რუსეთში, სამხედრო ამბოხების მცდელობა, როგორც არ უნდა დასრულებულიყო, ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთის უძლეველობის მითი არ არსებობს და რუსეთი არის ჩვეულებრივი ბანანის რესპუბლიკა, რომელიც აუცილებლად ძალიან მალე ჩამოიშლება. ეს რამდენიმე დღის წინ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა. მთელ ამ პროცესში…

მეტი...

,,დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, დაგვჩაგრეთ, ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სანქციების უმაღლესი კოორდინატორების საქართველოში ვიზიტს ეხმიანება. მისი თქმით, საქართთველოს მხრიდან არცერთი ფაქტი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის. ,,რაც შეეხება ოპოზიციას, ეს არის ნაწილი ჰიბრიდული ომის ტაქტიკებისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. პრობლემა ეს არის ჩვენ ოპოზიციაში, მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველა დანარჩენი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, დაგვჩაგრეთ, ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ ამით იქნებ რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება. რაც შეეხება ვიზიტს, ეს არის საკითხი ვინაიდან სანქციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანი არის. ერთადერთი რაზეც ჩვენ…

მეტი...