ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა ბულვარში მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ბულვარში მოსეირნე ქვეითებს დაეჯახა. მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილზე საპატრული ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიცია იმყოფება. ტერიტორია გადაკეტილია.